განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2019
საქმის ნომერი
010210014537403
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210014537403

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გამოტანილია 2019 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში, №2/ბ-1224-2014 (№010210014537403) სამოქალაქო საქმეზე

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: დიმიტრი გვრიტიშვილი

ინდირა მაშანეიშვილი

სიმონ ჩხაიძე

 

სააპელაციო სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების საკითხი.

 

1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სააპელაციო საჩივარი და, სარჩელიც, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სხვა თანხებთან ერთად, ს---------------–---–ს დაეკისრა 12701.5 ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ (სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტი), ასევე - 889.1 ლარის (12701.5 ლარის 7%) გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

1.2. მითითებული თანხები გამოანგარიშდა შემდეგი პრინციპით:

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ს---------------–---–ი, სამინისტროს კუთვნილი ქონების 282 დღის განმავლობაში (ანუ: 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში) არამართლზომიერი ფლობა-სარგებლობით, უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რის გამოც უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის საფასური მთელი ამ პერიოდისათვის, სარგებლობის ყოველ დღეზე 33.25 ლარის გაანგარიშებით.

1.3. შესაბამისად, გადასახდელი თანხის ოდენობა იყო: 282 დღე გამრავლებული 33.25 ლარზე = 9376.5 ლარს და არა 12701.5 ლარი, რომელიც მიღებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომის შედეგად, 33.25 ლარის გამრავლებით არა 282 დღეზე, არამედ - 382-ზე. ამავე მექანიკური შეცდომის შედეგად, გაანგარიშდა სახელმწიფო ბაჟის თანხაც 12701.5 ლარიდან 7%-ის გამოთვლით, ნაცვლად 9376.5 ლარიდან 7 %-ის (რაც შეადგენს 656.35 ლარს) გამოთვლისა.

1.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომები.ამასთან, აღნიშნულ განჩინებაშიც დაშვებულ იქნა შეცდომა: გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ჩამოყალიბებისას დაფიქსირდა, რომ ს---------------–---–ს დაეკისრა 656 (ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარის და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ; არადა, ეს თანხა წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის თანხას და იგი უნდა დაკისრებოდა მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

 

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლინაწილისთანახმად, სასამართლოსშეუძლია - თავისი ინიციატივითაც გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

2.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია - გასწორდეს ზემოთ, 1.4 პუნქტში აღნიშნული უზუსტობა, რომლებიც ტექნიკურ ხასიათს ატარებს, წარმოადგენს აშკარა შეცდომას და მონაცემები დაფიქსირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინების ძირითადი დასკვნების შესაბამისად.

2.3. ამ განჩინების გასაჩივრების წესი განისაზღვრება მითითებული კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 414-ე-416-ე მუხლებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გასწორდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში არსებული აშკარა შეცდომა, კერძოდ: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ს---------------–---–ს დაეკისროს 656 (ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარის და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.”.

 

2. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №32). კერძო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩის №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები: დიმიტრი გვრიტიშვილი

 

ინდირა მაშანეიშვილი

 

სიმონ ჩხაიძე