განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2019
საქმის ნომერი
330210018002748066
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002748066

საქმე №2ბ/3004-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს „რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------''

წარმომადგენელი - გ-----------–--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ-------------–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოსარჩელე (შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) გ-------------–--ე არის სსიპ შ--------–--ის ს---------ის თანამშრომელი. სსიპ შ--------–--ის ს---------სა და და სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ-------- ჯ--------ს“ შორის არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, სადაზღვევო პერიოდში, საჭირო სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც განისაზღვრა დაფარვის თითოეულ წილსა და თითოეულ პროდუქტში. სადაზღვევო მომსახურებაში შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მომსახურება, ჰოსპიტალური მომსახურება (საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული მომსახურების ჩათვლით), გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება, მშობიარობა, ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, დაავადებათა პროფილაქტიკა და ა.შ.

 

2. ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სადაზღვევო დაფარვის საგამონაკლისო წესები, კერძოდ ერთ-ერთია: ნებისმიერი სახის თვითდაზიანება, ან არასაჭიროებისამებრ, თავის საფრთხეში ჩაგდება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მოქმედების მიზანია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯი, ასევე დაზღვეული პირის განზრახ ქმედება, თაღლითობა ან ასეთი ქმედების შედეგები და ა.შ.

 

3. 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გ-------------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის შემდეგაც ევექსის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარა შემდეგი სახის მკურნალობა, კერძოდ, მარცხენა მუხლის სახსრის, მარცხენა მხრის ძვლის, გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები, ტრავმატოლოგიის კონსულტაცია, ოპერაციული ჩარევის სახით მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკების გამოყენებით, სტაციონარში ყოფნისას ჩაუტარდა ანტიბიოტიკო, ანალგეზიური თერაპია, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, გასტროპროტექცია შეხვევები ყოველდღიურად. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე გ-------------–--ის მიერ ჩატარებული მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯებმა შეადგინა 2521.64 ლარი, რაც გ-------------–--ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.

 

4. 17.10.2018 წლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რომელიც აღიძრა სადავო, 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გ-------------–--ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

5. საგზაო შემთხვევის დადგომის შემდგომ, გ-------------–--ემ წერილით მიმართა სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------ს“ ხელშეკრულების საფუძველზე, მის მიერ სამედიცინო მომსახურებაში გადახდილი თანხის 2 521.64 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

6. სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------მ“ გ-------------–--ეს წერილობით უარი უთხრა, გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. როგორც სადაზღვევო კომპანიის პასუხშია მითითებული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმოებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - გამოიკვეთა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტი (შესაბამისი კანონის მუხლი 1 - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ზემოაღნიშნული განცხადებით ასევე დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც მართავდა გ-------------–--ე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.3 მუხლის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, 17.10.2018 წლის დადგენილებაშიც ასევე იკვეთება, რომ გ-------------–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ-------------–--ემ და მოითხოვა - სს „რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------“-ისთვის გ-------------–--ის სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის 2521.64 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

7.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 17:27 საათზე, ქუთაისში, სოხუმის ქუჩაზე, ასათიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას შეემთხვა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რა დროსაც მოსარჩელე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, სადაც მოხდა მისი სისხლის ნიმუშის აღება, რა დროსაც არ აღმოჩნდა ეთილის სპირტის კვალი. ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 17 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მოცემული შემთხვევის შედეგად, 2018 წლის 08 სექტემბერს, 112-ის ბრიგადამ მოსარჩელე გადაიყვანა კლინიკაში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკების გამოყენებით, ასევე სტაციონარში ყოფნისას ჩაუტარდა ანტიბიოტიკი, ანალგეზიური თერაპია, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და გასტროპროტექცია, შეხვევები ყოველდღიურად. მოსარჩელემ მოპასუხესთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმართა მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიყენებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ეცნობა, რომ ეს წარმოადგენს თვითდაშავებას, რადგან მოსარჩელეს შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მოცემულს ადასტურებს 2018 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება, სადაც ზუსტად არის აღწერილი ის, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომა.

 

მოპასუხის შესაგებელი:

 

8. მოპასუხე სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების გამონაკლისი პირობების გათვალისწინებით სრულიად დასაბუთებულად ეთქვა ანაზღაურებაზე უარი და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ-------------–--ის სარჩელი მოპასუხე სს „რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.(იხ. გადაწყვეტილება 1 ტ. ს/ფ117)

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------“-მ

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

10.1. აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოება განსახილველი სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეების თაობაზე და გაამახვილა ყურადღება სადაზღვევო ლიმიტზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N1/44 2(5) და 5(1)(მ) მუხლების თანახმად სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა ყოფილიყო 2000 ლარზე მეტი. აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები და მოსარჩელის ბრალს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა; აპელანტის განმარტებით სადაზღვევო ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად (თვითდაზიანება და თავის საფრთხეში ჩაგდება) არ არსებობს ზიანის ანაზრაურების წინაპირობები. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ რომ, ანაზღაურების ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა არის 2000 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლს, რომლის თანახმად მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამდენად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

 

ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8431-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს შ--------–--ის ს---------სა და სს ,,ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის შესახებ.

 

14. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. სსიპ შ--------–--ის ს---------სა და სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ-------- ჯ--------ს“ შორის არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა კომპანიამ, სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ-------- ჯ--------მ“ აიღო ვალდებულება, სადაზღვევო პერიოდში დაზღვეული პირებისთვის საჭირო სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც განისაზღვრა დაფარვის თითოეულ წილსა და თითოეულ პროდუქტში. სადაზღვევო მომსახურებაში შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მომსახურება, ჰოსპიტალური მომსახურება (საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული მომსახურების ჩათვლით), გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება, მშობიარობა, ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, დაავადებათა პროფილაქტიკა და ა.შ.

 

14.2. დაზღვევის ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სადაზღვევო დაფარვის გამონაკლისები, მათ შორის: ნებისმიერი სახის თვითდაზიანება, ან არასაჭიროებისამებრ, თავის საფრთხეში ჩაგდება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მოქმედების მიზანია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯი, ასევე დაზღვეული პირის განზრახ ქმედება, თაღლითობა ან ასეთი ქმედების შედეგები და ა.შ.

 

14.3. 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გ-------------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის შემდეგაც ევექსის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარა შემდეგი სახის მკურნალობა, კერძოდ, მარცხენა მუხლის სახსრის, მარცხენა მხრის ძვლის, გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები, ტრავმატოლოგიის კონსულტაცია, ოპერაციული ჩარევის სახით მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკების გამოყენებით, სტაციონარში ყოფნისას ჩაუტარდა ანტიბიოტიკო, ანალგეზიური თერაპია, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, გასტროპროტექცია შეხვევები ყოველდღიურად. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე გ-------------–--ის მიერ ჩატარებული მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯებმა შეადგინა 2521.64 ლარი, რაც გ-------------–--ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.

 

14.4. 17.10.2018 წლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რომელიც აღიძრა სადავო, 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გ-------------–--ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

14.5. საგზაო შემთხვევის დადგომის შემდგომ, გ-------------–--ემ წერილით მიმართა სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------ს“ ხელშეკრულების საფუძველზე, მის მიერ სამედიცინო მომსახურებაში გადახდილი თანხის 2 521.64 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

14.6. სს ,,რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------მ“ გ-------------–--ეს წერილობით უარი უთხრა, გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. როგორც სადაზღვევო კომპანიის პასუხშია მითითებული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმოებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - გამოიკვეთა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტი (შესაბამისი კანონის მუხლი 1 - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ზემოაღნიშნული განცხადებით ასევე დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც მართავდა გ-------------–--ე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.3 მუხლის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, 17.10.2018 წლის დადგენილებაშიც ასევე იკვეთება, რომ გ-------------–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

15. ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმ გამონაკლისებს, როდესაც შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, კერძოდ: ნებისმიერი სახის თვითდაზიანება, ან არასაჭიროებისამებრ, თავის საფრთხეში ჩაგდება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მოქმედების მიზანია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯი, ასევე დაზღვეული პირის განზრახ ქმედება, თაღლითობა ან ასეთი ქმედების შედეგები და ა.შ. მოცემულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული და შეთანხმებული პირობების შესაბამისად დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, როდესაც შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევა უნდა მიეკუთვნოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისებს, კერძოდ თვითდაშავებასა და თავის საფრთხეში ჩაგდებას, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვას თანხის ანაზღაურებაზე. პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში, პირის ბრალეულობის დადგენაც კი არ შეიძლება შეფასდეს პირის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების განზრახვად. თვითდაშავება გულისხმობს პირის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის განზრახ ქმედებით ზიანის მიყენებას, პირდაპირ სურვილს და შესაბამის განზრახ ქმედებას - ავნოს თავის ჯანმრთელობას. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის ამგვარი სურვილი და განზრახვა და სადაზღვევო შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობის ავტოსაგზაო შემთხვევამ.

 

16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის ქმედების მართლსაწინააღმდეგობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს; პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავტომობილის დაზღვევის ფარგლებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი დამზღვევს აუნაზღაურდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014). სასამართლო განმარტავს რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა.

 

სსკ 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შეად სუსგ საქმე Nას-1306-1226-2015)

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთერთ საქმეში აღნიშნავს, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისას შესაძლოა საკამათო გახდეს გაუფრთხილებლობის ხარისხის განსაზღვრა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მის ერთ-ერთ განჩინებაში გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, რომ: უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როდესაც გარკვეულ ვითარებებში და გარემოებებში პირისაგან მოსალოდნელია გამოიჩინოს კეთილსინდისიერება, რაც ყველასათვის ნათელია და ასეთ შემთხვევაში პირი არ იჩენს კეთილსინდისიერებას - უჩვეულოდ დიდი მასშტაბით, არ ითვალისწინებს დაარღვევს მას. ჩვეულებრივი გაუფრთხილებლებისაგან განსხვავებით, უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას სუბიექტური თვალსაზრისითაც. (საქმე N ას-237-223-2010)

 

მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ის ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავდა რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას. კერძოდ საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება მოსარჩელის სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვა, აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ დიდი მასშტაბით დარღვევა, რაც ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე კუმულაციურად უნდა იყოს წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან ერთად. მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადასვლა როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება აკრძალული არ იყო, ამასთან იგი განპირობებული იყო წინ მიმავალი ავტომობილის იმგვარი მანევრირების განხორციელებით რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსარჩელეს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, ავტომობილების შეჯახების შედეგად დადგა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად სახეზეა არა თვითდაშავება/თვითდაზიანება, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის თანმდევი შედეგი, რაც გამოიხატა მძღოლის ჯანმრთელობის დაზიანებაში. შესაბამისად სადავო სადაზღვევო შემთხვევის საგამონაკლისო ნორმების გამოყენების წინაპირობები არ არსებობს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ანაზღაურების ლიმიტის მაქსიმალური ოდენობის შესახებ. პალატა განმარტავს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადაზღვევო ლიმიტით გათვალისიწნებული ანაზღაურების ზღვრულ ოდენობა სადავო არ გამხდარა, იგი არ იყო შედავებული მოპასუხის მხრიდან კვალიფიციური შესაგებელის ფარგლებში, შესაბამისად თანახმად სსსკ 380-ე მუხლისა ვერ გახდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „რ-----ის მ--------ა და ს--------------------------–-----– ბ--------ს ჯ--------„-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი