განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2019
საქმის ნომერი
080310116001615825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310116001615825

საქმე N3/ბ-98-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2-19 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (კერძო საჩივრის ავტორი) – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – შ------------–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,კ------------’’, ი/მ ,,გ---------–----------–------------------------–----–--------------------–--------

 

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

სსიპ შემოსავლების სამსახურისა მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

კერძო საჩივრის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება მის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2-16 წლის 22 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შპს ,,კ------------ს’’, ინდ. მეწარმე ,-----------–-------------–-------------------------–----–------------------------–--------- მიმართ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით;

 

მოსარჩელეს მითითებით, 2-16 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „კ-------------“ (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 34 934.17 ლარის ოდენობით.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „კ-------------“ ქონებაზე 2-14 წლის 21 ოქტომბერს №0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2-14 წლის 22 ოქტომბერს. ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2-15 წლის 06 თებერვალს შპს „კ-------------“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0---- ბრძანება, რომელიც შპს „კ-------------“ დირექტორ გ------–----–-------ეს (პ/ნ 6---------0) ჩაბარდა 2-15 წლის 13 თებერვალს. შპს „კ-------------“ ერიცხებოდა მოძრავი ქონება: საკონტროლო სალარო აპარატები, ღუმელები, კონდიციონერები და სხვა. 2-15 წლის 18 თებერვალს შედგა ყადაღის აქტი და ყადაღადადებული მოძრავი ქონება შეფასდა 6640 ლარად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით სხვა რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მოცემული პერიოდისათვის შპს „კ--------------“ საკუთრებაში არ გააჩნია.

 

შპს „კ-------------“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად, 2-14-2-16 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ-ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით. ამასთან, ყადაღის ბრძანების გამოცემის მომენტში გადამხდელის დავალიანება შეადგენდა 7021.59 ლარს, ხოლო დღეისათვის 33 893.08 ლარს. დავალიანების ოდენობა გაზრდილია დეკლარირების საფუძველზე, ხოლო ბიუჯეტში მოცემულ პერიოდში შეტანილია მხოლოდ 8013.64 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით საწარმოს ბრუნვა 2-14 წელს შეადგენდა 335 057 ლარს, 2-15 წელს 330 075.5 ლარს, ხოლო 2-16 წელს ცხრა თვის მონაცემებით 112 932 ლარს.

 

2-16 წლის 01 ივნისს შპს „კ------------მ“ რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. ქუთაისი, ბ-------- ქუჩა №2-, აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი 2-16 წლის 03 ივნისს (ორი დღის შემდეგ) დარეგისტრირდა იგივე მისამართზე – ქ. ქუთაისი, ბ-------- ქუჩა №2------------------–---------- სახელზე და გაგრძელდა ანალოგიური საქმიანობა. გ---------–--------ს 2-16 წლის 04 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად, გ------–----–-------ე არის მისი ბიძაშვილის - მ----------–-------ის (პ/ნ 4----------) მეუღლე.

 

შპს „ს--------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა 2-16 წლის 04 ოქტომბერს (სალარო აპარატის რეგისტრაციამდე ცხრა დღით ადრე), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ---------–-------ე.

 

2-16 წლის 2- ოქტომბრიდან შპს „ს-------" ასევე ახორციელებდა ანალოგიური პროდუქციის ზედნადებებით მიწოდებას თავისი ობიექტიდან შპს „კ--------------“ მეორე ობიექტამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „კ--------------“ მიერ დეკლარირებით დავალიანების გაზრდა, შემდგომ ერთი ობიექტის შეჩერება და იმავე ობიექტში ახალი მეწარმის (ი/მ გ---------–-------ე) ფუნქციონირება, რომელიც ახორციელებდა ანალოგიურ საქმიანობას, შემდგომ ამისა ი/მ გ---------–--------ს საქმიანობის შეწყვეტა და ახალი საწარმოს შპს „ს--------“ ფუნქციონირება - მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

მოპასუხეებს – შპს ,,კ-------------’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ეს’’, შპს ,,ს--------’’, გ------–----–-------ეს და მ---------–-------ეს, სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,კ-------------’’, ინდ. მეწარმე ,-----------–-------------–-------------------------–----–------------------------–--------- მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,კ------------’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’ და შპს ,,ს-------’’ აღიარებული იქნა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად. ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. 2-13 წლის 11 დეკემბრიდან შპს ,,კ------------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, იურიდიული მისამართია - ტ------–-- რაიონი, სოფელი კ----------, სხვა მისამართი - ქ. ქუთაისი, ი. ჭ-----------------------, კომპანიის დირექტორია - გ------–----–-------ე; ს/კ 4--------;

 

2.1.2. შპს ,,კ-------------’’ სახელზე 2-13 წლის 18 დეკემბრიდან რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატი D---------, მისამართი - ქ. ქუთაისი. ბ-------- ქუჩა N2-, ხოლო 2-14 წლის 26 სექტემბრიდან საკონტროლო სალარო აპარატი D---------, მისამართი - ქ. ქუთაისი, ფ--–--–---–------);

 

2.1.3. შპს „კ-------------“ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა დეკლარირების შედეგად, 2-14-2-16 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ-ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით;

 

2.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-15 წლის 06 თებერვლის N0---- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,კ-------------’’ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს;

 

2.1.5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, 2-16 წლის 27 მაისიდან მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’, იურიდიული მისამართად მითითებულია - ქ. ქუთაისი, დ. კ-–----–---–-----------–-----------------------------);

 

2.1.6. ინდ. მეწარმე ,,გ---------–--------ს’’ სახელზე 2-16 წლის 03 ივნისიდან რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი D---------, მისამართი - ქ. ქუთაისი, ბ-------- ქ. N2-;

 

2.1.7. შპს ,,კ------------მ’’ საკონტროლო სალარო აპარატი D--------- უსასყიდლოდ გადასცა ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ეს’’, რომელიც ასევე უსასყიდლოდ დაუბრუნა შპს ,,კ-------------’’ 2-16 წლის ოქტომბერში ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ემ’’;

 

2.1.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, 2-16 წლის 04 ოქტომბრიდან შპს ,,ს-------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, იურიდიულ მისამართად მითითებულია - ტ------–-- რაიონი, სოფელი კ----------, სხვა მისამართი - ქ. ქუთაისი, ბ-------- ქ.N2-, კომპანიის დირექტორი არის მ---------–-------ე;

 

2.1.9. საკონტროლო სალარო აპარატი D--------- 2-16 წლის 13 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია შპს ,,ს--------’’ სახელზე, მისამართი - სამტრედია, ჭ---------------;

 

2.1.10. შპს ,,ს-------მ’’ 2-16 წლის 2- ოქტომბერს №0--------- სასაქონლო ზედნადებით 2-4 ლარის ღირებულების საქონელი (ლობიანი, ხაჭაპური, პონჩიკი, პერაშკი, ჰამბურგერი, ბუტერბროდი) გადასცა შპს ,,კ-------------’’.

 

2.1.11. შპს ,,ს-------მ’’ 2-16 წლის 25 ოქტომბერს №0--------- სასაქონლო ზედნადებით 70 ლარის ღირებულების საქონელი (პონჩიკი, პერაშკი, ჰამბურგერი, კრუასანი) გადასცა შპს ,,კ-------------’’;

 

2.1.12. საქმეში წარმოდგენილი გ---------–--------ს ახსნა-განმარტებით, შპს ,,კ-------------’’ დირექტორი გ------–----–-------ე და შპს ,,ს--------’’ დირექტორი მ---------–-------ე არიან ცოლ-ქმარი, ხოლო თავად გ---------–-------ე არის მ---------–-------ის ბიძაშვილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,კ------------’’, ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’, შპს ,,ს-------’’, გ------–----–-------ე და მ---------–-------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,კ-------------’’ დირექტორი გ------–----–-------ე არის შპს „ს--------’’ დირექტორის მ--------–-------ის მეუღლე, ხოლო ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე“ არის შპს „ს--------’’ დირექტორის მ--------–-------ის ბიძაშვილი.

 

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2-16 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „კ--------------“ (ს/ნ. 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 34 934.17 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „კ-------------“ ქონებაზე 2-14 წლის 21 ოქტომბერს №0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2-15 წლის 06 თებერვალს შპს „კ-------------“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0---- ბრძანება.

 

შპს „კ-------------“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად, 2-14–2-16 წლებში წარმოდგენილი საშემოსავლოს და დღგ-ს ყოველთვიური და მოგების წლიური დეკლარაციებით. ამასთან, ყადაღის ბრძანების გამოცემის მომენტში გადამხდელის დავალიანება შეადგენდა 7021.59 ლარს, ხოლო დღეისათვის 33 893.08 ლარს. დავალიანების ოდენობა გაზრდილია დეკლარირების საფუძველზე, ხოლო ბიუჯეტში, მოცემულ პერიოდში, შეტანილია მხოლოდ 8013.64 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით საწარმოს ბრუნვა 2-14 წელს შეადგენდა 335 057 ლარს, 2-15 წელს - 330 075.5 ლარს, ხოლო 2-16 წელს ცხრა თვის მონაცემებით - 112 932 ლარს.

 

2-16 წლის 01 ივნისს შპს „კ------------მ“ რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. ქუთაისი, ბ-------- ქ. №2-. აღნიშნული საკონტროლო სალარო აპარატი 2-16 წლის 03 ივნისს (ორი დღის შემდეგ) დარეგისტრირდა იგივე მისამართზე – ქ. ქუთაისი, ბ-------- ქ.№2--ში ი/მ „გ---------–--------ს“ სახელზე და გაგრძელდა ანალოგიური საქმიანობა. გ---------–--------ს 2-16 წლის 04 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად, გ------–----–-------ე არის მისი ბიძაშვილის მ----------–-------ის (პ/ნ 4----------) მეუღლე.

 

შპს „ს--------“ (ს/ნ. 4--------) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაცია განხორციელდა 2-16 წლის 04 ოქტომბერს (სალარო აპარატის რეგისტრაციამდე ცხრა დღით ადრე), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია მ---------–-------ე. 2-16 წლის 2- ოქტომბრიდან შპს „ს-------" ასევე ახორციელებს ანალოგიური პროდუქციის ზედნადებებით მიწოდებას თავისი ობიექტიდან შპს „კ-------------“ მეორე ობიექტამდე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვლათმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ------------’’, შპს ,,ს-------’’ და ინდ. მეწარმე ,,გ---------–-------ე’’ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

რაც შეეხება, გ------–----–-------ეს და მ---------–-------ეს სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია, გ------–----–-------ე წარმოადგენს შპს ,,კ-------------’’ დირექტორს, ხოლო მ---------–-------ე შპს ,,ს--------’’ დირექტორს, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ------–----–-------ე და მ---------–-------ე, როგორც ფიზიკური პირები გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, შესაბამისად სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო და კერძო საჩივრების საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, როგორც სააპელაციო, ისე კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

 

აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას (სარჩელის უარყოფის ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის აღნიშვნით, საქმეში არსებული მტიცებულებებით დასტურდება, რომ მ---------–-------ის და გ------–----–-------ის ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. მათთვის საგადასახადო დავალიანების მქონე შპს-ს დირექტორებისთვის, რომელთათვის ცნობილი იყო საგადასახადო ვალდებულების შესახებ, დაარეგისტრირეს ახალი საწარმო და გაარიდეს ქონება, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობა კომპანიის წინაშე კერძოდ მისი მოვალეობაა ,,საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.“

 

აღნიშნული ნორმის შინაარსი საწარმოს უარს დირექტორისაგან რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილად მიიჩნევს, თუ ასეთი ანაზღაურება საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, ამიტომ ასეთი აუცილებლობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს უფლება უნდა მიენიჭოს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან.

 

ამასთან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისადა კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ შპს ''კ-------------" და მისი დირექტორის გ------–----–-------ის მიერ შპს ,,ს-------" და მ---------–-------ე გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, მათ გააჩნდათ საერთო მიზანი – გაერიდებინათ ქონება საწარმოდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შპს "კ-------------" ქონებაზე.

 

ამდენად აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

 

კერძო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს ,,კ-------------”, ინდ.მეწარმის ,,გ---------–--------ს’’ და შპს ,,ს--------’’, გუზალა ლომთაძისა და მ---------–-------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად შეუძლებელი ხდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კი ერიცხება საკმაოდ დიდი ოდენობის დავალიანება. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დროული დაფარვა, რაც არის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ზემოღნიშნული კი, არ იქნა გათვალისწინებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარის მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო და კერძო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტისა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. 42--ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო (კერძო) საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა წარმოადგენს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.

 

საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,კ-------------’’ გააჩნია შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მან მოახდინა შპს ,,ს--------თან’’ და ინდ.მეწარმე ,,გ---------–-------ესთან’’ ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციაზე, რა მიმართებით სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მ---------–-------ის და გ------–----–-------ის მიმართ აპელანტის მითითება ცრუმაგიერობის დადგენის ზოგად წინაპირობებსა და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე, არ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან ვერ ადასტურებს რომელიმე მის მიერვე აღნიშნული კრიტერიუმის არსებობას. ამასთანავე, პირთა შორის ნათესაური კავშირი, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების თარიღი ან საქმიანობის ადგილი, იმთავითვე არ გულისხმობს მათ ცრუმაგიერობას, რადგან როგორც აღინიშნა, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით ცრუმაგიერობის დადგენის აუცილებელი კუმულატიური წინაპირობებია გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების შეუძლებლობა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი, რა გარემოებაც ფიზიკური პირების ნაწილში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

პალატის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია კომპანიის წინაშე დირექტორების ფიდუციური მოვალეობებიდან გამომდინარე მათი ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს ამ მიმართებით სააპელაციო საჩივრის მართებულობა დასაბუთებული აქვს ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საზოგადოების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებზე (გამჭოლი პასუხისმგებლობა), რა არგუმენტებზე დაყრდნობითაც აპელანტს გააჩნია სამოქალაქო წესით სასამართლოში დავის გაგრძელების უფლება და მითითებული სამოქალაქო კანონის დანაწესი ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არსებული რეგულაციით აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე.

 

4.1.3. რაც შეეხება, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. მითითებული ნორმის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ყველა სხვა საქმეზე (გარდა „ა“–„ვ“ პუნქტებში მითითებულისა), სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

პალატის მოსაზრებით, აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტები გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების პირობებში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ, ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის მოტივით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო (კერძო) საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს მათი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი