განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2019
საქმის ნომერი
330310017002185455
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002185455

№3ბ/1864-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

აპელანტი - დ----- დ----–--;

წარმომადგენელი - გ--------------–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე - სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით დ----- დ----–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ----- დ----–-- (პ/ნ 6----------) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N----------). (ს.ფ. 16).

 

2017 წლის 5 მაისს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, დ----- დ----–-- დამისამართებულია: ს----------------------–-----------------------------; ფაქტობრივი მისამართი: ს----------------------–-----------------------------; ამავე ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს სოციალური კრიტერიუმის სიღარიბის მაჩვენებელში მიენიჭა - 1 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს – 2 ქულა, რის შედეგადაც საბოლოო ქულამ შეადგინა - 4 ქულა. (ს.ფ. 40).

 

დ----- დ----–--ს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, დ----- დ----–--ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ს----------------------–-----------------------------. დ----- დ----–--ს ოჯახი შედგება მეუღლის - ნ-------–------ე-დ----–--ს, დედის - თ----- დ----–--სა და შვილების - გ-------– დ----–--სა და დ-----– დ----–--საგან. 2017 წლის 6 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N2019 ცნობის მიხედვით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა), დ----- დ----–-- დაავადებულია ვურუსული ,,C’’ ჰეპატიტით. დ----- დ----–--ს ოჯახს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯია: სურსათზე, სასმელზე - 150 ლარი, თამბაქოს ნაწარმზე - 50 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 10 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 20 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 50 ლარი, ტრანსპორტზე - 10 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 20 ლარი, სხვა ხარჯები - 30 ლარი, სულ - 340 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, დ----- დ----–--ს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია - 160 ლარი, დევნილთა შემწეობა -135 ლარი. დ----- დ----–--ს ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.(ს.ფ. 43-53, 106-107).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტიდან, ქ. ქუთაისში, ა----–-----–----------, შ-----–----------- და ე-----------------ში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით დ----- დ----–--ს ეთქვა უარი ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე, ხოლო უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ იგი უკვე დაკმაყოფილებული იყო რეაბილიტირებული ფართით - ქ-------------------------–------------ში.(ს.ფ.78-85).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 8 ნოემბრის N---- ბრძანებით დ----- დ----–--ს ოჯახს, ქ-------------------------–-----------, კორპუსი ,,ა’’-ში რეაბილიტირებული ფართით დაკმაყოფილების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.(ს.ფ.63).

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქ. სამტრედიაში, რ-------–---------------------------------------------ში არსებული ფართი 2013 წლის 20 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - ლ------–----ა და თ----- დ----–--ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, გადაეცათ დ----- დ----–--სა და თ----- დ----–--ს (2 სულიან) ოჯახს.(ს.ფ. 12, 64);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში– კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ დ----- დ----–-- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” შესაბამისად დ----- დ----–--ს განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა დ----- დ----–--ს მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს N-- ოქმით ასევე დასტურდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტიდან, ქ. ქუთაისში, ა----–-----–----------, შ-----–----------- და ე-----------------ში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი, რის შედეგადაც დ----- დ----–--ს უარი უთხრა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი უკვე დაკმაყოფილებული იყო რეაბილიტირებული ფართით - ქ-------------------------–------------ში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს დევნილი ოჯახების ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებებს, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” პირველ მუხლზე, რომლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ ქ--------------–------------–----------------------------------------ში არსებული ფართი 2013 წლის 20 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - ლ------–----ა და თ----- დ----–--ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე,,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, გადაეცათ დ----- დ----–--სა და თ----- დ----–--ს (2 სულიან) ოჯახს. დადგენილია ასევე, რომ სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, ბინით უზრუნველყოფისას არ ყოფილან გათვალისწინებული არც დ----- დ----–--ს მეუღლე - ნ-------–------ე-დ----–-- და არც მისი შვილები - გ-------– და დანილ დანელიები, ვინაიდან მოსარჩელემ ოჯახი ზემოაღნიშნული ფართის გადაცემის შემდგომ პერიოდში შექმნა. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული ბინის მიღების პერიოდისათვის ის იყო სრულწლოვანი, რის გამოც მისი დედასთან ერთოთახიან ბინაში განსახლება იყო უკანონო, ვერ იქნება მოცემული დავის ფარგლებში განხილული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----- დ----–--ს სწორად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ქ-------------------------–-----------, კორპუსი ,,ა’’-ში მდებარე რეაბილიტირებული ფართით დაკმაყოფილების გამო.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აპელანტის მითითებით, „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-13 მუხლის მიხედვით, დევნილის განსახლება შესაძლებელია ორი გარემოების დროს: ერთი, როდესაც ხდება დროებითი განსახლება, რა დროსაც მიუხედავად მისი მართლზომიერი მფლობელობისა, დევნილს საკუთრებაში არ გადაეცემა საცხოვრებელი ფართი და მეორე, გრძელვადიანი განსახლების დროს, როდესაც დევნილ საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, დ----- დ----–--ს გადაეცა დროებითი განსახლების ფართი. დ----- დ----–-- აღნიშნული ფართის გადაცემის მომენტიდან გამოთქვამდა პრეტენზიას, თუმცა უშედეგოდ. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის დროებითი განსახლების ადგილი ჩათვალა გრძელვადიანი განსახლების ადგილად, რაც ეწინააღმდეგება დღეის მდგომარეობით მოქმედ დევნილთა განსახლების წესს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 08 ნოემბრის N---- ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებსა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ქ. ქუთაისში არსებული პროექტის ფარგლებში დ----- დ----–--ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის მართლზომიერების შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება: დადგენილია, რომ დ----- დ----–-- (პ/ნ 6----------) წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N----------). (ს.ფ. 16).

 

2017 წლის 5 მაისს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის მონაცემებით დასტურდება, რომ დ----- დ----–-- დამისამართებულია: ს----------------------–-----------------------------; ფაქტობრივი მისამართი: ს----------------------–-----------------------------; ამავე ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს სოციალური კრიტერიუმის სიღარიბის მაჩვენებელში მიენიჭა - 1 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს – 2 ქულა, რის შედეგადაც საბოლოო ქულამ შეადგინა - 4 ქულა. (ს.ფ. 40).

 

დ----- დ----–--ს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, დ----- დ----–--ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ს----------------------–-----------------------------. დ----- დ----–--ს ოჯახი შედგება მეუღლის - ნ-------–------ე-დ----–--ს, დედის - თ----- დ----–--სა და შვილების - გ-------– დ----–--სა და დ-----– დ----–--საგან. 2017 წლის 6 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N2019 ცნობის მიხედვით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა), დ----- დ----–-- დაავადებულია ვირუსული ,,C’’ ჰეპატიტით. დ----- დ----–--ს ოჯახს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯია: სურსათზე, სასმელზე - 150 ლარი, თამბაქოს ნაწარმზე - 50 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 10 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 20 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 50 ლარი, ტრანსპორტზე - 10 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 20 ლარი, სხვა ხარჯები - 30 ლარი, სულ - 340 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, დ----- დ----–--ს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია - 160 ლარი, დევნილთა შემწეობა -135 ლარი. დ----- დ----–--ს ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.(ს.ფ. 43-53, 106-107).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტიდან, ქ. ქუთაისში, ა----–-----–----------, შ-----–----------- და ე-----------------ში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით დ----- დ----–--ს ეთქვა უარი ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე, ხოლო უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ იგი უკვე დაკმაყოფილებული იყო რეაბილიტირებული ფართით - ქ-------------------------–------------ში.(ს.ფ.78-85).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 8 ნოემბრის N---- ბრძანებით დ----- დ----–--ს ოჯახს, ქ-------------------------–-----------, კორპუსი ,,ა’’-ში რეაბილიტირებული ფართით დაკმაყოფილების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.(ს.ფ.63).

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წამოდგენილ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის 2017 წლის 30 ივნისის მონიტორინგის ფორმას, რომლითაც დასტურდება, რომ თ----- დ----–--ს ოჯახი 1993 წლიდან 2013 წლამდე ცხოვრობდა სამტრედიაში, ჩ---–----–---–-------აზე არსებულ ფართში. 2013 წლიდან კი გადავიდნენ სამტრედია, რ-------–-------------------------------------------------).

 

დადგენილია, რომ ქ. სამტრედიაში, რ-------–---------------------------------------------ში არსებული ფართი 2013 წლის 20 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - ლ------–----ა და თ----- დ----–--ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, გადაეცათ დ----- დ----–--სა და თ----- დ----–--ს (2 სულიან) ოჯახს.(ს.ფ. 12, 64);

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 სექტემბრის N1920 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.

 

განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება (მდებარე ქ. სამტრედია, რ-------–---------------------, 58.38 კვ.მ. ს.კ. 3------------------) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, თ----- დ----–--ს, გ-------– დ----–--სა და დ----- დ----–--ს.

 

ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა ფლობდნენ ან სარგებლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით განთვალისწინებული უძრავი ნივთისა; ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოითხოვონ სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტ(ებ)ისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, შემძენის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთის შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად მიიჩნევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

 

განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ( ს.ფ. 60-61 ).

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 სექტემბრის N1920 განკარგულების საფუძველზე ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მეორეს მხრივ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული პრივეტიზების ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებოდა, რომ მოსარჩელის ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სამტრედია, რ-------–---------------------, 58.38 კვ.მ. ს.კ. 3------------------.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მეორე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა სფეროში უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს „გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ,“ რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც გამოძევებულ იქნენ ან იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთაო ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფასა და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატასტროფებს და, ამასთან, არ გადაუკვეთავთ საერთაშორისო აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პრინციპები ეროვნულ ხელისუფლებებს აკისრებს უპირატეს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი დაცვითა და დახმარებით. გაეროს აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად აღწერს იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა: გადაადგილებისაგან დაცვის, დაბრუნების, განსახლების, რეინტეგრაციის პრინციპები და სხვა.

 

მე-3 პრინციპის თანახმად, ეროვნულ ხელისუფლებებს ეკისრებათ უპირატესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყონ შესაბამისი დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით განისაზღვრა დევნილთა დროებითი განსახლების წესი, რაც გულისხმობს დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფას (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფისა), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებისა.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი ქ. სამტრედიაში, რ-------–------------------------------–------------ში მცხოვრებ მოქალაქე თ----- დ----–--სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის გ---------------–--ეს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით დასტურდება, სამინისტრომ იკისრა ქ. ს-----------–-----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის ვალდებულება. შეთანხმების თანახმად, ქ. ს-----------–-----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო მოქალაქეს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინის ქირით თვეში 200 ლარის ოდენობით, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებში მოქალაქეთა დაბრუნება. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ოჯახთან ერთად, დღეის მდგომარეობითაც, ცხოვრობს დაქირავებულ ფართში და მისთვის ქირის გადახდას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას;

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში– კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

ამავე ნორმის მე-12 პუნქტით შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს, ხოლო ამავე ნორმის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით. იმავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს.

 

ამდენად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამჟამად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2013 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დ----- და თ----- დანელიებს ქ. სამტრედიაში, რ-------–---------------------------------------------ში არსებული ფართი გადაეცათ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში, გარდა 2013 წლის 20 ივნისით დათარიღებული მიღება - ჩაბარების აქტისა, არ მოიპოვება არცერთი სხვა დოკუმენტი, (კონკრეტული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს წინადადადება, კომისიის სხდომის ოქმი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან/და გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დ----- და თ----- დანელიებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმითა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ქ. სამტრედიაში, რ-------–------------------------------------ში მდებარე 58.38 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გადაეცათ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამო მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ მოკვლეული გარემოებები არ იძლევა მტკიცების უპირობო საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დ----- დ----–--ს მიმართ სადავოდ ქცეული აქტი გამოსცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, დაადგინოს დ----- დ----–--სა და თ----- დ----–--სათვის 2013 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოხდა დევნილთა დროებითი განსახლების წესის ფარგლებში თუ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად. ასევე დაადგინოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 სექტემბრის N1920 განკარგულების საფუძველზე, მოხდა თუ არა მოსარჩელესთან პრივეტიზების ხელშეკრულების გაფორმება და გადაეცა თუ არა უსასყიდლოდ საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სამტრედია, რ-------–---------------------, 58.38 კვ.მ. ს.კ. 3------------------ და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი დ----- დ----–--ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა. არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. აპელანტის დ----- დ----–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ----- დ----–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 08 ნოემბრის N---- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე