განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2019
საქმის ნომერი
330100116001620414
ინსტანცია
თარიღი
09.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001620414

საქმე №1ბ/116-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ------–----–---–ის,ადვოკატ - ე--------------ის,მსჯავრდებულ - ზ----------––-–--–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის ადვოკატ ს---–--------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ--------–----------––-–--–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ----------––-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 28 ოქტომბრიდან, 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით.

 

ზ----------––-–--–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით შუადღის პირველ საათზე, ქ. თბილისში, ქ---------ის ქუჩა №43-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------––-–--–-–---–მა, ნ----------–--ეს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ოქროს ჯაჭვი და ოქროსფერი ჯვარი. ძარცვის შედეგად ნ----------–--ეს მიადგა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის ადვოკატმა ს---–--------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის განმარტებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულ ნ----------–--ის და მოწმე ნ---------–--–--ას ჩვენებები, ხოლო დაცვის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა: ა-----–--–---–ის, ნ---------––-–--–-–---–ის, მ-----------–-–---–ის და გ--------------------–---–ის ჩვენებები სასამართლომ არ გაიზიარა და უსაფუძვლოდ აღნიშნა, რომ ისინი არიან ბრალდებულის ახლობლები და დაინტერესებული პირები. ასევე, როგორც განაჩენშია აღნიშნული, ბრალდებულს ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, რომელიც თითქოს ძარცვის დროს მიაყენა დაზარალებულმა. თუ დაკავების ოქმის მიხედვით ვიმსჯელებთ, მასში მართლაც არის ასახული აღნიშნული დაზიანება, თუმცა იგი მიყენებულია პოლიციის თანამშრომლების მიერ ზ----------––-–--–-–---–ზე ფიზიკური ზემოქმედების განხორციელების შედეგად. დამცველის განმარტებით, ის გარემოება, რომ ოქმს ბრალდებულიც აწერს ხელს და აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და არ საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას, განპირობებული იყო ერდაერთი მოტივით, რომ თავი დაეღწია პოლიციის თანამშრომლების მიერ მასზედ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისგან. ეს დადასტურებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგადაც, სადაც არაერთი დაზიანება დაუდგინდა და ამ ფაქტზე გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო განაჩენში არაფერს ამბობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე, რომელზეც დაფიქსირებულია სავარაუდო მძარცველი და აშკარაა, რომ მსჯავრდებული ზ-----------––-–--–-–---–ი და სათვალთვალო კამერის ჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამდენად, არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის საკმარისი ზ-----------––-–--–-–---–ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ----------––-–--–-–---–მა და ადვოკატმა ე--------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ზ----------––-–--–-–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----------–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თბილისში, სოლომონ ქ---------ის ქუჩა №39-ში. 2016 წლის 27 ოქტომბერს, დღის 12:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში, შვილებთან - 9 თვის მ------თან და 2 წლის ნ-----–----თან ერთად გავიდა ბინიდან ბავშვების გასეირნების მიზნით. მ------ი ეჯდა ე.წ. „კენგურუში“. სახლიდან გამოსვლისას დაინახა, რომ მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიასთან იდგა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც დაჟინებით უყურებდა და ამით მიიქცია მისი ყურადღება. იგი ბავშვებთან ერთად სეირნობდა სახლთან ახლოს, როდესაც იგრძნო, რომ უკან ზედმეტად ახლოს ვიღაც მიყვებოდა. ასევე, გზაჯვარედინზე გადასვლისას ნახა, რომ კიდევ მიყვებოდა ზემოაღნიშნული უცნობი მამაკაცი, რის გამოც შეეშინდა და გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. მოტრიალდა, რათა დაენახა - გზაზე უკან გადასვლა იყო თუ არა შესაძლებელი და ამ დროს წინ დახვდა ხსენებული მამაკაცი. ამ უკანასკნელმა ჰკითხა - შეიძლებოდა თუ არა, რომ მის ბავშვს მოფერებოდა. ბრალდებულმა ბავშვის სახისკენ წაიღო ხელი და ამ დროს სწვდა ოქროს ჯაჭვზე, რომელიც კისერზე ეკეთა. ეგონა, რომ ართმევდა ბავშვს, ვინაიდან არ ახსოვდა, რომ ოქროს ჯაჭვი ეკეთა. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელმა მოქაჩა ჯაჭვი, რომელიც თავდაპირველად არ გაწყდა და ბავშვებთან ერთად დაეცა ძირს. ამ დროს თავდამსხმელმა მოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და გაიქცა დაღმართზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალისკენ,“ ლ--–----ის ქუჩაზე. ისინი (ნ----------–--ე და მისი შვილები) დაინახა გზაზე ავტომანქანით მომავალმა მამაკაცმა, რომელსაც სთხოვა დახმარება, რათა დაერეკა პოლიციაში. მას (ნ----------–--ეს) და შვილს ნ-----–----ს მუხლები დაუზიანდათ, ასევე თავად კისერი ჰქონდა გადახეხილი, ხოლო მ------ი სახით დაეცა, რის გამოც ჰქონდა შეშუპება. დაზარალებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულ ზ----------––-–--–-–---–ზე და განაცხადა, რომ სწორედ მან ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი შემთხვევის დღეს. ასევე, მოგვიანებით იგი ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას და დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელის გარეგნობაში არ ცდება. მისი განმარტებით, ძარცვის შედეგად დაუფლებული ოქროს ცეპი იყო 15 გრამი და დაახლოებით 900 ლარის ღირებულების, ჯაჭვზე ეკეთა ოქროსფერი, თვლიანი ჯვარი, რომელიც არ იყო ძვირფასი მეტალის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------–--–--ამ განაცხადა, რომ დაზარალებული ნ----------–--ე მისი მეზობელია. 2016 წლის 27 ოქტომბერს, შუადღის პერიოდში, სარეცხს ფენდა აივანზე, რა დროსაც დაინახა მისი აივნის მოპიდაპირე მხარეს მდგომი უცხო პიროვნება. იმ დროისთვის ქუჩაში სხვა არავინ გადაადგილდებოდა და მხოლოდ ეს პირი იდგა. სარეცხის გაფენის შემდეგ შებრუნდა სახლში, რა დროსაც გაიგონა დაზარალებულ ნ----------–--ის ყვირილი და ბავშვების ტირილი. დაინახა, რომ ხსენებული უცხო პირი გარბოდა. მისი აივნიდან პირდაპირ ჩანს ის ქუჩა, საითაც გაიქცა მძარცველი. მოწმის განმარტებით, ჩავიდა ქვემოთ, რა დროსაც ნ---- მოუყვა, რომ მძარცველი ბავშვს მოეფერა და შემდეგ ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი. ნ----ს უმცროს შვილს სახეზე ჰქონდა სილურჯე, დაზიანებები ჰქონდა თავად დაზარალებულსაც. მოწმემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ბრალდებული ზ----------––-–--–-–---–ი. მისი განმარტებით, როდესაც შეიყვანეს ამოსაცნობ ოთახში, წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ზუსტად ის, ვინც დაინახა შემთხვევის ადგილზე. წინასწარ ამოსაცნობ პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც არავის უჩვენებია მისი ფოტო ან ვიდეოჩანაწერი. ბრალდებულს ამოცნობისას იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც შემთხვევის დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------––-–--–-–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებული ზ----------––-–--–-–---–ი არის მისი შვილი. 2016 წლის 27 ოქტომბერს, დილის საათებში ზ-----მა ო--------–ის ავტოსადგურზე წაიყვანა ნათესავი. თავად დილით იმყოფებოდა პირად საქმეზე, ხოლო დაახლოებით 11:00 საათისთვის, როდესაც დაბრუნდა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოდან, ზ----------––-–--–-–---–ი ავტომანქანას არემონტებდა. თვითონ შევიდა მეზობელთან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, სადაც ზ-----მა მიაკითხა და ერთად ავიდნენ სახლში. მათთან სტუმრად მივიდა მისი (ნ---------––-–--–-–---–ის) ძმის ცოლიც. სადილის შემდეგ ზ-----მა დაიძინა, ხოლო თავად წავიდა მათ კორპუსთან მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, იქიდან წამოღებული ნივთების დასაბრუნებლად. აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 13:00 საათამდე. მეორადების მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ზ----------––-–--–-–---–ს კვლავ ეძინა. შემდეგ წავიდა თავის ძმასთან, რომელიც ცხოვრობს იმავე სადარბაზოში, ერთი სართულით ქვემოთ, კარები კი გარედან დახურა. დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა მისმა შვილმა, რომელმაც უთხრა, რომ გაიღვიძა და უნდა წასულიყო სამუშაოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–--–---–მა განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს ზ----------––-–--–-–---–ის ოჯახის მეზობლად და მას იცნობს ბავშვობიდან. 2016 წლის 27 ოქტომბერს იმყოფებოდა საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან არსებულ, მისი მშობლების კუთვნილ ხილბოსტნეულის ჯიხურში. იქ იყო ნ---------––-–--–-–---–იც. ისინი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 12:00 საათისთვის მათთან მივიდა ზ----------––-–--–-–---–ი, რომელმაც დედას სთხოვა, რომ სახლში ასულიყვნენ. ისინი კიდევ ცოტა ხანს გაჩერდნენ ჯიხურში და შემდეგ ზ-----ი და დედამისი ერთად ავიდნენ სახლში. მოწმეს არ ახსოვს 27 ორტომბრის წინა ან მომდევნო დღეებში ზ----------––-–--–-–---–ი ნახა თუ არა, შესაძლებელია სადარბაზოში შეხვედროდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ არის ბრალდებულ ზ----------––-–--–-–---–ის ბიცოლა. ზ-----ის დაკავების წინა დღეს, იგი დაინახა ეზოში, ავტომანქანას არემონტებდა, შემდეგ კი სახლში ავიდა. ცოტა ხანში თავად ესტუმრა ნ---- და ზ----------––-–--–-–---–ებს. ბინაში დახვდა ბრალდებული, რომელიც ხელ-პირს იბანდა და ემზადებოდნენ სადილისთვის. შემდეგ კვლავ დაბრუნდა თავის ბინაში. აღნიშნული ხდებოდა დაახლოებით 11:30 საათიდან, 13:00 საათამდე დროის ინტერვალში. მოგვიანებით მასთან მივიდა ნ---------––-–--–-–---–ი, რომელსაც ცოტა ხანში, დაახლოებით 14:00 საათზე დაურეკა ზ-----იმ. ნ----მ უთხრა, რომ ზ-----ის ეძინა და კარები გარედან ქონდა ჩაკეტილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------------–---–მა განაცხადა, რომ მან ბრალდებული გაიცნო ა------ის დასახლებაში, ჭ------ის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სამრეცხაოში, რომლის მიმდებარედაც თავად მუშაობს დარაჯად. დაკავების წინა დღეს, 2016 წლის 26 ან 27 ოქტომბერს, ზ-----ი დაახლოებით 12:00-13:00 საათების ინტერვალში ნახა, რომელიც მისული იყო ავტომანქანის გასარეცხად, თუმცა მრეცხავი არ დახვდა. ზ-----ს განუმარტა, რომ მრეცხავი წასული იყო სოფელში, რის შემდეგაც ზ----------––-–--–-–---–მა თავად გარეცხა მანქანა. ამის შემდეგ ზ-----იმ ავტომანქანა გარკვეული პერიოდი დატოვა სამრეცხაოს მიმდებარედ და თავად წავიდა გაფუჭებული ნაწილის მოსატანად. დაახლოებით 2 საათში იგი უკან დაბრუნდა და ავტომანქანა წაიყვანა, ხოლო მეორე დღეს შეაკეთა იგი.

 

ბრალდებულმა ზ----------––-–--–-–---–იმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. ყოველდღე, დილის საათებში, ტაქსით მომსახურებას უწევდა ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ქ------------–--–---–ს. იგი დილით აკითხავდა ქ-------ს, ამ უკანასკნელის შვილს ტოვებდა საბავშვო ბაღში, ხოლო თავად ქ------------–--–---–ი მიყავდა სამსახურში. 2016 წლის 27 ოქტომბერს, დილის საათებში, მომსახურება გაუწია ხსენებულ პირს, რის შემდეგაც, ვინაიდან ავტომანქანის სავალი ნაწილი გაუფუჭდა, შეარემონტა იგი და გარეცხა სამრეცხაოში. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის, მივიდა სახლში, ისადილა და დაიძინა, რათა საღამოს გასულიყო და ემუშავა თავისი ავტომანქანით. სადილის დროს მათთან იყო მისი ბიცოლაც. საღამოს საათებში, როდესაც გაიღვიძა, დედა არ დახვდა სახლში და ის მოიკითხა, შემდეგ კი წავიდა სამუშაოდ. ბრალდებულმა კატეგორიულად გამორიცხა შემთხვევის ადგილას მისი ყოფნა და განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა, თუ სად მდებარეობდა ქ---------ის ქუჩა. მას ან მისი ოჯახის წევრებს არანაირი ურთიერთობა დაზარალებულ ნ----------–--ესთან და მოწმე ნ---------–--–--ასთან არ ჰქონიათ.

 

2016 წლის 27 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–--------------------------ის მიმდებარედ. მის მოპირდაპირედ დგას ორსართულიანი სახლი. მათ შუაში არის გზის სავალი ნაწილი. ქ---------ის ქუჩის №---სთან გზის სავალ ნაწილს კვეთს ლ--–----ის ქუჩა. მოწმე ნ----------–--ემ მიუთითა ქ---------ის ქუჩა №---თან და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილზე იდგა მამაკაცი, რომელიც დაიძრა მისკენ, მივიდა ქ---------ის ქუჩის №---სთან და გასტაცა ოქროს ჯაჭვი, ჯვრით. ასევე მოწმემ მიუთითა, რომ ძარცვის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა ლ--–----ის ქუჩაზე ქვედა მიმართულებით.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ----------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, სახის ზოგადი მოყვანილობით, ცხვირით, თვალის ფერით, ჩაცმულობით, ცხვირზე არსებული ნაკაწრით, შუბლზე შემელოტებული მოკლე ვარცხნილობით და ზოგადად მისი იერსახით ამოიცნო ზ----------––-–--–-–---–ი, რომელმაც მას ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მასზე არსებული ჯვარი. ასევე ნ----------–--ემ აღნიშნა, რომ ამოცნობილ პირს ტანთ აცვია ზუსტად იგივე ჩასაცმელი, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენის დღეს, გარდა შარვლისა, დანაშაულის დღეს მას ეცვა შედარებით მუქი შარვალი.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ---------–--–--ამ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე - ზ----------––-–--–-–---–ი, რომელმაც მისი საცხოვრებელი სახლის წინ ოქროს ჯაჭვი და ჯვარი გასტაცა მის მეზობლად მცხოვრებ ნ----------–--ეს.

 

2016 წლის 28 ოქტომბერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ----------––-–--–-–---–ის ნებაყოფლობითი თანხმობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი - შავი ფერის „დუტის ჟილეტი“ და მონაცრისფრო გრძელმკლავიანი მაისური „სვიტერი“, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ი-----–--------–---–მა, ნ-----–------------ემ და გ----------------–--ემ, ასევე მოწმე ვ---------------------მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა თ----------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა შავი ფერის დუტის ჟილეტი, მონაცრისფრო გრძელსახელოიანი მაისური „სვიტერი“ და DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია თ---–--–----–--–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პერიმეტრზე დამონტაჟებული, გარე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები 2016 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან, 14:00 საათამდე დროის შუალედში. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ მითითებული დროის ინტერვალში, მამაკაცი გადაადგილდება ლ--–----ის ქუჩის ზედა მიმართულებით. შემდეგ კადრში ჩნდება იგივე მამაკაცი, რომელიც ლ--–----ის ქუჩის ზედა მხრიდან მიდის ქვედა მხარეს სირბილით და უჩინარდება კადრიდან.

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----------––-–--–-–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ზ----------––-–--–-–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----------–--ემ თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სახლიდან გამოსვლისას, გზის მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიასთან დაინახა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც დაჟინებით უყურებდა, გადაადგილებისას იგრძნო, რომ უკან ზედმეტად ახლოს ვიღაც მიყვებოდა, ხოლო გზაჯვარედინზე გადასვლისას დაინახა მის უკან მიმავალი სწორედ ზემოაღნიშნული მამაკაცი, რომელიც წინ დახვდა უკან მობრუნებულ დაზარალებულს, მის მხრებზე დაკიდებულ ე.წ. „კენგურუში“ მჯდომი ბავშვის სახისკენ წაიღო ხელი თითქოს მოფერების მიზნით და ამასთანავე, კისერზე არსებული ცეპი მოქაჩა. ნ----------–--ემ მიუთითა, რომ ჯაჭვი თავდაპირველად არ გაწყდა და თვითონ ბავშვებთან ერთად დაეცა ძირს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და გაიქცა ლ--–----ის ქუჩის დაღმართზე. დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა გატაცებულ ნივთებზე, აღწერა როგორც ოქროს ჯაჭვისა და მასზე არსებული ჯვრის მახასიათებლები, ასევე დამნაშავის გარეგნობა და დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობა განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ზედმიწევნით და ობიექტურად. მისი ჩვენება არის საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია ამ უკანასკნელის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ნ----------–--ემ სრულიად დამაჯერებლად მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მსჯავრდებული ზ----------––-–--–-–---–ი არის სწორედ ის პირი, რომლებმაც განახორციელა მისი ძარცვა, იგი დანაშაულის ჩადენისას პირისპირ უყურებდა თავდამსხმელს და მისი სახე არასოდეს დაავიწყდება.

 

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მისი მეზობლის ნ---------–--–--ას ჩვენებასთან, რომელიც იმავე თანმიმდევრობით და ლოგიკური წყობით აღწერს მისთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც დაზარალებული. მართალია ნ---------–--–--ას უშუალოდ ნ----------–--ის კისრიდან ჯაჭვის მოგლეჯის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა იგი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე იმყოფებოდა აივანზე და აშკარად დაინახა, რომ მისი აივნის მოპირდაპირე მხარეს იდგა მსჯავრდებული ზ----------––-–--–-–---–ი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება კარგად დაამახსოვრდა ვინაიდან მის გარდა ქუჩაში არავინ იდგა. ხოლო მას შემდეგ, რაც სახლში შესულს შემოესმა ნ----------–--ის კივილის და ბავშვების ტირილის ხმა, მან გაიხედა და დაინახა, რომ მსჯავრდებული გარბოდა სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც თავის ჩვენებაში მიუთითა დაზარალებულმა ნ----------–--ემ. ასევე, მას ნ----მ უამბო, რომ მძარცველი ბავშვს მოეფერა და შემდეგ ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი. ნ---------–--–--ას განმარტებით, მისი აივნიდან პირდაპირ ჩანს ის ქუჩა, საითაც გაიქცა მძარცველი და კარგად შეძლო მისი დანახვა. ასევე, მან დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ზ----------––-–--–-–---–ი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც იდგა მისი აივნის მოპირდაპირე მხარეს და რომელიც მოგვიანებით გარბოდა ლ--–----ის ქუჩის მიმართულებით.

 

საკმაოდ დასაბუთებულად ისაუბრეს ნ----------–--ემ და ნ---------–--–--ამ მსჯავრდებულის მიერ ძარცვის ძალადობით განხორცილებაზეც. კერძოდ, დაზარალებულმა მიუთითა, რომ მას კისერი ჰქონდა გადახეხილი ჯაჭვის მოქაჩვის შედეგად, ხოლო წაქცევის დროს მან და მისმა ორი წლის შვილმა მუხლებზე მიიღეს დაზიანებები. რაც შეეხება ე.წ. „კენგურუში“ მყოფ მ------ს, მან დედის წაქცევის შედეგად თავი დაარტყა და ქონდა შეშუპება. დაზარალებულის ჩვენების იდენტურად ნ---------–--–--ამ დაადასტურა, რომ ეზოში ჩასულმა შენიშნა როგორც ნ----ს სხეულზე მიღებული დაზიანებები, ასევე მისი უმცროსი შვილის სახეზე არსებული სილურჯე. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ნ----------–--ის და ნ---------–--–--ას მიერ მიწოდებული ურთიერთშესაბამისი და დამაჯერებელი ინფორმაცია იძლევა საკმარის მტკიცებულებით საფუძველს იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ზ----------––-–--–-–---–ის მიერ განხორციელებული ძარცვის შედეგად ნ----------–--ემ და მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, რომლებიც სახიფათო არ არის სიცოცხლისათვის. ამასთან, ნ----------–--ისა და ნ---------–--–--ას ჩვენებების სანდოობის შეფასების თვალსაზრისით, პალატა ყურდაღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ----------–--ისა და ნ---------–--–--ას მხრიდან ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ რაიმე პირადი დაინტერესების არსებობას, რის გამოც მათ იცრუეს სასამართლოს წინაშე და მისცეს ბრალდებულის მამხილებელი ცრუ ჩვენება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოება ვერ ახსნა დაცვის მხარემაც და თავად ზ----------––-–--–-–---–მა მიუთითა, რომ ამ პირებთან არანაირი ნაცნობობა და ურთიერთობა მას და მისი ოჯახის წევრებს არ ქონიათ.

 

დაზარალებულ ნ----------–--ის და მოწმე ნ---------–--–--ას ჩვენებები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ პოლიციის თანამშორმელთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. მათ შორის პირის ამოცნობის ოქმებით, რომელთა თანახმადაც, ნ----------–--ემ და ნ---------–--–--ამ ამოიცნეს ზ----------––-–--–-–---–ი, რომელმაც 2016 წლის 27 ოქტომბერს ოქროს ჯაჭვი გასტაცა ნ----------–--ეს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზეც, სადაც ასახულია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან, 14:00 საათამდე დროის შუალედში მამაკაცი გადაადგილდება ლ--–----ის ქუჩის ზედა მიმართულებით. შემდეგ იგივე მამაკაცი ლ--–----ის ქუჩის ზედა მხრიდან მიდის ქვედა მხარეს სირბილით. მართალია აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა მასზე აღბეჭდილი მამაკაცის ტანთმოსილი და ზ----------––-–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი შავი ფერის „დუტის ჟილეტი“ და მონაცრისფრო გრძელმკლავიანი მაისური არის ერთმანეთის იდენტური, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერსიას 2016 წლის 27 ოქტომებრს, ქ------–--–-------------ის ქუჩაზე ზ----------––-–--–-–---–ის მიერ ნ----------–--ისათვის ოქროს ჯაჭვის გატაცებისა და ლ--–----ის ქუჩის მიმართულებით გაქცევის შესახებ.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კონონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა შემდგენმა და მასში მონაწილე პირებმა და შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ დაინტერესება ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ წარსულში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტიდან გამომდინარე, არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე არადამაჯერებლადაა შეფასებული დაზარალებულის განმარტება, რომ მას ნამდვილად ჰქონდა 15 გრამი წონის, 900 ლარად ღირებული ოქროს ცეპი. პალატის შეფასებით, მართალია სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ამოღებული ზ----------––-–--–-–---–ის მიერ ნ----------–--ისათვის წართმეული ნივთი და შესაბამისად, ვერც მისი ღირებულება იქნა დადგენილი, თუმცა დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შეიძინა დაახლოებით 900 ლარად და ვინაიდან ნ----------–--ის ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით, პალატას არც ამ ნაწილში გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს ნივთის ღირებულებსათან დაკავშირებით მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნ----------–--ის მიერ ზ----------––-–--–-–---–ისათვის ცხვირის არეში დაზიანების მიყენების სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ცხვირზე ნაკაწრის არსებობა დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ ბრალდებულის დაკავების ოქმით და ასევე ნ----------–--ის მიერ ზ----------––-–--–-–---–ის ამოცნობის ოქმითაც, სადაც მითითებულია, რომ ამომცნობმა სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, სახის ზოგადი მოყვანილობით, ცხვირით, თვალის ფერით, ჩაცმულობით, შუბლზე შემელოტებული მოკლე ვარცხნილობით, ზოგადად მისი იერსახით და ცხვირზე არსებული ნაკაწრით ამოიცნო ზ----------––-–--–-–---–ი. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ზ----------––-–--–-–---–ის მიერ დაკავების ოქმში მითითებული გარემოებების უდავოდ მიჩნევა განპირობებული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ მასზედ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისგან თავის დაღწევის მოტივით, პალატა მიუთითებს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მიერ იქნა გაჟღერებული, სამართალდამცავ ორგანოში ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი ან შემაჯამებელი გადაწყვეტილება პალატის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი. ამასთან, აღნიშნული გარემოება ვერ დაუკარგავს ფასს იმ მტკიცებულებების სანდოობას, რაც ზ----------––-–--–-–---–ის ძარცვაში მხილების მიზნით იქნა მოპოვებული და გამოკვლეული.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ სამართალდამცავებმა არ ჩაატარეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, არ დანიშნეს შესაბამისი ექსპერტიზები ნ----------–--ის და მისი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ზ----------––-–--–-–---–ის ცხვირზე ნ----------–--ის მიერ მიყენებული ნაკაწრის არსებობის დასადგენად; ექსპერტიზა არ ჩაურატეს მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ტანსაცმელს იმის გასარკვევად, ჰქონათ თუ არა მათ რაიმე შემხებლობა ერთმანეთთან, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა ჯაჭვის ჩამოგლეჯის დროს ჯაჯგურისას; ასევე, არ განახორციელეს საგამოძიებო მოქემდებები იმ ფაქტის დადგენის მიზნით, ნამდვილად ფლობდა თუ არა 15 გრამიან, 900 ლარის ღირებულების ოქროს ცეპს ნ----------–--ე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობით ეჭვის ქვეშ ვერ დადგება იმ მტკიცებულებების სანდოობა და რელევანტურობა, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად, მტკიცების საკმარისი სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის, მისი - დედის ნ---------––-–--–-–---–ის და მოწმეების: ა-----–--–---–ის, მ-----------–-–---–ის და გ--------------------–---–ის ჩვენებებს, პალატა მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა ბრალდებულთან ნათესავურ ან სხვა სახის ახლო ურთიერთობაში ყოფნა უპირობოდ არ მიუთითებს მოწმის ჩვენების არადამაჯერებელ ხასიათზე და არ ქმნის მისი დისკრედიტაციის საფუძველს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაჯერებლობას მოკლებული. თითოეული მოწმე ცდილობს დაადასტუროს, რომ ზ-----------––-–--–-–---–ი მისი დაკავების წინა დღეს, შუადღის პერიოდში იმყოფებოდა საკუთარ უბანში, მის საცხოვრებელ კორპუსთან, შეაკეთა და გარეცხა ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ავიდა სახლში და დაიძინა. თუმცა მოწმეთა უმრავლესობას არ შეუძლია მიუთითოს რა რიცხვი იყო ამ დღეს. ანა კაციშვილი ვერ იხსენებს 2016 წლის 27 ოქტომბრის წინა ან მომდევნო დღეებში ნახა თუ რა ზ----------––-–--–-–---–ი, სად ნახა და რა მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც დეტალურად ახსოვს მხოლოდ 27 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები. ზ----------––-–--–-–---–თან შეხვედრის ზუსტი თარიღის მითითება არ შეუძლია გ--------------------–---–საც. ამასთან, მისი ჩვენება წინაარმდეგობაშია თავად მსჯავრდებულის ჩვენებასთან, ვინაიდან გ--------------------–---–მა მიუთითა, რომ როდესაც ზ-----ი ავტომანქანების სამრეცხაოზე თავდაპირველად მივიდა, მას ავრტომანქანა გაფუჭებული ჰქონდა, გარეცხა იგი, დატოვა ადგილზევე და თვითონ გაფუჭებული ნაწილის მოსატანად წავიდა. მოწმის განმარტებით, მან ავტომანქანა მეორე დღეს შეაკეთა. თავად მსჯავრდებული კი განმარტავს, რომ მან 27 ოქტომბერს შეაკეთა ავტომობილი, შემდეგ გარეცხა სამრეცხაოზე, საიდანაც დაბრუნდა სახლში და დაიძინა. ასევე, ნ---- კ---––-–--–-–---–ის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის ზ----------––-–--–-–---–ის და მ-----------–-–---–ის ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებოდა ზ----------––-–--–-–---–ი შემთხვევის დღეს დილის საათებში და ვისი გადაადგილება უზრუნველყო საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით; შუადღის საათებში, როდესაც ზ-----ს ეძინა, ნ---------––-–--–-–---–ს იგი ჩაკეტილი ყავდა, თუ უბრალოდ სახლის კარი იყო გარედან გამოხურული; რა დროს გაიღვიძა მან - შუადღით 14:00 სააათისათვის, როგორც მ-----------–-–---–ი აცხადებს, თუ საღამოს 16:00 საათზე ან მის შემდეგ, როგორც მსჯავრდებული და მისი დედა უთითებენ. ზემოაღნიშნული არაერთი საწინააღმდეგო და დამაჯერებლობას მოკლებული გარემოება არ ქმნის დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების გაზიარების საფუძველს, ვინაიდან აშკარაა, რომ მათ მიერ გაჟღერებული გარემოებები მოგონილია მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნიოს ზ----------––-–--–-–---–ის მიერ ძარცვის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.

 

პალატა ასევე ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით და ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების და მისი ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი;

 

ზ----------––-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 28 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ზ----------––-–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 1 (ერთი) ცალი CD დისკი და 1 (ერთი) ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- შავი ე.წ. „დუტის“ ჟილეტი და მონაცრისფრო გრძელსახელოიანი მაისური „სვიტრი“ -დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე