განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002199126
№1/ბ-325-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ------- გ----------ის
ადვოკატის - გ------- ფ--–---–--ას
გამართლებულის - გ------- ფ-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- მ-------ის ძე ფ-------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ბ---------------------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი) და ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას, მ------- ფ-------ეს, კერძოდ: გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც მ------- ფ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 22 ოქტომბერს ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ე-–---- ბ----–--ეს, კერძოდ ხელი გაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ე-–---- ბ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქ.ქუთაისში, ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ--- გ--------ეს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ--- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 28 ოქტომბერს დაახლეობით 1600 საათზე, ქუთაისში ბ----------------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ--- გ--------ეს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა ფეხში, რის შედეგადაც ლ--- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი
2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 1600 საათზე ქ.ქუთაისში, ბ------------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში გ------- ფ-------ე თავის დედას ე-–---- ბ----–--ეს, მამას მ------- ფ-------ეს და მეუღლეს ლ--- გ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მათი საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით გ------- ფ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალდების ყველა ეპიზოდში
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- გ----------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------- ფ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. მიუხედავად დაზარალებულთა მიერ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ გ------- ფ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ------- გ----------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ------- ფ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ------- ფ--–---–--ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ გ------- ფ-------ის დედამ, დაზარალებულმა - ე-–---- ბ----–--ემ და მეუღლემ, დაზარალებულმა - ლ--- გ--------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ------- ფ-------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ დღეს, როდესაც სახლში დაბრუნდა მის საცხოვრებელ სახლში ჩამსხვრეული იყო მინა. მოგვიანებით გაიგო, რომ ჩაუმსხვრევია მის შვილს გ------- ფ-------ეს, ხოლო თუ რა დროს და რა ვითარებაში მოხდა მინის ჩამსხვრევა არ უნახავს. იქვე შეიტყო პოლიციის თანამშრომლებისაგან, რომ მის ოჯახში ადგილი ჰქონდა კამათს, ხოლო მისი ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათ მიმართ, გ------- ფ-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც მისი იქ ყოფნის დროს არ შეუნიშნავს, რომ მის შვილს გ-------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ოჯახის წევრებისათვის. არც მისთვის მიუყენებია რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა. ნახა, რომ გ------- ფ-------ე იყო აღელვებული, ალბათ იმის გამო, რომ ჩაამსხვრია მინა და იგი აწყნარებდა მას. განმარტავს, რომ ზოგადად სიტყვიერ კონფლიქტს მამა-შვილს შორის ხშირად აქვს ადგილი. მიუთითებს, რომ არის მძიმე ავადმყოფი. ხოლო ოჯახს ხედავს მისი შვილი გ------- ფ-------ე და რძალი. რომელთაც აქვთ მცირე ბიზნესი და ამ ბიზნესიდან გამომდინარე იყო პრობლემები და ამის გამო ოჯახში ხშირად კამათობდნენ.
მოწმის გ------- ჯ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ე არის მისი ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებული მ------- ფ-------ე არის მისი ბიძა. ამ უკანასკნელის ოჯახში მომხდარი კონფლიქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისი ბიძის ოჯახში ადგილი ქონია დაძაბულ ურთიერთობას უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც, გ------- ფ-------ეს ჩაუმსხვრევია მინა და ამის გამო გ------- ფ-------ის მეუღლეს ლ---ს დაურეკავს პოლიციაში. მისი ბიძის - მ------- ფ-------ის გადმოცემით იცის, რომ მის შვილს გ------- ფ-------ეს ოჯახის წევრებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ასევე, განმარტავს, რომ მისი ბიძის მ------- ფ-------ისგან გახდა ცნობილი, რომ გ------- ფ-------ეს მისი ოჯახის წევრების მიმართ რაიმე სახის მუქარა არ განუხორციელებია. განმარტავს, რომ იგი რაიმე სახის კონფლიქტს არ შესწრებია და არც გ------- ფ-------ის მხრიდან მინის ჩამსხვრევის დროს იქ არ ყოფილა.
მოწმის მ--–---- შ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ფ-------ე არის მისი ბიძაშვილი. 2017 წლის 28 ოქტომბერს დაურეკა მისმა ბიძამ, რომ მისულიყო მათთან სახლში. როდესაც მივიდა ოჯახში იყო კამათი მის ბიძასა და ბიძაშვილს გ------- ფ-------ეს შორის. ოჯახს ჰყავდათ ავტომანქანა ,,ფორდი,“ რომელიც გ-------ს სახელზე იყო გაფორმებული და აპირებდა მის გაყიდვას, სწორედ ამის გამო ქონდათ კამათი. განმარტავს, რომ გ------- ფ-------ეს მისმა მამამ მ------- ფ-------ემ კამათის დროს ცუდი სიტყვებით მიმართა, რის გამოც, გ-------მ ჩაამსხვრია მინა, მამა-შვილს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ-–- ქ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ამ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სახლში იმყოფებოდა ბრალდებული გ------- ფ-------ე, მისი დედა, მამა, მეუღლე და შვილი, სახლში სარკე იქო ჩამტვრეული, ადგილზე იყო დაძაბული სიტუაცია. თავად ბრალდებული გ------- ფ-------ე იყო ძალიან აღელვებული და გაღიზიანებული, იმ მომენტში კონფლიქტი იყო ქონებასთან დაკავშირებით, ამის გამო, რათა არ მიმალულიყო ბრალდებული გ------- ფ-------ე ან არ გაენადგურებინა რამე მტკიცებულება მოხდა გ------- ფ-------ის დაკავება. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ გ------- ფ-------ეს რაიმე სახის წინააღმდეგობა დაკავების მომენტში პოლიციისთვის არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ფიზიკური შეურაცხყოფის თავად არ შესწრებია.
მოწმის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დ----- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელ ლ-–- ქ------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ბ------------------------------ საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული გ------- ფ-------ე, მეუღლესა და მის მშობლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, ემუქრებოდა მათ სახლის გადაწვით, სახლში სარკე იყო ჩამტვრეული, აღნიშნულის გამო დაკავებული იქნა გ------- ფ-------ე, რომელსაც განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და ასევე, ადგილზევე შევსებული იქნა დაკავების შესაბამისი ოქმი, ბრალდებულ ფ-------ეს დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. განმარტავს, რომ ბრალდებულის მეუღლემ და ამ უკანასკნელის მშობლებმა განუმარტეს მათ, რომ სარკის ჩამტვრევა მოხდა გ------- ფ-------ის მიერ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ფიზიკური შეურაცხყოფის შემსწრე თავად არ გამხდარა.
მოწმის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის- გ------- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, შეტყობინების საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, სახლი იყო არეულ მდგომარეობაში და სახლში არსებულ შესასვლელ ოთახში სარკე იყო დამსხვრეულ მდგომარეობაში. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტების მონაწილეობით. გამოკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებულ გ------- ფ-------ის დედა ე-–---- ბ----–--ე. რომელმაც განმარტა, რომ მისმა შვილმა გ------- ფ-------ემ ფეხი ჩაარტყა და ისე ჩაამსხვრია სარკე. მის მიერ გამოკითხული იქნენ დაზარალებული ე-–---- ბ----–--ე, ლ--- გ--------ე და მ------- ფ-------ე და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. იგი უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებია.
საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ,,28.10.2017წ. 20:29-20:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ--- გ--------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური სახის დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ მთლიანად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.
სააპელაციო პალატას გ------- ფ-------ის მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------- ფ-------ის მიერ, მამის - მ------- ფ-------ის, დედის - ე-–---- ბ----–--ის და მეუღლის - ლ--- გ--------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვეს თუ არა სხეულის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა ვინაიდან დაზარალებულებმა - ე-–---- ბ----–--ემ და ლ--- გ--------ემ არ მისცეს ოჯახის წევრის - შვილის და მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ხოლო დაზარალებულმა, ბრალდებულის მამამ - მ------- ფ-------ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ გ-------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ძალადობას და არც სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარას.
მართალია საქმეში არსებობს მოწმე პოლიციელთა ლ-–- ქ------ის, დ----- მ-------ის და გ------- გ--------ის ჩვენებები, რომლების თანახმადაც გ------- ფ-------ის მიერ განხორციელდა ოჯახური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, ვინაიდან მათივე განმარტებით არც ერთი პირადად არ შესწრებიან მომხდარ ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ფ-------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ლია აფხაზავას და მოწმე ეთერ შანიძის ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენებები ბრალდებულ გ------- ფ-------ის წინააღმდეგ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი გ------- ფ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ფ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გადახდილი გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ გ------- ფ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: CD დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე