განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2019
საქმის ნომერი
010100118002447628
ინსტანცია
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002447628

№1/ბ-109-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვა--ძე

სხდომის მდივა-- - თ---ნა ქიმერიძე

 

პროკურორის - ა----–--- წ--------ას

ადვოკატის - ნ------- დ-------ის

მსჯავრდებულ - გ--- ხ----------–---–ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- ი-----ის ძე ხ----------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ჯ-----–---–-------------------.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--- ხ----------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის აპრილის თვის დროის შუალედში, გ--- ხ----------–---–ი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე, ოჯახის წევრზე - თ--- გ--------ზე. კერძოდ: 2017 წლის 07 იანვარს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-----------------------ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე გ--- ხ----------–---–მა ხელის არეში დარტყმებით, ასევე 2017 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-----------------------ში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე გ--- ხ----------–---–მა ზურგის არეში ხელების დარტყმებით, ასევე 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბათუმში, კობალაძის ქუჩა N2-ში მდებარე ორბი რეზიდენსის საცხოვრებელი კორპუსის ბინა N1231-ში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--- ხ----------–---–მა ყელის არეში ხელის მოჭერით და სახეში დარტყმებით, ასევე 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბათუმში, ე------ კ----ის ავტომანქანაში ყოფნისას, გ--- ხ----------–---–მა მუცლის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ--- გ--------ს.

2018 წლის 14 აპრილს, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–------------------------ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--- ხ----------–---–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებს, ორ პირს - შვილებს (ოჯახის წევრებს) მ-----მ ხ----------–---–ს და ა-- ხ----------–---–ს ხელის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ--- ხ----------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ--- ხ----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

გ--- ხ----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ხ----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------ე ძ-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ--- ხ----------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ა----–--- წ--------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ--- ხ----------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ------- დ-------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ--- გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ყავს მეუღლე გ--- ხ----------–---–ი. მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი, რომლებიც არიან 13 და 11 წლის. უფროს გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით. დაახლოებით ერთი წლის წინ გ--- ხ----------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო სისტემატურად მისი ცემა. გ--- ხ----------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა 2017 წლის 07 იანვარს, 05 აპრილს და 16 აპრილს. სხვა დროსაც სცემდა მაგრამ ეს დღეები კარგად ახსოვს. 2017 წლის 16 აპრილს იგი თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა ცალკე ბინაში და საუბრობდნენ გ--- ხ----------–---–თან განქორწინებასა და ქონების გაყოფის თაობაზედ. სწორედ ამ დროს კარებზე ხმამაღლა დააბრახუნა გ--- ხ----------–---–მა, კარების გაღების შემდეგ ხ----------–---–ი შევარდა ბინაში და დაუწყო ცემა, თან იძახდა, რომ ყავდა საყვარელი. დაიწყო ძებნა ბინაში, მაგრამ ვერავინ ნახა. თ--- გ--------მ დაურეკა ტელეფონით ხ----------–---–ის მეგობარს ე------ კ----ეს და სთხოვა დახმარება. ყველა-- ჩავიდნენ პირველ სართულზე და ამ დროს ე------ კ----ეც მივიდა მანქა--თ. თ--- გ-------- უკან დაჯდა ხოლო გ--- ხ----------–---–ი მძღოლის გვერდით. მანქა--ს დაძვრის შემდეგ მანქანაშიც გააგრძელა გ--- ხ----------–---–მა მისი ცემა. მანაც დაარტყა ხელი გ---ს. ცემის შედეგად მან მიიღო დაზიანება კისრის, ყურის, მკერდის, ცხვირის, მარცხენა ხელის თითის არეში და გონი დაკარგა. თ--- გ--------მ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 14 აპრილს ქ. ბათუმში ჯ-----–---–----------------------ში გ--- ხ----------–---–მა სცემა მათი საერთო შვილები მ-----მ ხ----------–---–ი და ა-- ხ----------–---–ი.

მოწმე ე------ კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა თ--- გ-------- და სთხოვა დახმარება. როდესაც მივიდა დათქმულ ადგილზე გ--- და თ--- უკვე ნაჩხუბრები იყვნენ. ისინი ჩაისვა ავტომანქანაში და დაიწყო მოძრაობა. მანქანაში გ--- ხ----------–---–სა და თ--- გ--------ს შორის დაპირისპირება ისევ გაგრძელდა. მათ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის შედეგად თ--- გ--------მ გონი დაკარგა, რის გამოც გონ დაკარგული მიყვანა საავადმყოფოში. ე------ კ----ემ ჩვენების ანალიზით ასევე ირკვევა, რომ მანქანაში თვითონ თ--- გ--------მაც დაარტყა გ--- ხ----------–---–ს ხელი.

მოწმე თ-------- ყ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. ბათუმში ორბი რეზიდენსის დაცვის მუშაკად. 2018 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. საცხოვრებელ კორპუსში ასრულებდა შემოვლას, როდესაც ღამის საათებში მე-12 სართულზე შემოესმა ერთ-ერთი ოთახიდან ხმამაღალი საუბრის ხმა. როდესაც კარზე დააკაკუნა კარი გაუღო ქალბატონმა, რომელიც აღმოჩნა თ--- გ--------. ოთახში კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა თ--- გ--------ს ქმარი - გ--- ხ----------–---–ი. ისინი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებდნენ. თ--- გ--------ს განმარტებით გ--- ხ----------–---–მა სცემა. გ--- ხ----------–---–ის მტკიცებით თ--- გ-------- იმ ოთახში იმყოფებოდა უცხო მამაკაცთან და ცდილობდა დაეთვალიერებინა ბინაში არსებული კარადები და საპირფაერეშო ოთახი და ეპოვა ოთახში უცხო მამაკაცი. გ--- ხ----------–---–მა მოითხოვა დაცვის მუშაკისგან გადაეცათ მისთვის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დამონტაჟებული იყო კოლიდორებში და რომელიც ინახავდა ინფორმაციას. ოთ-------- ყ------მა ორივეს მოუწოდა სიმშვიდისაკენ, მიუთითა, რომ დაეტოვებინათ ბინა და ჩანაწერებს პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემდა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების (16.04.2018წ) მონაცემებით თ--- გ--------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში), რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით თ--- გ-------- მიყვა--ლ იქნა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 16.04.2018წ და დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმები. წარმოდგენილ სამედიცინო საბუთში თ--- გ--------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალის არსებობის შესახებ ჩანაწერი არ არის.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა ექსპერტმა ღ-------ი უ-----–---–მა.

მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლებმა გ--- გ--------ემ, შორენა დუმბაძემ და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა უჩა რომანაძემ დაადასტურეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს თ--- გ--------ს მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. ხოლო მათ მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს.

პალატა, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დადგენილი ფაქტები არ იძლევა სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის კვალიფიკაციას, ვინიდან სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს დროის მოკლე ინტერვალში სულ მცირე ძალადობის 3 ფაქტს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ძალადობის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ 2017 წლის 16 აპრილს განვითარებული მოვლენების დროს. ის, რომ გ--- ხ----------–---–ის მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა თ--- გ--------ს მიმართ ძალადობა ამგვარ ფაქრის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.

რაც შეეხება გ--- ხ----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა “, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აღნიშნული სრულად არის დადასტურებული როგორც დაზარალებულ თ--- გ--------ს, ისე მოწმეების ე------ კ----ისა და თორნილე ყ------ის ჩვენებებით, რომლებიც აღნიშნულ ფაქტებს შეესწრნენ ცხელ კვალზე, ანუ უმალვე მისი განხორციელებისთანავე და მათ შემთხვევის ადგილზე ორივე შემთხვევაში დახვდათ საკმარისად აღქმადი სურათი.

პალატის აზრით, განაჩენით დადგენილ ფაქტებს სრულად მოიცავს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით გ--- ხ----------–---–ის ქმედებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სწორად იქნა გადაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლია--. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტა--ლია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლია--ა, თუ და--შნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------ე ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------ე ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი გ--- ხ----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ--- ხ----------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ--- ხ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

გ--- ხ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ხ----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ--- ხ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან.

გ--- ხ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე