განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/2329-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - გ------ი ჩ-----;
წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე, ნ---------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-----–-----“;
წარმომადგენელი - ზ----- ქ-----;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - გ------ი ჩ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირები
2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–------ის“ 06/11/2014 წლის პარტნიორთა კრების N1 ოქმის მიხედვით, კრების გადაწყვეტილებით: დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–-----“ და თითოეული პარტნიორთა წილი განისაზღვრა: ზ----- ქ-----(პ/ნ 58001000466)-40%, გ------ი ჩ----- (პ/ნ 01024061976)-40%, მ----- ქ---------ე(პ/ნ 62001004911)-10%, ნ--- გ---------ი (პ/ნ 01024003784)-10 %,დამტკიცდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–-----“-ის წარმოდგენილი წესდება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–-----“-ის იურიდიული მისამართად მიეთითა: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N46. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–-----“-ის დირექტორად დაინიშნა -გ------ი ჩ-----.
2.2. შპს „ი-----–-----“-ის 25/08/2015 წლის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, კრების გადაწყვეტილებით: დაკმაყოფილდა საზოგადოების დამფუძნებლის და კრების თავმჯდომარის, გ------ი ჩ-----ს მოთხოვნა და საზოგადოების მეორე დირექტორად დაინიშნა ზ----- ქ-----. მესამე პირებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ერთმანეთთან შეთანხმებით, მიენიჭა ორივე დირექტორს: გ------ი ჩ-----ს და ზ----- ქ-----ს. ორივე დირექტორს: გ------ი ჩ-----ს და ზ----- ქ-----ს აეკრძალათ, დამოუკიდებლად, მესამე პირებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; დაკმყოფილდა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, მ----- ქ---------ის მოთხოვნა, საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის, 10 %-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზ----- ქ-----სთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და შპს „ი-----–-----“-ის პარტნიორთა წილი განისაზღვრა: ზ----- ქ-----(პ/ნ 58001000466)-50%, გ------ი ჩ----- (პ/ნ 01024061976)-40% და ნ--- გ---------ი (პ/ნ 01024003784)-10 %; დადგინდა ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ სამეწარმეო რეესტრში.
2.3. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დგინდება, რომ (26/08/2015 წლის მონაცემებით) შპს „ი-----–-----“-ი(ს./ნ 405071041), რომელიც რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 12/11/2014 წელს, დირექტორები არიან: გ------ი ჩ----- (პ/ნ 01024061976) და ზ----- ქ----- (პ/ნ 580010004660), ხოლო საზოგადოების პარტნიორები არიან: გ------ი ჩ----- (პ/ნ 01024061976) 40.00 % წილით, ზ----- ქ-----(პ/ნ 58001000466)-50% წილით და ნ--- გ---------ი (პ/ნ 01024003784)-10 % წილით.
2.4. შპს „ი-----–------ის“ (ს./ნ 405071041) წესდების მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საკითხზე ვალდებულების აღების შესახებ, რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრების მიხედვით, გ------ი ჩ-----მ: 03/11/2014 წელს, 30 000 აშშ დოლარი გადარიცხა ბენეფიციარი ბანკის ანგარიშზე ჩინეთის რესპუბლიკაში; 14/12 /2014 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 30 060 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 10/06/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 300.00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება - დამფუძნებლის შენატანი. 23/06/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2055 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 17/07/16 წელს, შპს „ი-----–-----ის“ ანგარიშზე შეიტანა 13 950 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება - დამფუძნებლის შენატანი; 24//07/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2 016.00 აშშ დოლარი,შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 21/08/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2 055.00 აშშ დოლარი,შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 08/09/15 წელს, შპს „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 10.050.00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 23/09/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 20.700.00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/12/14 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 22 120 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 28/02/15 წელს, შპს „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 6369 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 16/03/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 6625 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 26/03/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 4800 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 30/03/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 3000 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 31/03/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 1100 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 02/04/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 110 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 24/04/15 წელს, „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 1270 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 17/07/15 წელს, „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 3050 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/08/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 13800 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 11/09/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 14200 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 09/10/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 11 885 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/11/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 14 100 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი.
მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე, ზემოდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ გ------ი ჩ-----ს მიერ შპს „ი-----–------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხისთვის სესხის გადაცემად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. განსახილველი დავა გამომდინარეობს სამეწარმეო სამართალურთიერთობიდან, რადგან მოდავე მხარეები არიან: მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-----–-----ი“ (კანონიერი წარმომადგენელი, დირექტორი ზ----- ქ-----), რომელსაც ედავება მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, მოსარჩელე გ------ი ჩ-----, ამ უკანასკნელის სახელით საზოგადოების სასარგებლოდ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის, სესხის სახით მოსარჩელისთვის დაბრუნების მოთხოვნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, უმთავრესია, დადგინდეს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება, სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს, ან არაკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში.
განსხილველ შეთხვევაში, მოსარჩელე უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ იგი კომპანიას, დაფუძნების დღიდან მოყოლებული, პერიოდულად აძლევდა სესხად თანხებს, რაც უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ჯერაც არ დაბრუნებია. კერძოდ, მოსარჩელე გ------ი ჩ----- ითხოვს სესხის სახით, იმ თანხების დაბრუნებას, რომელთა ჩარიცხვა შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე. მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მის მიერ ზემოთ მითითებული თანხების ჩარიცხვა ხდებოდა მოპასუხეზე სესხის გადაცემის გზით, რადგან კომპანიის წესდებით შენატანის შეტანა არ ყოფილა დადგენილი, სასამართლომ არ გაიზიარა, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
განსახილველ შეთხვევაში, მოდავე მხარეებს შენატანის შეტანის წესი და ვადა კომპანიის წესდებით არ განუსაზღვრავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებმა საერთოდ არ განახორციელეს შენატანის შეტანა. ზემომითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონმდებელი ადგენს, რომ პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ შენატანის შეტანის წესი და ვადა (წესდებაში ან წესდების გარეშეც), რომლის დარღვევის შემთხვევაში, აწესებს საკმაოდ მკაცრ სანქციას და პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ნორმებზე დაყრდნობით იმაზე მითითების შესახებ, რომ კომპანიაში შენატანებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც განიხილავს სესხად იმ მომენტამდე, სანამ პარტიორთა კრების გადაწყვეტილებით არ მოხდება კაპიტალის გაზრდა და ამ ფორმით საზოგადოებაში მატერიალური რესურსის ინვესტირება; სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯერ ერთი, მოსარჩელის მოსაზრებაში მითითებულია კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საუბარია პარნიორების მიერ შენატანის შეტანაზე და მეორეც მხარეთა შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რადგან წინამდებარე დავა არის კერძოსამართლებრივი ხასიათის, განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მოსაწესრიგებელ სამართლებრივ ურთიერთობას, მის განსახილველად მოხმობილი უნდა იქნეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც ამავდროულად საზოგადოების ერთ-ერთი პარტიორიც არის, პარტნიორები უნდა შეთანხმებულიყვნენ და უნდა განესაზღვრათ მათ მიერ განხორციელებული შენატანების ოდენობა კომპანიის ამოქმედებისთვის გადახდილი თანხების შესაბამისად. ზემომითითებული ჩარიცხვები განხორციელდა მოსარჩელის მიერ, როგორც დამფუძნებლის შენატანი, რაც ადასტურებს მოპასუხის წარომადგენლის მოსაზრებას, რომ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი პარტნიორების მიერ შენატანის შეტანის წესი და ვადა, მაგრამ მის დადგენამდე, პარტნიორებს საჭიროების მიხედვით შეჰქონდათ შენატანები, რაც ხმარდებოდა კომპანიის ინტერესებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან მოთხოვნილი სესხის სახით თანხა აღემატება, კომპანიის დაარსების პირველივე წლებში, საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, შესაბამისად, მოსარჩელისგან კომპანიის მიერ სესხის სახით ვალდებულების აღება უნდა გადაწყვეტილიყო პარტნიორთა კრებაზე, რასაც განსახილველ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია და რაც, ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, გამორიცხვას მოსარჩელის მოთხოვნას მის მიერ დასახელებული თანხის სესხად ჩათვლისა და მოსარჩელისთვის მის დაბრუნების შესახებ.
რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ 03/11/2014 წელს, 30 000 აშშ დოლარის გადარიცხვას ბენეფიციარი ბანკის ანგარიშზე ჩინეთის რესპუბლიკაში და მისი სესხის სახით დაბრუნების მოთხოვნას, სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
შპს „ი-----–------ის“ წესდების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის მიხედვით „სუბიექტი წარმოშობლად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საქმის მასალების, კერძოდ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან, დადგენილია, რომ შპს „ი-----–-----“(ს./ნ 405071041), რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 12/11/2014 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი აწესებს ქცევის ისეთ წესს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დასახელებული თანხა, 30 000 აშშ დოლარი, მოსარჩელეს მითითებული ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემულად ვერ ჩაითვლება, რადგან მოპასუხე შპს „ი-----–-----ის“ (ს./ნ 405071041), როგორც იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშვა მისი რეგისტრაციის მომენტიდან, 12/11/2014 წლიდან და მოსარჩელე ჯერ კიდევ 03/11/2014 წელს დასახელებულ თანხას სესხად ვერ გადასცემდა შპს „ი-----–-----ს“, რომ მისგან აღნიშნული თანხის სესხის სახით დაბრუნება მოითხოვოს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს „ი-----–-----“-ის ინტერესებისთვის გაღებული თანხის მოპასუხისგან სესხის სახით დაბრუნების შესახებ, მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. განსახილველ შეთხვევაში, მოდავე მხარეებს შენატანის შეტანის წესი და ვადა კომპანიის წესდებით არ განუსაზღვრავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებმა საერთოდ არ განახორციელეს შენატანის შეტანა. ზემომითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონმდებელი ადგენს, რომ პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ შენატანის შეტანის წესი და ვადა (წესდებაში ან წესდების გარეშეც), რომლის დარღვევის შემთხვევაში, აწესებს საკმაოდ მკაცრ სანქციას და პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ნორმებზე დაყრდნობით იმაზე მითითების შესახებ, რომ კომპანიაში შენატანებს „საქართველოს საგადასახადო კოდექსიც“ განიხილავს სესხად იმ მომენტამდე, სანამ პარტიორთა კრების გადაწყვეტილებით არ მოდება კაპიტალის გაზრდა და ამ ფორმით საზოგადოებაში მატერიალური რესურსის ინვესტირება; სასამართლო თვლის, რომ ჯერ ერთი, მოსარჩელის მოსაზრებაში მითითებულია კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საუბარია პარნიორების მიერ შენატანის შეტანაზე და მეორეც მხარეთა შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რადგან წინამდებარე დავა არის კერძოსამართლებრივი ხასიათის, განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მოსაწესრიგებელ სამართლებრივ ურთიერთობას, მის განსახილველად მოხმობილი უნდა იქნეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც ამავდროულად საზოგადოების ერთ-ერთი პარტიორიც არის, პარტნიორები უნდა შეთანხმებულ იყვნენ და უნდა განესაზღვრათ მათ მიერ განხორციელებული შენატანების ოდენობა კომპანიის ამოქმედებისთვის გადახდილი თანხების შესაბამისად. ზემოთ მითითებული ჩარიცხვები განხორციელდა მოსარჩელის მიერ, როგორც დამფუძნებლის შენატანი, რაც ადასტურებს მოპასუხის წარომადგენლის მოსაზრებას, რომ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი პარტნიორების მიერ შენატანის შეტანის წესი და ვადა, მაგრამ მის დადგენამდე, პარტნიორებს საჭიროების მიხედვით შეჰქონდათ შენატანები , რაც ხმარდებოდა კომპანიის ინტერესებს. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან მოთხოვილი სესხის სახით თანხა აღემატება, კომპანიის დაარსების პირველივე წლებში, საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, შესაბამისად, მოსარჩელისგან კომპანიის მიერ სესხის სახით ვალდებულების აღება უნდა გადაწყვეტილიყო პარტნიორთა კრებაზე, რასაც განსახილველ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია და რაც, ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, გამორიცხვას მოსარჩელის მოთხოვნას მის მიერ დასახელებული თანხის სესხად ჩათვლისა და მოსარჩელისთვის მის დაბრუნების შესახებ.
რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ 03/11/ 2014 წელს, 30 000 აშშ დოლარის გადარიცხვას ბენეფიციარი ბანკის ანგარიშზე ჩინეთის რესპუბლიკაში და მისი სესხის სახით დაბრუნების მოთხოვნას, სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: შპს „ი-----–------ის“ წესდების 1-ი მუხლის 1.2 პუნქტის მიხედვით „სუბიექტი წარმოშობლად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საქმის მასალების, კერძოდ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დადგენილია, რომ შპს „ი-----–-----“ (ს./ნ 405071041), რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 12/11/2014 წელს.
დასახელებული თანხა, 30000 აშშ დოლარი, მოსარჩელეს, მითითებული ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხისთვის საკუთრებაში გადაცემულად ვერ ჩაითვლება, რადგან მოპასუხე შპს „ი-----–------ის“ (ს./ნ 405071041), როგორც იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშვა მისი რეგისტრაციის მომენტიდან, 12/11/2014 წლიდან და მოსარჩელე ჯერ კიდევ 03/11/ 2014 წელს, დასახელებულ თანხას სესხად ვერ გადასცემდა შპს „ი-----–------ს“, რომ მისგან აღნიშნული თანხის სესხის სახით დაბრუნება მოითხოვოს. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ შპს „ი-----–-----“-ის ინტერესებისთვის გაღებული თანხის მოპასუხისგან სესხის სახით დაბრუნების შესახებ, მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ი ჩ-----ს შეტანილი თანხები არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხისთვის სესხის გადაცემად, რაც არასწორია. პარტნიორებს წესდებით არ ჰქონდათ დადგენილი პარტნიორთა შენატანების შეტანის ვალდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას ასამუშავებლად სჭირდებოდა ფინანსური რესურსი გ------ი ჩ----- კომპანიას პერიოდულად სესხად აძლევდა თანხებს როგორც ლარში, ასევე დოლარში შემდგომში უკან დაბრუნების მიზნით. ამასთან, მან შპს "ი-----–-----ის"ასამუშავებლად და განსავითარებლად დახარჯა საკმაოდ დიდი ენერგია, მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი. შესაბამისად, აპელანტის მიერ განხორციელებული შენატანები არის სესხი და ასეც რომ არ იყოს იგი ვერ ჩაითვლება კაპიტალში შენატანად, არამედ იგი ვალდებულების გარეშეა შეტანილი, რაზეც უსაფუძვლო გამდიდრების მუხლები ვრცელდება.
სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს რის მიხედვითაც ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იდებოდეს ზეპირი ფორმით და ამის შემზღუდავი არანაირი საკანონმდებლო დათქმა არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ შენატანები ნამდვილად განხორციელებულია გ------ი ჩ-----ს მიერ. უდავო ფაქტია, რომ პარტნიორებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება განხორციელებული შენატანების საწესდებო კაპიტალში ასახვის თაობაზე. შესაბამისად, გ------ი ჩ-----მ შეიტანა დიდი ოდენობის თანხა კომპანიის ანგარიშზე და კომპანია არ უბრუნებს მას ამ რესურსს, ამასთან, არანაირი საფუძველი ამ ქმედებას გარდა გ------ი ჩ-----ს ნებისა, რომ დროებით ესესხებინა ფული მისი დაფუძნებული კომპანიისთვის არ გააჩნდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა სახეზე მოპასუხისათვის 111 186 აშშ დოლარისა და 102 429 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას ((იხ. სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016), ასევე, სუსგ საქმე N737-689-2017, 11.04.2018).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხის გადაცემა განხორციელდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად კი, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი: საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრების მიხედვით, გ------ი ჩ-----მ: 03/11/2014 წელს, 30 000 აშშ დოლარი გადარიცხა ბენეფიციარი ბანკის ანგარიშზე ჩინეთის რესპუბლიკაში; 14/12 /2014 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 30 060 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 10/06/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 300 .00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება- დამფუძნებლის შენატანი. 23/06/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2055 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 17/07/16 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 13 950 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება- დამფუძნებლის შენატანი; 24//07/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2 016.00 აშშ დოლარი,შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 21/08/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 2 055.00 აშშ დოლარი,შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 08/09/15 წელს, შპს „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 10.050.00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-შემოსავლები ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით; 23/09/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 20.700.00 აშშ დოლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/12/14 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 22 120 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 28/02/15 წელს, შპს „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 6369 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 16/03/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 6625 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 26/03/15 წელს შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 4800 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 30/03/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 3000 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 31/03/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 1100 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 02/04/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 110 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 24/04/15 წელს, „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 1270 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 17/07/15 წელს, „ი-----–------ის“ ანგარიშზე შეიტანა 3050 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/08/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 13800 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 11/09/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 14200 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 09/10/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 11 885 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი; 12/11/15 წელს, შპს „ი-----–-----“-ის ანგარიშზე შეიტანა 14 100 ლარი, შეტანის დანიშნულება-დამფუძნებლის შენატანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
წარმოიშვა თუ არა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული აღწერილობით განსაზღვრულია რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილებას. ამავე, ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. ამ დროს მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში. სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპზე კი, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი იმგვარად, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას. პალატა ასევე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა. იმისათვის, რომ სესხი დადებულად მივიჩნიოთ ადგილი უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობას, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივ გარემოებასაც, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება, აპელანტის მითითებას მასზედ, რომ გადახდის ქვითრებში თანხის გადახდის დანიშნულებად მითითებულია სესხი, არც აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების თვითკმარ საფუძველს. თანხის გადახდისას დანიშნულების განსაზღვრა და მითითება თანხის შემტანი პირის მიერ ხდება და იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ იმგვარ მტკიცებულებად, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურობის კრიტერიუმს.
ამავდროულად, პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა, რომ პარტნიორების მიერ შენატანის შეტანა არ ხორციელდებოდა შპს „ი-----–-----ის“ წესდებით განსაზღვრული წესით, კერძოდ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული დადასტურებულია თვით აპელანტის ახსნა-განმარტებითაც, რომელმაც მიუთითა, რომ ზ----- ქ-----ც შენატანის შეტანას მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხების უკუქცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია. უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სამეწარმეო სახელშეკრულებო ურთიერთობა და სადავო თანხაც გადახდლია სწორედ ამ სახელშკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში. თუმცა რა ვალდებულებათა ჭრილში განხორციელდა გადახდა და იყო თუ არა მეწარმე სუბიექტის საქმიანობის იმ ეტაპზე აღნიშნული თანხის გადახდა საჭირო - მითითებული საკითხის გამოკვლევა განსახილველი დავის ფარგლებში შეუძლებელია.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გ------ი ჩ-----ს სარჩელის დაკმაყოფილების არც სახელშეკრულებო (სესხი) და არც კონდიქციური ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი ჩ-----ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------ი ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე