განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
010100119003005434
ინსტანცია
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003005434

№1/ბ-521-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----ი ჰ--–-–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, თურქეთს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ბაგრატიონის ქ.N1--.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ----ი ჰ--–-–--მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და განადგურება, ჩადენილი პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 აპრილს ქ.ბათუმი, გორგილაძის ქN82 მდებარე მაღაზია "ბ-----------ი" მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----ი ჰ--–-–--მა ხელების დარტყმებით ფიზიური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის შ---–- იი-–-----ის მიმართ, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 23 აპრილს ქ.ბათუმი, ხიმშიაშვილის ქN12 მდებარე რესტორან "მაკდონალდსში", გ----ი ჰ--–-–--მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი პირადი მოტივის საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შ---–- იი-–-----ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაანადგურა ქ.ბათუმი, გორგილაძის ქN82 მდებარე მაღაზია "ბ-----------ის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით გ----ი ჰ--–-–--ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრ ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ----ი ჰ--–-–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ----ი ჰ--–-–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ო-–--- მ------–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ----ი ჰ--–-–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შ---–- იი-–-----ის, ს--–-----–------–---–-----------–-------------------------–-----ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ----ი ჰ--–-–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ----ი ჰ--–-–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ო-–--- მერაბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი გ----ი ჰ--–-–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

გ----ი ჰ--–-–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ----ი ჰ--–-–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ----ი ჰ--–-–--ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ----ი ჰ--–-–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-------------ეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 25 აპრილს - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შ---–- იი-–-----ისგან ამოღებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფრაგმენტები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე