განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002791570
№1/ბ-526-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ--------- თ-----ის ძე ი-–----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, თურქეთის მოქალაქე, პ/ნ 6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ტურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ორდუ; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, მ--–---–---–ის ქ.N 1-
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ტ--------- ი-–----მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა ჩიხი N1--ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა ტ--------- ი-–----მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ------- ბ------–---–ს ყელში ხელის მოჭერით და სახის არეში თავის დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანება, რის გამოც ხ------- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 1720 საათზე, ქალაქ ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩა N45-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა და მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ტ--------- ი-–----მა ყელში ხელის მოჭერით და ორჯერ ხელის სახეში დარტყმით ხ------- ბ------–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------- ი-–----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ო-–--- მ------–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ--------- ი-–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მოწმეების: ა-----–-–------–---–--------------–---–-----ის, ჩვენებებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით, სასამართლო სამედიცინო N 0-------- ექსპერტიზის დასკვნით და ასევე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ--------- ი-–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ტ--------- ი-–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი ტ--------- ი-–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
ტ--------- ი-–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ტ--------- ი-–----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ტ--------- ი-–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 დეკემბრიდან.
ტ--------- ი-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე