განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003048697
№1/ბ-533-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- დ-----ის ძე რ-----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ხონის რაიონი, სოფელი ქუტირი.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ნ-------ი რ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 02 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-------ი რ-----ე მივიდა ხონის რაიონი, სოფელ ქუტირში მდებარე მისი მეუღლის ნ---- ა--------ის ბიძის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ---- ა--------ეს მოსთხოვა შერიგება და მასთან სახლში დაბრუნება. უარის მიღების შემდეგ კი ნ-------ი რ-----ემ მეუღლეს ძლიერად მოქაჩა თმებში და ასე შეეცადა მის წაყვანას. აღნიშნულის შედეგად ნ---- ა--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 0200 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------ი რ-----ემ ხონის რაიონი, სოფელ ქუტირში მდებარე მეუღლის ნ---- ა--------ის ბიძის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა ნ---- ა--------ის ბიძაზე გ---- ა--------ეზე, კერძოდ ნ-------ი რ-----ემ გ---- ა--------ეს მუცლის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა წიხლი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამტრედიის რაიონული სასამართლო 2019 წლის 08 ივლისის განაჩენით ნ------- რ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ-------ი რ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 414.7 (ოთხას თოთხმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი და საბოლოოდ ნ-------ი რ-----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლო 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ-----მ მ--–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ------- რ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ნინი ა--------ისა და გ---- ა--------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ლიანა ა--------ის, ნესტან ა--------ის, გ---- ა--------ის და ნ---- ა--------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ------- რ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ნ------- რ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ-----მ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლო 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი ნ------- რ-----ის იმართ დარჩეს უცვლელად.
ნ-------ი რ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და ნ-------ი რ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 414.7 (ოთხას თოთხმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი და საბოლოოდ ნ-------ი რ-----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ნ-------ი რ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნ-------ი რ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 08 ივლისის ჩათვლით.
დ----- რ-----ისაგან ამოღებული სანადირო თოფი, რაც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე