განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
010100119002993555
ინსტანცია
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002993555

№1/ბ-525-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---- ა------–ის ძე ს--------–--ის მიმართ, პ/ნ 6---------- დაბადებული: 0--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი ხალა.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ო---- ს--------–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების მიერ ო---- ს--------–--ის მიმართ 25 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N 0-----, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის ეთერ ს--------–--ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ო---- ს--------–--ე მივიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარე ეთერ ს--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N 0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

2019 წლის 29 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების მიერ ომარ ს--------–--ის მიმართ 25 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის ეთერ ს--------–--ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 29 მარტს, დღის საათებში, ო---- ს--------–--ე მივიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარე ეთერ ს--------–--ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ო---- ს--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ო---- ს--------–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი (ორი თვე და ორი დღე) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ო---- ს--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ეთერ ს--------–--ის, გიორგი ს--------–--ის, ლევან საგინაძის, გელა დუმბაძის, რომან დიასამიძის, ო---- ს--------–--ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი ო---- ს--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ო---- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო---- ს--------–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი (ორი თვე და ორი დღე) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ო---- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ..

მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან.

ო---- ს--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე