განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003057370
№1/ბ-546-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------ი ი----ს ძე მ-----–---ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ლენტეხი, დ.აღმაშენებლის N---ში.
ბ------ი ო-----ის ძე ქ-------------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №6----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ლენტეხის რაიონი, თამარ მეფის ქუჩა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ------ი მ-----–---მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ და ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად; ბ------ი ქ-------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ და ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 0300 საათზე, ცაგერში, რუსთაველის ქუჩა N29- ში მდებარე ნ-------ი კ-----–---ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებულ საძინებელში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ------ი ქ-------------ი და დ------ი მ-----–---ი. მათი ქმედების შედეგად დაირღვა ნ-------ი კ-----–---ის, როგორც ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 0300 საათზე, ცაგერში, რუსთაველის ქუჩა N29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში, ბ------ი ქ-------------მა და დ------ მ-----–---მა ჩაიდინეს ძალადობა ც---- ზ---------ისა და მ---- კ-----–---ის მიმართ. კერძოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა უმიზეზოდ განაწყენებულებმა ბ------ი ქ-------------მა და დ------ მ-----–---მა, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სახის, თავისა და ტანის მოდამოებში როგორც ც---- ზ---------ს, ისე მ---- კ-----–---ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით დ------ი მ-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ------ი მ-----–---ს მოსახდელად დარჩა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
ბ------ი ქ-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ------ ქ-------------ს მოსახდელად დაურჩა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მერაბ ტყეშელაშვილის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------ი მ-----–---ისა და ბ------ი ქ-------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: მ---- კ-----–---ის, ც---- ზ---------ის და ნ-------ი კ-----–---ის გამოკითხვის ოქმებით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N-------------------- ექსპერტიზის დასკვნებით; ა-–---–ა კ-----–---ის, ნ-------ი კ-----–---ის, მ-----------–------------------–----------------------------–----------–-------ის გამოკითხვის ოქმებით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; ბ------ ქ-------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულების დ------ი მ-----–---ისა და ბ------ი ქ-------------ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება: ნუნუ ახრახაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
მსჯავრდებულების დ------ი მ-----–---ისა და ბ------ი ქ-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელები, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მერაბ ტყეშელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დ------ი მ-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ------ი მ-----–---ს მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
დ------ი მ-----–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ბ------ი ქ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ------ ქ-------------ს მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით;
ბ------ი ქ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვის ნატეხები და აგური, რომელიც ინახება ცაგერის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე