განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
330310017002080664
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-ბ/1971-18, 330310017002080664

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ლ---ნ ხ------–--ე, ლ--–- პ-----–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტების ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და დაევალა მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლ--–- პ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2010 წლის 12 ივლისიდან.

 

2.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის №1------ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად ლ--–- პ-----–---–ი გადაყვანილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი იმავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.(ს.ფ. 90-91).

 

2.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის №1------ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლ---ნ ხ------–--ე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულელად.(ს.ფ. 92).

 

2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლის ნოემბერში გამოაცხადა კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა კონკურსის 3 ეტაპად ჩატარება: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

 

2.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-), ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გაიარეს წარმატებით. კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №2) მოსარჩელეებმა - ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა გადალახეს ტესტისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარი, ხოლო კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-), კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს რა გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხი, ღია კენჭისყრით, ერთხმად, მხარი არ დაუჭირეს ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნას.

 

2.6. მოსარჩელეებმა - ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპრეტენზიო კომისიას, რომლის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-) სპეციალიზებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.(ს.ფ. 53-61).

 

2.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 29 ივლისი, №-------) მე-2 მუხლის შესაბამისად და „ლ---ნ ხ------–--ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №1------ ბრძანების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეცილისტის მოვალეობის შემსრულებელი - ლ---ნ ხ------–--ე (პ/ნ: 6----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.(ს.ფ. 93).

 

2.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 29 ივლისი, №-------) მე-2 მუხლის შესაბამისად და „ლ--–- პ-----–---–ის სხვა თანამდებობაზე გაყვანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 05 სექტემბრის №1------ ბრძანების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეცილისტის მოვალეობის შემსრულებელი - ლ--–- პ-----–---–ი (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.(ს.ფ. 94).

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის №-/------ გადაწყვეტილებით ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა „ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- და №-/--- ბრძანებების ბათილად ცნობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის სხდომის №- ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ხელახალი კონკურსის გამოცხადების დავალება; ასევე მოპასუხისათვის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ - 2500-2500 ლარის ანაზრაურება.(ს.ფ. 53-61).

 

2.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის №-ბ-------- გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- და №-/--- ბრძანებები ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №- სხდომის ოქმი ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის ნაწილში და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2.11. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-სატესტაციო კომისიამ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრა კონკურსის ფორმა და ჩატარების გრაფიკი, მაგრამ არ დაუდგენია კონკურსის პირობები. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან დავა შეეხებოდა გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელი იყო ჩათვლილიყო საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. სასამართლოს განმარტებით იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია, კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, იმათთვის რომლებმაც ვერ გადალახა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეების მიმართ, რაც გულისხმობს ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის, როგორც კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასების დასაბუთებას ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით; კანდიდატების დაწუნების შემთხვევაში კი, მათთვის გასაგები უნდა იყოს უარის და სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია".(ს.ფ. 62-79).

 

2.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიამ დეტალურად განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №--- ბრძანებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის უფლებამოსილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №- სხდომის ოქმი, რის შემდგომაც კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო- საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №--- ბრძანებით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის წევრების უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით შეიქმნა სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 2013 წლის 11 დეკემბრის №--- ბრძანებით შევიდა ცვლილება.

 

2.13. კომისიამ ასევე იმსჯელა 2013 წლის 20 დეკემბრის სპეციალიზებული კომისიის №- სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ სპეციალიზებული კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი. კომისიამ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს.

 

შესაბამისად კომისიამ ღია კენჭისყრით, ერთხმად მხარი არ დაუჭირა ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის კანდიდატურებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ( „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობაზე დანიშვნას.(ს.ფ. 107-109).

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ძირითადად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601, 96-ე მუხლებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 30-ე, 118-ე მუხლებით და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების მე-6 მუხლით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---ნ ხ------–--ეს და ლ--–- პ-----–---–ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეცილისტის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობა. შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს და მათზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

4.2. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 93-ე მუხლი, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 29 ივლისი, №-------) მე-2 მუხლი.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტის გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №- სხდომის ოქმი ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო- სატესტაციო კომისიას არ დაუდგენია კონკურსის პირობები, ასევე გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, იმათთვის რომლებმაც ვერ გადალახა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა უზრუნველეყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეების მიმართ, რაც გულისხმობდა ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის, როგორც კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასების დასაბუთებას ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით; კანდიდატების დაწუნების შემთხვევაში კი, მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო უარის და სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. კერძოდ, მოპასუხე მხარემ სადავო აქტში მიუთითა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს.

 

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე 3ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი მიღებული იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით, რადგან სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, რაც არ შესრულებულა და საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად.

 

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რისთვისაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეიმუშავოს შეფასების კრიტერიუმები და კითხვარი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეაფასოს, დაადგინოს და დაასაბუთოს მოსარჩელეთა გასაუბრების შედეგების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა/არშესაბამისობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, კერძოდ, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 20 ივლისის N--- ბრძანებთ შეიქმნა კომისია, რომელმაც იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებს გააჩნდათ დისკრეციული უფლებამოსილება მიეღოთ გადაწყვეტილება კონკურსანტების მიმართ. ამ დროს კომისიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციულ ორგანომ (კომისია) გამოიკვლია საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

5.2. აპელანტის მითითებით, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ანუ მისი დისკრეციის განხორცილების მართლზომიერება, მაგრამ უფლებამოსილია გადაამოწმოს დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენებაში არის თუ არა შეცდომა. ამ კონტრეტულ შემთხვევაში კომისიის წევრების დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსანტების და კანდიდატების შეფასება. კომისიის მიერ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ზოგადი წესი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია და შესაბამისად ვერც მოსარჩელე უთითებს ამგვარ დარღვევაზე.

 

5.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების 6.6 პუნქტის მე-12 გვერდის ბოლო აბზაცში უთითებს რომ, ,,განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე N-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის N- სხდომის ოქმი მიღებული იქნა სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, რაც არ შესრულებულა და საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლების შედეგად", რასაც აპელანტი არ ეთანხმება; ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 20 ივლისს N--- ბრძანებთ შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 20 ივლისის გამართულ სხდომაზე დეტალურად განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის N--- ბრძანებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული კომისიის შემადგენლობის უფლებამოსილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო -საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის N- ოქმი და დაადგინა, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული კომისიის წევრების უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი; ასევე იმსჯელეს 2013 წლის 20 დეკემბრის სპეციალიზირებული კომისიის სხდომის N- ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ სპეციალიზირებული კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი, კომისიამ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზირებული კომისიის წევრების მიერ ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზირებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს.

 

5.4. აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არა ფორმალურად, არამედ საფუძვლიანად გამოიკვლია და დადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავო საკითხის გადაწყვეტასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამ გარემოების დადგენის შედეგად იქნა მიღებული კომისიის მიერ 2017 წლის 20 ივლისის N- სხდომის ოქმით გადაწყვეტილება.

 

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მათი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.7 პუნქტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118-ე მუხლის 3 ნაწილის მიხედვით - ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას — ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. აქედან გამომდინარე კანონმდებელის მითითებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე N-გ--------) ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის 1/--- და 1/--- ბრძანებები ლ. ხ------–--ისა და ლ. პ-----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

6.2. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, იმავე მუხლის 4 ნაწილის თანახმად - სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლ--- განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით - როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლ--- განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. იმავე მუხლის 4 ნაწილის თანახმად - სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლ--- განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების, ახსნა - განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

8.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის №1------ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლ--–- პ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2010 წლის 12 ივლისიდან.

 

8.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის №1------ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ლ--–- პ-----–---–ი გადაყვანილი იქნა იმავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.

 

8.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის №1------ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლ---ნ ხ------–--ე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულელად.

 

8.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლის ნოემბერში გამოაცხადა კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა კონკურსის 3 ეტაპად ჩატარება: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

 

8.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-), ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გაიარეს წარმატებით. კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №2) მოსარჩელეებმა - ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა გადალახეს ტესტისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარი, ხოლო კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-), კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს რა გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხი, ღია კენჭისყრით, ერთხმად, მხარი არ დაუჭირეს ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნას.

 

8.6. მოსარჩელეებმა - ლ---ნ ხ------–--ემ და ლ--–- პ-----–---–მა შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპრეტენზიო კომისიას, რომლის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-) სპეციალიზებული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

8.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 29 ივლისი, №-------) მე-2 მუხლის შესაბამისად და „ლ---ნ ხ------–--ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №1------ ბრძანების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეცილისტის მოვალეობის შემსრულებელი - ლ---ნ ხ------–--ე (პ/ნ: 6----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

8.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 93-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 29 ივლისი, №-------) მე-2 მუხლის შესაბამისად და „ლ--–- პ-----–---–ის სხვა თანამდებობაზე გაყვანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 05 სექტემბრის №1------ ბრძანების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეცილისტის მოვალეობის შემსრულებელი - ლ--–- პ-----–---–ი (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

8.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის №-/------ გადაწყვეტილებით ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა „ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- და №-/--- ბრძანებების ბათილად ცნობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის სხდომის №- ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ხელახალი კონკურსის გამოცხადების დავალება; ასევე მოპასუხისათვის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ - 2500-2500 ლარის ანაზღაურება.

 

8.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის №-ბ-------- გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №-/--- და №-/--- ბრძანებები ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №- სხდომის ოქმი ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის ნაწილში და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8.11. სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-სატესტაციო კომისიამ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრა კონკურსის ფორმა და ჩატარების გრაფიკი, მაგრამ არ დაუდგენია კონკურსის პირობები. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან დავა შეეხებოდა გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელი იყო ჩათვლილიყო საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. სასამართლოს განმარტებით იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია, კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, იმათთვის რომლებმაც ვერ გადალახა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეების მიმართ, რაც გულისხმობს ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის, როგორც კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასების დასაბუთებას ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით; კანდიდატების დაწუნების შემთხვევაში კი, მათთვის გასაგები უნდა იყოს უარის და სხვა კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების მოტივაცია".

 

8.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით მოპასუხის მიერ შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ კომისიამ დეტალურად განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №--- ბრძანებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის უფლებამოსილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №- სხდომის ოქმი, რის შემდგომაც კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო- საატესტატო კომისიის სპეციალიზებული კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 დეკემბრის №--- ბრძანებით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის წევრების უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით შეიქმნა სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 2013 წლის 11 დეკემბრის №--- ბრძანებით შევიდა ცვლილება.

 

8.13. კომისიამ ასევე იმსჯელა 2013 წლის 20 დეკემბრის სპეციალიზებული კომისიის №- სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ სპეციალიზებული კომისიის წევრებმა გაანალიზეს და შეაფასეს გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი, მათი მიზანსწრაფულობა, მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი. კომისიამ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონკურსის პრინციპები, პროცედურები და ფორმა, ხოლო სპეციალიზებული კომისიის წევრების მიერ ლ---ნ ხ------–--ის და ლ--–- პ-----–---–ის შეფასება, კონკურსანტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის, მათი მიზანსწრაფულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ხარისხის მიხედვით, განეკუთვნება სპეციალიზებული კომისიის წევრების დისკრეციის სფეროს.

 

შესაბამისად კომისიამ ღია კენჭისყრით, ერთხმად მხარი არ დაუჭირა ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის კანდიდატურებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ( „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობაზე დანიშვნას.

 

9.1 სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

 

9.2 სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას) ვაკანტური თანამდებობის (შემდეგში - ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს. აღნიშნული ბრძანებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება; დ) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

 

9.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმის გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

 

9.4. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასმართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები; რადგან სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი მითითებები, შესაბამისად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს ზემოაღნიშნული საკითხი კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად.

 

9.5. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

10.1.სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეში სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აღნიშნული განაპირობებს წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხის შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და მისი შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რისთვისაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეიმუშავოს შეფასების კრიტერიუმები და კითხვარი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეაფასოს, დაადგინოს და დაასაბუთოს მოსარჩელეთა გასაუბრების შედეგების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა/არშესაბამისობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

10.3. რაც შეეხება მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლ--- განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე იქნა ბათილად ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს ნუცა ბრეგვაძისა და საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი;

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ---ნ ხ------–--ისა და ლ--–- პ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი;

 

3. შეიცვალოს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და მისი შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების (საქმე №-ბ--------) აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №- სხდომის ოქმი და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N-2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე