განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
050100119002935236
ინსტანცია
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002935236

№1/ბ-386-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- გ----ს ძე კ--–--ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, ჯ--------–---–ის 1-ლი შესახვევი N34-ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ვ-–-------- კ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წელს ვ-–-------- კ--–--ემ და ქ------- კ--–--ემ შექმნეს ოჯახი, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლიდან, იმ მოტივით, რომ ვ-–-------- კ--–--ეს ყავდა მეგობარი ქალი, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხშირად ეკამათებოდნენ ერთმანეთს.

2018 წლის თებერვლის თვეში, დღის მეორე ნახევარში, ქალაქ ოზურგეთში, ჯ--------–---–ის ქუჩის პირველი შესახვევი, ბინა N 34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ქ------- კ--–--ემ მისი მეუღლის ვ-–-------- კ--–--ის მობილურ ტელეფონში ნახა ვ-–-------- კ--–--ის მეგობარი ქალისგან გადმოგზავნილი სასიყვარულო მესიჯი, რისთვისაც უსაყვედურა მეუღლეს, რის გამოც გაბრაზებულმა ვ-–-------- კ--–--ემ, არასრულწლოვანი შვილების, 10.12.2009 წელს დაბადებულ ანა კ--–--ის და 21.11.2007 წელს დაბადებულ ლ---- კ--–--ის თანდასწრებით, ქ------- კ--–--ეს აგინა დედის მისამართით, უწოდა უწმაწური სიტყვები და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ერთხელ დაარტყა მუშტი გვერდში, ოთახიდან აიღო სკამი, ესროლა და მოარტყა მარჯვენა ფეხში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2005 წელს ვ-–-------- კ--–--ემ და ქ------- კ--–--ემ შექმნეს ოჯახი, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლიდან, იმ მოტივით, რომ ვ-–-------- კ--–--ეს ყავდა მეგობარი ქალი, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხშირად ეკამათებოდნენ ერთმანეთს.

2018 წლის 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქალაქ ოზურგეთში, ჯ--------–---–ის ქუჩის პირველი შესახვევი, ბინა N 34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ქ------- კ--–--ეს მისმა მეუღლემ ვ-–-------- კ--–--ემ განუცხადა, რომ აპირებდა მეგობარ ქალთან ერთად საბერძნეთში წასვლას და მის მიტოვებას, რის გამოც შეკამათდნენ, რა დროსაც გაბრაზებულმა ვ-–-------- კ--–--ემ ქ------- კ--–--ეს აგინა დედის მისამართით, უწოდა უწმაწური სიტყვები და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, წააქცია და ფეხი დაარტყა ფეხზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქალაქ ოზურგეთში, ჯ--------–---–ის ქუჩის პირველი შესახვევი, ბინა N 34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ქ------- კ--–--ეს მისმა მეუღლემ ვ-–-------- კ--–--ემ განუცხადა, რომ აპირებდა მეგობარ ქალთან ერთად საბერძნეთში წასვლას და მის მიტოვებას, რის გამოც შეკამათდნენ. ურთიერთკამათისას გაბრაზებულმა ვ-–-------- კ--–--ემ ქ------- კ--–--ეს ყელზე მიაბჯინა დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ემუქრებოდა, რომ გამოჭრიდა ყელს თუ შეეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2005 წელს ვ-–-------- კ--–--ემ და ქ------- კ--–--ემ შექმნეს ოჯახი, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლიდან, იმ მოტივით, რომ ვ-–-------- კ--–--ეს ყავდა მეგობარი ქალი, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხშირად ეკამათებოდნენ ერთმანეთს.

2018 წლის 23 დეკემბერს ვ-–-------- კ--–--ე მის მეგობარ ქალთან ერთად წავიდა საბერძნეთში და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომ ვ-–-------- კ--–--ემ პატიება და შერიგება სთხოვა მეუღლეს, მაგრამ ქ------- კ--–--ემ უარი განაცხადა. ვ-–-------- კ--–--ე, 2019 წლის იანვრის თვეში, საბერძნეთიდან, სოციალური ქსელის მეშვეობით უგზავნიდა ქ------- კ--–--ეს შეტყობინებებს, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და წერდა, რომ მოკლავდა რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქალაქ ოზურგეთში, ჯ--------–---–ის ქუჩის პირველი შესახვევი, ბინა N 34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ-–-------- კ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მადონა ლავაშოვას, კერძოდ: ორჯერ დაარტყა ხელი სახეში და ერთხელ დაარტყა ფეხი მუცელში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 01 მაისის განაჩენით ვ-–-------- კ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ვ-–-------- კ--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

ვ-–-------- კ--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

ვ-–-------- კ--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

ვ-–-------- კ--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

ვ-–-------- კ--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 01 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- შ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრება.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

ქ------- კ--–--ის, ა------–-------–-–-----–----------------–---–------------–-------ის გამოკითხვის ოქმებით, ქ------- კ--–--ის მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ვ-–-------- კ--–--ის დაკავების ოქმით, ქ------- კ--–--ის განცხადებით, ვ-–-------- კ--–--ის მიერ ქ------- კ--–--ისათვის გადმოგზავნილი მუქარის შემცდევლი შეტყობინებებით, ვ-–-------- კ--–--ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 01 მაისის განაჩენი ვ-–-------- კ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ვ-–-------- კ--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ-–-------- კ--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 მარტიდან - 2019 წლის 1 მაისამდე.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცება დანა და სკამი განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე