განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117001955165
№1/ბ-333-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ ს-----ე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - კ---- ს-----ის
ადვოკატის - რ--------- ლ--–--ის მონაწილეობით
გამართლებულის - თ----- გ------–--ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-----ი რ--------ის ძე გ------–--ის მიმართ, დაბადებული: 20.08.1--- წელი, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----ი გ------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2001 წლის თებერვლიდან, თ------- ს-----ე ქორწინებაში იმყოფება თ-----ი გ------–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, ნ-- გ------–--ე (დაბ.27.06.2002); რ-----ი გ------–--ე (დაბ.01.09.2003) და ე----- გ------–--ე (დაბ.16.09.2003). თ-----ი გ------–--ე თ------- ს-----ეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის, ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კერძოდ, 2001 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს ერთჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში.
2002 წლის 27 ივლისს, ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით და აიძულა სახლიდან წასვლა. განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ტანჯვა.
2002 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს ორსულობის პერიოდში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და აიძულა სახლიდან წასვლა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-- გ------–--ე (დაბ: 27.06.2002). თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2003 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ორივე ფეხის არეში. თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2011 წლის 10 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მდებარე თ------- ს-----ის მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს ორსულობის პერიოდში რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2012 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მდებარე თ------- ს-----ის მშობლების საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე თ-----ი გ------–--ემ, თ------- ს-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2016 წლის აპრილის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ-----ი გ------–--ემ, მის მეუღლეს თ------- ს-----ეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედის მისამართით, ასევე, რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტები სახის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ნ-- გ------–--ე (დაბ:27.06.2002); რ-----ი გ------–--ე (დაბ:01.09.2003); და ე----- გ------–--ე (დაბ:16.09.2003). თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2017 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ-----ი გ------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე მის მეუღლეს - თ------- ს-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, რამოდენიმეჯერ შეაგინა დედისა და ოჯახის წევრების (ახლობლების) მისამართით, საცხოვრებელი ბინის ეზოდან შემოიტანა რეზინის მილი, კვლავ განაგრძო თ------- ს-----ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც აღნიშნული რეზინის მილი თ------- ს-----ეს ერთჯერ დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. აღნიშნულის გამო თ------- ს-----ემ დატოვა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ თ-----ი გ------–--ე კვლავ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ნ-- გ------–--ე (დაბ:27.06.2002) და ე----- გ------–--ე (დაბ:16.09.2003). თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად თ------- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. 2017 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თ-----ი გ------–--ემ, უმიზეზოდ მის არასრულწლოვან შვილს - ნ-- გ------–--ეს (დაბ:27.06.2002) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - ერთჯერ დაარტყა მუშტი უკანა მხარეს კისრის არეში. თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ-- გ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. 2017 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 1930 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ-----ი გ------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნ--დაგზე მის მეუღლეს თ------- ს-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-- გ------–--ე (დაბ:27.06.2002), განხორციელებული ძალადობის გამო თ------- ს-----ემ სწრაფად დატოვა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დაედევნა ნ-- გ------–--ე. აღნიშნულის დანახვაზე, ოთახიდან გამოსულ ნ-- გ------–--ეს ეზოში დაეწია თ-----ი გ------–--ე და ფეხი ჩაარტყა უკანა მხარეს, ზურგის ქვედა ნაწილში, რის გამოც წაიქცა და პირქვე დაეცა. აღნიშნულის შემდეგ სწრაფად წამოდგა და გაიქცა. თ-----ი გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ-- გ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენით თ----- გ------–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ----- გ------–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნ--, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მიუხედავად დაზარალებულების მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ თ----- გ------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენ--.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატ რ--------- ლ--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნ--, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მეუღლემ - დაზარალებულებმა თ------- ს-----ემ და შვილმა ნ-- გ------–--ემ, ასევე მოწმემ შვილმა რ-----ი გ------–--ემ ისარგებლა მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, მეუღლის და მამის - თ----- გ------–--ის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული თ----- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აპრილს, მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩასული იყო სოფელში, სააღდგომოდ. 19 აპრილამდე, რამდენიმე დღით ადრე, ნახა და - თ------- ს-----ე და სიძე თ----- გ------–--ე. თ-------ი მშვიდად იყო და არაფერი ემჩნეოდა. 2017 წლის 19 აპრილს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა მისი და - თ-------ი, შვილებით, ატირებული და ანერვიულებული, უთხრა, რომ თ-----იმ გამოყარა სახლიდან. ასევე, ნამტირალები, დასიებული თვალებით იყვნენ ბავშვებიც. ისაუბრა დასთან და თ-------ი წავიდა. სიტუციაში გარკვევის მიზნით, მეუღლეს სთხოვა გაყოლოდა მას და ასულიყვნენ თ-------თან და თ-----თან სახლში. როდესაც მივიდნენ, თ-----ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და უთხრა, არ ჩარეულიყვნენ მათ საქმეში. სახლში ყოფნის დროს, თ-------მა და ნ--მ აჩვენეს დაზიანებული, გაწითლებული ადგილები და უთხრეს, რომ დაზიანება თ-----მა მიაყენა. იგი უშუალოდ დაზიანების მიყენების ფაქტს არ შესწრებია, აღნიშნული იცის თ-------ისგან და ნ--სგან. მოწმის განმარტებით, საუბრის დროს, თ-------მა უთხრა, რომ ვეღარ გაჩერდებოდა სახლში, აღნიშნულის გამო, გამოიძახეს პოლიცია.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ნ--- გ-------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- გ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 20 აპრილს, მოახდინა დაზარალებულების თ------- ს-----ისა და ნ-- გ------–--ის გარეგნული დათვალიერება. დათვალიერებისას, დაზარალებულებმა განუმარტეს, რომ დაზიანება მიაყენა თ----- გ------–--ემ.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის ნ--- ა------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- გ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თ.ს-----ის მონაწილეობით, მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებისას, ამოღებული იქნა ნივთები, რაც დალუქა ადგილზე. შეადგინა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც მონაწილეებმა დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ------ მ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ სოფელ წიფლავაკეში, სადაც, ადგილზე, დახვდათ თ.გ------–--ე და დაზარალებულები თ.ს-----ე და ნ.გ------–--ე, რომლებმაც განუმარტეს, რომ თ.გ------–--ემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე მოახდინეს თ.გ------–--ის დაკავება და გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის - თ------ შ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- გ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულებისგან ამოიღო ტანსაცმელები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო თ.გ------–--ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ----- გ------–--ის მიმართ.
დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნ-- და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების მ------ ნ-----–--------–----–----------------------------------–-------------ს დაკითხვა.
2017 წლის 20 აპრილის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ--- გ-------–---ის მიერ, დაზარალებულ ნ-- გ------–--ის და კანონიერი წარმომადგენლის თეა ჩუბინიძის თანხმობით და თანდასწრებით, მოხდა ნ-- გ------–--ის გარეგნული დათვალიერება. ნ-- გ------–--ეს ცხვირის არეში აღენიშნებოდა შეწითლებისა და შესიების კვალი.
2017 წლის 20 აპრილის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ--- გ-------–---ის მიერ, დაზარალებულ თ------- ს-----ის თანხმობით, მოხდა თ------- ს-----ის გარეგნული დათვალიერება. თ------- ს-----ეს მარჯვენა მხარეს, ბეჭის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობების, კერძოდ: სიწითლისა და სილურჯის კვალი.
2017 წლის 27 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ თ------- ს-----ემ ექიმს მიმართა 2017 წლის 20 აპრილს, 06:00 საათზე. პაციენტი უჩივის ტკივილებს მარჯვენა მხარის სახსრის არეში. მისი გადმოცემით, გუშინ, 20:00 საათზე მეუღლემ სცემა რეზინის მილით.
2017 წლის 24 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ნ-- გ------–--ემ ექიმს მიმართა 2017 წლის 20 აპრილს, 0045 საათზე. პაციენტი (ბავშვი) უჩივის ტკივილებს კისრის, ზურგისა და წელის არეში მარჯვნივ. ბავშვის გადმოცემით, 19.04-ში, საღამოს, სცემა მამამ ხელით და ფეხით. პალპაციით მტკივნეულია კისრის არე, ზურგის და წელის არე. გარეგანი დათვალიერებით რამე დაზიანება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N002840317 დასკვნით დასტურდება, რომ 20.04.2017წ. 16:03-16:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ------- ს-----ის სხეულზე გარეგნულად, თვალით ხილულ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ნ-- გ------–--ე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოუთავსებიათ კლინ---ში 2017 წლის 20 აპრილს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ტკივილები კისრის, ზურგისა და წელის არეში მარჯვნივ.
ნ-- გ------–--ეს 25.04.2017წ. პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევი წელის არეში (ჩივილებს არ წარმოადგენს. წელის არეში ცენტრალურად აღენიშნება მორუხო- მოყავისფრო ფერის, კანის დონეზე მაღლა განლაგებული ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით 0.5X0.5სმ. ცხვირის ზურგზე, ზედა მესამედში მოყავისფრო-მოვარდისფრო ფერის დეპიგმენტური უბანი). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2017 წლის 19 აპრილის თარიღს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით თ-----ი გ------–--ის მიერ, მეუღლის - თ------- ს-----ის, ასევე შვილის ნ-- გ------–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან მათ არ მისცეს ოჯახის წევრის - მეუღლის და მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და გარეგნული დათვალიერების ოქმები თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: ნ--- გ-------–---ის, ნ--- ა------ის, მ------ მ--–--ის და თ------ შ------–--ის, ჩვენებებს, ასევე თ----- ს-----ის ჩვენებას ისინი განმარტავენ დაზარალებულების თ------- ს-----ის და ნ-- გ------–--ის მონათხრობს, თ----- გ------–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა - თ------- ს-----ემ და ნ-- გ------–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენ--თ) თ----- გ------–--ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ----- გ------–--ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიან--, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნ--, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი თ----- გ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
თ----- გ------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აპრილის თვის ეპიზოდით). სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდით). სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აპრილის ეპიზოდით) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 აპრილის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.
თ----- გ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის N12/13-2017 განჩინებით ტ------– გ------–--ის (პ/ნ 1----------) და რ-------- გ------–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდებით N3---------------------------------).
გამართლებულ თ----- გ------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თ------- ს-----ისგან ამოღებული თ------- ს-----ის შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ე.წ. „ჟაკეტი“ და ნ-- გ------–--ის მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეთ - თ------- ს-----ეს და ნ-- გ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რეზინის მილი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე