განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2019
საქმის ნომერი
010217719002985171
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217719002985171

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-784-2019 3 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - ნ----- ც---------ე, ს--- მ---------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს ფ---- ბ----------------–--

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით სს ფ---- ბ----------------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: · ნ------- მ---------–---–ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - X-----, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. · ნ----- ც---------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - R--------, მარკა, მოდელი - ოპელ კომბო, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს---–---- გ--------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - A--------, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. · ი----- მ---------–---–ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. · ს--- მ---------–---–ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სს ‘’ფ---- ბ----------------–--’’ სარჩელის აღძვრამდე განცხადებით მოითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით: ნ------- მ---------–---–ს აეკრძალოს მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - X-----, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ნ----- ც---------ეს აეკრძალოს მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - R--------, მარკა, მოდელი - ოპელ კომბო, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს---–---- გ--------ეს აეკრძალოს მისი კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - A--------, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ი----- მ---------–---–ს აეკრძალოს მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს--- მ---------–---–ს აეკრძალოს მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. 2.2. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ნ------- მ---------–---–მა მისგან ისესხა 35 000 ლარი. სესხის დაფარვაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ა------ გ--------ემ და ბ------ მ---------–---–მა. ნ------- მ---------–---–მა სესხი არ დაფარა. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირბმაც. ბანკმა ისინი წერილობით გააფრთხილა ვალდებულების შესრულების შესახებ. მოპასუხეებმა ვალდებულების შესრულების ნაცვლად კუთვნილი აქტივები გადააფორმეს მათ ახლობლებზე. კერძოდ: - ნ------- მ---------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მ------------ში (ს/კ 2-----------), გადაუფორმა ი----- მ---------–---–ს. თავის მხრივ ბ------ მ---------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მ------------ში (ს/კ 2-----------), გადაუფორმა ს--- მ---------–---–ს. მანვე კუთვნილი ავტომანქანა ოპელ კომბო, ფორმალურად გადაუფორმა ნ----- ც---------ის საკუთრებად. ხოლო ა------ გ--------ემ კუთვნილი ავტომანქანა MERCEDES BENZ MIL350 გადაუფორმა ს---–---- გ--------ეს. მიაჩნია, რომ დასახელებული გარიგებები ბათილი გარიგებებია და მათი დადების მიზანია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. მიაჩნია, რომ არსებობს იმის ვარაუდი რომ ისინი ქონებებს კვლავ გადაუფორმებენ მესამე პირებს და ამ გზით შეეცდებიან მოსპონ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.დასახელებული ქონება გამოყენებული უნდა იქნას მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება, მოსარჩელეს ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამავე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით კი უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების აკრძალვა. წინამდებარე შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს როგორც ყადაღის დადებას, ასევე აკრძალვის გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს საქ. სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტის საფუძვლით. 2.4. კანონი ადგენს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული ამის დასაბუთება ევალება განმცხადებელს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე გარემოება. კერძოდ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში თუ: - არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც აუცილებელია გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. - არსებობს აუცილებელი კავშირი გამოსაყენებელ უზრუნველყოფის ღონისძიებას და დავის საგანს შორის (პირდაპირი კავშირი). - გამოყენებული ღონისძიება უზრუნველყოფს მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას. - სამომავლო გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ვერ აღსრულდება ან გართულდება მისი აღსრულება. - მოსამართლის დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. მოცემული კრიტერიუმები აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. თუ რომელიმე მათგანი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა არარსებობს. განცხადების წარმოდგენა ავტომატურ რეჟიმში არ იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს მტკიცებულებებით და მათი ერთობლიობა უნდა ქმნიდეს გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებულ შინაგან რწმენას, ანუ დასაბუთება უნდა ადასტურებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმის არსებობას. 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება დასაბუთებული იყო. მასში ამომწურავად იყო მითითებული, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობა და აუცილებლობა, ასევე მისი კავშირი სამომავლოდ აღსასრულებელ გადაწყვეტილებასთან. დასაბუთებული იყო ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შექმნოდა გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც აუცილებელი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგანი უკავშირდებოდა 35 000 ლარის გადახდას, ასევე გარიგებათა კანონიერებას. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ნ------- მ---------–---–ს, ბ------ მ---------–---–სა და ა------ გ--------ეს გადასახდელი ჰქონდათ აღნიშნული თანხა, ისინი ამ თანხას არ იხდიდნენ და არღვევენ მის ქონებრივ უფლებებს. უფრო მეტიც მათ ფორმალურად გაასხვისეს ის აქტივები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, შეუძლებელი იყო დადგენილიყო მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა თუ არა დასახელებული თანხა. მხარეთა ვალდებულების საკითხები უნდა დადგენილიყო საქმის არსებითი განხილვით.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრეს ნ----- ც---------ემ და ს--- მ---------–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოში სს ფ---- ბ----------------–--მ აღძრა სარჩელი, რომელშიც მომჩივნები არ არიან მითითებული მოპასუხედ. 3.2. ბანკის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინების მოთხოვნები. 3.3. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, აუცილებელია, განმცხადებელმა სათანადოდ დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ ყოფილა. 3.4. მოთხოვნა თავიდან ბოლომდე არის დაუსაბუთებელი, რადგან ბ------ მ---------–---–ი იყო სესხის თავდები, ძირითადი მსესხებლისგან თანხის ამოღებას მოსარჩელე არ ცდილობს, უფრო მეტიც, ქონების გადაფორმება მოხდა კანონის სრული დაცვით, რადგან ბ------ მ---------–---–მა ყოფილ მეუღლეს, ნ----- ც---------ეს და შვილს, ს--- მ---------–---–ს დაუთმო ქონება, რადგან ნ----- ც---------ესთან მოხდა განქორწინება. მომჩივნებს შემხებლობა ვალდებულებასთან არა აქვთ და განჩინებით ხელყოფილია მათი საკუთრება.

 

4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სს ფ---- ბ----------------–--მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: ნ------- მ---------–---–ს აკრძალვოდა კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - X-----, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ნ----- ც---------ეს აკრძალვოდა კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - R--------, მარკა, მოდელი - ოპელ კომბო, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს---–---- გ--------ეს აკრძალვოდა კუთვნილი ავტომანქანის - სახელმწიფო ნომერი - A--------, მარკა, მოდელი - MERCEDES BENZ MIL350, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ი----- მ---------–---–ს აკრძალვოდა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ს--- მ---------–---–ს აკრძალვოდა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე ქობულეთი, ს.მ------------ (ს/კ 2-----------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. 4.2. განმცხადებელმა განმარტა, რომ აპირებდა სარჩელის აღძვრას ხელშეკრულების ბათილად ცნობის და დავალიანების დაბრუნების მოთხოვნით. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 4.4. ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 4.5. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2018 წლის 25 იანვარს ნ------- მ---------–---–მა მისგან 1826 დღის ვადით ისესხა 35 000 ლარი. 4.5.1. სესხის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 19,5%-ით. 4.5.2. ნ------- მ---------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განმცხადებელმა მას გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა, რომელიც ჩაჰბარდა 2019 წლის 27 მარტს. 4.5.3. 2019 წლის 1 აპრილს ნ------- მ---------–---–მა N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ფიქტიურად გადააფორმა ი----- მ---------–---–ის სახელზე. 4.5.4. 2019 წლის 27 მარტს ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა განმცხადებელმა გაუგზავნა ბ------ მ---------–---–ს. 4.5.5. 2019 წლის 5 აპრილს კი ბ------ მ---------–---–მა N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ფიქტიურად გადაუფორმა ს--- მ---------–---–ს. 4.5.6. 2019 წლის 29 მარტს ბ------ მ---------–---–მა ავტომობილი სახ. #R-------- გადაუფორმა მეუღლეს, ნ----- ც---------ეს. 4.6. განმცხადებელმა სასამართლოში წარადგინა ნ------- მ---------–---–თან 2018 წლის 25 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულება ასევე ბ------ მ---------–---–ის „თავდებობის წერილი“, რომლითაც ბ------ მ---------–---–მა ნ------- მ---------–---–ის ვალდებულების შესასრულებლად განმცხადებლის მიმართ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 55 700 ლარი. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.7.1. ამავე კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 4.7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 4.7.3. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 4.8. ამ ნორმათა შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და, მის მიერ მითითებული ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. 4.10. პალატის აზრით, განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დასაბუთებულიცაა, რადგან თუ მომჩივნები მათ სახელზე რეგისტრირებულ, სადავო ქონებას გაასხვისებენ ან უფლებრივად დატვირთავენ, ამ ქონების მოვალის სახელზე რეგისტრაცია და მასზე აღსრულების მიქცევა შეუძლებელი გახდება და გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. 4.11. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად გამოიყენა. 4.12. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის აღძვრამდე გამოიყენა და განმცხადებელს სარჩელის აღძვრისათვის 10 დღის ვადა განუსაზღვრა. 4.12.1. განჩინებით დადგენილ ვადაში სარჩელის უღუძვრელობა ან სხვა საფუძვლითა და მოთხოვნით აღძვრა, ან აღძრულ სარჩელში მომჩივანთა დაუსახელებლობა მოპასუხედ, არა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას, არამედ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას იწვევს. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები სხვა უნდა გადაწყდეს საქმის არსებითად განხილვის დროს და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე. 4.13.1. პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მართალია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა, ამავე ნორმის შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ----- ც---------ისა და ს--- მ---------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი