განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100114557451
საქმე №1ბ/489-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ----------------
ადვოკატის: მ-------------–----
გამართლებულის: ს-------------------
მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის გ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------–----------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით, ს------------------ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ს------------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 4 მაისს, შპს „--------–--------------------------- დირექტორ ს-------------------ა და ი/მ „----------------–-------------------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თ--–---- ქუჩების ხის აივნების, ვიტრაჟების და კარ-ფანჯრების დამზადება-დამონტაჟებაზე. ხელშეკრულების თანახმად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შესაბამისად, დაზუსტებული ჯამური ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო სამუშაოების დასრულებისას ფაქტიური ანაზომის მიხედვით, რომელიც დადასტურდებოდა მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. დადგენილია, რომ ი/მ „----------------–--- მიერ ქ. თ--–--–- ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 014 853.76 ლარი, საიდანაც შპს „--------–----------- აუნაზღაურა მხოლოდ 910 291 ლარი. ს------------------მ განიზრახა დაემზადებინა ყალბი ხელშეკრულებები, სადაც აჩვენებდა, რომ თითქოს ი/მ „----------------–--- მიერ განხორციელებული 251.2 კვ.მ ხის აივნის დამზადებისა და ასევე სხვა ხის ნაკეთობებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები შესრულებული იყო შპს „--------–----------- მიერ და აღნიშნულის გამოყენებით ი/მ „----------------–-------“ მოტყუებით მიეყენებინა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შპს „--------–----------- დირექტორმა ს------------------მ 2012 წლის დეკემბრის თვეში დაამზადა 2012 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული ორი ყალბი ხელშეკრულება და 2012 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული ხელფასის უწყისი, ასევე 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეში დაამზადა 10 ერთეული 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ყალბი შრომითი ხელშეკრულება და ხელფასის უწყისები, რომლითაც აჩვენა, რომ თითქოს გ-------–------–---–-------–-------------–---–------–------------–---–----------------–---–-----------–-----–-–---–----------------–----------------------–-------------------------------------------------------–---–--- შპს „--------–----------- დაკვეთით აწარმოეს ი/მ „----------------–--- მიერ შესრულებული 251.2 კვ.მ ხის აივნის დამზადებისა და ასევე სხვა ხის ნაკეთობებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები. სინამდვილეში კი, მითითებულ პირებს შპს „--------–----------- დაკვეთით ხელშეკრულებაში დასახელებული სამუშაოები არ შეუსრულებიათ და შესაბამისად, არც ანაზღაურება მიუღიათ, მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი მითითებულ დოკუმენტებზე. ზემოხსენებული ყალბი ხელშეკრულებებისა და სახელფასო უწყისების გამოყენებით, შპს „--------–----------- დირექტორმა ს------------------მ ი/მ „----------------–-- მოტყუებით მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორმა გ----------------- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების, ექსპერტიზის დასკვნების, ყალბი ხელშეკრულებების, საქმეში არსებული სხვა მასალების და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შპს „--------–----------- დირექტორის - ს------------------- მიერ ზ--------------–-------- მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მიყენებისა და ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებისა და გამოყენების ფაქტი. რაც შეეხება უშუალოდ ზიანის ოდენობას, საქმის მასალებით დგინდება, რომ ს------------------- მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა არის 1 014 853.76 ლარი. საბანკო ჩარიცხვებით კი დადგენილია, რომ ს------------------- ანაზღაურებული აქვს მხოლოდ 910 291 ლარი და შესაბამისად, ზ--------------–-------- მიყენებული ზიანი შეადგენს 104 562,76 ლარს. დაუსაბუთებელი და მცდარია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც მოსამართლე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქოს სახეზეა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და ზ--------------–-- და ს------------------- შორის ანგარიშსწორების საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე უტყუარად დადასტურდა ს------------------- მიერ ყალბი ხელშეკრულებების დამზადებისა და მათი გამოყენებით ზ--------------–-------- მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტი. დაუსაბუთებელია ასევე, სასამართლოს განმარტება, როდესაც ეყრდნობა ბრალდებულისა და მოწმე გ-----------–-–---–-- ჩვენებას, რომ ზ--------------–---- შეთანხმებით და თავად ზ--------------–-- მიერ განხორციელდა ანგარიშფაქტურების დაკორექტირება 2012 წლის ოქტომბერში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არანაირი შეთანხმება ანგარიშფაქტურების დაკორექტირებაზე ხ-------–---- არ მომხდარა, ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს მის მიერ ანგარიშფაქტურების დაკორექტირებას და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ აღნიშნული განახორციელა ს------------------- ბუღალტერმა გ-----------–-–---–-- ს------------------- დავალებით. აპელანტის მტკიცებით, მცდარია სასამართლოს შეფასება იმ ნაწილშიც, როდესაც ხელშეკრულებების და ხელფასის უწყისების სიყალბის დასადასტურებლად არასაკმარისად მიიჩნევს ექსპერტიზის დასკვნას და მოწმეთა განმარტებებს, რომ მათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „--------–----------- დაკვეთით არასოდეს შეუსრულებიათ და ხელფასის უწყისებში მითითებული თანხები არ მიუღიათ.
გამართლებულმა ს------------------მ და მისი ინტრესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------------–-- განაცხადა, რომ რ---------------- შესთავაზა ქ. თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა. ის ჩავიდა ქ. თ--–--–-, შეაფასა ჩასატარებელი სამუშაოები, მოცულობები და დათანხმდა რ---------------- შეთავაზებას. ამის შემდეგ შპს „--------–---------- (დირექტორი ს------------------) და ი/მ „----------------–-- შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თ--–---- ქუჩების ხის აივნების, ვიტრაჟების და კარ-ფანჯრების დამზადება-დამონტაჟების თაობაზე. მისმა ჯგუფმა ჩაატარა ზემოაღნიშნული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში და დაახლოებით 2012 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს „--------–----------- სრულად არ გადაუხადა. შპს „--------–----------- მხრიდან თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ფაქტიური ანაზომის მიხედვით, რომელიც დადასტურდებოდა მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. თავდაპირველად დაახლოებითი თანხა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, თუმცა იგი სამუშაოების პროცესში შეიცვალა, კერძოდ, რ---------------- სიტყვიერად შეუთანხმდა, რომ წიწვოვან კარ-ფანჯარაში ნაცვლად 135 ლარისა გადასახდელი იქნებოდა 160 ლარი. შპს „--------–----------- მას ასევე არ აუნაზღაურა მინების თანხა, რომელიც თავისი ხარჯით შეიძინა და დაამონტაჟა კარ-ფანჯრებზე და 1050 კვ.მ-ზე გათვლილი საღებავის გამხსნელის ღირებულება. დაზარალებულის განმარტებით, არ იმუშავა იმ ალაყაფის კარებებმა, რომელიც გეგმაში იყო გათვალისწინებული და ისინი შეაცვლევინეს რკინის კონსტრუქციის ალაყაფის კარებებით, რისი ანაზღაურებაც კვლავ არ მომხდარა. სამუშაოების დასრულების შემდეგ იყო მცირე ოდენობის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრასაც ესაჭიროებოდა მცირე თანხა და მან მიმართა შპს „--------–---------- 5000 ლარის ჩარიცხვის თაობაზე, რის შემდეგაც იგი აღმოფხვრიდა ხარვეზებს, მან შეთავაზებულ წინადადებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ ზ--------------–-- თავისი ჯგუფის წევრი ს------–-----–-–---–- გააგზავნა თ--–--–- ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ზოგადად პრობლემები იმ დღიდან დაიწყო, როდესაც მან მოითხოვა დარჩენილი თანხის გადახდა, რის შემდეგაც შპს „--------–----------- წარმომადგენლებმა მიუთითეს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ხარვეზებზე. როდესაც მან რ---------------- და ს------------------- მოთხოვა სრულად თანხის ანაზღაურება, შემდეგ განხორციელდა მის დაუკითხავად ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება, რითაც შემცირდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და შესაბამისად, ასანაზღაურებელი ხარჯებიც. მან კორექტირების შესახებ შეიტყო მისი ბუღალტრისგან, შემდეგ კი აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა შპს „--------–----------- ბუღალტერს, რომელმაც განუცხადა, რომ შეასრულა ის, რაც ს--------------------------------- მიუთითეს. მას დაახლოებით 100 000 ლარზე მეტი დააკლდა კორექტირების შედეგად. ზ--------------–-- დაადასტურა, რომ ვინაიდან მის ბუღალტერს ღამის საათებში სახლში არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, იგი შპს „--------–----------- ბუღალტერს აკეთებინებდა კორექტირებას ზედნადებებზე და ანგარიშფაქტურებზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე - „-------------
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------–-–---–-- განაცხადა, რომ 2012 წელს მუშაობდა შპს „--------–--------–-- ბუღალტრის პოზიციაზე. შპს „--------–---------- ქ.თ--–--–- სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხის სამუშაოებისათვის დაქირავებული ჰყავდა ზ--------------–-- რომელმაც სამუშაოების შესრულება დაიწყო 2012 წლის ივნისის თვეში და დაასრულა სექტემბრის თვეში. იგი ზ--------------–--გან იღებდა ანგარიშფაქტურებს ელექტრონული ფორმით, რომელსაც უდასტურებდა ს-------------------თან შეთანხმებით. მოწმემ არ გამორიცხა, რომ ს------------------- თანხმობის გარეშეც შესაძლებელია მის მიერ დადასტურებული ყოფილიყო ზ--------------–-- მიერ გაგზავნილი ანგარიშფაქტურა. მოწმე საბუღალტრო მომსახურეობას უწევდა ზ--------------–--ც. მას მხოლოდ ზ--------------–-- თანხმობით ჰქონდა წვდომა ი/მ „----------------–--- შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე. ზ--------------–- უკავშირდებოდა და ელექტრონული ფორმით ტვირთავდა ზედნადებებს და ფაქტურებს. ასევე ზ--------------–-- მითითებით საბუთებში გარკვეულ მონაცემებს ასწორებდა. გ-----------–-–---–-- გამორიცხა, რომ ს------------------- მითითებით ზ--------------–-- „---------- გვერდზე ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე დაეკორექტირებინა გარკვეული მონაცემები. ზ--------------–-- რაც უთხრა ის დააკორექტირა. მანვე დაადასტურა, რომ ქ.თ--–--–- განხორციელდა ხელშეკრულებების ჩატანა და ადგილზე ხელოსნებთან ხელშეკრულებების დადება, ასევე ხდებოდა უწყისებით თანხების გაცემა ქ. თ--–--–-. აღნიშნულ საკითხებს ზ--------------–-- წარმომადგენელი ს------–-----–-–---–- ახორციელებდა. მას ს------–-----–-–---–- აწვდიდა ინფორმაციას, თუ რომელ პირზე უნდა გამოწერილიყო უწყისი, რის შემდეგაც ის ავსებდა უწყისს. ხელფასების და სხვადასხვა სახის თანხების გაცემა შეთანხმებული იყო ს-------------------თან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------- დაადასტურა, რომ საბუღალტრო მომსახურეობას უწევდა ი/მ „----------------–--, რომელიც ქ.თ--–--–- სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. მას ზ--------------–-- თანხმობით ჰქონდა წვდომა ი/მ „----------------–--- შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე. იგი დამოუკიდებლად არ შედიოდა „------------- მხოლოდ ზ--------------–-- მითითებით ტვირთავდა ელექტრონულად საბუთებს. მან საიტზე შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დაკორექტირებული იყო 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეების ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც ზ--------------–- შეუმცირდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და შესაბამისი ანაზღაურებაც. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ზ--------------–-, რომელმაც მომხდარი ფაქტი არ იცოდა. როგორც მისთვის ცნობილი იყო, „---------- ელექტრონული პორტალის იუზერი და პაროლი ჰქონდა მას და ზ--------------–-, თუმცა შემდგომ გაიგო, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შპს „--------–----------- წარმომადგენლისთვისაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ტვირთავდა ღამის საათებში, რათა ზ--------------–- თავად ის(თ---------------- არ შეეწუხებინა ამ დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------------- განაცხადა, რომ ქ.თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ზ--------------–---- გააფორმა ხელშეკრულება, ხის სამუშაოების კარ-ფანჯრების, ალაყაფის კარებების და აივნების გასაკეთებლად. მის სამუშაო ჯგუფში შედიოდა 70 ადამიანი, რომლიდანაც ზოგიერთი მუშაობდა საამქროში, ზოგიერთი კი ადგილზე ქ. თ--–--–-. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება მუშაობის პერიოდში იცვლებოდა, ე.წ. კონუსურ ბოძებზე, რომლებიც თავიდან გეგმაში არ იყო გათვალისწინებული, გაიზარდა ფასი და თითო სვეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 165 ლარი. იგი ფასების მატებასთან დაკავშირებით შეუთანხმდა რ----------------, რომელიც იყო შპს „--------–----------- წარმომადგენელი. საბოლოოდ მისთვის აღნიშნული თანხა არ გადაუხდია არც ზ--------------–- და არც რ----------------. მის მიერ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შეადგენდა 365 000 ლარს, საიდანაც ზ--------------–- მისი დავალიანება აქვს 120 000 ლარი. მისი ინფორმაციით ზ--------------–- სრულად თანხა შპს „--------–----------- არ გადაუხადა და შესაბამისად, მას ზ--------------–-- ვერ გადაუხადა სრულად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------–-----–-–---–-- განაცხადა, რომ ზ--------------–-- დაკვეთით მონაწილეობდა ქ.თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებში. მან და მისმა ჯგუფმა ქ.თ--–--–- ე-----–-- ქუჩის და ჩ---–----–---–-- ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებდნენ ეტაპობრივად, როგორც ზ--------------–-- ასევე შპს „--------–-----------, შპს ,------- და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის წარმომადგენლები. შესრულებული სამუშაოების აზომვით შემოწმების შემდეგ მათ ზ--------------–- უხდიდა ხელფასს. მათ დაახლოებით 2012 წლის სექტემბრის ბოლოს დაასრულეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც როგორც ზ--------------–--, ასევე შპს „--------–-----------, შპს „------ და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა ჩაიბარა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მას და მის ჯგუფს ზ--------------–-- თანხა 21.700 ლარის ოდენობით არ გადაუხადათ. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ შპს „--------–---------- არ უხდიდა თანხას, რომელიც შეადგენდა 300 000 ლარს, ხოლო რ--------------- თავის მხრივ აცხადებდა, რომ ზ--------------–--თვის თანხები ირიცხებოდა შეუფერხებლად და ზ--------------–--- არანაირი თანხა გადასახდელი აღარ იყო. შემდეგ რ---------------- მათ უთხრა, რომ გარკვეულ სამუშაოებზე ხარვეზები იყო გასასწორებელი და თუ ხარვეზებს გაასწორებდნენ, თანხას გადაუხდიდნენ. დაახლოებით დეკემბრის თვეში ისინი წავიდნენ თ--–--–- და დაახლოებით ერთი კვირა იმუშავეს, შემდეგ დაურეკა რ---------------- და განუცხადა, რომ ყველა სამუშაოს შპს „----- დაასრულებდა. ხოლო მათ მიერ გასწორებული ხარვეზების შემდეგ „--------–---------- თანხა უნდა გადაერიცხა ზ--------------–--თვის, თავის მხრივ ზ--------------–- კი გაისტუმრებდა მათ. მანვე განმარტა, რომ „--------–------------- რაიმე ხელშეკრულება არ გაუფორმებია. 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე მოწმემ განმარტა, რომ მასზე ასახული ხელმოწერა მისია, თუმცა დეკემბრის თვეში შპს „--------–----------- დაკვეთით არავითარი სამუშაოები არ შეუსრულებია. ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოები მან და მისმა ჯგუფმა შეასრულეს უფრო ადრე - სექტემბერში. მისი ჯგუფის წევრების პირადი მონაცემები მან გადასცა ვ----------–----- რომელმაც შემდეგ გამზადებული ხელშეკრულებები მიიტანა, ხოლო მან მოაწერინა ხელი თანამშრომლებს, რის შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაუბრუნა ვ----------–-----
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–----------- განაცხადა, რომ 2012 წლის დეკემბრის თვეში მას სამუშაოების შესრულება შესთავაზა ს------–-----–-–---–--, რომელსაც ხელშეკრულების გასაფორმებლად გადასცა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მან ს------–-----–-–---–-ს მიერ წარდგენილ ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, რომ მის შინაარს არ გაცნობია. მას საერთოდ არ მიუღა სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა და შესაბამისად ხელფასიც არ აუღია. პროკურორის მიერ წარდგენილ 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე ნ-----------–----------- განაცხადა, რომ მის მიერ არის შესრულებული ხელმოწერა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: გ-------–------–---–---------------------------------------–---------------------------–---–-----------------–---–----------------–---–---------–------------–---–-- დაადასტურეს, რომ 2012 წლის აგვისტოს თვეში მიიღეს მონაწილეობა ქ.თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ისინი იყვნენ ს------–-----–-–---–-ს მიერ დაქირავებულნი და ამ უკანასკნელის მითითებით ასრულებდნენ სამუშაოებს. მათ ხელფასს ს------–-----–-–---–- უხდიდათ ნაღდი ანგარიშსწორებით. საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდათ შპს „--------–----------- წარმომადგენლებთან და არ იცნობდნენ ს-------------------. მოწმეებმა, გარდა ი-----------–---–---- ასევე დაადასტურეს, რომ 2012 წლის ნოემბრის-დეკემბრის თვეებში ხელშეკრულების გასაფორმებლად პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს ს------–-----–-–---–-- შემდეგ კი ს------–-----–-–---–-- წარუდგინათ ხელშეკრულებები, რომელთაც ხელი მოაწერეს ისე, რომ მათი შინაარსი არ წაუკითხავთ. ხოლო ი-----------–---–-- დაადასტურა, რომ მას არანაირი ხელშეკრულება არავისთან გაფორმებული არ ჰქონია. პროკურორის მიერ წარდგენილ 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებებზე გ-------–------–---–---------------------------------------–---------------------------–---–-- განაცხადეს, რომ ასახული ხელმოწერები ეკუთვნით მათ. ხოლო ი-----------–---–--, ზ------------–---–--------------------–---–-- განაცხადეს, რომ ხელშეკრულებაზე ასახული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით და უცნობია, თუ ვინ მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ზ------------------------------------–-----------------------------------–-----------------------–---–--------------------–---- დაადასტურეს, რომ მათ ქ.თ--–--–- ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა. მათი ნაწილი კი ჩატარებული სამუშაოების ხარვეზების გამოსწორებაზეც მუშაობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ------------------- განაცხადა, რომ მან და მისმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ქ. თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რის თაობაზეც ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ზ--------------–----. მან შეასრულა ხის სამუშაოები, აივნების მონტაჟი, კარ-ფანჯრების მონტაჟი და ალაყაფის კარებების მონტაჟი. მას არავითარი საქმიანი ურთიერთობა ს-------------------თან არ ჰქონია. მას გაწეული სამუშაოებისათვის ანაზღაურებას უხდიდა ზ--------------–-- რომელსაც დღეის მდგომარეობითაც დავალიანება აქვს 9000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე რ---------------- განაცხადა, რომ შპს „--------–----------- მიიღო მონაწილეობა ქ.თ--–--–- 2012 წელს განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. შპს „--------–----------- დამკვეთი იყო შპს „-----, ხოლო თავად შპს „--------–---------- გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავდა ზ--------------–-- რომელთანაც გაფორმებული იქნა ხელშეკრულება. ვინაიდან სპეციფიკური სამუშოები იყო ჩასატარებელი, ზ--------------–- პირდაპირი კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა შპს „------ არქიტექტორებთან და სპეციალისტებთან. ზ--------------–- შპს „--------–-------------- ყველანაირი ხელშეწყობა და ყველანაირი პირობები ჰქონდა შექმნილი, რათა ხელი არ შეშლოდა და სამუშაოები ჩაეტარებინა. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ზ--------------–- სამუშაოებს გაუმართავად და უხარისხოდ აკეთებდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხარვეზების გამოსწორება სამუშაოების საბოლოოდ ჩაბარებიდან მეორე დღიდანვე დაიწყებოდა, მაგრამ ზ--------------–-- მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დიდი მოცულობით ხარვეზები გააჩნდა. ზ--------------–-- მიერ ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსასწორებლად შპს „--------–----------- დაიქირავა ს------–-----–-–---–-, რომელსაც გადაუხადა მასალების და ჩასატარებელი სამუშაოებისათვის თანხა, რათა გამოესწორებინა ხარვეზები. საბოლოოდ გენერალურ დამკვეთს დიდი თანხები დასჭირდა ხარვეზების გამოსწორებისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც ზ--------------–- მათ უგზავნიდა შესრულებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაციას, შპს „--------–---------- ინფორმაციას აწვდიდა შპს „-----, თავის მხრივ შპს „----- ინფორმაციას უმოწმებდა მუნიციპალური განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ინფორმაციის შემოწმების შემდეგ შპს „----- შპს „--------–---------- ურიცხავდა თანხას, რომელიც შპს „--------–----------- მიერ ირიცხებოდა ზ--------------–----. შპს „--------–----------- ზ--------------–- სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა. რაც შეეხება საბოლოოდ ზ--------------–-- მიერ წარდგენილ ინფორმაციას, შესრულებული სამუშაოების მოცულობები და თანხები იყო გაზრდილი და შეუსაბამო. ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირება მოხდა ზ--------------–---- შეთანხმებით. მუშაკებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ დაქირავებული პირები ზოგიერთ შემთხვევაში მათ ოფისში აწერდნენ ხელს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა ხელშეკრულებების ერთ პირზე გადაცემა და სხვა პირების მიერ ხელმოწერა სხვადასხვა ადგილებზე. მაგალითად, ს------–-----–-–---–-- წაიღო ხელშეკრულებები, ადგილზე მოაწერინა ხელი დაქირავებულ მუშებს და შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულებები წარადგინა ოფისში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ს------------------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არის შპს „--------–----------- დირექტორი. შპს „--------–---------- იყო შპს „------ ქვექონტრაქტორი და ქ.თ--–---- სარეაბილიტაციო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. შპს „--------–----------- ხის სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა ი/მ „ზ--------------–-“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. უშუალოდ სამუშაოებზე შპს „--------–----------- წარმომადგენელი იყო ვ----------–---, ხოლო ი/მ „----------------–--- მხრიდან იყო ს------–-----–-–---–-. შპს „--------–----------- ზ--------------–- საბანკო გადარიცხვებით 910 491 ლარი გადაურიცხა. გადარიცხვები ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ვინაიდან სამუშაოს მოცულობები და მოთხოვნები იცვლებოდა. მოწმეს შეთანხმება ჰქონდათ ზ--------------–----, რომ მიღება-ჩაბარებით განხორციელდებოდა თანხის გადახდა. მათ ჰქონდათ ავანსური სისტემა, რომელიც შეთანხმებული იყო დამკვეთთან შპს „-------- და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან. ავანსის გაცემა ხდებოდა, დოკუმენტების და შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დაკვირვების შეჯერებით. როდესაც ზ--------------–-- მხრიდან ხდებოდა აზომვითი მონაცემების გადაგზავნა, ხდებოდა მისი დამოწმება, როგორც შპს „--------–-----------, ასევე შპს „------ და მუნიციპალიტეტის მხრიდან, შემდეგ შპს „----- თანხას ურიცხავდა შპს „--------–----------, თავის მხრივ ეს უკანასკნელი უკვე თანხას ურიცხავდა ზ--------------–-. მათ ზ--------------–- მისცეს გარკვეული დრო ხარვეზების გამოსასწორებლად, ასევე დამატებით შეიძინეს მასალები და გადასცეს ზ--------------–-, რათა გამოესწორებინა ხარვეზები, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც გენერალურმა დამკვეთმა დაიქირავა სხვა ჯგუფი, ხოლო შპს „--------–---------- დააჯარიმა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ზ--------------–- საბუღალტრო საქმიანობას უწევდა შპს „--------–----------- ბუღალტერი გ-----------–-–---–--
2012 წლის 4 მაისის N- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მხარეები არიან ერთის მხრივ შპს „----------------ი (დამკვეთი) მისი დირექტორი ს------------------, მეორეს მხრივ ი/მ „ზ--------------–-“ ზ--------------–-. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა ქ. თ--–--–- თავისუფლების მოედნის, ჩ---–----–---–--ა და ე-----–---- ქუჩების სახლებზე. მომსახურება გულისხმობს ქ. თ--–--–- ხის, აივნების, ვიტრაჟების, კარფანჯრების, ალაყაფის დამზადებას (შემსრულებელი სამუშაოებს შეასრულებს საკუთარი მასალებით და მუშა-პერსონალით), ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოს სავარაუდო ღირებულება წინასწარი ხარჯთაღრიცხვის თანახმად (რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულება და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს) შეადგენს 400 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შესაბამისად, დაზუსტებული ჯამური ღირებულება განისაზღვრება სამუშაოების დასრულებისას ფაქტიური ანაზომის მიხედვით, რომელიც დადასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. დამკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით გადაუხდის საკონტრაქტო ფასის 40%-ს ხოლო დარჩენილ თანხას კი გადაიხდის ეტაპობრივად მომწოდებელთან შეთანხმებით. მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება კი განხორციელდება წარდგენილი მიღება-ჩაბარების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასეთი დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5(ხუთი)საბანკო დღის ვადაში. მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე. დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას კეთილსინდისიერად და დროულად გადაუხადოს მომწოდებელს სამუშაოს ღირებულება. შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. სამუშაოთა ხარისხის და ვადების კონტროლის მიზნით, დამკვეთს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ. ხელშეკრულებას ხელს აწერენ დამკვეთი - შპს „--------–---------- დირექტორი ს------------------, შემსრულებელი - ი/მ „ზ--------------–-“ ზ--------------–-.
შპს „--------–----------- დირექტორის ს------------------- შეტყობინების თანახმად, ს------------------მ მიმართა ზ--------------–- და აცნობა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულდა დამკვეთის წიწვოვანი მასალით - სულ 46 მ3, რითაც დამზადდა 624 მ2 კარფანჯარა. შესაბამისად, შემსრულებელმა უნდა დააკორექტიროს 624 მ2 დამზადებისა და მონტაჟის ღირებულება 48048 ლარი, ხოლო საკუთარი მასალებით დამზადებულია 325.48მ2 – 43939,80 ლარი, რის გამოც უნდა დაკორექტირდეს შემდეგი ა-------------------------------------------------------- აქედან გამომდინარე სხვაობა შეადგენს: 1) 14.19 მ2 აივანის; 2) 174.25 მ2 წაბლის ვიტრაჟის; 3) 76,5 მ2 წაბლის დეკორატიული კარის; 4) 2 ც ხის კიბე, წიწვოვანი კარ-ფანჯარა და ვიტრაჟი სულ საერთო თანხით 203044.90 ლარი. ასევე, ს------------------ შეტყობინებაში ზ--------------–- ატყობინებს: არაერთი სიტყვიერი და წერილობით გაფრთხილების მიუხედავად არ იქნა გამოსწორებული მითითებული ხარვეზები და ნაკლოვანებები, კერძოდ: 27.25მ2 წაბლის ვიტრაჟი არ არის გალაქული, აკლია შუშის შტაპიკები და დასარეგულირებელია. 105.4მ2 წაბლის დეკორატიული კარი არ არის გალაქული და დასარეგულირებელია. 2013 მ2 აივანს არ აქვს პლინტუსი იატაკზე და ჭერზე. 949.48 მ2 წიწვოვანი კარ-ფანჯარა არის დასარეგულირებელი, აკლია შუშაზე შტაპიკები, საწვიმურები, ფურინტურა. 100 მ2 ალაყაფის კარი არ არის გალაქული, არა აქვს ჩამკეტები. 516 მ2 კარ-ფანჯარა არ არის შეღებილი. თქვენს მიერ დამზადებული დეკორატიული კარის ზომების შეცდომების გამო გაკეთდა კედლის დემონტაჯი და გაკეთდა ლამინატის კარადა 3.5 მ2თანხით 350 ლარი.
საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ინდ.მეწარმე „----------------–--- მიერ ქ.თ--–--–-, შენობათა რეაბილიტაციაზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, წარმოდგენილი ფორმა N- აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგინა 1.208.460,16 ლარი. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალურად დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა კ-------------–--- რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მოხდა ცვლილების შეტანა. მან მექანიკური შეცდომა დაუშვა, კერძოდ, „ექსელის ფაილში“ გამორჩა გარკვეული ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა შესრულებული სამუშაოების ღირებულებებში ცვლილება. საბოლოოდ დაადგინა, რომ ინდ.მეწარმე „----------------–--- მიერ ქ.თ--–--–-, შენობათა რეაბილიტაციაზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 100 608.76 ლარი.
გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 3 შესრულებულია ე-–------------–---–-- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 4, 5 შესრულებულია არა ე-–------------–---–--, არამედ სხვა პირის მიერ. დადგენა საკითხისა, ვის მიერ არის შესრულებული აღნიშნული ხელმოწერები, შეუძლებელია. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 6-8 შესრულებულია ზ------------–---–-- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 9, 10 შესრულებულია არა ზ------------–---–--, ს-------------------, რ----------------, გ-----------–-–---–--, ან ს------–-----–-–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ. დადგენა საკითხისა, ვის მიერ არის შესრულებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით 11,12 მითითებულ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები, შეუძლებელია. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 13,14 შესრულებულია არა დ-----------–---–--- ს-------------------, რ----------------, გ-----------–-–---–--, ან ს------–-----–-–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 15,16 შესრულებულია ნ-----------–----------- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 17,18 შესრულებულია გ----------------------- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 19,20 შესრულებულია მ--–------------–---–-- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 21, 22 შესრულებულია გ-------–------–---–-- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 23, 25 შესრულებულია ი--------–----------- მიერ. ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N- ცხრილში რიგითი ნომრებით - 26, 30 შესრულებულია ს------–-----–-–---–-ს მიერ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს-------------–-–---–---
საბუღალტრო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 26 აგვისტოს გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით ი/მ ზ--------------–-- მიერ ქ. თ--–--–-, შენობათა რეაბილიტაციაზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 208 460,16 (მილიონ ორასრვაათას ოთხასსამოცი ლარი და 16 თეთრი) ლარი. ექსპერტიზაზე წარდგენილი სს „--------------- ამონაწერის მიხედვით ი/მ ზ--------------–-- ანგარიშსწორების N6-------------- ანგარიშზე შპს „--------–---------- ჩარიცხული აქვს 882 381 (რვაასოთხმოცდაორიათას სამასოთხმოცდაერთი) ლარი. ი/მ ზ--------------–-, ექსპერტიზაზე წარდგენილი სს „--------------- ამონაწერის მიხედვით, შპს „--------–-------------- მიღებული აქვს (ჩარიცხულია მის ანგარიშზე) 882 381,0 (რვაასოთხმოცდაორიათას სამასოთხმოცდაერთი) ლარი, ე.ი. ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე 326 079,16 ლარით ნაკლები. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ა------------------
საფინანასო-საბუღალტრო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, შპს „--------–----------- და ი.მ ზ--------------–- შორის 2012 წლის 04 მაისის თარიღით გაფორმებული N- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით ქ. თ--–--–-, თავისუფლების მოედანსა და ჩ---–----–---–-- ქუჩების, ე-----–---- ქუჩების სახლებზე ი.მ „----------------–--- მიერ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გაფასება უნდა მოხდენილიყო აღნიშნული ხელშეკრულების N- დანართით დადგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებებით. ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 26 აგვისტოს N0--------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი ი.მ „----------------–--- მიერ ქ. თ--–--–- ჩატარებული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების აქტებში (ფორმა N--ებში) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გაფასება, როგორც ეს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მოხდენილია ი.მ „----------------–--- მიერ შედგენილ შესრულებულ სამუშაოების აქტებში (ფორმა N-) მოცემული ფასებით, რომლებიც არ ემთხვევა (აღემატება) N- ხელშეკრულების N- დანართში მოცემულ სახარჯთაღრიცხვო ფასებს, რის გამოც ზემოაღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დადგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა ღირებულების გამოყენება მხარეთა შორის ანგარიშსწორების მიზნით ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 2.1. პარაგრაფის მოთხოვნებს (იხ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და N- ხელშეკრულების N- დანართი). საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის N- დანართში მოცემულ ი.მ. „----------------–--- მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოთა მოცულობები გაფასებული იქნა N- ხელშეკრულების N- დანართში მოცემული სახარჯთაღრიცხვო ფასებით, რომელიც ხელმოწერილია და დადასტურებულია ორივე მხარის საფირმო ბეჭდებით, მაგრამ ვინაიდან N- დანართში მოცემული ყველა სახის სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ არის მოცემული, ექსპერტის მიერ ასეთზე ფასები აღებული იქნა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ფორმა N--ებიდან, რის მიხედვითაც ი.მ. „----------------–--- მიერ ქ. თ--–--–- შენობებზე ფაქტიურად ჩატარებული სამუშოთა ღირებულებამ შეადგინა 1 074 571.86 ლარი ანუ საინჟინრო ექსპერტიზის დადგენილ 1 208 461.16 ლართან შედარებით 133 889.3 ლარით ნაკლები. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის N- დანართში მოცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა მოცულობები ასევე გაფასებული იქნა ფორმა N--ებში მოცემული ფასებით, რის მიხედვითაც შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 094 576.06 ლარი ანუ საინჟინრო ექსპერტიზით დადგენილთან 1 208 461.16 ლართან შედარებით - 113 885.10 ლარით ნაკლები. წარდგენილი შპს „--------–----------- სს „--------------- სათაო ბანკში გახსნილ NG---------------------- ანგარიშწორების ანგარიშზე თანხების მოძრაობის საბანკო ამონაწერიდან და ასევე შპს „--------–----------- საგადასახადო დავალებებიდან დგინდება, რომ შპს „--------–----------- მიერ ი.მ ზ--------------–-- სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ NG--------------------- ანგარიშწორების ანგარიშზე და სს „--------------- სათაო ბანკში გახსნილ N---------------------- ანგარიშწორების ანგარიშზე 2012 წლის 05 მაისიდან იმავე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით ჩარიცხულია 916 100 ლარი და არა 882 381 ლარი, როგორც ეს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს (ექსპერტიზის საბუღალტრო ექსპერტიზის სამმართველო) 2013 წლის 06 სექტემბრის N------- დასკვნით არის დადგენილი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------
2012 წლის 3 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ე-–------------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. მუშაკს მის ფუნქციათა ჩამონათვალს გააცნობს კომპანიის ხელმძღვანელი. კომპანიისა და მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობები რეგულურდება მოქმედი კანონმდებლობის, კომპანიის წესდების, კომპანიის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ე-–------------–---–-. ხელშეკრულების დანართი N--ის თანახმად, აივნის დამზადება-მონტაჟის ღირებულება ჩ---–----–---–-- N---–----------ში არის 251.2 მ2 3140 ლარი. დანართს ხელს აწერენ ს------------------ და ე-–------------–---–-.
2012 წლის 3 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ზ------------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ზ------------–---–-. ხელშეკრულების დანართი N--ის თანახმად, აივნის დამზადება მონტაჟის ღირებულება ჩ---–----–---–-- N--------------ში არის 251.2 მ2 3140 ლარი. დანართს ხელს აწერენ ს------------------ და ზ------------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ე-–------------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ე-–------------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ზ------------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ზ------------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ი-----------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ი-----------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს დ-----------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და დ-----------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ი--------–---------- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ი--------–----------.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „--------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს გ-------–------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და გ-------–------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს გ---------------------- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და გ----------------------.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს მ--–-------------–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და მ--–-------------–---–-.
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „---------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ნ-----------–---------- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ნ------------–-----------
2012 წლის 8 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს შპს „----------------- (დირექტორი ს------------------- სახით) მეორე მხარეს წარმოადგენს ს------–-----–-–---–- (მუშაკი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სათანადო ანაზღაურების საფუძველზე მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულება. მუშაკს ეკისრება საერთო დეპარტამენტში ოსტატის მოვალეობის შესრულება. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ს------------------ და ს------–-----–-–---–-.
2012 წლის 21 დეკემბრის შპს „---------------- ხელფასის დარიცხვის უწყისის თანახმად, ზ------------–---–--თვის ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 3140 ლარს, ე-–------------–---–--თვის ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 3140 ლარს. უწყის ხელს აწერენ: ზ------------–---–-, ე-–------------–---–- და დირექტორი ს------------------.
შპს ,----------------- ხელფასის დარიცხვის უწყისის თანახმად, ი--------–-----------თვის ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 750 ლარს, ს------–-----–-–---–-სთვის ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 2850 ლარს. უწყის ხელს აწერენ: ი--------–----------, ს------–-----–-–---–- და დირექტორი ს------------------.
შპს ,----------------- ხელფასის დარიცხვის უწყისის თანახმად, ს------–-----–-–---–-სათვის ასაღები თანხა შეადგენს 2000 ლარს. უწყის ხელს აწერენ: ს------–-----–-–---–- და დირექტორი ს------------------.
2012 წლის 13 დეკემბრის შპს ,----------------- ხელფასის დარიცხვის უწყისის თანახმად, ს------–-----–-–---–-სათვის ასაღები თანხა შეადგენს 10 000 ლარს. უწყის ხელს აწერენ: ს------–-----–-–---–- და დირექტორი ს------------------.
აღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებულ ს------------------- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-სი 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ს------------------- გამართლების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ს------------------- ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას.
პალატა განმარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს როგორც სამოქალაქო სამართლებრივი, ასევე სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის დაცვის ობიექტს და მათ შორის ზღვარის გავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან უნდა გამოირიცხოს როგორც უდანაშაულო პირის მსჯავრდება, ასევე დამნაშავის ქმედება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ არაკეთილსინდისიერი საქციელით სამოქალაქო ნორმების დარღვევად და ამ გზით არ უნდა მოხდეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავე მოტყუების ხერხის გამოყენებით ცდილობს დააზიანოს სხვა პირის ინტერესები და მისთვის განკუთვნილი მატერიალური სიკეთე თვითონ მიისაკუთროს. ამ დროს პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყებებით მიიღოს სარგებელი. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ სხვისი მატერიალური ქონების მითვისების განზრახვის არსებობა.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ს------------------- მოქმედებაში დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა და 2012 წელის 4 მაისს, შპს „--------–----------- და ინდ.მეწარმე „----------------–-- შორის ხელშეკრულების გაფორმების ან შემდგომ პირობების შესრულებისას მოტყუების ხერხის გამოყენება. ამ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო გარემოებას წარმოადგენს არა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 4 მაისის ხელშეკრულების გაფორმებისას ს------------------ და ზ--------------–- წარმოადგენდნენ თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მხარეებს, მათ მიერ ერთობლივად განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები, რა დროსაც ერთი მხარის მიერ მეორის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია. ხელმომწერი სუბიექტები სურლყოფილად იყვნენ გაცნობილნი ხელშეკრულების თითოეულ პუნქტს, საკუთარ უფლება-მოვალეობებს და საკუთარი ნებით მოაწერეს ხელი, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები.
ასევე, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შპს „--------–----------- ზ--------------–- მის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის 2012 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით აუნაზღაურა 910 291 ლარი და ბრალდების მხარე ს------------------- ედავება შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულებიდან - 1 014 853,76 ლარიდან, შემსრულებლისათვის 104 562,76 ლარის გადაუხდელობას. იმ პირობებში კი, როდესაც დამკვეთის მიერ შესრულებულ სამუშაოებში თანხის გადახდის თაობაზე ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილი არის შესრულებული დაბრკოლების გარეშე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ს------------------- მხოლოდ მაშინ წარმოეშვა ზ--------------–-- მოტყუების განზრახვა, როდესაც მისთვის ერთ მილიონზე მეტი ოდენობის თანხიდან გადასახდელი დარჩა მხოლოდ 104 562,76 ლარი.
ბრალდების მხარის განმარტებით, ს------------------- მიერ მოტყუება პირველ ჯერზე გამოიხატა მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც მან ზ--------------–-- ნებართვის გარეშე ბუღალტრის მეშვეობით დააკორექტირა ანგარიშფაქტურები. აღნიშნული გარემოების ირგვლივ პირველი ინსტანციის სასამართლო სხომაზე დაიკითხნენ როგორც ს------------------ და ზ--------------–-- ასევე ის პირები, ვინც საბუღალტრო მომსახურებას უწევდნენ მათ - გ-----------–-–---–------------------------ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და თითოეულის მიერ დადასტურებული იქნა რომ ინდ.მეწარმე „----------------–-- ბუღალტრულ საქმიანობაში ეხმარებოდა და მისი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე წვდომა ჰქონდა შპს „--------–----------- ბუღალტერს - გ-----------–-–---–--–. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ზ--------------–- უკავშირდებოდა და ელექტრონული ფორმით ტვირთავდა ზედნადებებს და ფაქტურებს. ასევე ზ--------------–-- მითითებით საბუთებში გარკვეულ მონაცემებს ასწორებდა. თუმცა მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ როდისმე ს------------------- მითითებით ზ--------------–-- „---------- გვერდზე მისი თანხმობის გარეშე დაეკორექტირებინა რაიმე მონაცემები. მოწმემ ნათლად განმარტა, რომ დააკორექტირა მხოლოდ ის, რაც უთხრა ზ--------------–--. მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ს------------------- ჩვენებასთან, ხოლო მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას უპირისპირდება თავად ზ--------------–-- და თ---------------- ჩვენებები, რომელთა განმარტებითაც, გ-----------–-–---–-- ანგარიშფაქტურები დააკორექტირა თვითნებურად და ამის შესახებ ინფორმაცია ზ--------------–- არ ჰქონია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა სახის წერილობითი ან ზეპირი მტკიცებულება და ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ თანაბარი ძალის მქონე მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საფუძველზე შეუძლებელია კონკრეტული დასკვნის გამოტანა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა - გ-----------–-–---–- მოქმედებდა მხოლოდ ს------------------- მითითებების საფუძველზე, თუ ზ--------------–-- „---------- გვერდზე ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე არასოდეს არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზ--------------–--ა და თ---------------- ჩვენებებს შორის გამოვლენილ გარკვეულ წინააღმდეგობაზეც, როდესაც გ-----------–-–---–-- მიერ საბუღალტრო მომსახურების გაწევის მიზეზად ზ--------------–-- დაასახელა ის გარემობა, რომ მის ბუღალტერს ღამით არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, ხოლო თავად თ---------------- განაცხადა, რომ მისი შეწუხებისაგან თავის არიდების მიზნით ეხმარებოდა გ-----------–-–---–- ღამის საათებში ზ--------------–-.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას მუშებთან დადებული ხელშეკრულებების გაყალბებაზე, რაც აპელანტის მითითებით იძლევა არა მხოლოდ ახალი დანაშუალის შემადგენლობას - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, არამედ ასევე ეს ხელშეკრულებები გამოყენებული იყო იმ მიზნითაც, რომ ს------------------- ზ--------------–-------- მიეყენებინა ქონებრივი ზიანი, პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ს------------------- ხელმოწერის კუთხით ხელშეკრულებები რაიმე სახის სიყალბეს არ შეიცავს. ასევე, ხელშეკრულებების ნაწილზე დადასტურდა მეორე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა. თუმცა, როგორც მოწმეების, ასევე გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ხელშეკრულებების ნაწილზე არსებული მეორე ხელმომწერი მხარის ხელის მოწერები შესრულებულია არა მასში მითითებული პირების, არამედ სხვათა მიერ, რომელთა დადგენაც შეუძლებელია.
პალატა უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევაზე, როდესაც ხელმოწერები ეკუთვნით უშუალოდ მის ავტორებს, თუცმა მათი განმარტებით, ხელშეკრულების შინაარსს არ გაცნობიან და მას ისე მოაწერეს ხელი. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულები და სახელფასო უწყისები, რომლებშიც დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულების პიროებები, მხარეთა-უფლება მოვალეობები, დანართის სახითაა წარმოდგენილი კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, კუთვნილი ანაზღაურების ოდენობა და ისინი ხელმოწერილია მხარეთა მიერ, რომელთა ავთენტურობა გარდა ესქპერტიზის დასკვნისა, თავადაც დაადასტურეს. ამ პირობებში კი მხოლოდ მათი განმარტება, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ წაუკითხავთ და მათ მოტუებით მოაწერინეს ხელი, დაუშვებელია ხელშეკრულებების გაყალბებულად მიჩნევის საფუძველი გახდეს. მოწმეებს არ შეუძლიათ მიუთითონ, რა გახდა მათი შეცდომაში შეყვანის მიზეზი, რა გარემოებებმა შეუშალათ ხელი, რომ სრულყოფილად გაცნობოდნენ ხელშეკრულებებსა და უწყისებში ასახულ ინფორმაციას და შემდეგ განეხორციელებინათ მასზე ხელმოწერები.
რაც შეეხება ხელშეკრულებების იმ ნაწილს, რომლებზეც მოწმეებმა განაცხადეს, რომ ხელმოწერები არაა შესრულებული მათ მიერ და აღნიშნული დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნითაც, ამ მხრივ აღსანიშნავია მოწმეების გ-------–------–---–--, გ-----------------------, ი--------–-----------, ზ------------–---–--, დ-----------–---–-- და ე-–------------–---–-- ჩვენებები, სადაც მათ დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ ს------–-----–-–---–-ს მიერ დაქირავებულნი და საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდათ შპს „--------–----------- წარმომადგენლებთან, არ იცნობდნენ ს-------------------. 2012 წლის ნოემბრის-დეკემბრის თვეებში ხელშეკრულების გასაფორმებლად პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს ს------–-----–-–---–-- შემდეგ კი ს------–-----–-–---–-- წარუდგინათ ხელშეკრულებები, რომელთაც ხელი მოაწერეს. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები ს------–-----–-–---–-- წაიღო ოფისიდან, დაქირავებულ მუშებს მან მოაწერინა ხელი და შემდეგ დააბრუნა ოფისში, დასტურდება რ---------------- და თავად ს------–-----–-–---–-ს ჩვენებებითაც. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფის წევრების პირადი მონაცემები მან გადასცა ვ----------–----- რომელმაც შემდეგ გამზადებული ხელშეკრულებები მიიტანა, ხოლო მან მოაწერინა ხელი თანამშრომლებს, რის შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაუბრუნა ვ----------–----- პალატა ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნას მიიჩნევს საკმარისად იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ე-–------------–---–------------------–---–--------------------–---–----------------------–---–---- გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ასახული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით, თუმცა ზემოხსენებული და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებებზე მეორე მხარეთა ხელმოწერების გაყალბების ინიციატორი იყო ს------------------, მან უშუალოდ განახორციელა აღნიშნული ან ამ პროცესში მონაწილე რომელიმე პირი მოქმედებდა ბრალდებულის მითითებით, რომ მომხდარიყო ხელშეკრულებებში ცრუ ინფორმაციის ასახვა. ამ გარემოების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მხოლოდ დაქირავებული მუშების ჩვენებები და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა კი არ ქმნის მტკიცებულებათა უტყუარობის იმ მაღალ სატნდარტს, რაც დაადასტურებდა ს------------------- მიერ ბარლად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში აშკარად იკვეთება, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების არაჯეროვნად შესრულებას და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. კერძოდ, ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე „----------------–--- მიერ 2012 წლის 4 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სარეაბილიტაციო სამუშაოების უნაკლოდ შესურლების შესახებ იქნა დარღვეული, დასტურდება არა მხოლოდ დაცვის მხარის მტკიცებულებებით, არამედ იმ პირების ჩვენებებითაც, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ აღნიშნულ სამუშაოებს ზ--------------–-- დაკვეთით და ასევე თავად ზ--------------–-- ჩვენებითაც. სამუშაოების ხარვეზით შესრულების ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რაც ლოგიკურია, რომ დამკვეთი კომპანიის - შპს „--------–----------- მხრიდან გახდა შემსრულებლის - ინდ.მეწარმე „ზ--------------–--------“ ასანაზღაურებელი თანხის სრულად გადახდაზე უარის თქმის საფუძველი.
განსახილველ საქმეზე, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს პირის ქმედებას სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია რომ მიენიჭოს, ქმედებას საფუძვლად უნდა ედოს სხვისთვის განკუთვნილი მატერიალური ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, სხვის ხარჯზე გარკვეული სარგებლის მიღება მოტყუებით და არა უბრალოდ ამა თუ იმ მიზეზით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების დარღვევის დროს, გარიგების მხარე იქცევა არაკეთილსინდისიერად, მაგრამ მის მიზანს არ წარმოადგენს უკანონო სარგებლის მიღება სხვის ხარჯზე. ყოველივე აღნიშნულისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე კი პალატას მიაჩნია, რომ ს------------------- მიერ 104 562,76 ლარის ზ--------------–-------- გადაუხდელობა არ ჯდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებში. შესაბამისად, ს------------------- ქმედებაში გამოირიცხა მის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტიც, როგორც სხვისი ქონებრივი დაზიანების გაადვილების მიზნით ჩადენილი დანაშაული.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ს------------------- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ს------------------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერ იქნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ს------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ს------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით ბრალდებულ ს------------------- მიმართ გამოყენებული აღვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად ლ----------–------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტური იყო (მდებარე თ---–-------------------------–--–---------------------------–-------------------, საკადასტრო კოდი 0--------------).
5. გამართლებულ ს------------------- განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეში არსებული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი