განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2003-19, 330310019002852601
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი
05 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი მედეა წიკლაური
აპელანტი (მოსარჩელე) - ია------–-ვ სუ-----ი
წარმომადგენელი - ვა-----გ კვ-–---ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - თ--არ ნა-------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 იანვრის NMIA 3---------- გადაწყვეტილება, მოსარჩელეთათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა: 2019 წლის 25 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, ია------–-ვ სუ-----ის, იო-–----ა სუ-----ას (ამავდროულად, კა-----–--ა სუ-----ას კანონიერი წარმომადგენლების) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
დადგენილია, რომ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე - ია------–-ვ სუ-----ი დაიბადა 1990 წლის 29 ივლისს რუ-----ს ფე------–იაში, ქალაქ ას--------ში, სადაც ცხოვრობდა 2013 წლამდე მეუღლესთან, რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე იო-–----ა სუ-----ასთან (დაბადების თარიღი - 12.08.1990 წელი) და შვილთან კა-----–--ა სუ-----ასთან (დაბადების თარიღი - 15.04.2014 წელი) ერთად.
მოსარჩელე ია------–-ვ სუ-----ი 2017 წლის ივნისის თვეში ჩამოვიდა საქართველოში არალეგალურად (ყალბი პასპორტით), სარფის საბაჟო პუნქტის გავლით. მოსარჩელე იო-–----ა სუ-----ი, არასრულწლოვან შვილთან - კა-----–--ა სუ-----ასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 15 ოქტომბერს (ტ. I, ს.ფ. 233-272; ს.ფ. 281-290, 323-344);
დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს რუ-----ს ფე------–იის მოქალაქემ, საექსტრადიციო პატიმარმა - ია------–-ვ სუ-----მა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
2018 წლის 03 დეკემბერს, რუ-----ს ფე------–იის მოქალაქემ - იო-–----ა სუ-----ამ შვილთან - კა-----–--ა სუ-----ასთან ერთად საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება (ტ. I, ს.ფ. 211-213, 345-348).
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში თავშესაფრის მაძიებელ პირებს - ია------–-ვ სუ-----სა და იო-–----ა სუ-----ას ჩაუტარდათ ანკეტირება და გასაუბრება სტატუსის დადგენის თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 233-271; ს.ფ. 281-300, 370-392);
დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილების მიერ ია------–-ვ სუ-----ის, იო-–----ა სუ-----ასა და კა-----–--ა სუ-----ას საქმეზე შედგა დასკვნა, რომელშიც მითითებულა: რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე, ეროვნებით რუსი, ათეისტი ია------–-ვ სუ-----ი დაიბადა 1990 წლის 29 ივლისს ქ. ას--------ში (რუ-----ს ფე------–ია), სადაც ცხოვრობდა 2013 წლამდე მეუღლესთან ერთად, ხოლო წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე (2014 წლამდე) ცხოვრობდა ქ. სანქტ-პეტერბურგში იმ დროისთვის რუსეთში ძებნილ მა---მ მა-----–-ვთან ერთად. 1997 წლიდან 2006 წლამდე თავშესაფრის მაძიებელი სწავლობდა ქ. ას--------ის N3 სკოლა ლიცეუმში, შემდგომ 2007 წლიდან 2010 წლამდე სწავლობდა ქალაქ ას--------ის ტექნიკურ უნივერსიტეტში სასაქონლო ექსპერტიზის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. იგი გატაცებული იყო კომპიუტერული ტექნოლოგიებით. თავშესაფრის მაძიებელი კომპიუტერულ პროგრამებებთან დაკავშირებით იღებდა კერძო შეკვეთებს, მათ შორის ანაზღაურებისსანაცვლოდ, კერძო პირების დაკვეთით ტეხდა უცხოურ ინტერნეტ ვებგვერდებს, თუმცა მეუღლის - იო-–----ას რჩევით პროფილი შეიცვალა და ინტერნეტ გვერდების მფლობელების დაკვეთით მუშაობდა მათ ინტერნეტ გვერდებზე არსებული სისუსტეების გამოვლენაზე და აღმოფხვრაზე. ასევე, აკეთებდა ლოგოტიპებს, სარეკლამო პრეზენტაციებს (ე.წ. „კოპირაითინგი“). 2013 წლიდან თავშესაფრის მაძიებელი ქორწინებაშია იო-–----ა სუ-----ასთან, მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - კა-----–--ა სუ-----ა. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მისი პრობლემები დაიწყო 2012 წლის შემოდგომაზე. კერძოდ, ქალაქ ას--------ში საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ქუჩაში, თავშესაფრის მაძიებელი გააჩერა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ორმა პირმა,რომელთაც თავი წარადგინეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (შემდგომში „ფსბ“) თანამშრომლებად და განუცხადეს, რომ იცოდნენ მისი შესაძლებლობების შესახებ კიბერ სივრცეში. მათ შესთავაზეს ფსბ-ს სასარგებლოდ მუშაობა, რაზედაც ია------–-ვ სუ-----მ განაცხადა უარი. 2013 წლის იანვარში ან თებერვალში განმეორდა ანალოგიური შეხვედრა, ია------–-ვ სუ-----მა კვლავ უარი განაცხადა „ფსბ“-თან თანამშრომლობაზე. შემდგომ 2013 წლის მაისში თავშესაფრის მაძიებელს ტელეფონით დაუკავშირდა რუ-----ს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომელი (ზემოაღნიშნული ორი პირიდან ერთ-ერთი) და დაიბარა შსს-ს შენობაში, ქალაქ ას--------ში. დანიშნულ ადგილას ია------–-ვ სუ-----ი შეხვდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელს. შეხვედრაზე თავშესაფრის მაძიებელს განუმარტეს, რომ უნდა ემუშავა რუ-----ს ინტერესების სასარგებლოდ, აშშ-ს და ევროპული ქვეყნების ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად, კერძოდ, უნდა გაეტეხა სახელმწიფო ორგანოების, საავადმყოფოების, საარჩევნო კომისიების და სხვა დაწესებულებების კომპიუტერების სისტემები ეკონომიკური საბოტაჟის მოწყობის მიზნით. ასევე, ინტერნეტ გვერდის ,,yahoo”-ს გამოყენებით უნდა გაეტეხა აშშ-ს სამხედრო პირების (რომლებიც სარგებლობდნენ აღნიშნული ელექტრონული ფოსტით) საბანკო ანგარიშები ბანკში „NAVY FEDERAL”. თავშესაფრის მაძიებელმა შსს-ს თანამშრომლებს განუმარტა, რომ დაფიქრდებოდა შემოთავაზებაზე და კონკრეტული პასუხი არ მიუცია. ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი პირი, რომელიც განმცხადებელს ორჯერ დახვდა საცხოვრებელ კორპუსთან, ისევ დაუკავშირდა განმცხადებელს და მოითხოვა პასუხი შეთავაზებაზე. 2013 წლის აგვისტოში მას კვლავ დაუკავშირდნენ, სთხოვეს შეხვედრა ჩაიხანაში (ქალაქ ას--------ი), სადაც თავშესაფრის მაძიებელს შეხვდა რუ-----ს შსს-ს თანამშრომელი. აღნიშნულმა პირმა ია------–-ვ სუ-----ს მაგიდაზე დაუდო ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ია------–-ვ სუ-----ი, რომელიც ბანკომატიდან იღებს ფულს. ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ქალაქ ას--------ში მოქმედებდა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც იპარავდა ფულს ბანკომატებიდან და თუ თანამშრომლობაზე უარს იტყოდა, ჩართავდნენ აღნიშნულ საქმეში და დაიჭერდნენ ქურდობის ბრალდებით. ია------–-ვ სუ-----მა უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და დატოვა ადგილი. ამ ფაქტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების აღნიშნული თანამშრომელი გახდა თავშესაფრის მაძიებლის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინიციატორი.
2013 წელს თავშესაფრის მაძიებლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე - რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირთა ჯგუფის მიერ ქურდობა (9500 რუსული რუბლი) ბანკომატიდან პლასტიკური ბარათის გამოყენებით. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, 2013 წლის სექტემბერში მათ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა ბანკის „სბერბანკ“ (რომელთანაც სუ-----ს კავშირი არ ჰქონია) განცხადების საფუძველზე, ჩხრეკის დროს ია------–-ვ სუ-----ის ბინაში გამომძიებლებმა ამოიღეს 350 000 რუსული რუბლი, რომელიც განკუთვნილი იყო თავშესაფრის მაძიებლის ქორწილისთვის (ქორწილი დაგეგმილი იყო 2 დღის შემდეგ) და განმცხადებლის კუთვნილი საათი. 5-6 დღის შემდეგ, სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა თავშესაფრის მაძიებელი ბინიდან წაიყვანეს გამომძიებელთან დაკითხვაზე. გამომძიებელმა თავშესაფრის მაძიებელს შესთავაზა 1000000 (ერთი მილიონი) რუსული რუბლის მისთვის გადახდა საქმის დახურვის სანაცვლოდ, თუმცა პასუხი არ მიიღო, რადგან სუ-----ი დუმილის უფლებით სარგებლობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ია------–-ვ სუ-----ს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შინა პატიმრობა და კონტროლის მიზნით გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური. შინაპატიმრობაში ყოფნის დროს ია------–-ვ სუ-----თან ბინაში მივიდა მოსკოვიდან ჩასული პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სუ-----ს განუცხადა, რომ ის კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდა, მაგრამ „პრობლემის მოგვარებას“ შეძლებდნენ, თუ მათთვის გატეხავდა ინტერნეტ გვერდს „ufs-online.ru” (სრული სახელწოდება: უნივერსალური ფინანსური სისტემა), რომელიც დაკავშირებულია რუ-----ს რკინიგზასთან, კონტრაქტორი კომპანიის სტატუსით, რაზედაც თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა უარი. თავშესაფრის მაძიებელს დაემუქრნენ, რომ უარის გამო იზოლატორში მოათავსებდნენ, რის გამოც 2013 წლის დეკემბრის ბოლოს ია------–-ვ სუ-----მა მოიხსნა კონტროლისთვის განკუთვნილი ელექტრონული სამაჯური და დატოვა საცხოვრებელი ბინა. იგი ტა---თ ჩავიდა ქალაქ მინსკში (ბელარუსის რესპუბლიკა), რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, მეუღლე - იო-–----ა სუ-----აც ჩავიდა ქალაქ მინსკში. შემდგომში თავშესაფრის მაძიებლის მეუღლე დაბრუნდა ქალაქ ას--------ში, რადგან მშობიარობა უწევდა, ხოლო ია------–-ვ სუ-----ი გაემგზავრა ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. 2014 წლის მაისამდე ია------–-ვ სუ-----ი ცხოვრობდა პეტერბურგში, მეგობრების ბინაში მა---მ მა-----–-ვთან ერთად, რომელიც იმ დროისთვის იძებნებოდა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულისთვის. აღნიშნულ პირს ბრალად ედებოდა თაღლითობა საბანკო ბარათებზე, რომელიც დაკავშირებული იყო მის მუშაობასთან „პრივატბანკში“. 2014 წლის თებერვალში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი იყო ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, გაიგო პირველი ბრალდებით ინტერპოლის ძებნის შესახებ და გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. განმცხადებელმა ვა---–ი მა-----ვის (ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირების მქონე) დახმარებით, გააკეთა ისრაელის მოქალაქის პასპორტი „იგორ ნა-----–--ვის“ სახელზე. 2014 წლის მაისში ია------–-ვ სუ-----ი ისრაელის ყალბი პასპორტის („იგორ ნა-----–--ვის“ სახელზე) გამოყენებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან გაემგზავრა მონტენეგროში. 2014 წლის ივნისში მონტენეგროში ჩავიდნენ თავშესაფრის მაძიებლის მეუღლე და შვილი. ია------–-ვ სუ-----ი 2014 წლის ოქტომბერში ვა---–ი მა-----ვის მითითებით ჩავიდა ი----–იაში, სადაც ქალაქ ტურინში უნდა აეღო ახალი ყალბი პასპორტი ისრაელის საელჩოში. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, ვა---– მა-----ვმა განუცხადა, რომ ახალი ყალბი პასპორტის აღება ვერ მოხერხდებოდა და შესთავაზა თურქეთში ჩასვლა. 2014 წლის მიწურულს თავშესაფრის მაძიებელი გაემგზავრა თურქეთში და დასახლდა ქალაქ ანტალიაში, სადაც ასევე ჩაიყვანა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. 2015 წლის ზაფხულში თავშესაფრის მაძიებელმა შეიტყო მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების შესახებ - რუ-----ს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის (დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ია------–-ვ სუ-----ი დაუკავშირდა სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომელ ან-----ი სტ-------ს, რომელიც მუშაობდა გამომძიებელ ევ----- ში–---ას დაქვემდებარებაში (იმ დროისთვის ამის შესახებ განმცხადებელმა არ იცოდა). სტ-------მა განუმარტა თავშესაფრის მაძიებელს, რომ ეს იყო „ფსბ“-ს დავალებით, მის წინააღმდეგ პირველი საქმე ეხებოდა უმნიშვნელო თანხას (რუ-----ს სსკ 158-ე მუხლის მეორე ნაწილით), ია------–-ვ სუ-----ის დასაბრუნებლად კი საჭირო იყო მეორე საქმე და ეს დაკვეთა „ზემოდან“ მოდიოდა. თავშესაფრის მაძიებელი დაინტერესდა ბრალდების გაუქმების გზებით და თავიდან გამომძიებელს ქრთ--ზე მიანიშნა. გამომძიებელმა უარი თქვა აღნიშნულზე, თუმცა განუცხადა, რომ ია------–-ვ სუ-----ის წინააღმდეგ ბრალდებას მოხსნიდნენ, თუ დაეხმარებოდა გამოძიებას და შეძლებდა საიტის ufs-online.ru-ს გატეხვას, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელობის, მიმოწერების, ბუღალტერიის და ფინანსური საბუთების შესახებ. 2016 წლის იანვრისთვის თავშესაფრის მაძიებელმა გატეხა ზემოაღნიშნული საიტი და მოპოვებული ინფორმაცია გადასცა გამომძიებელ სტ-------ს. 2016 წლის ზაფხულში გამომძიებელი სტ-------ი დაუკავშირდა ია------–-ვ სუ-----ს, გადაუხადა მადლობა გაწეული სამუშაოებისთვის და დააკვალიანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაეცვა თავი მეორე ბრალდებისგან (რუ-----ს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი). კერძოდ, აცნობა გამოძიებაში არსებული სუსტი წერტილები, რომლების მეშვეობითაც შესაძლებელი იყო საქმის დახურვა.
თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ყოფნისას შეექმნა პრობლემები. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები სძალავდნენ თანხას, რათა არ დაეჭირათ ინტერპოლით ძებნის გამო. თავის დახსნის მიზნით, ია------–-ვ სუ-----ი დაუკავშირდა ვა---– მა-----ვს და სთხოვა დახმარება. ვა---– მა-----ვის დახმარებით თავშესაფრის მაძიებელმა 2017 წლის ივნისში მიიღო ყალბი პასპორტი ლიეტუვას რესპუბლიკის მოქალაქის სახელზე - „ვი----–ი მა------ვ“, რომლის მეშვეობითაც 2017 წლის ივნისში ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ვა---– მა-----ვმა ია------–-ვ სუ-----ს დახმარება აღუთქვა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში. იმ მომენტისთვის, ია------–-ვ სუ-----მა არ იცოდა პროცედურის შესახებ. მას განუმარტეს, რომ თავშესაფრის შესახებ შუამდგომლობას აყენებს პროკურორი, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამ მიზნით ქალაქ გორში მდებარე რესტორანში „ნაჭარმაგევი“ თავშესაფრის მაძიებელი შეახვედრა პირს, რომლის სახელი და გვარი არ იცის, თუმცა თქვა, რომ იყო ქალაქ გორის პროკურორი. უცნობმა პირმა 40 000$ სანაცვლოდ განუმარტა, რომ შეძლებდა საქართველოში თავშესაფრის სტატუსის მინიჭებას სუ-----ისთვის. შემდგომში ვა---– მა-----ვმა და უცნობმა პირმა მოითხოვეს მეტის გადახდა იმ მოტივით, რომ სუ-----ი ინტერპოლით იძებნებოდა, ხოლო როდესაც თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ მეტს აღარ გადაიხდიდა, იგი გაიტაცეს და 60 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა რუ-----ს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ევ----- ში–---ა, რომელიც იძიებდა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებს, მათ შორის სუ-----ის წინააღმდეგ არსებულ საქმეს დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაზე და ასევე, რუ-----ს რკინიგზაში არსებული კორუფციის თაობაზე მიმდინარე საქმეებს. სუ-----ის განცხადებით, ში–---ას მკვლელობის საქმეში ფიგურირებს როგორც ეჭვმიტანილი (შენიშვნა: საექსტრადიციო მასალებში ში–---ას მკვლელობის საქმე ნახსენები არ არის). ში–---ას მკვლელობის შემდეგ, 2018 წლის 12 ან 13 ოქტომბერს განმცხადებელს დაუკავშირდა გამომძიებელი ან-----ი სტ-------ი და შეატყობინა, რომ რუ-----ს „გრუ“-ს (რუ-----ს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო) თანამშრომლები შეეცდებოდნენ სუ-----ის გატაცებას და აფხაზეთის გავლით, რუსეთში გადაყვანას, რათა შემდეგ გამოეცხადებინათ, რომ სუ-----ი იმყოფებოდა რუსეთში და მოკლა ში–---ა.
2018 წლის 5 ნოემბერს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ქალაქ თბილისში დააკავეს საერთაშორისო ძებნილი ია------–-ვ სუ-----ი (ტ. I, ს.ფ. 323-344).
დადგენილია ასევე, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიერ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის თანახმად, ია------–-ვ სუ-----ი ვერ აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებდა იმავე კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია რუ-----ს ფე------–იის მოქალაქეების ია------–-ვ სუ-----ისთვის, იო-–----ა სუ-----ასა და კა-----–--ა სუ-----ასთვის როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება (ტ. I, ს.ფ. 243-244).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 იანვრის NMIA 3------------ გადაწყვეტილებით ია------–-ვ სუ-----ს, იო-–----ა სუ-----ასა და კა-----–--ა სუ-----ას ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვათ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (ტ. I ს.ფ. 272-273).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებსა და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
იმავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
იმავე კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. იმავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. იმავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ანკეტირება - გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 ჟენევის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიჩნია მიზანშეუწონლად მოსარჩელეთათვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მიიჩნია მიზანშეუწონლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ კონვენციური დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.
მოსარჩელე ია------–-ვ სუ-----ის განმარტების თანახმად, მის მიმართ დევნის განხორციელების შიში უკავშირდება „ეფ ეს ბე“-ს (რუ-----ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას, რისთვისაც რუ-----ს ფე------–იაში მის წინააღმდეგ აღძრულია („შეკერილია“) სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას ჯერ აწამებენ, რომ აღიაროს გამომძიებელ ში–---ას მკვლელობა, ხოლო შემდეგ ციხეში მოკლავენ.
დადგენილია, რომ განცხადების განხილვისას სამინისტროს მიერ შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლთან შესაბამისობაში.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლში გაწერილია ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის წესი: კერძოდ, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში:
ა) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, სარწმუნო და დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა;
გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები;
ე) დადგინდა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სანდოობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეში არსებული, მათ შორის, საექსტრადიციო მასალებზე დაყრდნობით სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი წარმოშობის ქვეყანაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ია------–-ვ სუ-----ს ბრალად ედება რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული ქმედება: 158-ე მუხლის 2 ნაწილითა (სხვისი საკუთრების ფარული დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 210.1 მუხლით (დანაშაულებრივი(კრიმინალური) საზოგადოების(ორგანიზაციის) შექმნა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. საკითხის განხილვის ფარგლებში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს მიერ შეფასებულ იქნა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი, რომ აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სინამდვილეს. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ალბათობა იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებლის წინააღმდეგ არსებული საქმეები არის „შეკერილი“ არის დაბალი, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელმა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება არ გამოიყენა: განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნა მიწოდებული მის ხელთ არსებული ყველა სახის დოკუმენტაცია და ზეპირი მტკიცებულება. კერძოდ, განმცხადებელი ამბობს, რომ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქის პასპორტი შენახული აქვს მის მეუღლეს სანდო ადგილას, თუმცა არ დაასახელა ადგილი და არ გამოთქვა სამინისტროში წარდგენის სურვილი; გასაუბრებების მსვლელობისას განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად ვერ განმარტა მიწოდებული ინფორმაციის ბუნდოვანი დეტალები - კერძოდ, განმცხადებელი დამაჯერებლად ვერ ხსნის, თუ რა ვითარებაში გაიცნო ედუარდ ბრიტნერი და სერგეი ქ. სანქტ-პეტერბურგში და რა მიზნით იყო ჩასული ქალაქ სანქტ-პეტერბურგში; თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ არის თანამიმდევრული და დამაჯერებელი, კერძოდ, განმცხადებელი საუბრობს ბუნდოვნად და არ ასახელებს დეტალებს; თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვა არ მოუთხოვია ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე: საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის ივნისში, საერთაშორისო დაცვა კი მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში მოითხოვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ქართველმა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დააკავეს რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. აღნიშნული საკითხი თავშესაფრის მაძიებელმა ახსნა იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე შეეცადა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას, ვა---–ი მა-----ვის დახმარებით. თუმცა მა-----ვის დახასიათებიდან გამომდინარე, გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირების მქონე პირი, როგორც თავად აცხადებს, ვერ განახორციელებდა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რადგან ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა და ხორციელდება კანონმდებლობის ფარგვლებში.
დადგენილია ასევე, რომ სანდოდ იქნა მიჩნეული 2018 წლის ოქტომბერში რუ-----ს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელ ევ----- ში–---ას მკვლელობის ფაქტი. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ შეფასებულ იქნა თავშესაფრის მაძიებლის განცხადება, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ბრალი წაეყენება ში–---ას მკვლელობაში, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის მკვლელობა გათვალისწინებულია რუ-----ს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, ია------–-ვ სუ-----ის წინააღმდეგ წარდგენილი არ არის აღნიშნული ბრალდება. ამასთან ერთად, რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურორის მოადგილის ნ.ა. ვი-----ნკოს მიერ წარდგენილ დიპლომატიურ გარანტიაში (წერილი N81/3-1-11-14 13.11.2018 წ.) აღნიშნულია, რომ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ 1993 წლის კონვენციის 66–ე მუხლის თანახმად, ია------–-ვ სუ-----ი იქნება მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მხოლოდ იმ დანაშაულებისთვის, რომლებთანაც დაკავშირებულია ექსტრადიციის მოთხოვნა და სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო გამოძიების შეწყვეტის, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში - სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს რუ-----ს ტერიტორიის დატოვებას.
მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, რომ კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამასთან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავშესაფრის მაძიებელს, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მის მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა რუ-----ს ფე------–იაში არსებული საპატიმრო პირობები, რომლის საფუძველზეც რუ-----ს საპატიმროებში არსებული პირობები არ აღწევდა იმ ზღვარს, რომელიც დადგენილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის წარდგენილი იქნა რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურორის მოადგილის ნ.ა. ვი-----ნკოს დიპლომატიური გარანტია (წერილი N81/3-1111-14 13.11.2018 წ.), რომლის თანახმადაც, ია------–-ვ სუ-----ს ექნებოდა ყველანაირი საშუალება დაცვისთვის, მათ შორის ადვოკატის აყვანის უფლება; არ დაექვემდებარებოდა წამებას, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პირობები), როგორც რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე იგი არ გადაეცემოდა სხვა სახელმწიფოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით მოპასუხემ შეაფასა რუ-----ს ფე------–იის მიერ წარდგენილი აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები და განმარტა, რომ აღნიშნული გარანტიები ვერ შეფასდებოდა, როგორც სტანდარტული ტექსტი, რომელიც ექსტრადიციის მოთხოვნას ყოველთვის თან ახლავს, რადგან ის ემსახურებოდა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება მასზედ, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში დადგეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის ქვეშ. ამასთან, ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რუ-----ს ფე------–იაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის ფაქტს.
6. სააპელაციო მოთხოვნა:
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ია------–-ვ სუ-----ის სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქართველოს შს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გასაუბრებისა და ანკეტირების დროს, ისე სასამართლოში მოსარჩელე ია------–-ვ სუ-----მა ვრცლად აღწერა მისი უკანონო დევნის ფაქტი რუ-----ს ფე------–იის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) თანამშრომლების მიერ და მისი უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის მიზნით გადაბირების მცდელობა, რის გამოც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუ-----ს ტერიტორია. მან ასევე აღწერა, თუ როგორ სთავაზობდნენ ფსბ-ს თანამშრომლები მუშაობას აშშ-სა და ევროპული ქვეყნებისათვის ზიანის მიყენებისა და ეკონომიკური საბოტაჟის მოწყობის მიზნით, ამ ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების, საავადმყოფოების, საარჩევნო კომისიებისა და სხვა დაწესებულებების კომპიუტერული სისტემების გატეხვის და მათში შეღწევის გზით. ი.სუ-----ის განმარტებით, ფსბ-ს თანამშრომლების მითითებით მას ასევე უნდა გაეტეხა აშშ-ს სამხედრო პირების საბანკო ანგარიშები „Navy Federal” ბანკში და მის მიმართ დევნა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც არ დათანხმდა ფსბ-თან თანამშრომლობას. სუ-----ის განმარტებით, უკანონოა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და არც საექსტრადიციო და არც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის მითითებული რუ-----ს ფე------–იის სსკ-ის 210-ე მუხლით მითითებული დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი, რაც, მისი თვალსაზრისით, ცხადყოფს აღნიშნული ბრალდების უსაფუძვლობას. იმავე დროს, ი.სუ-----მა განმარტა, რომ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუ-----ს ფე------–იის ტერიტორია, ვინაიდან რუ-----ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მისი და მისი მეუღლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას. სუ-----მა განაცხადა, რომ მას არ სჯერა რუსეთში არსებული მართლმსაჯულების და რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული ი.სუ-----ის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოსამართლის მსჯელობა, რომლითაც არადამაჯერებლად არის მიჩნეული ი.სუ-----ის მიერ აღწერილი გარემოებები და რომ არ არსებობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე მისი ექსტრადიციის შემთხვევაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, რუ-----ს ფე------–იის მასობრივი მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 10 ოქტომბერს, მოსკოვთან ახლოს მოკლეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეთა გამომძიებელი ევ----- ში–---ა, რომელიც იძიებდა სარკინიგზო ბილეთების განაღდებასთან დაკავშირებულ თაღლითური სქემის საქმეს, რომელზეც ბრალდებულები იყვნენ პატიმრობაში მყოფი მ.მა-----–-ვი, კ.კა-–-----ოვი, ი.ჟდ----ვი და საქართველოში მყოფი ია------–-ვ სუ-----ი. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაკავებული იქნა მკვლელობის ჩამდენი პირი, რუ-----ს მედია საშუალებებში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების თანახმად, ი.სუ-----ი გამოძიების მიერ, მიჩნეულია მთავარ ეჭვმიტანილად გამომძიებლის მკვლელობის საქმეში. 2018 წლის 14 ნოემბერს, ჩატარდა ჩხრეკა ი.სუ-----ის დისა და სიძის - დარია და ივან კოჩეტკოვების საცხოვრებელ ბინაში, ქ.ას--------ში, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბერს, ჩხრეკა ჩატარდა ი.სუ-----ის დედის - ოლგა სუ-----ას საცხოვრბელ ბინაში. ჩხრეკის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა და ამოღება უკავშირდება გამომძიებელ ში–---ას მკვლელობის საქმეს. ამავე საქმეზე გამომძიებლის მიერ გამოიკითხნენ ი.სუ-----ის ადვოკატი ნიკოლაი არშინოვი და მისი მეუღლე. გამომძიებელ ში–---ას მკვლელობის გამო, გამოძიება მიმდინარეობს რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფას და ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას ან სიკვდილით დასჯას. ია------–-ვ სუ-----მა კატეგორიულად უარყო რაიმე ფორმით მონაწილეობა გამომძიებელ ში–---ას მკვლელობაში და განაცხადა, რომ რუ-----ს ფე------–ია დატოვა 2014 წელს, ხოლო 2017 წლის ივნისიდან ის იმყოფება საქართველოში და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მონაწილეობას გამომძიებლის მკვლელობაში, თუმცა სუ-----ი მიიჩნევს, რომ რუ-----ს ფე------–იაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას ემუქრება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, არასამართლიანი სასამართლო განხილვა, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს უკანონო მსჯავრდება ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ია------–-ვ სუ-----ი მიიჩნევს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას მოელის წამება, რათა აღიაროს გამომძიებელ ში–---ას მკვლელობა. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული მკვლელობა შეეძლო შეეკვეთა მხოლოდ რუ-----ს რკინიგზის ხელმძღვანელს ან-----ი იაკუნინსა და მის შვილს ვლადიმერ იაკუნინს, ვინაიდან გამომძიებელი ში–---ა იძიებდა რუ-----ს რკინიგზის სიტემაში არსებულ კორუფციას. ანალოგიური ჩვენება მისცა მეორე მოსარჩელე იო-–----ა სუ-----ამაც.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე წარედგინა მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები, მათ შორის რუ-----ს ფე------–იის მედია საშუალებებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ი.სუ-----ის ნათესავების ბინების ჩხრეკის ოქმები, სასამართლომ ფაქტობრივად მსჯელობის გარეშე დატოვა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ ი.სუ-----ს რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, არ წარედგინება ბრალდება გამომძიებელ ში–---ას მკვლელობაში, არ დაემუქრება წამებისა და სიკვდილის საფრთხე.
აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იმ მიზნით, რათა შეფასებულიყო მოსარჩელე ი.სუ-----ის მიმართ წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი, მოპასუხის მიერ შესწავლილი იქნა რუ-----ს ფე------–იაში არსებული საპატიმრო პირობები, რის საფუძველზეც მიჩნეული იქნა, რომ რუ-----ს საპატიმროებში არსებული პირობები არ აღწევდა იმ ზღვარს, რომელიც დადგენილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით. ამავე დროს, სასამართლომ სანდოდ მიიჩნია რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ საქართველოს პროკურატურისათვის წარდგენილი დიპლომატიური გარანტია N81/3-1-11-14; 13.11.2018, რომლის მიხედვით რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, მოსარჩელე ი.სუ-----ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას (იხ. 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება; გვ.12-13).
აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა მრავალი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება, რომ რუ-----ს ფე------–იაში, განსაკუთრებით ამ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში – კვლავაც აქვს ადგილი ადამიანთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალრიცხოვან შემთხვევებს, კერძოდ, 2012 წლის 10 იანვრის საპილოტე გადაწყვეტილებაში „ანანიევი და სხვები რუ-----ს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა და აღნიშნა, რომ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქეები სერგეი ანანიევი, გენადი ბაშიროვი და გულნარა ბაშიროვა ას--------ის საგამოძიებო იზოლატორში ყოფნისას იმყოფებოდნენ უკიდურესად გადატვირთულ კამერებში, არაადამიანურ პირობებში და ამავე დროს, მათ არ გააჩნდათ საშუალება, გაესაჩივრებინათ მათი დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნა საგამოძიებო იზოლატორის უფროსთან. ამასთან ერთად, ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნა, რომ სასამართლოში განიხილებოდა ანალოგიური შინაარსის 250-ზე მეტი საჩივარი, რომელთა შესწავლის შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუ-----ს საგამოძიებო იზოლატორებში არაადამიანურ მოპყრობას გააჩნია სტრუქტურული ბუნება. მსგავს დარღვევებს ადგილი აქვს რუ-----ს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა საპატიმროებში ყოფნის პირობები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. პატიმრები განიცდიან არაადამიანურ შემლახველ მოპყრობას სათანადო სივრცისა და საძინებელი ადგილების ნაკლებობის გამო, „საგამოძიებო იზოლატორებში, სადაც ასევე შეზღუდულია დღის სინათლე, ჰაერი და ტუალეტით სარგებლობა. პრობლემები იქმნება რუ-----ს ფე------–იის პენიტენციური სისტემის ცუდი ფუნქციონირებისა და არასაკმარისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარანტიებისა და მათი ბოროტად გამოყენების გამო.“ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს უფროსის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, თითქოს რუ-----ს ფე------–იამ 2017 წლის აპრილში, წარადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილია ახალი პროცედურა წინასწარი დაკავების საპატიმროებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების შეუსაბამო პირობების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი დასკვნები ადასტურებენ, რომ რუ-----ს პენიტენციურ სისტემაში თითქმის არაფერი შეცვლილა. კერძოდ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Amnesty International” თავის 2018 წლის ანგარიშში რუ-----ს ფე------–იის შესახებ წერს, რომ კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხეებსა და დაკავების ცენტრებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. ზოგიერთ პატიმარს ზოგჯერ თვეების განმავლობაში უწევდა მგზავრობა, რათა სასჯელის მოხდის ადგილისათვის მიეღწია. ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხშირად ინფორმაცია არ ჰქონდათ პატიმრების ადგილსამყოფელის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ წერს, რომ ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ვითარება მძიმეა. ფიქსირდება გადატვირთულობა, ადმინისტრაციისა და პატიმრების მხრიდან ძალადობა, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, ჰიგიენისა და კანალიზაციის ნაკლებობა. პატიმრის მხრიდან პატიმარზე ძალადობა, რასაც ხშირად ბადრაგი ახალისებს, კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად. მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა, ასევე პატიმრებში გავრცელებული ტუბერკულოზი და შიდსის ინფექცია. ანგარიშის მიხედვით, პატიმრებს ოფიციალურად შეუძლიათ, არსებული ცუდი პირობები გაასაჩივრონ, მაგრამ ისინი შემდგომ ზეწოლის და რეპრესიების შიშით, ამას არ აკეთებენ. საჩივრებს მხოლოდ ის პატიმრები წერენ, ვისაც უკვე სხვა გზა აღარ აქვს.
რუსეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მემორიალისა“ და „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ წარმომადგენლების მიერ 2017-2018 წლებში გაკეთებული განცხადებების თანახმად, წამება კვლავ რჩება რუ-----ს პენიტენციური სისტემის მანკიერ მხარედ, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი დაპატიმრებული პირი. 2018 წლის 20 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ვერდიქტისა“ და ადვოკატ ირინა ბირიუკოვას მიერ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია რუ-----ს ფე------–იაში, კერძოდ ქალაქ იეროსლავის კოლონიაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული პატიმართა გაშიშვლებისა და წამების კადრები. თავად ადვოკატი ბირიუკოვა იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუ-----ს ტერიტორია მის მიმართ განხორციელებული მრავალრიცხოვანი მუქარის გამო. იგივე ადვოკატმა რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არ არის რუ-----ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი გამონაკლისი შემთხვევა. მისი თქმით, პატიმრების წამება რუ-----ს ციხეებსა და კოლონიებში ატარებს სისტემურ ხასიათს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, პირის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გარანტია არ მიიღება მხედველობაში, თუ ამ სახელმწიფოში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვანი დარღვევის ფაქტებს და ეს დადასტურებულია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით.
აპელანტის მითითებით, რუ-----ს ფე------–იის პენიტენციურ სისტემასა და მართლმსაჯულებაში არსებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, ასევე არ შეიძლებოდა სანდოდ მიჩნეულიყო რუ-----ს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემული გარანტია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტით დადგენილია, რომ ამგვარი გარანტიები არ შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული, მაშინ როდესაც იმ სახელმწიფოში, რომელიც ითხოვს პირის ექსტრადიციას, სახეზეა ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვანი დარღვევები. საქმეზე „საადი ი----–იის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა შემდეგი: „ევროპული სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მასზედ, რომ ეროვნული კანონმდებლობის არსებობა, ასევე სახელმწიფოს მიერთება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისთავად არ არის საკმარისი სასტიკი მოპყრობის რისკისაგან დასაცავად იმ შემთხვევებში, როდესაც სანდო წყაროები ადასტურებენ იმას, რომ ხელისუფლება იყენებს ან თვალებს ხუჭავს ისეთ პრაქტიკაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის პრინციპებს... იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოადგენდნენ დიპლომატიურ გარანტიას ეს არ შეაჩერებს ევროპულ სასამართლოს იმ ვალდებულებისაგან, გამოიკვლიოს საკითხი იმის შესახებ, საკმარისია თუ არა ამგვარი გარანტია კონვენციით აკრძალული მოპყრობის გამოყენების რისკისაგან. ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის მიმღები სახელმწიფოს ყოველი დაპირების სანდოობა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, რომლებიც ნათლად არის გამოხატული საკითხის განხილვის დროს“ (იხ.Case of Saadi v. Italy; 28.02.2008; 66 147-148). — საქმეზე „ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს ინდოეთის მთავრობის კეთილსინდისიერებაში, რომელმაც წარმოადგინა გარანტიები იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დარღვევები, თანამდებობის პირებისა და უშიშროების ძალების მხრიდან წარმოადგენს ძნელად გადასაჭრელ პრობლემას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი გარანტიები უზრუნველყოფს ბატონი ჩაჰალის უსაფრთხოებას” (იხ.Case of Chahal v. The United Kingdom 15.11.1996; $105). თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მსვლელობის დროს, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა და საქმეს დაერთო მტკიცებულება - მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის სააპელაციო დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმალვაში მყოფი ია------–-ვ სუ-----ი ბრალდებულია რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის –მე-6 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებაც, რომ საქართველოს შს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გამოკითხვის დროს, ი.სუ-----მა აღწერა საქართველოში მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დეტალები; კერძოდ, 2017 წლის შემოდგომაზე ქარელში, რამდენიმე პირის, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი გატაცება და ფულის გამოძალვა, რაშიც ასევე მონაწილეობდა სუ-----ის ნაცნობი ქარელის მკვიდრი, რუ-----ს მოქალაქე ვა---–ი მა-----ვი. ი.სუ-----ის მიერ, აღნიშნული ჩვენების მიცემის შემდეგ, დაიწყო გამოძიება, რომელიც დღესაც გრძელდება. 2019 წლის 21 იანვარს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ი.სუ-----თან შევიდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც თავი წარუდგინა ადვოკატ ლო---დ და განუცხადა, ვა---–ი მა-----ვი საქმის კურსში იყო სუ-----ის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების და აღნიშნულის გამო, დაწყებული გამოძიების შესახებ და თუ ი.სუ-----ი არ გაიტანდა თავის საჩივარს და კვლავ გააგრძელებდა ვ.მა-----ვის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, მა-----ვი თავისი კავშირებით უზრუნველყოფდა, რომ რუსეთში ექსტრადიცია მომხდარიყო რაც შეიძლება სწრაფად და ექსტრადიციის შემდეგ სუ-----ს მოელოდა წამებით სიკვდილი. სუ-----ის ინფორმაციით, მასთან შესულმა პირმა განუცხადა, რომ აღნიშნულ პირს შეხვდნენ ქართველი ბიზნესმენები და სთხოვეს მისთვის ვა---–ი მა-----ვის მუქარის გადაცემა. სუ-----ის განცხადებით, მასთან საპატიმრო დაწესებულებაში შესულმა პირმა დაუტოვა ტელეფონის ნომერი 555 1-- 413 და აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებოდა იმ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც ჩარეული იყო მა-----ვის საქმეში. 2019 წლის 22 იანვარს, ი.სუ-----ის ადვოკატმა საჩივრით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება და ია------–-ვ სუ-----ის უსაფრთხოების დაცვა. იმავე დღეს, ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს. 2019 წლის 08 ივლისს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ სუ-----ი ცნო დაზარალებულად მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 25-150-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტითა 25-126 პრიმა მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით. 09 ივლისს, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლეს წარუდგინა მტკიცებულების სახით წარუდგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ცნობა ი.სუ-----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული ცნობა არ დაურთო საქმეს, რითაც წარმოაჩინა მისი არაობიექტურობა და მიკერძოებულობა.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის საერთაშორისო კონვენციის პირველი მუხლის „ა" პუნქტის მე-2 ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე აღნიშნული კონვენციის 1967 წლის ოქმის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები; ასევე არასწორად იქნა განმარტებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 და 32-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს, რომლის მიმართ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას მას მოელის წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი. აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ ასევე უგულებელყოფილი იქნა ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, აუცილებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადოდ დასაბუთება. აღნიშნულმა დარღვევებმა, თავის მხრივ, გამოიწვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე; სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის მიზნებისათვის ცნება ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: 1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; 2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ამრიგად, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა და იგი იძულებულია ასე მოიქცეს დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. თავის მხრივ, დევნა უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა, სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის საფუძვლებს ადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა. იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვა არის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. 17.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
მითითებული კანონის 19.1 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32.3 მუხლით, სერიოზულ ზიანად მიიჩნევა: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. იმავე კანონის მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. 35.2 მუხლის თანახმად კი, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. იმავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. იმავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. პალატა ასევე მიუთითებს კანონის 30.1 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე - ია------–-ვ სუ-----ის მიმართ, წარმოშობის ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულმა პირმა 2017 წლის ივნისში თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო 2018 წლის 05 ნოემბერს იგი დააკავეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა და შეუფარდეს საექსტრადიციო პატიმრობა. 2018 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ, საექსტრადიციო პატიმარმა - ია------–-ვ სუ-----მა, ხოლო 2018 წლის 26 ნოემბერს მისმა მეუღლემ იოლანდა სუ-----ამ და შვილმა კა-----–--ა სუ-----ამ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. თავშესაფრის მაძიებლებმა შეავსეს ანკეტა, ადვოკატებისა და თარჯიმნის მონაწილეობით. ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე დადასტურდა მათივე ხელმოწერებით. მოსარჩელეებს ჩაუტარდათ გასაუბრება, ადვოკატებისა და თარჯიმნის მონაწილეობით. მოსარჩელეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს უფლება-მოვალეობებისა და პროცედურის მსვლელობის წესების გაცნობის ფაქტი. საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ შეადგინა დასკვნა, რომელშიც აისახა თავშესაფრის მაძიებელთა არგუმენტები და მათი შეფასება სამმართველოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირების მოთხოვნის შესაბამისობის შეფასება 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობა, დაინტერესებული პირების მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნებში ასახული რეკომენდაციებით, რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე - ია------–-ვ სუ-----ი ვერ აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით; ასევე ვერ აკმაყოფილებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელეთათვის, ია------–-ვ სუ-----ის, მისი მეუღლე - იო-–----ა სუ-----ისა და შვილის კა-----–--ა სუ-----ასათვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 იანვრის N NMIA 3------------ გადაწყვეტილებით ია------–-ვ სუ-----ს, იო-–----ა სუ-----ასა და კა-----–--ა სუ-----ას უარი ეთქვათ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შეფასება, მათი საჭიროება, განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის (თავშესაფრის) მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ჩაუტარდათ გასაუბრება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილებები და მათ საფუძვლად დაედო თავად დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მონაცემები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 13.12.1957წ. ექსტრადიციის შესახებ პარიზის კონვენციით (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2001 წლის 13 სექტემბრიდან) ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ ამ კონვენციით განსაზღვრული დებულებებისა და პირობების დაცვით, ერთმანეთისათვის ყველა პირის გადაცემის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ აღძრულია საქმე დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლებიც იძებნებიან ხსენებული კომპეტენტური ორგანოების მიერ მათზე განაჩენის ან დაკავების ორდერის აღსასრულებლად. კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს კონვენცია სხვაგვარად განსაზღვრავს, ექსტრადიციისა და წინასწარი დაპატიმრების პროცედურა განისაზღვრება თხოვნის მიმღები მხარის კანონით.
სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს განსაზღვრავს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებას და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შეეხება აღნიშნული კანონის 30-ე მუხლი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოცემული შემთხვევა შეეხება საექსტრადაციო პატიმრისათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, მნიშვნელოვანია, განიმარტოს, თუ რა განსხვავებაა სისხლისსამართლებრივ დევნასა და კონვენციით გათვალისწინებულ დევნას შორის, რა სამართლებრივ შედეგს იწვევს თითოეული, პირის ექსტრადიციის საკითხთან მიმართებით.
პალატა მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, სახელმწიფოს უფლებაა, გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დააკისროს მას კანონით დადგენილი, შესაბამისი პასუხისმგებლობა ამგვარი დევნით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულება - ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რასაც შეიძლება მოჰყვეს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. ამდენად, პირები, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელს გაურბიან, ვერ ჩაითვლებიან ლტოლვილებად და მათზე ვერ გავრცელდება ის პირობები, რაც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით არის გათვალისწინებული. „დევნის“ განმარტება კონვენციული გაგებით, მოცემულია ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციაში, ცნება ,,ლტოლვილთან“ მიმართებით. კერძოდ, კონვენცია ლტოლვილად მოიაზრებს პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი და არა აბსტრაქტული შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ამდენად, კონვენციური გაგებით დევნა გულისხმობს პირის მიმართ იძულებითი ღონისძიების გატარებას რომელიმე კონკრეტული ნიშნით (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით), ასეთ შემთხვევებში, ადგილი არ აქვს პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და მასთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. სახელმწიფო კონკრეტული ნიშნით გამორჩეული პირის მიმართ ახორციელებს დევნას, ახდენს მისი ძირითადი უფლებების შეზღუდვას/ხელყოფას, დამოუკიდებლად იმისა, ჩაიდინა კანონით დასჯადი ქმედება თუ არა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით არ არის დადასტურებული ისეთი სახის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს შეესაბამება. ამ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება კონვენციით გარანტირებული უფლების საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო არა სისხლისსამართლებრივ, არამედ კონვენციურ დევნად.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს საფუძვლიანი შიში. პალატა განმარტავს, რომ საფუძვლიანი შიში არ მდგომარეობს მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობებში. პირის განწყობა გამყარებული უნდა იყოს ობიექტური გარემოებებით. „საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისაგან. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს, პირადად მას რატომ აქვს კონვენციური დევნის შიში. 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, დევნა განსხვავდება საერთო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად დანიშნული სასჯელისგან. ზოგადი განმარტების თანახმად, ლტოლვილი უსამართლობის მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლია და არა პირი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის. ამდენად, მართებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის შიში, რომ მას საფრთხე ემუქრება „ეფ ეს ბეს“-ს თანამშრომლებისაგან, ან-----ი და ვლადიმერ იაკუნინებისაგან და ასევე ვა---– მა-----ვისაგან, არის კრიმინალური ხასიათის და არ იკვეთება „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილი არც ერთი ნიშანი. სამინისტრომ ასევე შეაფასა აპელანტის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ხელოვნურად იყო შექმნილი („შეკერილი“) თუ არა და მიიჩნია, რომ ამისი ალბათობა იყო სამაოდ დაბალი.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას აპელანტის მიმართ აღძრულ საქმეთა ხელოვნურად შექმნის დაბალი ალბათობის შესახებ, საქმეში წარმოდგენილ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიერ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით და განმარტავს, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო სხადად, სარწმუნოდ დამაჯერებლად აეხსნა იმ ფულადი სახსრების წარმომავლობა, რომელიც მან გამოიყენა რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების, ცხოვრებისა თუ ყალბი პასპორტების დამზადებისათვის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აპელანტი 2013 წლიდან არსად მუშაობდა. ია------–-ვ სუ-----ის მითითება იმის შესახებ, რომ მას დახმარებას უწევდნენ მეუღლის დედა და მეგობრები არადამაჯერებლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საუბარია საკმაოდ სოლიდური ოდენობის (ასეულობით ათასი ევრო) თანხაზე.
საგულისხმოა, რომ აპელანტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასევე არ იქნა მიწოდებული მის ხელთ არსებული ყველა სახის დოკუმენტაცია. კერძოდ, აპელანტი მიუთითებდა, რომ რუ-----ს ფე------–იის მოქალაქის პასპორტი შენახული ჰქონდა მის მეუღლეს სანდო ადგილას, თუმცა არ დაასახელა ადგილი და არ გამოთქვა მისი სამინისტროში წარდგენის სურვილი; გასაუბრებების მსვლელობისას ია------–-ვ სუ-----მა დამაკმაყოფილებლად ვერ განმარტა მიწოდებული ინფორმაციის ბუნდოვანი დეტალები - კერძოდ, იგი დამაჯერებლად ვერ ხსნიდა, თუ რა ვითარებაში გაიცნო ედუარდ ბრიტნერი და სერგეი ქ. სანქტ-პეტერბურგში და რა მიზნით იყო ჩასული ქალაქ სანქტ-პეტერბურგში; თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ იყო თანამიმდევრული და დამაჯერებელი, კერძოდ, განმცხადებელი საუბრობდა ბუნდოვნად და არ ასახელებდა დეტალებს; ასევე საგულისხმოა, რომ თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვა არ მოუთხოვია პირველივე შესაძლებლობის გაჩენისთანავე. საქმის სამასალებით დადგენილია, რომ ია------–-ვ სუ-----ი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის ივნისში, საერთაშორისო დაცვა კი 2018 წლის ნოემბერში მოითხოვა, ისიც მას შემდეგ, რაც იგი ქართველმა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დააკავეს რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. აღნიშნული საკითხი თავშესაფრის მაძიებელმა ახსნა იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე შეეცადა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ვა---–ი მა-----ვის დახმარებით, თუმცა მა-----ვის დახასიათებიდან გამომდინარე, აპელანტს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირების მქონე პირი, (როგორც თავად აცხადებს) ვერ განახორციელებდა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რადგან ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს და ხორციელდება კანონმდებლობის ფარგლებში.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით მართებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის არასანდოდ მიჩნევა რუ-----ს ფე------–იაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე - ია------–-ვ სუ-----ისათვის გამომძიებელ ევ----- ში–---ას მკვლელობის გამო რუ-----ს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად (სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის მკვლელობა) ბრალის წაყენებისა და სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საშიშროების შესახებ, ვინაიდან როგორც საექსტრადაციო მასალებით დასტურდება, აღნიშნული ბრალი ია------–-ვ სუ-----ის მიმართ წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილ სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ რუ-----ს ფე------–ია განეკუთვნება იმ ქვეყანათა ჯგუფს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული აქვს სიკვდილით დასჯა, თუმცა იგი პრაქტიკაში აღარ გამოიყენება. რუ-----ს ფე------–იის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სიკვდილით დასჯა გამოიყენება, როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც ხელყოფს სხვის სიცოცხლეს. გარდა ამისა, რუ-----ს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, სასიკვდილო განაჩენი არ დაენიშნება იმ პირს, რომელიც გადაეცა რუ-----ს ფე------–იას სხვა ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის დევნის წარმოების მიზნით ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით ან რუ-----ს ფე------–იის მიერ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით, ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელმაც გადასცა პირი, იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინა აღნიშნულმა პირმა არ არის გათვალისწინებული სიკვდილით დასჯა ან სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე უარი წარმოადგენს პირის გადაცემის გადაცემის პირობას ან სიკვდილით დასჯა პირს არ შეიძლება შეეფარდოს სხვა საფუძვლების გამო.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სიკვდილით დასჯა რუსეთში უკანასკნელად გამოყენებულ იქნა 1996 წელს, ხოლო მას შემდეგ რაც რუ-----ს ფე------–ია 1996 წლის თებერვალში შეუერთდა ევროპის საბჭოს და აიღო ვალდებულება რატიფიცირება მოეხდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 ოქმისა, რომელიც ითვალისწინებს სიკვიდილით დასჯის გაუქმებას, სიკვდილით დასჯა სასჯელის სახედ გამოყენებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ რუ-----ს ფე------–იას დღემდე არ მოუხდენია აღნიშნული სამართლებრივი ნორმის რატიფიცირება, 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე, ხოლო სიკვდილმისჯილებს განაჩენი შეეცვალათ სამუდამო პატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 25 წლამდე. 1999 წელს რუ-----ს ფე------–იის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონტიტუციურად სცნო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯის გამოყენება, რაც დაადასტურა 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა განცხადებების განხილვისას ასევე შეისწავლა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა საჭიროება, კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რადგანაც არ იკვეთებოდა განმცხადებლის მიმართ სიკვდილით დასჯის რისკი ან მისი სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამასთან, ვინაიდან აპელანტს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა დამუქრებოდა პატიმრობა, საჭიროდ იქნა მიჩნეული კვლევა განხორციელებულიყო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ, შეფასებულიყო მათ მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით, მოპასუხის მიერ შესწავლილ იქნა რუ-----ს ფე------–იაში არსებული საპატიმრო პირობები, რომლის საფუძველზეც რუ-----ს საპატიმროებში არსებული პირობები არ აღწევდა იმ ზღვარს, რომელიც დადგენილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის წარდგენილი იქნა რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურორის მოადგილის ნ.ა. ვი-----ნკოს დიპლომატიური გარანტია (წერილი N81/3-1111-14 13.11.2018 წ.), რომელთა თანახმადაც იეროსლავ სუ-----ს ექნება ყველანაირი საშუალება დაცვისათვის, მათ შორის, ადვოკატის აყვანის უფლება; არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პირობები), როგორც რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე, არ გადაეცემა სხვა სახელმწიფოს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა რუ-----ს ფე------–იის მიერ წარდგენილი აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები და განმარტა, რომ აღნიშნული გარანტიები ვერ შეფასდებოდა, როგორც სტანდარტული ტექსტი, რომელიც ექსტრადიციის მოთხოვნას ყოველთვის თან ახლავს, რადგან ის ემსახურებოდა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის შესრულებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია ეფექტურად და ცხადად დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს წონადი, ღირებული და სანდო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამდენად, მითითებული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთანავე, მართალია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმების პირობებში მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთანავე, კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, საექსტრადიციო საქმეებზე დიპლომატიური გარანტიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით (საქმეები: „საადი ი----–იის წინააღმდეგ“, „მურატ გასაიევი ესპანეთის წინააღმდეგ“). საქმეზე: „მურატ გასაევი ესპანეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის - მურატ გასაევის რუ-----ს ფე------–იაში ექსტრადიცია არ მიიჩნია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად. სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო სამართალში განმტკიცებული პრინციპებიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით, სახელმწიფოებს უფლება აქვთ, გააკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელის ყოფნა. თავშესაფრის მოთხოვნა არ არის იმ უფლებების ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია კონვენციით და ოქმებით. სასამართლომ განმცხადებლის მიერ მითითებულ შესაძლო სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ესპანეთის სასამართლოებმა რუ-----ს ხელისუფლების მიერ წარდგენილი გარანტიების სრული და საფუძვლიანი გადახედვის შემდეგ დაასკვნეს, რომ სიკვდილით დასჯა არ იქნება გამოყენებული განმცხადებლის წინააღმდეგ. საწინააღმდეგო არგუმენტაციის გარეშე, სასამართლოს არ შეუძლია უკანონოდ სცნოს ეროვნული სასამართლოს კვლევის შედეგები. ეროვნულ სასამართლოებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ უშუალოდ მხარეებისთვის სასამართლო განხილვის დროს, როდესაც ხდებოდა ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ის არ დაექვემდებარებოდა სიკვდილით დასჯას და არც ე.წ. „სიკვდილმისჯილთა რიგის სინდრომს.“ სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება განმცხადებლის შიშს, მის მიმართ უკანონო მოპყრობასთან დაკავშირებით, იმის განსასაზღვრად, არსებობს თუ არა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დასაბუთებული ვარაუდი, სასამართლო ეყრდნობა ყველა ინფორმაციას, რაც მას ხელთ აქვს და რაც გამოვლინდა. სასამართლომ დაადასტურა, რომ რუ-----ს ფე------–იის მიერ წარდგენილი გარანტიები, მიჩნეული უნდა იყოს, როგორც საკმარისი. როგორც უმაღლესმა ხელმომწერმა მხარემ, რუ-----ს ფე------–იამ აიღო ვალდებულება, რომ პატივი სცეს იმ პრინციპებს და უფლებებს, რაც გარანტირებულია კონვენციით და რომელიც გულისხმობს სიცოცხლის უფლებას და არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას. აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი“.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარწმუნოდ არ დასტურდება ია------–-ვ სუ-----თან მიმართებით ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოებები, რაც ექსტრადირებისა და საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას რისკის ქვეშ დააყენებს. ამასთანავე, სასჯელი, რომელიც შესაძლოა დაემუქროს მოსარჩელეს, არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. ასევე, მოცემულ შემთხვევაში, რუ-----ს ფე------–იის გენერალური პროკურატურის მოადგილის მიერ მოწოდებულია დიპლომატიური გარანტიები, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ექნება ყველანაირი საშუალება დაცვისათვის, მათ შორის, ადვოკატის აყვანის უფლება, არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, როგორც რუ-----ს ფე------–იის მოქალაქე, ის არ გადაეცემა სხვა სახელმწიფოს, მათ მიმართ ადგილი არ ექნება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, შესაძლებლობა ექნება, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გარანტია, რაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. პალატა მართებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული გარანტიები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ, წარმოდგენილი გარანტიები უკავშირდება კონკრეტულად განმცხადებელს, არ არის ბუნდოვანი და მასში მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დაცვის ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ სამინისტრომ არ გაითვალისწინოს წარმოდგენილი გარანტიები.
რაც შეეხება აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს და დასკვნებს, სტატიებს, წარმოშობის ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. პალატა არ უსვამს ხაზს მითითებულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის უმნიშვნელობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შინაგანი რწმენის საფუძველზე (სსკ-ის 105-ე მუხლი) სადავო საკითხის სამინისტროსეულ გადაწყვეტას მიიჩნევს მართებულად. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ წერილობით დოკუმენტებში მოყვანილ შეფასებებს, სამინისტროს მიერ სადავო საკითხის კანონშეუსაბამოდ გადაწყვეტის დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ არსებიტდ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 04 იანვრის N NMIA 3------------ გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, არ ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ”საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე კი, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
9. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
10. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ია------–-ვ სუ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი