განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002807097
საქმე №1ბ/842-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელების: ა----------–---–ის, თ------------------–იას,გამართლებულ: ვ-–--------------ის,ადვოკატ: გ------------------ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–------------–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, (პ---------------- ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------–---–---------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ-–--------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–-------------–---–--------------------------------------–ი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ვ-–--------------ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, ძმის შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი-----–-------ეს. კერძოდ, დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვ-–--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ი-----–-------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2----–-–---------------ს, საღამოს საათებში, ქ-------–-------------–---–-------------------------------------–-- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ვ-–--------------ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ძმის შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ი-----–-------ეს. კერძოდ, დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვ-–--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ი-----–-------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2----–-–---------------ს, საღამოს საათებში, ქ-------–-------------–---–--------------------------------------–ი ვ-–--------------ე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დედას - ი-----–-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ვ-–--------------ის ქმედების შედეგად, ი-----–-------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დ-------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენის გაუქმება და ვ-–--------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ვ-–--------------ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ-–--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, არასრულწლოვანმა მოწმე გ--------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ ვ-–--------------ე მისი ბიძაა, ხოლო დაზარალებული ი-----–-------ე - ბებიამისი, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი სამივენი ერთად ცხოვრობენ. შემთხვევის დღეს ვ-–--------------ე ცუდად გახდა, რადგან დამამშვიდებლებს არ იღებდა და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც მან და ბებიამისმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ. შემდეგ ეგონათ, რომ ვ-–--------------ეს საავადმყოფოში წაიყვანდნენ, მაგრამ პოლიციაში წაიყვანეს. გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას თვითონ დაბნეული იყო და არ ახსოვს რა ჩვენება მისცა, ასევე არ ახსოვს გამოკითხვის ოქმის გაცნობისა და მასზე ხელის მოწერის ფაქტი. თავად არ შესწრებია ვ-–--------------ის მიერ ი-----–-------ის მიმართ ხელის გარტყმისა და მუქარის ფაქტებს და ამის შესახებ არც გამომძიებლისთვის უთქვამს.
გამომძიებელმა ვ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დედის მიმართ ჩადენილ ძალადობაში მხილებული ვ-–--------------ე იმყოფებოდა გლდანის ,,------------–-----------------ის მიმდებარედ და სავარაუდოდ აპირებდა მიმალვას. მოწმემ ამის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
გამომძიებლებმა ვ-----–--------–---–-----------------–---მ სასამართლოს მოახსენეს, რომ მათ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღეს ბრალდებულ ვ-–--------------ის დაკავებაში, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 27 ნოემბერს, საღამოს საათებში, გ-–------------------------------------------ მიმდებარედ, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათ ასევე დაადასტურეს დაკავების ოქმის ავთენტიკურობა.
გამომძიებელმა ნ-----–--–---–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და დოკუმენტთა ავთენტიკურობის თაობაზე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილას მივიდა გამოძახებიდან დაახლოებით 40 წუთში, სადაც დახვდა ი-----–-------ე, რომელიც აღელვებული იყო, თუმცა მას დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
შეტყობინების #------- ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–---------------ს, 22:10 საათზე, ი-----–-------ემ სამართალდამცავ ორგანოებს ტელეფონით შეატყობინა, რომ მისმა შვილმა ვ-–--------------ემ მას და მის შვილიშვილს გ--------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–---------------ს, 23:30-00:05 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, გ-------–---–--------------------------–- დათვალიერდა ი-----–-------ის საცხოვრებელი ბინა, რის შედეგადაც მისაღებ ოთახში, კარადის თავიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა რკინის ფაქტურის პლასტმასის ტარიანი სამზარეულოს დანა, რომელიც მოთავსდა მუყაოს კოლოფში და დაილუქა სპეც. პაკეტში
20---–-–-------------ს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, ი-----–-------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ლოყის მიდამოში სისხლჩაქცევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით: 2----–-–---------------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის მიდამოში, ასევე გამოეკიდა დანით, რომელიც დაუვარდა კიბეზე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გულნაზი ტატანაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ვ-–--------------ე.
დაზარალებულმა ი-----–-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
ვ-–--------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც იღებს ძლიერ წამლებს. შემთხვევის დღეს იგი ცუდად გახდა, რის გამოც ი-----–-------ესა და გ--------------ს შეეშინდათ და დარეკეს 112-ში. რეალურად, მას დედამისისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია და არც ფიზიკური.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული მტკიცებულებების საფუძველზე, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ვ-–--------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ ვ-–--------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. არასრულწლოვანმა გ--------------მ, რომელიც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს წარმოადგენს, კატეგორიულად აღნიშნა, რომ ვ-–--------------ის მიერ ი-----–-------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას არასდროს შესწრებია. გარდა ამისა, ვერ იქნება შეფასებული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად, გამომძიებლების მიერ მიცემულ ჩვენებები, ვინაიდან ისინი მყისიერად და დროის მცირე მონაკვეთში არ გამხდარან ძალადობის მომსწრენი. ვ-----–--------–---–----------------–--- არიან ბრალდებულის დამკავებლები, რომლებმაც შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს იგი, ვ-----------–---–მა მხოლოდ ინფორმაცია მიიღო ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო ნ-----–--–---–---–მა გამოძიება აწარმოა მოცემულ საქმეზე, იგი გამოძახებიდან დაახლოებით 40 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდა ი-----–-------ე, რომელიც იყო აღელვებული, თუმცა მას დაზიანების კვალი ვიზუალურად არ ემჩნეოდა. თავად დაზარალებულმა ი-----–-------ემ საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე, ტკივილის განცდის შესახებ არაფერია ნახსენები არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ-–--------------ის მიერ ი-----–-------ის მიმართ ძალადობრივი ქმედებისა და მუქარის ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ-–--------------ემ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვ-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი ვ-–--------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი ვ-–--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ-–--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ-–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
1) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე (რომელიც თან ერთვის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
2) შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა (დალუქული ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ვ-–--------------ეს განემარტა, რომ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი