განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
330310017001962535
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001962535

საქმე №3ბ/453-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი ( მოსარჩელე) - შ----- ე-–-----ე;

წარმომადგენელი - მ------------------;

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობა;

წარმომადგენელი - თ------------------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. შ----- ე-–-----ე ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად.

 

1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, შ----- ე-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2-----–-–----------------–ის №------------ ბრძანება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. დადგენილია, რომ შ----- ე-–-----ე 2----–-–-----------–იდან მუშაობდა ქალაქ თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგეობაში ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის წ----------–---–----ად.

 

ს----------–--ს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ--------------ს 2------–-–------------------ის №-------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ, შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით, ბ----------------------------------------------ის გ---------–--ის მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნა შ----- ე-–-----ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

 

წ------------–---–----ის - შ----- ე-–-----ის 2-----–-–------------------ის ახსნა- განმარტების თანახმად, ხარვეზიანი დოკუმენტაციის არსებობის მიზეზი იყო კომპიუტერში ქსელის გათიშვა, რის შედეგადაც ვერ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება. ასევე, 1------ს შესულ ა-------------------------- შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ერთვოდა ხარჯთაღრიცხვა, აკლდა თ-------------ის ხელმოწერა. 5------ და 1--------–ს შესულ განცხადებებს აკლდა თ-------------ის ხელმოწერები, რაც გამორჩა მხედველობიდან მოქალაქეთა სიმრავლის გამო.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–----------------ის №-- ბრძანებით, ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ----------------------------------------------ის გ---------–--ის ს--–---–----ი - შ----- ე-–-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2----–-–----------------იდან. ბრძანების საფუძვლად მითითებული იქნა ს----------–--ს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ---- კ------ს 2----–-–----------------ის №-------------- მოხსენებითი ბარათი.

 

2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის (საქმე №3/3681-14) გადაწყვეტილებით, შ----- ე-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–----------------ის №-- ბრძანება შ----- ე-–-----ის გათავისუფლებაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

2.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის №3ბ/1287-15 გადაწყვეტილებით, შ----- ე-–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ----- ე-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–----------------ის №-- ბრძანება შ----- ე-–-----ის გათავისუფლების შესახებ; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა შ----- ე-–-----ის აღდგენა ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის წ------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა შ----- ე-–-----ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2----–-–----------------იდან სამსახურში აღდგენამდე, სრული მოცულობით; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის №ბს-184-183 (კ-16) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ----- ე-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შ----- ე-–-----ის განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–----------------ის №-- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი იყო შ----- ე-–-----ის მიმართ გამოყენებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად მიჩნეული უნდა იქნეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შ----- ე-–-----ის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი გახდა ს----------–--ს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ---- კ------ს 2----–-–----------------ის №-------------- მოხსენებითი ბარათი (რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ-------------------ა ა---------ის გ---------–--ის უ-------ის - ნ---- ა-------ის მოხსენებით ბარათს), რომლის თანახმად, შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ბ----------------------------------------------ის გ---------–--ის მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა შ----- ე-–-----ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. კერძოდ, მიღებულ დოკუმენტაციაში რამოდენიმე დეფექტურ აქტზე და ხარჯთაღრიცხვაზე არ არსებობდა ა---------ის თ-------------ის ხელმოწერები, რაც მოცემულ დოკუმენტაციას არასრულფასოვანს ხდიდა. ბ-------------------ა ა---------ის საერთო კრების ოქმი მიღებული იყო ხარვეზებით. აღნიშნული ხარვეზები დროის სხვადასხვა პერიოდში მოხდა და არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია საქმეში წარდგენილი იყო ასევე შ----- ე-–-----ის 2----–-–---------------ის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე არ უარყოფდა მის მიერ ჩადენილ დარღვევებს და აღნიშნავდა, რომ ა---------ის თ-------------ის - რ--------- ჩ-------ის მიერ წარდგენილი 2----–-–---------------ის საერთო კრების ოქმის გადამოწმება ვერ შეძლო, ვინაიდან გათიშული იყო ქსელი და არ მუშაობდა სერვერი, რის გამოც ვერ შევიდა ბაზაში, ხოლო რაც შეეხებოდა დანარჩენ დარღვევებს გამორჩა მხედველობიდან მოქალაქეთა სიმრავლის გამო და აღნიშნული უდავოდ ადასტურებდა შ----- ე-–-----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, მაგრამ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები, მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში თავად მოსარჩელე და კიდევ ერთხელ მოესმინა მისი ახსნა-განმარტებისათვის, გამოეკვლია ადრეც ჰქონდა თუ არა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებული იყო, რომ შ----- ე-–-----ის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას შ----- ე-–-----ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეაფასოს იმის გათვალისწინებით, რომ შ----- ე-–-----ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, რა სახის ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს აღნიშნული ქმედების შედეგად.

 

2.2.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–---------------ის №--- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის №ბს-184-183 (კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, შ----- ე-–-----ის საკითხთან დაკავშირებული საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო.

 

2.2.6. შ----- ე-–-----ის საკითხთან დაკავშირებული საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მისაღებად რეკომენდაციის შემუშავების მიზნით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს 2----–-–---------------ის სხდომის №- ოქმის შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ შ----- ე-–-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტებს, რაც ატარებდა მრავალჯერად ხასიათს, იწვევდა გ---------–--ის მუშაობის მნიშვნელოვან შეფერხებას, აზარალებდა როგორც ბ-------------------ა ა---------ების ინტერესებს ასევე იმ კერძო სუბიექტების ინტერესებს, ვინც ახორციელებდა სხვადასხვა სახის სერვისის მიწოდებას და ყველაფერი ეს ერთობლიობაში ზიანს აყენებდა ს----------–--ს რაიონის გამგეობის იმიჯს. საბჭომ მიიჩნია, რომ შ----- ე-–-----ემ ჩაიდინა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. საბჭომ განმარტა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, შ----- ე-–-----ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, როგორიც იყო სამსახურიდან გათავისუფლება.

 

2.2.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–---------------–ის №------------ ბრძანებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და ს----------–--ს რაიონის გამგებლის მოადგილის - კ------- გ---–--–ის 2----–-–---------------–ის №------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ-------------------ა ა---------ების გ-----------ის გ---------–--ის წ------ი ს--–---–----ი - შ----- ე-–-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2----–-–----------------იდან.

 

ბრძანებით განიმარტა, რომ შ----- ე-–-----ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის შემოწმების პროცესში აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით ხარვეზების მქონე დოკუმენტაცია, რომელიც ქ. თბილისის საკრებულოს 2-----–-–-----------------ის №----- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბ----------------------------------------------ის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბ-------------------ა ა---------ის აღრიცხვის წესის“ დარღვევით იქნა მიღებული საქმისწარმოებისათვის, რის შემდეგაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საქმეთა კონკრეტული შესწავლა. აღნიშნულ პროცესში გამოვლინდა შ----- ე-–-----ის მიერ ხარვეზიანი დოკუმენტაციის მიღება-რეგისტრაციისა და საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტები, რასაც ადასტურებდა ბ----------------------------------------------ის გ---------–--ის უ-------ის - ნ---- ა-------ის მოხსენებითი ბარათი თანდართულ კონკრეტული საქმეების მასალებთან ერთად. ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ ეს იყო საქმეთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რადგან ხარვეზიან საქმეთა სრულად შესწავლა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ნაწილი ხარვეზებისა გ---------–--ის მიერ სამუშაო პროცესში სწორდებოდა, რათა არ მომხდარიყო მიმდინარე საქმეთა გაჩერება და გ---------–--ის საქმიანობის პარალიზება, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის სრულყოფილებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ა---------ის გ-----------ის გ---------–--ის წ----------–---–----ს - შ----- ე-–-----ეს, ვინაიდან „ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ ს----------–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-----------–ის №-- განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბ-------------------ა ა----------ის გ-----------ის გ---------–--ის წ------ი ს--–---–----ის - შ----- ე-–-----ის თანამდებობრივ ინსტრუქციას და უშუალო მოვალეობას წარმოდგენდა - ბ-------------------ა ა---------ების თ-------------ეებისათვის კონსულტაციის გაწევა; შესული განცხადებების მიღება და მათი პირველადი შემოწმება; ბ-------------------ა ა---------ების დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის დამუშავება და გაცემის უზრუნველყოფა; ბ-------------------ა ა---------ის აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა და ა.შ. რაც განსაზღვრული იყო ქ. თბილისის საკრებულოს 2----–-–---------------ის №----- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბ----------------------------------------------ის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბ-------------------ა ა---------ის აღრიცხვის წესით“. აღნიშნულს ადასტურებდა თავად მოსარჩელეც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიცემულ თავის ახსნა- განმარტებაშიც. კერძოდ, 2-----–-–-------------------ს მან წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, რომლითაც თავად აღიარებდა მისი მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.

 

ბრძანებაში ასევე მითითებული იქნა, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ არ დასტურდებოდა შ----- ე-–-----ის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს მისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო კომპიუტერული სერვერის შეფერხებული მუშაობით, რადგან შ----- ე-–-----ის უშუალო სამსახურეობრივ მოვალეობებში შედიოდა მიღებული დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც გამგეობაში შედიოდა მატერიალური სახით, ანუ ფურცლად და არა ელექტრონული ფორმით. შესაბამისად, სერვერის მუშაობა ვერანაირად ვერ შეუქმნიდა დაბრკოლებას დოკუმენტაციის მიღებისას შ----- ე-–-----ეს. ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არც სასამართლოს განხილვის არც ერთ ეტაპზე და არც საქმის შემსწავლელი საბჭოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნული ფაქტი, არსებობის შემთხვევაშიც კი არ შეიძლებოდა გამხდარიყო საპატიო მიზეზი იმისათვის, რომ საჯარო მოხელეს კანონდარღვევით და გადაუმოწმებლად მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც შემდგომში ხდებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საფუძველი. ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამსახურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა. გარდა ამისა, ამავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ შ----- ე-–-----ე არაჯეროვნად ასრულებდა მისთვის კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობებს.

 

2.2.8. საქმეში წარმოდგენილი ს----------–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-----------–ის №-- განკარგულებით დგინდება, რომ „ქ. თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2----–-–---------------–ის №-- ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაიონის გამგეობის ბ-------------------ა ა---------ების გ-----------ის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება განხორციელდა ამ განკარგულების დანართი №1-ის მიხედვით, რომლის შესაბამისად შ----- ე-–-----ეს - წ----------–---–----ს დაევალა ბ-------------------ა თ-------------ეებზე კონსულტაციის გაწევა; ბ-------------------ა ა---------ების განცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება; ბ-------------------ა ა---------ის დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება, მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და გაცემაზე უზრუნველყოფა; ბ-------------------ა ა---------ების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა; ბ------------------------------------------------ის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ა---------ებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების მომზადება და შემსრულებამდე დაყვანა; ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება გ---------–--ის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; სამუშაო ოთახში არსებული ინვენტარის შენახვა-დაცვაზე პასუხისმგებლობა; გ---------–--ის უ-------ის წინაშე ანგარიშვალდებულება.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სადაო პერიოდში მოქმედი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილება რომლითაც დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულება“, დანართი 1-ის შესაბამისად და აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე აპელირებით განმარტა, რომ თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის - რაიონის მართვას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის №ბს-184-183 (კ-16) გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შ----- ე-–-----ის განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2-----–-–------------------ის №-- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის საფუძველი კი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა - შეფასება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2-----–-–----------------–ის №------------ ბრძანება მიღებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სადავო აქტის შინაარსით დადგენილად მიიჩნია, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, თუმცა საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, ანუ არ დაუსაბუთებია სხვა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება რატომ იყო შეუძლებელი და რატომ ვერ იქნებოდა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენებით მიღწეული შესაბამისი შედეგი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. სასამართლოს განმარტებით, ასევე არ არის დასაბუთებული რა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი მიადგა ან/და მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად შეილახა თუ არა მოქალაქეთა უფლებები და სამსახურის პრესტიჟი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–---------------–ის №------------ ბრძანება და აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხე - ქალთბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, შ----- ე-–-----ის ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის წ------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და 2----–-–----------------იდან სამსახურში აღდგენამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან.

 

4. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

4.1. შ----- ე-–-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შედეგს და განარტავს, რომ არც ერთი ნორმატიული აქტის არც ერთი ნორმა სასამართლოს არ აძლევს იმის უფლებას, უარი თქვას უდავოდ დადგენილი მხარის დარღვეული უფლების აღდგენაზე. რაც შეეხება სასკ-ის 32.4-ე მუხლის გამოყენების უფლებამოსილებას, უფლების არსებობა არ ნიშნავს სასამართლო განხილვაზე უფლების ფაქტობრივ ფიქციად გადაქცევას, ასეთი უფლების გაუქმებასა და მართლმსაჯულების განხორცილებაზე უარის თქმას.

 

წარმომადგენლის განმარტებით, მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას წარმოადგენს სწორედ ის, რომ სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია მისი სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით შრომითი უფლებების გაუმართლებელი დარღვევა. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო კანონდარღვევიდან მეოთხე წლის თავზეც უარს ამბობს დარღვეული უფლების აღდგენაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სათანადოდ ვერ დასაბუთდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის მართებულობა და ვერც ჯეროვნად დადასტურდება სასკ-ის 32.4-ე მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად მხარის მიერ გასაჩივრებულ აქტს ბათილად ცნობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და თუ ასეთი გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ იმ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

აპელანტის განმარტებით, სასკ-ის 32.4-ე მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. ბუნებრივია, თუ სასამართლო განხილვით გამოვლინდა ასეთი შემთხვევა, მხარეთა მონაწილეობით ამაზე მსჯელობაც უნდა ყოფილიყო სასამართლოს მოსამზადებელ თუ არა, მთავარ სხდომაზე მაინც.

 

4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობდა სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და მითითებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

წარმომადგენლის განმარტებით, ცალსახად დასტურდება, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა და სამართლებრივად არ შეუფასებია საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. წარმომადგენლის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩაბმული იყო მოსარჩელე და იგი დაესწრო ზეპირი მოსმენის სხდომას. მას მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც ასახულია შესაბამის სხდომის ოქმში და წარდგენილია სასამართლოს საქმის მასალებში.

სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–---------------–ის N------------ ბრძანება, მიღებული იქნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალური შესრულების მიზნით და სადაო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები, აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოზიცია სამართლებრივად აბსოლიტურად დაუსაბუთებელია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების უზრუნველსაყოფად, ს----------–--ს რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ზემოაღნიშნული საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ხელახლა უნდა შეესწავლა შ----- ე-–-----ის საკითხთან დაკავშირებული საქმის გარემოებები და მოემზადებინა რეკომენდაცია ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. საბჭომ ხელახლა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოიწვია და უზრუნველყო მოსარჩელის საბჭოს სხდომაზე დასწრება, მისცა მას თავისი პოზიციის დაფიქსირებისა და დასაბუთების შესაძლებლობა და მხოლოდ საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ მომზადდა შესაბამისი რეკომენდაცია. საბჭომ დაადგინა რომ შ----- ე-–-----ის მხრიდან დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას არაერთხელ არამედ მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა და აღნიშნული ქმედებები დროში საკმაოდ დიდი ინტერვალებით არის ჩადენილი, რაც წარმომადგენლის მითითებით დასტურდება თავად შ----- ე-–-----ის განმარტებითი წერილით. მიუხედავად იმისა, რომ შ----- ე-–-----ის მიმართ გათავისუფლებამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ყოფილა გამოყენებული ეს არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ შ----- ე-–----ეს მიერ მხოლოდ ერთხელ იქნა ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომა და პირველივე შემთხვევაში იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ როგორც პირველი დავის ეტაპზე, ისე აღნიშნული დავის ფარგლებშიც, პირველადი გასაჩივრებული აქტის გამოცემის პერიოდში ს----------–--ს რაიონის გამგოებაში მიმდინარეობდა ახალი ხელმძღვანელობისათვის საქმეთა გადაბარებისა და შესწავლის პროცესი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა შ----- ე-–-----ის მიერ საქმისწარმოების ეტაპზე დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომები. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ დარღვევებს ადასტურებს იმ პერიოდისათვის ბ----------------------------------------------ის გ---------–--ის უ-------ის ნ---- ა-------ის მოხსენებითი ბარათი და მასზე თანდართული კონკრეტული საქმეები. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოხსენებით ბარათში ჩამოთვლილია დარღვევით ნაწარმოებ საქმეთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რადგან ხარვეზიანი დოკუმენტაციის სრულად შესწავლა მათი რაოდენობის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებელი იყო. გარდა ამისა ნაწილი ხარვეზებისა გ---------–--ის მიერ სამუშაო პროცესში სწორდებოდა რათა არ მომხდარიყო მიმდინარე საქმეთა გაჩერება და გ---------–--ის საქმიანობის პარალიზება. ჯამში საუბარია დარღვევის 13 შემთხვევაზე რომელის ჩადენილი იყო 2----–-–------------იდან 2----–-–---------------ის შუალედში, ამას ემატება თავად შ----- ე-–-----ის ახსნა - განმარტებით წერილში დაფიქსირებული დარღვევები რომლებიც ასევე 1--------–იდან 2-----------ის ჩათვლით პერიოდშია განხორციელებული. შესაბამისად, წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დარღვევები ვერ შეფასდება ერთჯერად დარღვევად და თუკი მოცემული ფაქტები გამოვლინდებოდა მყისიერად სახეზე გვექნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არა ერთი, არამედ მრავალი საფუძველი. ხოლო ვინაიდან, ძველი ხელმძღვანელობის მიერ არ ან ვერ ხდებოდა აღნიშნული დარღვევების დროული გამოვლენა აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამხდარიყო იმის მტკიცების საფუძველი რომ საჯარო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების მხოლოდ ერთ შემთხვევას.

წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შ----- ე-–-----ის მიერ დამუშავებული, არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების უმრავლესობა შეეხებოდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–---------------ის #----- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბ----------------------------------------------ის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბ-------------------ა ა---------ის აღრიცხვის წესით" განსაზღვრულ პრიორიტეტულ სამუშაოებს, რომელთა შეფერხების შემთხვევაში სერიოზული ზიანი ადგებოდა როგორც მოსახლეობის ისე გამგეობის ინტერესს. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ასევე შ----- ე-–-----ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ხასიათისა და სიმძიმის, ასევე ამ გადაცდომების მრავალჯერადობისა და მათ შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსალოდნელი ზიანის გათვალისწინებით, რაც დეტალურად იქნა შესწავლილი საბჭოს მიერ და დასაბუთებულია საბჭოს N- ოქმში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის Nას-184-183(კ-16) გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოდგენილი საქმის მასალებისა და ახსნა - განმარტებების შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ შ----- ე-–-----ის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტები იწვევდა გ---------–--ის მუშაობის მნიშვნელოვან შეფერხებას, აზარალებდა როგორც ბ-------------------ა ა---------ების, ასევე იმ კერძო სუბიექტების ინტერესებს ვინც ახორციელებდა სხვადასხვა სახის სერვისის მიწოდებას და ყველაფერი ეს ერთობლიობაში ზიანს აყენებდა ს----------–--ს რაიონის გამგეობას.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისათვის გაუგებარია რატომ მიიჩნია სასამართლომ რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ფორმალურად შეასრულა უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მის მიერვე ციტირებულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები სრულად არის გათვალისწინებული გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული იყო თავად მოსარჩელე, იგი დაესწრო საბჭოს სხდომას და მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ გამოიკვლია შ----- ე-–-----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების საკითხი და მხოლოდ კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინების შედეგად მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღნიშნული დასაბუთება მოცემულია როგორც საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში ისე გამგებლის გასაჩივრებულ ბრძანებაში.

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

დავის საგნიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ - შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი. განსახილველ შემთვევაში, შ----- ე-–-----ეს, ს----------–--ს რაიონის გამგეობიდან გათავისუფლებამდე ეკავა - ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ-------------------ა ა---------ების გ-----------ის გ---------–--ის წ------------–---–----ის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პალატა მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულება“, დანართი 1-ის შესაბამისად.

 

აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის - რაიონის მართვას. ამავე დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის უ-------ი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სტრუქტურული ერთეულის უ-------ი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; პასუხს აგებს სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 

პალატა ასევე მიუთითებს ს----------–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-----------–ის №-- განკარგულებაზე (ს.ფ. 287-290), რომლითაც დგინდება, რომ „ქ. თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2----–-–---------------–ის №-- ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება განხორციელდა ამ განკარგულების დანართი №1-ის მიხედვით. დანართი №1-ის შესაბამისად შ----- ე-–-----ეს - წ----------–---–----ს დაევალა ბ-------------------ა თ-------------ეებზე კონსულტაციის გაწევა; ბ-------------------ა ა---------ების განცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება; ბ-------------------ა ა---------ის დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება, მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და გაცემაზე უზრუნველყოფა; ბ-------------------ა ა---------ების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა; ბ------------------------------------------------ის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ა---------ებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების მომზადება და შესრულებამდე დაყვანა; ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება გ---------–--ის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; სამუშაო ოთახში არსებული ინვენტარის შენახვა-დაცვაზე პასუხისმგებლობა; გ---------–--ის უ-------ის წინაშე ანგარიშვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის №ბს-184-183 (კ-16) გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შ----- ე-–-----ის განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2-----–-–------------------ის №-- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის საფუძველი კი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა-შეფასება.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია, არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდებოდა შ----- ე-–-----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები, მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში თავად მოსარჩელე და კიდევ ერთხელ მოესმინა მისი ახსნა - განმარტებისათვის, გამოეკვლია ადრეც ჰქონდა თუ არა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებული იყო, რომ შ----- ე-–-----ის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას შ----- ე-–-----ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. სადავო ბრძანებაში ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ----- ე-–-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც ისედაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და თავად მოსარჩელეც ადასტურებს. საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა დაესაბუთებინა გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა- დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგებლის 2----–-–----------------–ის №------------ ბრძანება მიღებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, თუმცა საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) გამოყენების მიზანშეწონილობა, ანუ არ დაუსაბუთებია სხვა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება რატომ იყო შეუძლებელი და რატომ ვერ იქნებოდა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენებით მიღწეული შესაბამისი შედეგი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე არ არის დასაბუთებული რა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი მიადგა ან/და მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად შეილახა თუ არა მოქალაქეთა უფლებები და სამსახურის პრესტიჟი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს შ----- ე-–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ასევე მიიჩნევს, რომ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, შ----- ე-–-----ის ს----------–--ს რაიონის გამგეობის ბ------------------------------------------------ის გ---------–--ის წ------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 2----–-–----------------იდან სამსახურში აღდგენამდე.

 

ზემოაღნიშნული მოთხოვნის ნაწილში პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებსულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

ამდენად, პალატის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადაო აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და არ მომხდარა შ----- ე-–-----ის სამსახურში აღდგენა, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად მიიღო გადაწყვეტილება იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, შესაბამისად უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ----- ე-–-----ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--ს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა