განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002040208
საქმე №3ბ/3001-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
12 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ------- კ--------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ------- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ, 2--------- წელს (სსეკ შემოწმების აქტის ამონაწერი სერია-x №0-----; საფუძველი: 2--------- წლის სსეკ შემოწმების აქტი №8-) ვ------- კ--------ს განესაზღვრა (შშმპ მკვეთრად გამოხატული სტატუსი) ინვალიდობის პირველი ჯგუფი დიაგნოზით: ო-----------–-----------------–------------–--------–--------.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. ს-------- განყოფილებაში 2--------- წელს რეგისტრირებული №2-- განცხადების და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, მას პენსია დანიშნული ჰქონდა როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდს და საყოფაცხოვრებო სუბსიდიასთან ერთად ერიცხებოდა აფხაზეთის ა/რ თბილისის ფილიალის მიერ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული საზღვრების ცვლილებამდე, 0--------- წლამდე.
2008 წლის 1-----–ისს ვ------- კ--------მა განცხადებით (№3---) მიმართ ვაკე-საბურთალოს განყოფილებას და მოითხოვა ასაკის პენსიაზე გადაყვანა და როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის ასაკის შესაბამისი დანამატი. დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია+დანამატი+სუბსიდია) ერიცხებოდა 0--------- წლამდე.
სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2012 წლის 2--------–-ს №0------- წერილის საფუძველზე, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, გასაცემლის ჩარიცხვა შეუჩერდა 0--------- წლიდან (ბაზაში კოდით „37“). მოქალაქეს 1--------- წელს წერილობით (№0---------) ეცნობა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების მიზეზის და გასაცემლის აღდგენისათვის საჭირო საბუთების წარდგენის შესახებ. „თბილისის ფოსტამ“ წერილი უკან დააბრუნა შენახვის ვადის გასვლის გამო (მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს). მოქალაქე ვ------- კ--------ს, პენსიის შეჩერებიდან სამი და მეტი წლის გასვლის მიუხედავად, განყოფილებისთვის არ მიუმართავს. ამასთან, სახელმწიფო გასაცემლის მიმღების საქმეში არ იყო განთავსებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა მეორე ქვეყნიდან პენსიის მიუღებლობის ფაქტი. სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ, 01.05.2015 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრმა მოქალაქე - ვ------- კ--------ს შეუწყვიტა პენსია.
ვ------- კ--------ის ოჯახი 2011 წლის ა------ოს თვიდან რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცამთა ერთიან ბაზაში“ საიდენტიფიკაციო კოდით: 0-----------. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სხვადასხვა დროს გადამოწმებულია ექვსჯერ (1---------–-------------------------–-------------------------–------------------------–---------------------------–--------------------–--------------).
დადგენილია, რომ ქულათა ოდენობიდან გამომდინარე, მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახი 2011 წლის 1-----------დან 2014 წლის 1----------–--დე სარგებლობდა ფულადი სოციალური დახმარებით (საარსებო შემწეობა), რამაც შეადგინა - 996 ლარი, ხოლო ოჯახის ბოლო გადამოწმების შედეგად მინიჭებული ქულათა ოდენობიდან გამომდინარე, 2016 წლის 1-----სს ვ------- კ--------ის ოჯახმა უარი განაცხადა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნაზე და დღემდე სარგებლობს დევნილთა შემწეობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა 2----–-–ის 2-------ს №0------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს დირექტორს, სადაც მითითებულია, რომ სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ (დოკ. №0------------------- წ.) რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვილი იქნა დეტალური ინფორმაცია მასზედ, ირიცხებოდა თუ არა მოქალაქე - ვ------- გ---------ს ძე კ--------ი (პ/ნ: 6----------; დაბადების თარიღი - 1---------) რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიმღებად (პენსიის დანიშვნის თარიღის, ტიპის და რაოდენობის მითითებით), რის პასუხადაც 2----–-–ის 1-------ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის - გ. გ------–--ის №0------- სამსახურებრივი ბარათით კონტროლის დეპარტამენტს გადაეცა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის 2----–-–ის 1--------ის №0-------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მოქალაქე - ვ------- კ--------ი (დაბ. 1--------- წ.) 2000 წლის 2--------დან ირიცხებოდა პენსიის მიმღებად რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ს------------–ის მხარის ქალაქ კ---–-------სკში. 2----–-–ის 1--------ის მდგომარეობით ვ------- კ--------ის პენსიის ოდენობა შეადგენდა - 14 808,65 რუსულ „რუბლს“ და ყოველთვიური ფულადი გასაცემელი შეადგენდა - 2 362 რუსულ „რუბლს“. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ 2011 წლის ა------ოდან (პირველი დეკლარაციის შევსების თარიღი) 2016 წლის ი--–---მდე, მოქალაქე - ვ------- კ--------ს შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისან-სამგორი) უფლებამოსილი პირები, უმალავდა რა მათ რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიღების ფაქტს (დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №1-- დადგენილების მე-6 მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები), რომლის ოდენობაც დეკლარაციაში დაფიქსირებულ სხვა მონაცემებთან ერთად გავლენას ახდენს სარეიტინგო ქულათა ოდენობაზე. ასევე მითითებულია, რომ მოქალაქე - ვ------- კ--------ი, 2000 წლის 26------------იდან 2012 წლის 1-------დე ერთდროულად იღებდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პენსიას. შესაბამისად, მოქალაქე - ვ------- კ--------ის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულმა სახელმწიფო გასაცემელმა შეადგინა - 5 200, 77 ლარი (აქედან 4 144,77 ლარი პენსია, 1 056 ლარი სუბსიდია), ხოლო 2011 წლის დ-----რის თვიდან 2014 წლის თ-------–ის თვემდე გაცემულმა ფულადმა სოციალურმა დახმარებამ (საარსებო შემწეობა) შეადგინა - 996 ლარი. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №1-- დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ცენტრალიზებულად გაუქმებოდა რეგისტრაცია და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აკრძალვოდა ხელახალი რეგისტრაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ა. ვ-–--–-----ის 2----–-–ის 2-------ის №0------- მოხსენებითი ბარათის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №1-- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ფორმირების წესის“ მე-3 თავის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდების გამო, მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს (ს/კ: 0-----------) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ გაუუქმდა რეგისტრაცია და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა განმეორებით რეგისტრაცია. სააგენტომ მიუთითა, რომ თითოეული შეფასების/გადამოწმებისას მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს უფლებამოსილი პირები, რაც გამოიხატებოდა ოჯახის წევრის - ვ------- კ--------ის რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ს------------–ის მხარის ქალაქ კ---–-------სკში დანიშნული ფულადი გასაცემლის - 2 362 რუსული რუბლის დამალვით. მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახის მხრიდან ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდება დასტურდებოდა სააგენტოს მიერ (დოკ. №0------------------- წ.) რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხით (დოკ. №6----------------წ).
2016 წლის 5-----------რს ვ------- კ--------მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის რაიონის სერვის ცენტრს და აცნობა, რომ მას არავინ ჰყავდა, ვინც გახდებოდა მისი მეურვე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგება მოსარჩელის ოჯახი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, და დაევალოს რეგისტრაციის გაუქმების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში სოციალური დახმარების სახით გასაცემი ფულადი თანხის სრულად ანაზღაურება.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №1-- დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ოჯახი წარმოადგენს ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ამავე მუხლის „დ“ პუნქტი განმარტავს სოციალური დახმარების ცნებას და მასში მოიაზრებს ნებისმიერი სახის მატერიალურ და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. მითითებული წესის მე-11 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ვ------- კ--------ის ოჯახი 2011 წლის ა------ოს თვიდან რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცამთა ერთიან ბაზაში“, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანების მიხედვით, ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდების გამო, მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ გაუუქმდა რეგისტრაცია და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა განმეორებით რეგისტრაცია.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სადავო 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანებაში მიუთითა, რომ თითოეული შეფასების/გადამოწმებისას მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს უფლებამოსილი პირები, რაც გამოიხატება ოჯახის წევრის - ვ------- კ--------ის რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ს------------–ის მხარის ქალაქ კ---–-------სკში დანიშნული ფულადი გასაცემლის - 2 362 რუსული რუბლის დამალვით. მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახის მხრიდან ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდება დასტურდებოდა სააგენტოს მიერ (დოკ. №0-------------------წ.) რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხით (დოკ. №6----------------წ).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მან, მართალია, ხელი მოაწერა დეკლარაციას, თუმცა მას მხედველობის პრობლემების გამო არ შეეძლო შეემოწმებინა მოხდა თუ არა მის მიერ სოციალური აგენტისათვის მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი ასახვა დეკლარაციაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან სოციალურ აგენტს აცნობა მის მიერ რუსეთის ფედერაციიიდან პენსიის მიღების თაობაზე. ამრიგად, სადავო ურთიერთობის კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა თუ არა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ისე გამოსცა სადავო ბრძანება, რომ მის მიერ არ გამოკვლეულა სრულყოფილად ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა მიწვეული თავად მოსარჩელე მხარე და არ იქნა გამოთხოვილი მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, კერძოდ, მხედველობით პრობლემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების დადგენის შემდგომ კი მოსარჩელის მიერ ხდებოდა თუ არა სოციალური აგენტისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება/მონაცემების დამალვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია დაინტერესებული პირისათვის მონაწილეობის უფლების მიცემის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, არ არსებობს მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისა და მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა/შესწავლა და ახალი აქტის გამოცემის გზით განსაზღვროს მათი კანონიერება.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ სოციალური აგენტის მიერ რუსეთის ფედერაციიდან პენსიის მიღების თაობაზე არ განხორციელდა სრულყოფილი ინფორმაციის ასახვა დეკლარაციაში. აპელანტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N1-- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-11 მუხლზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სააგენტოში დაცულ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად, ვ------- კ--------ის ოჯახი სხვადასხვა პერიოდში გადამოწმდა ექვსჯერ - 1---------–------------–------------–------------–------------–------------წ. თითოეული შეფასების/გადამოწმებისას ვ------- კ--------ს შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს უფლებამოსილი პირები, რაც გამოიხატებოდა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან, ქალაქ კ---–-------სკში დანიშნული ფულადი გასაცემლის - 2362 რუსული რუბლის დამალვით. სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ რუსეთის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო გასაცემლის მიღების შესახებ, რაც დადასტურდა 1---------წ. პასუხით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N1-- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N1-- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული N0-------- ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანების კანონიერება. აღნიშნული ბრძანებით ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდების გამო, მოქალაქე - ვ------- კ--------ის ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ გაუუქმდა რეგისტრაცია და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა განმეორებით რეგისტრაცია.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №1-- დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები. ამავე მუხლის „დ“ პუნქტი განმარტავს სოციალური დახმარების ცნებას და მასში მოიაზრებს ნებისმიერი სახის მატერიალურ და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. მითითებული წესის მე-11 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. მოცემული წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. აღნიშნულ პროცესში განმცხადებელი ვალდებულია, მიაწოდოს სოციალურ აგენტს სწორი და დეტალური ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია განხორციელდა განმცხადებლის მიერ არასწორი, ყალბი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა სწორედ მოცემულ სამართლებრივ საფუძველზე მითითებით. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სადავო 2----–-–ის 1-----–--ის №0-------- ბრძანებაში მიუთითა, რომ თითოეული შეფასების/გადამოწმებისას ვ------- კ--------ის ოჯახს შეცდომაში შეჰყავდა სააგენტოს უფლებამოსილი პირები, რაც გამოიხატება ვ------- კ--------ის მიერ რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის ს------------–ის მხარის ქალაქ კ---–-------სკში დანიშნული ფულადი გასაცემლის - 2 362 რუსული რუბლის დამალვით. აპელანტი აღნიშნავს, რომ ყალბი/არასწორი მონაცემების მიწოდება დასტურდება სააგენტოს მიერ რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული 2----–-–ის 1-----------------–-----–-თ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ, მართალია, მან ხელი მოაწერა დეკლარაციას, თუმცა მხედველობის პრობლემების გამო არ შეეძლო შეემოწმებინა, მოხდა თუ არა მის მიერ სოციალური აგენტისათვის მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი ასახვა დეკლარაციაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან სოციალურ აგენტს აცნობა მის მიერ რუსეთის ფედერაციიიდან პენსიის მიღების თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე დასტურდება ვ------- კ--------ის მიერ რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან პენსიის მიღება, თუმცაღა სადავოა, რამდენად მიაწოდა მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, მიწოდებულ იქნა თუ არა მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის სწორი ინფორმაცია.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ასევე ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხის მიერ დაცული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აპელანტმა (მოპასუხემ) ისე გამოსცა სადავო ბრძანება, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა მიწვეული თავად მოსარჩელე მხარე და არ იქნა გამოთხოვილი მისი პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აქვს მხედველობის პრობლემები, რის გამოც მის მიერ დეკლარაციაზე ხელმოწერა შესაძლებელია ავტომატურად არ ნიშნავდეს, რომ დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციას მხარე გაეცნო და დაადასტურა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მის მიერ სოციალურ აგენტთან ზეპირად დაფიქსირებული მონაცემებიც. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, საკითხი დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, გამოკვლეული და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას კერძო პირის ინტერესების გათვალისწინებით, მისი ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის გზით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა საკითხი გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, ასევე საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, შეფასებას და მოსარჩელისთვის სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი