განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
330100118002768937
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002768937

საქმე №1ბ/506-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ალ---------–-–---–ის

ადვოკატ - ნო---------–---–ის

მსჯავრდებულ - თა--------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თა--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნო---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თა--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თ---–------------–---------------------------------–---------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით თა--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

თა--------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 30 ოქტომბერს, თა--------------ემ, საცხოვრებელ ბინაში მასთან 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ვი-------------–---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თა--------------ის ძალადობრივი ქმედებებით ვი-------------–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თა--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თა--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც შექმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს. კერძოდ, აპელანტმა მიიჩნია, რომ წინააღმდეგობრივია დაზარალებულ ვი-------------–---–---–ის ჩვენება, ხოლო მოწმეები - ელ--------–---–---–ი, ტა---------–--------ა, არ---–--------–--–---–ი, მა-–----------–------–---–ი და საქმის მთავარი გამომძიებელი, ზუ------------–---–ი არ არიან შემთხვევის უშუალოდ შემსწრეები და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არის ირიბი ხასიათის, რადგან ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, გამოძიება წარმართული იყო მხოლოდ ერთი მხარის - დაზარალებულის სასარგებლოდ და საქმის მთავარ გამომძიებელს გამოძიება არ ჩაუტარებია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რასაც პირდაპირ ავალდებულებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა თა--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო---------–---–მა დააზუსტეს მოთხოვნა, თა--------------ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ და გამართლების ნაცვლად სასჯელის შემსუბუქება და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა ითხოვეს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. თბილისის სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც აპელანტებს გაუხდიათ სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ვი-------------–---–---–ის, მოწმეების - არ---–--------–--–---–ის, ზუ------------–---–ის, ელ--------–---–---–ის, ტა---------–-------ას და კო------------–-----–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ თა--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნო---------–---–ის მოთხოვნას, თა--------------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თაობაზე, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თა--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, ვი-------------–---–---–ი შეურიგდა თა--------------ეს და მის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია, მათი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და მხოლოდ თა--------------ე უზრუნველყოფდა ოჯახს მატერიალურად. ვი-------------–---–---–ი ამავე განცხადებით ითხოვს თა--------------ის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენებას. აღნიშნულ განცხადებას პალატა არ მიიჩნევს თა--------------ისათვის სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად, ვინაიდან თა--------------ე არ აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მისი მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, დაზარალებულთან შერიგება საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

 

სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ თა--------------ისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და მსჯავრდებულ თა--------------ეს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თა--------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია დანაშაულის რეციდივის დროს განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი თა--------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თა--------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნო---------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

თა--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე