განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2018
საქმის ნომერი
330310016001234333
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001234333

საქმე № 3ბ/1876-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე

 

გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ო-–--------- ბ---–---ი“

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. შპს „O---------------” (ს/კ 4--------, იურიდიული მისამართი საქართველო, ბ---------, ს. წ-----–----, X---- ქ. N--, დირექტორი – ჯ------- დ------------ე) 2012 წლის 4 იანვრიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.

 

1.3. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/154 სანებართვო მოწმობის თანახმად, შპს „O----------------- (შპს ,,ო-–--------- ბ---–---ს”) მიეცა უფლება ქ-------–--–---–-----------–---–-------------------------------------------–--–-------------------- პირველი სართული, ფართი N1-ში კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოეწყო ტოტალიზატორი. ნებართვა გაცემული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 06 მარტის N524/01 ბრძანების საფუძველზე და სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა – 2019 წლის 05 მარტის ჩათვლით პერიოდი.

 

1.4. ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------–--------- ბრძანებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, შ----------------------- (შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის”) მიერ ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/154 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ-------–-----–-----------–---–-----------------------------------------–--–----------------------------–-----------–--------------- სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ: შესრულებული იყო თუ არა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „მ“ და „ნ“ (ტოტალიზატორისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი იყო თუ არა მუდმივი დენის წყაროთი; აღჭურვილი იყო თუ არა დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა თუ არა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე-მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა ინახებოდა თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შემოწმების ვადად განისაზღვრა – 2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

1.5. ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------–--------- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 22 აპრილს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/154 ნებართვის მფლობელის – შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის” მიერ ორგანიზებულ ობიექტში (მ------------–-----–-----------–---–----------------------------------------–--–----------------------------–-----------–--------------- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2016 წლის 22 აპრილს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის №91 შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ ორგანიზებული ობიექტი არ იყო უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი, ვინაიდან ელექტროენერგიის გათიშვისას კვების ბლოკმა ვერ უზრუნველყო ე.წ. „ლაივ თამაშობებზე“ ფსონების შეუფერხებლად მიწოდება. შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ დარღვეულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების 30 დღიანი შენახვის ვადა. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების 2016 წლის 24 მარტის 20:47 საათიდან 26 მარტის 16:21 საათამდე ჩანაწერები არ ფიქსირდებოდა.

 

1.6. დადგენილია, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ი“ 2016 წლის 22 აპრილის N91 შემოწმების აქტის საფუძველზე, ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------------ ბრძანებით, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით.

 

1.7. შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2016 წლის 6 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------------ ბრძანების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 21 ივნისის N17559 ბრძანებით შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ 2016 წლის 6 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის 2016 წლის 4 მაისის N12437 ბრძანების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ ძირითადად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით, მე-601 მუხლებით, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-7, მე-11, 29-ე, 37–ე, 371 მუხლებით; სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე–2, მე-5 მუხლებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის”, მე-2 მუხლის პირველი, მე-6, 71–ე პუნქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ბრძანებით დამტკიცებულ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის“ მე-5 მუხლით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აპრილს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ №11173 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის” ობიექტში ჩატარდა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ, შემოწმდა შესრულებული იყო თუ არა ლატარიების, ტოტალიზატორისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი იყო თუ არა მუდმივი დენის წყაროთი; აღჭურვილი იყო თუ არა დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყუროების სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა თუ არა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე-მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის” მიერ ორგანიზებული ობიექტი არ იყო უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი, ვინაიდან ელექტროენერგიის გათიშვისას კვების ბლოკმა ვერ უზრუნველყო ე.წ. „ლაივ თამაშობებზე“ ფსონების შეუფერხებლად მიწოდება; ასევე დარღვეული იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების 30 დღიანი შენახვის ვადა. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების 2016 წლის 24 მარტის 20:47 საათიდან 26 მარტის 16:21 საათამდე ჩანაწერები არ ფიქსირდებოდა.

 

3.3. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3.5. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს - ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს.

 

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აპრილის N91 შემოწმების საფუძველზე, ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------------ ბრძანებით, შპს „ო-–--------- ბ---–---ი“, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით.

 

3.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–----------------- ბრძანება შპს ,,ო-–--------- ბ---–---ისთვის“ ჯარიმის დაკისრების შესახებ, გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 21 ივნისის №17559 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველიც. აღნიშნული ბრძანებების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე კი, ასევე არ არსებობდა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ დირექტორმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:

 

4.1. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 22 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ N11173 ბრძანება. იმავე დღეს დათვალიერდა ობიექტის შიდა და გარე ვიდეომეთველყურეობის კამერები და შემოწმდა მათი მუშაობა. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 აპრილის N11173 ბრძანებით ობიექტის შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 22 აპრილის 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით არსებული პერიოდი. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 22 აპრილის N11173 ბრძანების გამოცემის დღეს ობიექტზე შევიდნენ აღნიშნული მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს სანებართვო პირობების შემოწმების შედეგების შესახებ შემოწმების აქტი N91.

 

4.2. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული უკანონო ტენდენციური აქტის შედეგად შემმოწმებელმა დაადგინა, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ დარღვეულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვის ვადა და ობიექტი არ იყო უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აპელანტის მითითებით, შემმოწმებლის უსაფუძვლო მტკიცებით, ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერები 2016 წლის 24 მარტის 20:47 საათიდან 26 მარტის 16:21 საათამდე არ ფიქსირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

4.3. აპელანტის მითითებით, შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ არ დარღვეულა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის არც 29-ე მუხლის პირველი პუქნტის ნ) ქვეპუნქტის მოთხოვნა და არც იმავე კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნა. შესაბამისად არ არსებობდა ობიექტის 2000 ლარით დაჯარიმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. აპელანტის მითითებით, ობიექტი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო და არის მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილია დარბაზში, სალაროსთან, შესასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული გამართული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს შს სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. ვიდეოჩანაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა ყოველთვის ინახებოდა სათანადოდ დაცულ ადგილზე.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. შპს „O---------------” (ს/კ 4--------, იურიდიული მისამართი საქართველო, ბ---------, ს. წ-----–----, X---- ქ. N--, დირექტორი – ჯ------- დ------------ე) 2012 წლის 4 იანვრიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. (ტ.1.ს.ფ. 38-39);

 

6.2. შემოსავლების სამსახურის ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/154 სანებართვო მოწმობის თანახმად, შპს „O----------------- (შპს ,,ო-–--------- ბ---–---ს”) მიეცა უფლება ქ-------–--–---–-----------–---–-------------------------------------------–--–-------------------- პირველი სართული, ფართი N1-ში კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოეწყო ტოტალიზატორი. ნებართვა გაცემული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 06 მარტის N524/01 ბრძანების საფუძველზე და სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა – 2019 წლის 05 მარტის ჩათვლით პერიოდი. (ტ.1. ს.ფ. 27).

 

6.3. ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------–--------- ბრძანებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, შ----------------------- (შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის”) მიერ ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/154 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ-------–-----–-----------–---–-----------------------------------------–--–----------------------------–-----------–--------------- სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ: შესრულებული იყო თუ არა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „მ“ და „ნ“ (ტოტალიზატორისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი იყო თუ არა მუდმივი დენის წყაროთი; აღჭურვილი იყო თუ არა დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა თუ არა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე-მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა ინახებოდა თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შემოწმების ვადად განისაზღვრა – 2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდი. (ტ.1. ს.ფ. 80-81).

 

6.4. ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------–--------- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 22 აპრილს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/154 ნებართვის მფლობელის – შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის” მიერ ორგანიზებულ ობიექტში (მ------------–-----–-----------–---–----------------------------------------–--–----------------------------–-----------–--------------- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, ,,მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2016 წლის 22 აპრილს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის №91 შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ ორგანიზებული ობიექტი არ იყო უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი, ვინაიდან ელექტროენერგიის გათიშვისას კვების ბლოკმა ვერ უზრუნველყო ე.წ. „ლაივ თამაშობებზე“ ფსონების შეუფერხებლად მიწოდება. შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ მიერ დარღვეულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების 30 დღიანი შენახვის ვადა. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების 2016 წლის 24 მარტის 20:47 საათიდან 26 მარტის 16:21 საათამდე ჩანაწერები არ ფიქსირდებოდა. (ტ.1. 93-95).

 

6.5. შპს „ო-–--------- ბ---–---ი“ 2016 წლის 22 აპრილის N91 შემოწმების აქტის საფუძველზე, ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------------ ბრძანებით, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით. (ტ.1.ს.ფ. 15-17).

 

6.6. შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2016 წლის 6 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–------------------ ბრძანების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 21 ივნისის N17559 ბრძანებით შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ 2016 წლის 6 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის 2016 წლის 4 მაისის N12437 ბრძანების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. (ტ.1. ს.ფ. 86-92).

 

7.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.გ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტოტალიზატორი არის თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში. იმავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა.

 

7.2 სააპელაციო პალატა მიუთითებს, როგორც უკვე აღინიშნა, შპს ,,ო-–--------- ბ---–---ს” სსიპ შემოსავლების სამსახურის ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/154 სანებართვო მოწმობით მიეცა უფლება კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოეწყო ტოტალიზატორი. შესაბამისად, აღნიშნულზე ვრცელდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

 

7.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

7.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“ (დანართი N10). აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველსაც, იმავე დებულების მე–2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. იმავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს.

 

7.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის საქმიანობაზე, მათ შორის, შესაბამისი ვალდებულების მქონე პირების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დამრღვევი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამასთან, თავის მხრივ, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირი, ვალდებულია დაიცვას ყველა ის ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირების ხელშეწყობას, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რაც ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირების ვალდებულებას წარმოადგეს.

 

7.6. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესზე”, რომელიც განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აზარტული თამაშობების ადგილებია: სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, ხოლო სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილებია: ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო. ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას, ხოლო იმავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შემოწმების ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე.

 

7.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის” მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს, ხოლო 71–ე პუნქტის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე, მე-8 პუნქტის მიხედვით კი, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდემეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა აზარტული თამაშობების ობიექტზე უნდა განათავსოს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.

 

7.8. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ბრძანებით დამტკიცებულ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესზე,“ რომელიც არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი”, ,,კ”, ,,ლ” ქვეპუნქტების თანახმად, შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს: აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად; ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით.

 

7.9. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.

 

7.10. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ო-–--------- ბ---–---ის” მიერ ორგანიზებული ობიექტი არ იყო უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი, ვინაიდან ელექტროენერგიის გათიშვისას კვების ბლოკმა ვერ უზრუნველყო ე.წ. „ლაივ თამაშობებზე“ ფსონების შეუფერხებლად მიწოდება; ასევე დარღვეული იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერების 30 დღიანი შენახვის ვადა. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების 2016 წლის 24 მარტის 20:47 საათიდან 26 მარტის 16:21 საათამდე ჩანაწერები არ ფიქსირდებოდა.

 

7.11. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

 

6.12. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.13. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად კი, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს - ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს.

 

6.14. სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.15. სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ს----–--------–--------------------------------------------------------------------------–-–----------------- ბრძანება შპს ,,ო-–--------- ბ---–---ისთვის“ ჯარიმის დაკისრების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 21 ივნისის №17559 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველიც. აღნიშნული ბრძანებების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

8.1. სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 თებერვალს შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ დირექტორის ჯ------- დ------------ის მიერ შემოტანილ იქნა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 08 დეკემბრის N038-2017-5162 ბრძანების საფუძველზე შპს „ო-–--------- ბ---–---ისა“ დირექტორსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს უფროსს შორის გაფორმებულ იქნა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების განვადების შესახებ N2017-2930 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოხდება კომპანიისათვის მთლიანად დარიცხული ჯარიმების დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, 365 დღეში გადახდევინება. შუმადგომლობის ავტორის მითითებით, აღნიშნულ ჯარიმებში ასევე მოიაზრება მოცემულ საქმეზე სადავოდ გახდილი 2000 ლარიანი ჯარიმის თანხაც. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა N3ბ/1876-17 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტა, საქმის მასალებისა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

 

8.2. სააპელაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის მოტივები, მისი სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის; ა1) არ არსებობს დავის საგანი; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; დ) მხარეები მორიგდნენ; ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა; ე1) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ვ2) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია; ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა.

 

8.3. მითითებული საპროცესოსამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ აპელანტის მიერ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით საქმის წარმოების შეწყვეტას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე უარი არ უთქვამს; ამდენად განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.

 

8.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული

გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ო-–--------- ბ---–---ის“ სააპელაციო საჩივარი.

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

გელა ბადრიაშვილი