განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1932-19
N330310019002948015
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------–----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ზ----------–----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზ----------–----–---–ის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. მოსარჩელე ზ----------–----–---–ი 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერიცხება კრედიტორული დავალიანება ზ----------–----–---–ის კუთვნილი, 1999-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანება 522.02 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება მიუღებელი თანამდებობრივი სარგოსა და კვების ულუფის ღირებულებისაგან.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლითა და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.
მოსარჩელის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული დავის რეგულირების ხასიათი დაკავშირებულია მის სტატუსთან ხსენებული დავალიანების წარმოშობის პერიოდში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ----------–----–---–ი 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის თანახმად, საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში წარმოადგენს საჯარო სამსახურს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) კი, არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამდენად, 1999-2000 წლებში მოსარჩელე ზ----------–----–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რის გამოც მისი სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა "საჯარო სამსახურის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონების მიხედვით უნდა იქნეს შეფასებული.
სადავო პერიოდში მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37- ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწეს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.
2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (იხ: სუსგ Nბს-1590-1549(კ-10), Nბს-202-200 (კ-12).
დასახელებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, 1999-2000 წლებში მოსარჩელე ზ----------–----–---–ის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა, 2000 წლის ივნისში მიუღებელი კვების ულუფის გამოკლებით (2003 წელს კვების ულუფის ღირებულება შეადგენდა 50.05 ლარს), შეადგენს 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს, შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია გადაუხადოს მას ხსენებული თანხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამართალდაურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. კონკრეტული სახის ვალდებულებასთან მიმართებით სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა გამომდინარეობს სახელმწიფოს პოლიტიკიდან, უზრუნველყოს ცალკეულ პერიოდში დაუცველ უფლებათა რეალიზაცია და გამორიცხავს ამ რეგულაციის საწინააღმდეგო ზოგადი ნორმების გამოყენებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 472.52 ლარის ოდენობით.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2000 წლის ივნისში მიუღებელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, კვების კომპენსაცია კი აღარ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, არამედ, იგი მოსამსახურის სასურსათო ულუფით უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელსაც არ მოიცავს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით აღიარებული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოში სარჩელი წარდგენის თარიღიდან უკუსვლით (იხ. სუსგ Nბს-442-439(კ-11). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი წამოდგენილია 2016 წლის 06 აპრილს, მოსარჩელის მოთხოვნა კი, 2000 წლის ივნისის თვის კვების კომპენსაციის ანაზღაურებას ეხება, შესაბამისი მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თმის საფუძველია.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ამდენად გაუგებარია, რატომ უნდა დაეკისროს სამინისტროს ზ----------–----–---–ის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს სსკ-ის 128-ე, 130-ე, 144-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სპობს მოსარჩელის უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას სასამართლო გზით (საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ----------–----–---–მა 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 16 აპრილს). აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება ( სუსგ Nას 369-350-2015, 30.07.2015წ). გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ Nას-547-515-2012, 11.06.2012წ.). ზ----------–----–---–ი წარმოდგენილ სარჩელში თავადვე უთითებს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, იგი ცდილობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამინისტროსათვის მიმართვის გზით. ამდენად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო რა მისი უფლების დარღვევის შესახებ, აუცილებელია უფლების დაცვა სასამართლო წესით შესაბამის ხანდაზმულობის ვადებში მოეხდინა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარე ითხოვს 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სასამართლოში 2019 წელს აღნიშნული მოთხოვნის დაყენება ვერ ექცევა საერთო ხანდაზმულობის ვადებშიც კი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია, რომლის 1341 მუხლი ადგენდა, რომ „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად“. თუმცა ხსენებული კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ შეიცავს რა მსგავს ჩანაწერს, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები, რაც გამორიცხავს ზ----------–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციის გამოყენების მიზნობრიობა. სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2019 წელს, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 472,52 ლარის ოდენობით და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ----------–----–---–ი 1999-2000 წლებში მუშაობდა შსს პოლიციის დეპარტამენტში. მითითებულ პერიოდში იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასებულიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონების მიხედვით.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.2 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს (ასეთივე დანაწესს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997წ. №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება. კერძოდ, დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს). ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგად, მითითებული კანონის 31-ე მუხლის ახალი რედაქცია ხელფასში მოიაზრებს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არცერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა. 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”. მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას (სუსგ Nბს-1590-1549(კ-10), Nბს-202-200 (კ-12). ამდენად, ვინაიდან 1999-2000 წლებში მოსარჩელე ზ----------–----–---–ის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა, 2000 წლის ივნისში მიუღებელი კვების ულუფის გამოკლებით (2003 წელს კვების ულუფის ღირებულება შეადგენდა 50.05 ლარს), შეადგენს 472.52 (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მას ხსენებული თანხა.
პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო სამართალდაურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2019 წლის 10 აპრილის 911645 წერილით აღიარა დავალიანების არსებობა, რაც ხანდაზმულობის ვადის დინებას იწყებს ახლიდან და მოვალეს უფლებას არ უტივებს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. კონკრეტული სახის ვალდებულებასთან მიმართებით სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციის არსებობა გამომდინარეობს სახელმწიფოს პოლიტიკიდან, უზრუნველყოს ცალკეულ პერიოდში დაუცველ უფლებათა რეალიზაცია და გამორიცხავს ამ რეგულაციის საწინააღმდეგო ზოგადი ნორმების გამოყენებას. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით. საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 472.52 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი