განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002265687
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-514-19 31 ივლისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი მესამე პირი წარმომადგენელი - - - - - - მ------- გ--------- ნ---- ს-------- ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს----------------------- მ------ მ-------- ნ-----–-- მ---–--- ნ-------- ზ------
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, მ.გ---------- სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს--------- მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 1 სექტემბერს, სსიპ ილ-------------------–---------–---------------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს N1 დადგენილების საფუძველზე, არჩეული იქნა ამავე სკოლის დირექტორად. 2014 წლის 12 სექტემბერს, ერთის მხრივ, სკოლასა და მეორეს მხრივ მ------- გ---------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. 2017 წლის 10 აპრილის 01-11/89 ბრძანებით, შესაძლო დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომის აღმოჩენისა და პრევენციის, ასევე ,,ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა, სსიპ ი-–-------------------–---------–-------------------------------–-–- განახორციელა ინსპექტირება. ინპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, კერძოდ, სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და ს-----------------------ს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რათა სამეურვეო საბჭოს განეხილა სკოლის დირექტორის, მ------- გ---------- უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სკოლის დირექტორს არ შეწყვეტოდა ვადაზე ადრე შრომის ხელშეკრულება. 2017 წლის 12 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და ს--------- მინისტრმა წერილით მიმართა ს----------–-----------–------------–--------- მინისტრს და დაფიქსირებული დარღვევების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. ს----------–-----------–------------–--------- მინისტრის 2017 წლის 16 ივნისი N1/კ-345 ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივნისის N646392 მოხსენებითი ბარათისა და აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და ს--------- მინისტრის ი--- შ----–-–---–-- 2017 წლის 12 ივნისის N640125 წერილის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. გასაჩივრებული ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 და მე-9 პუნქტები. მოსარჩელე არ ეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს და მიიჩნევს, რომ ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელის პოზიციით, ს----------–-----------–------------–--------- სამინისტრომ არ გაითვალისწინა სამეურვეო საბჭოს პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში. სკოლის სამეურვეო საბჭო ეთანხმებოდა მისათვის სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის შეფარდებას, მაგრამ არა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. დირექტორის მიერ სამუშაოს კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულებას ადასტურებს სკოლის მიღწევები და წარმატებები, რასაც უშუალოდ მოსარჩელე მხარის დირექტორობის პერიოდში ჰქონდა ადგილი. აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რიგ შემთხვევაში არ არის გამოკვლეული. მათ შორის, სამინისტროს ცხელ ხაზზე შესულ ,,შეტყობინებაში“ მოყვანილი ფაქტები ინსპექტირების ჯგუფის მიერ საერთოდ არ დაფიქსირებულა სკოლაში. შესაბამისად, არც შემოწმების 42 გვერდიან დასკვნაში ასახულა. აღნიშნული გარემოება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეები მოქმედებდნენ წინასწარ გამიზნულად, არამარტო სკოლის პრესტიჟის არამედ, პირადად, სკოლის დირექტორის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შესალახად. სკოლაში ინსპექტირების დროს დაფიქსირდა სკოლის სტრუქტურული ერთეულების მხრიდან რამდენიმე სახის ხარვეზი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო სკოლის ეზოში, 2015 წლიდან ოთხსართულიანი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობით, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაბარდა მიმდინარე სასწავლო წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორის ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილი იყო ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, ხოლო სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელმა პირებმა ვერ გაართვეს თავი დამოუკიდებლად მუშაობას. შესაბამისად, მათი სუსტი მუშაობა აისახა სკოლის ნაკლოვანებებში. გარდა ამისა, ინსპექტირების დროს იყო შემთხვევები, როცა ინსპექტირების ჯგუფმა რამდენიმე პირს შეაცვლევინა წერილობითი ახსნა-განმარტება. მოსარჩელის მტკიცებით, დასკვნაში მითითებულ დარღვევათა უმეტესობა ვერ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, ნაწილი კი არასწორად არის განმარტებული. ბევრ ისეთ გარემოებაზე არის გამახვილებული ყურადღება, რაც არ წარმოადგენს კანონდარღვევას. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს----------–-----------–------------–--------- მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/კ-345 ბრძანება სსიპ ი-–-------------------–---------–--------------- საჯარო სკოლის დირექტორთან მ------- გ---------სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ბრძანების გამოცემის საფუძველი გ----- ა---------------------------------–------------–----------–-------------- ს--------- სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სკოლის ინსპექტირება, რომლითაც გამოვლენილი დარღვევები თავისი შინაარსით უხეში ხასიათისაა. სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ინსპექტირების მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როგორც სკოლის ადმინისტრირების, ისე ფინანსური და საგანმანათლებლო პროცესის მართვის სფეროებში. ინსპექტირებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა სისტემატური დაგვიანების შემთხვევებს, რაც სკოლის დირექტორის მხრიდან რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული; მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ აიძულებდნენ დამატებით, სკოლაშივე მომზადებას. კერძოდ, მოადგილე, რომელიც ფიზიკას ასწავლიდა, სკოლაში ამზადებდა თავისსავე მოსწავლეებს. საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილ, 2016-2017 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში არსებული საათობრივი ბადე არ იყო შედგენილი ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავდა მითითებას თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგის თაობაზე, რომელიც დააზუსტებდა, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლებოდა, შესაბამისი პედაგოგის მითითებით. სასკოლო სასწავლო გეგმიდან ისიც კი არ ჩანდა, თითოეულ პედაგოგს რა საგნები უნდა ესწავლებინა და რომელ კლასებში. სკოლა ვალდებული იყო სასწავლო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე დაემტკიცებინა სასკოლო სასწავლო გეგმა. შესაბამისად, 2016-2017 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება მოხდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით. მოქალაქე დ-------- ლ-----–---- განცხადების მიხედვით, სკოლის დირექტორს დარაჯად ჰყავდა გაფორმებული ე---–--- ო--–---–-, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია სკოლაში. აღნიშნული პიროვნების თანხას ღებულობდა თვითონ დ-------- ლ-----–---, დირექტორთან შეთანხმებით. იგივე მდგომარეობა იყო დამლაგებელ ი------- მ--–--------- დაკავშირებით, რომელთანაც სკოლას გაფორმებული ჰქონდა შრომის ხელშეკრულება, თუმცა მის ფუნქციებს ასრულებდა სხვა თანამშრომელი. მის ხელფასს იღებდა სკოლის დამლაგებელი ც------ ც----------. საკითხის შესასწავლად შემოწმდა, რა ფორმით ხორციელდებოდა საჯარო სკოლის მიერ, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა. დადგინდა, რომ საჯარო სკოლაში წარმოებდა პედაგოგთა სამუშაოზე გამოცხადების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, თუმცა ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა არ წარმოებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ზემოთ მითითებული პირების სამსახურში გამოცხადების შემოწმება, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ საჯარო სკოლის დირექტორს, მოქალაქეებს ე---–--- ო--–---–- და ი------- მ--–-----, ასევე, დარაჯ ვ-–- ბ-------, რომლითაც დადასტურდა გამოვლენილი დარღვევები. სკოლის მიერ წარმოდგენილი 2016-2017 სასწავლო წლის საათობრივი ბადის, ჩასატარებელი გაკვეთილების ცხრილისა და შესაბამისი ხელფასის უწყისების შედარებისას აღმოჩნდა გარკვეული შეუსაბამობები პედაგოგთა დატვირთვასა და მათზე გამოწერილ ხელფასს შორის. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს გასაჩივრებული ბრძანების კანონშესაბამისობას და სარჩელის უსაფუძვლობას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე მ------- გ---------- სარჩელი, მოპასუხის, ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს-----------------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს; 2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ს----------–-----------–------------–--------- მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის N969/კ ბრძანებით, მ------- გ--------- დანიშნული იქნა ქ. ბ------------------–-- დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 1 სექტემბრის N1 დადგენილებით, მ------- გ--------- არჩეული იქნა სსიპ ი-–-------------------–---------–--------------- საჯარო სკოლის დირექტორად. 2014 წლის 12 სექტემბერს, მ------- გ---------სთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. 2.2. სსიპ ი-–-------------------–-------------------1 საჯარო სკოლაში შესაძლო დარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და ს-----------------------ს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებისა და განცხადებების საფუძველზე, 2017 წლის 10 აპრილის N01-11/89 ბრძანებით, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალა სკოლის ინსპექტირების განხორციელება. 2.3. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N499 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N558679 წერილისა და ამავე სამ------------–--------------------------------------------------------------------------–------------ლ---------------------–---------------------------------- სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება, განეხილა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სათანადო ანგარიში წარედგინა ს----------–-----------–------------–--------- სამინისტროში. 2.4. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის N14 სხდომის ოქმის საფუძველზე, მ------- გ---------ს სკოლის დირექტორის უფლებამოსილება არ შეუწყდა. სამეურვეო საბჭომ, დასკვნაში მითითებული დარღვევები არ ჩათვალა სკოლის დირექტორთან შრომის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად. 2.5. ს----------–-----------–------------–--------- მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/კ-345 ბრძანებით, სსიპ ი-–-------------------–--------------------- საჯარო სკოლის დირექტორთან, მ------- გ---------სთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტები. 2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა, სკოლის შენობაში, ამავე სკოლის პედაგოგთა მიერ, თავიანთი მოსწავლეების ფასიან მომზადებას, კერძოდ: ინსპექტირების დასკვნის თანახმად, 2017 წლის 10 მაისს, დღის მეორე ნახევარში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ფიზიკის კაბინეტის ე.წ. ლაბორატორიაში, პედაგოგ ნ---- ლ-–-------- შევიდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები. ამ დროს ლაბორატორიაში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ხოლო ნ---- ლ-–---- განმარტა, რომ მოსწავლეები დაიბარა მეორე დღის საკონტროლო წერისათვის მოსამზადებლად. ინსპექტირების განმახორციელებელი პირების დაინტერესების შემდეგ, ნ---- ლ-–---- მოსწავლეები გამოუშვა ოთახიდან. აღნიშნული ფაქტი ადასტურებდა სკოლაში პარალელური სასწავლო პროცესის არსებობას, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევაა. 2.7. სკოლის მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფასიანი მომზადების ფაქტი დაადასტურა მოსარჩელემ ა-------------------–----------–------- და ს-----------------------ს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის წინაშე დაწერილ განმარტებით ბარათში, სადაც მიუთითა, რომ აღიარებდა მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მომზადების ფაქტებს. იგი დღენიადაგ აფრთხილებდა პედაგოგებს სიტყვიერად, რომ მათი ქმედება გავლენას ახდენდა სკოლის პრესტიჟზე, მაგრამ ამაოდ, "პედაგოგები მაინც ახერხებდნენ მის მოტყუებას, სასწავლო ნაწილის ხელშეწყობით.“ (ტ.2.ს.ფ.217). 2.8. სსიპ ი-–-------------------–--------------------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი მიწერილ ახსნა-განმარტებაში (ტ.1.ს.ფ.155-168), რომელიც ინსპექტირების დასკვნის ჩაბარების შემდეგ, წარადგინა მ------- გ---------მ, არ უარყო (N3 განმარტება) მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით, ინსპექტირების დასკვნაში გადმოცემული მისივე პოზიცია, თუმცა, განმარტებით ბარათში გადმოცემული პოზიციის საწინააღმდეგოდ, სამეურვეო საბჭოს მიმართ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მისთვის, მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ გ----- ცნობილი. 2.9. სკოლის დირექტორის მოადგილის, ნ---- რ-----–---–-- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (12/04/2017წ.) დადგინდა, რომ იგი სკოლაში ამზადებდა 10 მოსწავლეს. ამავე მოხსენებით ბარათში ნ---- რ-----–---–-- აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეთა მომზადება აიკრძალა სკოლის ინსპექტირების დროს. აღარ ამზადებს მოსწავლეებს და მკაცრი კონტროლი დაწესდა სხვა მასწავლებლებზეც (ტ.2.ს.ფ.216). სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს ნ---- რ-----–---–-- დაადასტურა სკოლის შენობაში მოსწავლეთა მომზადების ფაქტი. 2.10. სამეურვეო საბჭოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ოქმი, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არ იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან, ხოლო წარმოდგენილი ოქმი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, შედგენილი იქნა ინსპექტირების პროცესში. სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, თუმცა მოხდა ტექნიკური შეცდომა და ოქმს არასწორად მიენიჭა ნუმერაცია, რაც შემდგომში გასწორდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ამონაწერის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა 2017 წლის 24 აპრილს. ამავე ამონაწერის თანახმად, გაგზავნილ წერილს არ ახლავს დანართები, თუმცა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ოთხ გვერდიანია. ამდენად, 2016 წლის 27 დეკემბერს, სკოლის სამეურვეო საბჭო ბიუჯეტის პროექტს ვერც განიხილავდა და ვერც დაამტკიცებდა, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტი საბჭოს გადაეგზავნა 2017 წლის 24 აპრილს. 2.11. დადგენილია, რომ სკოლის ორ თანამშრომელთან, ე---–--- ო--–---–---- და ი------- მ--–--------- გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება. ე---–--- ო--–---–- 2013 წლის 3 იანვრის N5 ბრძანებით დაინიშნა სკოლის დარაჯად, ხოლო ი------- მ--–----, 2011 წლის 1 აპრილის N36 ბრძანებით დამლაგებლად. წარმოდგენილი სახელფასო უწყისებისა და მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ე---–--- ო--–---–-ს შრომის ანაზღაურებამ, 2013 წლის 1 იანვრიდან-2017 წლის 1 აპრილამდე შეადგინა 17616 ლარი, ხოლო ი------- მ--–----- შრომის ანაზღაურებამ, 2011 წლის 1 აპრილიდან-2017 წლის 1 აპრილამდე პერიოდში შეადგინა 20499 ლარი. 2.12. 2017 წლის 11 აპრილის განმარტებით ბარათში, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს, ე---–--- ო--–---–-- დაადასტურა, რომ სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით სკოლაში განცხადება არ დაუწერია, არც ურასდროს უმუშავია დარაჯად, შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც არ აუღია. 2.13. 2017 წლის 12 აპრილის განმარტებით ბარათში ვ-–- ბ------- დაადასტურა, რომ ექვსი წელია მუშაობს სკოლაში დარაჯად. მასთან ერთად დარაჯად მუშაობენ ა-------------------------------------. ე---–--- ო--–---–- სკოლაში არ მუშაობდა და მის ნაცვლად მორიგეობდა დ-------- ლ-----–---. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას ვ-–- ბ------- დაადასტურა, რომ ე---–--- ო--–---–- სკოლაში დარაჯად არ უმუშავია. 2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------- ლ-----–---მ განმარტა, რომ თავად გამოართვა პირადობის მოწმობა ე---–--- ო--–---–- და დირექტორთან შეთანხმებით მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება დარაჯის პოზიციაზე. ასევე, დირექტორთან შეთანხმებით დარაჯის ფუნქციას თავად ასრულებდა და ხელფასსაც თავად იღებდა. 2.15. ინსპექტირების დასკვნასა და მის საფუძველზე შედგენილ წერილობით ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული ფაქტების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ე---–--- ო--–---–-მა. 2.16. 2017 წლის 11 აპრილის განცხადებაში ი------- მ--–----მ დაადასტურა, რომ გაფორმებული იყო სკოლაში დამლაგებლად, თუმცა, მის სამუშაოს ასრულებდა ც------ ც----------, ხელფასს კი თვითონ იღებდა. 2.17. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე წარდგენილ ახსნა-განმარტებაში (განმარტება N5) მ------- გ---------მ დაადასტურა, რომ იგი ინფორმირებული იყო ი------- მ--–--------- დაკავშირებით, რომელიც სამსახურში მიიღო მისივე ნათესავის, ც------ ც----------- თხოვნით და ეს უკანასკნელი ასრულებდა მის მოვალეობას. სახელფასო ბარათს ფლობდა და ხელფასს იღებდა ი------- მ--–----, თუმცა მის მოვალეობას სხვა ასრულებდა. 2.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ნ-------------–-------------------–---–-----------------------–-----------------------------------------------–---------------------- ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსრებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ 2016-2017 სასწავლო წლის საათობრივი ბადე, ჩასატარებელი გაკვეთილების ცხრილი და გაცემული ხელფასები შეუსაბამო იყო, კერძოდ: საათობრივი ბადე არ იყო შედგენილი ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავდა მითითებას თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგის თაობაზე, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით. სასკოლო სასწავლო გეგმიდან არ ჩანდა თითოეულ პედაგოგს რა საგნები უნდა ესწავლებინა და რომელ კლასებში. ტარიფიკაცია დგებოდა, მხოლოდ ზეპირად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სკოლის მასწავლებლებს უხდებოდათ კუთვნილი ხელფასის ხელიდან ხელში ანგარიშსწორება. მასწავლებლები ფაქტობრივად მუშაობდნენ იმაზე მეტი კვირეული საათი დატვირთვით, ვიდრე შესაძლებელი იყო მათი ანაზღაურება, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც ოფიციალურად ეწერებოდათ აღნიშნული, ე.წ. ზედმეტი საათები და შესაბამისი ხელფასიც, თანხის ანგარიშსწორებას ახდენდნენ ხელზე. აღნიშნულით სკოლაში დაინერგა საბიუჯეტო სახსრების ჩრდილოვანი განაწილების პრაქტიკა, რომელიც შეთანხმებული იყო დირექტორთან. 2.19. ინსპექტირების დასკვნის თანახმად, დაფიქსირდა სკოლაზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, კომპიუტერების აღურიცხაობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისის ფაქტი. საინვენტარიზაციო მონაცემებით სკოლაში ირიცხებოდა 358 ცალი კომპიუტერი, 209 123 ლარის ღირებულებით. ინსპექტირების პროცესში გამართული აღმოჩნდა 45 ცალი, მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორისა და არქივის ოთახებში 52, რომელთაგან 48 გაუხსნელი იყო და არ იყო ექსპლოატაციაში, ხოლო 4 გაუმართავი. სულ ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 97 ცალი. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების პროცესში ვერ მოხერხდა სხვაობის აღწერა, ვინაიდან კომპიუტერების ნაწილი (261 ცალი) დაშლილი და მოუწესრიგებელი იყო ჩაყრილი სკოლის სარდაფში. შესაბამისად, კომისიამ ვერ მოახერხა მათი რაოდენობის ზუსტი დათვლა. 2015 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლას გადასცა 50 ცალი პერსონალური კომპიუტერი. ერთეულის ღირებულება 777.69 ლარი. გადამოწმებისაას ადგილზე აღმოჩნდა 48 ცალი. 2 ცალის წარმოადგენა სკოლამ ვერ შეძლო. აღნიშნული დანაკლისი არ დაფიქსირებულა არც 2015 წლის და არც 2016 წლის ინვენტარიზაციებით. დანაკლისის თაობაზე მოსარჩელემ გააკეთა განმარტება, რომ სკოლაში არსებული ყველა სახის ინვენტარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორს დ-------- ლ-----–----, თუმცა რეაგირება კომპიუტერების დანაკლისზე მოხდა, მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.20. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე; ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე; შრომის კოდექსის 37-ე (1-ლი ,,ზ“); ზოგადი განათლების შესახებ (1-ლი ,,ა, ლ“), 33-ე (3), 35-ე (2), 38-ე (1-ლი ,,ბ, გ“), 43-ე (ვ), 49-ე, (მე-61, მე-9), 59-ე (6), 51-ე (3), 52-ე (1) მუხლებზე და განმარტა: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ: 1) სკოლაში ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა დაგვიანებას, რაც დირექტორის მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული; 2) სკოლაში ადგილი ჰქონდა პედაგოგთა მიერ, ამავე სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიან მომზადებას; 3) 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არ იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან; 4) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ორი პირის მოვალეობას სხვა ასრულებდა და ანაზღაურებასაც სხვა თანამშრომელი იღებდა; 5) საჯარო სკოლაში წარმოებდა, მხოლოდ პედაგოგთა სამუშაოზე გამოცხადების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი. ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და კონტროლს სკოლა არ აწარმოებდა; 6) სკოლის პედსაბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი ბადე და რეალურად ჩატარებული გაკვეთილების ცხრილი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო, სკოლის მასწავლებლებს უხდებოდათ კუთვნილი ხელფასის ხელიდან ხელში ანგარიშსწორება. მასწავლებელთა ნაწილი ფაქტობრივად მუშაობდა იმაზე მეტი კვირეული საათი დატვირთვით, ვიდრე შესაძლებელი იყო მათი ანაზღაურება, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც ოფიციალურად ეწერებოდათ აღნიშნული, ე.წ. ზედმეტი საათები და შესაბამისი ხელფასიც, თანხის ანგარიშსწორებას ხელზე ახდენდნენ. 2.21. სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა: სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიანი მომზადება ე.წ. „რეპეტიტორობა“, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საჯარო სკოლის საგანმანათლებლო სტანდარტებს, უხეშად არღვევდა მოსწავლეთა თანასწორობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ზოგადი განათლების მიღებაზე და ადასტურებდა ყოფილი დირექტორის უუნარობას გამოევლინა და აღმოეფხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სრულიად მიუღებელი ქმედება. სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტება, რომ მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ შეიტყო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ფასიანი მომზადების შესახებ . სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი მ.გ---------მ თვითონვე დაადასტურა მოხსენებითი ბარათით, გარდა ამისა, მოსწავლეთა მომზადების ფაქტი დაადასტურა სკოლის დირექტორის მოადგილემ ნ---- რ-----–---–--, რომელმაც განმარტა, რომ მომზადება აიკრძალა ინსპექტირების შემდეგ. 2.22. 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტის სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლობა სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 24 აპრილის წერილის შეფასების საფუძველზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ წერილი სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა ინსპექტირების დაწყების შემდეგ. გაგზავნილ წერილს არ ახლდა ბიუჯეტის 4 გვერდიანი პროექტი (შესაბამის გრაფაში არ იყო მითითებული დანართი), რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის პროექტი საერთოდ არ გადაგზავნია, პროექტზე საერთოდ არ უმსჯელია და ფორმალურად ბიუჯეტი დამტკიცებული იქნა 2017 წლის 24 აპრილს, წინა წლის თარიღის მითითებით. აქედან გამომდინარე, 2017 წლის დასაწყისიდან სკოლა საქმიანობდა სათანადო წესით დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე, რითაც უხეშად დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. 2.23. მოწმეთა ჩვენებების, ასევე თავად მოსარჩელის განმარტებაზე დაყრდნობით დადასტურებულად ჩაითვალა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ ორ პირთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. სასამართლომ განმარტა, რომ ამ მოქმედებით განხორციელდა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობამ ხელი შეუწყოზე არაერთჯერად და განგრძობად ქმედებას, რაც ერთ შემთხვევაში 6, ხოლო მეორე შემთხვევაში 4 წელი გაგრძელდა. რაც შეეხება ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის პროცესში, ინვენტარიზაციის პროცედურების დარღვევებს, რა დროსაც გამოვლენილი იქნა სკოლაზე რიცხული კომპიუტერების აღურიცხაობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისის ფაქტი, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული დანაკლისის თაობაზე მოსარჩელემ პასუხისმგებლობა დააკისრა მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორს დ-------- ლ-----–----, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ჩატარებამდე მოსარჩელეს არ ჰქონია მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის გამოვლენის, არც ერთი მცდელობა, რაც მისი მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ კონტროლისა და სათანადო ზემოქმედების ღონისძიებად შეიძლებოდა აღქმულიყო. რეაგირება განხორციელდა, მხოლოდ ინსპექტირების პროცესის შემდეგ. 2.24. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის, პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარა შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები, ნაწილი თანამდებობის პირებისა გაანთავისუფლა (მაგ. სკოლის დირექტორის მოადგილე, მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის კოორდინატორი), ნაწილს კი გამოუცხადა საყვედური, თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოწმების ჩატარებამდე არ დაფიქსირებულა მოსარჩელის მიერ სკოლის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირთა საქმიანობის შემოწმების, დარღვევების გამოვლენის და პრევენციის არც ერთი შემთხვევა. ყველა ბრძანება შედგენილი იყო ან ინსპექტირების პროცესში, ან ინსპექტირების დასრულების შემდგომ. დარღვევებზე, მათი არაერთჯერადი და განგრძობითი ხასიათის მიუხედავად, დისციპლინური ღონისძიებები არ გამოყენებულა, არ გამოვლენილა დირექტორის, როგორც მენეჯერის უნარი, გამოევლინა და აღეკვეთა დარღვევა, სათანადო რეაგირება მოეხდინა დამრღვევი პირის მიმართ. 2.25. სასამართლომ მიიჩნია, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი უხეში დარღვევები არღვევდა საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს. აღნიშნული ქმედებები, თავისი შინაარსით გამორიცხავდა დამსაქმებლის მხრიდან უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან, სახეზე იყო მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი თანამდებობის პირის მხრიდან საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერებლობა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების მიზანმიმართული უგულვებელყოფა და ხშირ შემთხევაში ზედაპირული და ფორმალური დამოკიდებულება. შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ შეესაბამებოდა Ultima Racio - ს პრინციპს და წარმოადგენდა მითითებულ დარღვევებზე ადეკვეტურ, პროპორციულ და თანაზომიერ რეაგირებას.
2.26. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ დროს, როცა არ მომხდარა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა.
სასამართლომ განმარტა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეგლამენტირებულია შემთხვევა, როდესაც სამინისტრო არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, დირექტორთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ.
აქედან, გამომდინარე, სამინისტრო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით კანონი არ დაურღვევია, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა სკოლის შენობაში, ამავე სკოლის პედაგოგთა მიერ, თავიანთი მოსწავლეების ფასიანი მომზადების ფაქტი, ასევე არასწორად მიიჩნია, რომ ე---–--- ო--–---–- არ მუშაობდა დარაჯად და ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო ვ-–- ბ--------------------------------- ახსნა-განმარტებას. მიუხედავად იმისა, რომ იმავე თარიღის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ სკოლაში დარაჯად მუშაობდა ე---–--- ო--–---–- და ა-----------------.
3.2. სასამართლომ შეფასება არ მისცა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობის და სტრუქტურის საკითხებს მოიცავს.
აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს-----------------------ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით, წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
შესაბამისად, მ------- გ----------თვის ყველა იმ დარღვევის ბრალად შერაცხვა არ არის კანონიერი და დასაბუთებული, მით უფრო მაშინ როდესაც აღნიშნული დარღვევების გამოვლენის და მასზე რეაგირების საშუალება სკოლის დირექტორს, ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის შედეგად არ ჰქონდა.
3.3. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იმ ნაწილში, სადაც სასამართლო მსჯელობს სკოლის დირექტორის მხრიდან ისეთი ხასიათის დარღვევებზე, რომელიც არ შეესაბამება საჯარო სკოლის ამოცანებს, პრიორიტეტებს და მიზნებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ------- გ---------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.19 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.20-2.26 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე; შრომის კოდექსის 37-ე (1-ლი ,,ზ“); ზოგადი განათლების შესახებ (1-ლი ,,ა, ლ“), 33-ე (3), 35-ე (2), 38-ე (1-ლი ,,ბ, გ“), 43-ე (ვ), 49-ე, (მე-61, მე-9), 59-ე (6), 51-ე (3), 52-ე (1) მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს: განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მ.გ---------- სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად, ბრძანებაში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენდა საკმარისს ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება. ამასთან, აპელანტის მითითებით, გაუმართლებელია ყველა გამოვლენილი დარღვევისათვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან მათზე პასუხისმგებელნი იყვნენ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, რომელთა მიმართაც მან, უკვე გაატარა შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები. 4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, მ------- გ---------- სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. 4.5. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. 4.6. პალატა განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. გონივრული საფუძვლის პრინციპს საერთაშორისო სამართალში უწოდებენ – Ultima Ratio-ს. გერმანულ სამართალში იგი განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს და სერიოზულ დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. ამასთან, გათავისუფლების შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმას, რადგან ხშირად, სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას. 4.7. შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. 4.8. განსახილველ შემთხვევაში, ს----------–-----------–------------–--------- სამინისტროს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, რადგან სკოლაში ყველა სახის საქმიანობის სწორად წარმართვის, მათ შორის საფინანსო ხასიათის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ტვირთი და პასუხისმგებლობა, სწორედ დირექტორს ეკისრება. მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების-თავად მ------- გ---------- ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ (დამსაქმებელმა) შეძლო ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების დადასტურება, კერძოდ: 1) მოსწავლეთა დაგვიანების შემთხვევები, რაც დირექტორის მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული; 2) სკოლაში ადგილი ჰქონდა პედაგოგთა მიერ, ამავე სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიან მომზადებას; 3) 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არ იყო შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან; 4) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ორი პირის, ე---–--- ო--–---–-ს და ი------- მ--–----- მოვალეობებს სხვები ასრულებდნენ და ანაზღაურებასაც სხვა თანამშრომლები იღებდნენ; 5) საჯარო სკოლაში წარმოებდა, მხოლოდ პედაგოგთა სამუშაოზე გამოცხადების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და კონტროლს სკოლა არ აწარმოებდა; 6) სკოლის პედსაბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი ბადე და რეალურად ჩატარებული გაკვეთილების ცხრილი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო, სკოლის მასწავლებლებს უხდებოდათ კუთვნილი ხელფასის ხელიდან ხელში ანგარიშსწორება. მასწავლებელთა ნაწილი ფაქტობრივად მუშაობდა იმაზე მეტი კვირეული საათი დატვირთვით, ვიდრე შესაძლებელი იყო მათი ანაზღაურება, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც ოფიციალურად ეწერებოდათ აღნიშნული, ე.წ. ზედმეტი საათები და შესაბამისი ხელფასიც, თანხის ანგარიშსწორებას ხელზე ახდენდნენ; 7) ადგილი ჰქონდა მატერიალური ფასეულობების დანაკლისს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მისი ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილი იყო ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, ხოლო სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელმა პირებმა ვერ გაართვეს თავი დამოუკიდებლად მუშაობას. შესაბამისად, მათი სუსტი მუშაობა აისახა სკოლის ნაკლოვანებებში. ამდენად, მოსარჩელე აღიარებს ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებს, თუმცა არ გრძნობს მის პასუხისმგებლობას არსებულ დარღვევებთან მიმართებაში. 4.9. პალატა მიუთითებს, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო განსახილველი ნორმის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი; ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე; გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, მათ შორის ფასიანი მომსახურება. 4.10. ს----------–-----------–------------–--------- მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე; ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე; გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. 4.11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის“ მე-3 მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი არის ეფექტური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებასა და ეფექტიანად განკარგვას დასახული საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. 4.12. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ასევე, ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 4.13. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორის ვალდებულებას წარმოადგენს სკოლის მართვა, სკოლის ფინანსური რესურსების სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, საქმიანობის კვალიფიციურად შესრულება. მითითებული სამართლებრივი ანალიზის შედეგად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელე მუშაობდა რა სკოლის დირექტორად, მის უშუალო ვალდებულებას და ფუნქციას წარმოადგენდა სკოლის კვალიფიციურად მართვა, ნებისმიერ მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივი და სწორი ხარჯვა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მ----- გ---------- სამსახურებრივი უმოქმედობა, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, არასათანადო მენეჯერული უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ის დარღვევები, რაც ინსპექტირებისას იქნა გამოვლენილი. პალატას მიაჩნია, რომ გათავისუფლების საფუძვლად დაფიქსირებული ფაქტები ერთობლიობაში მიჩნეული უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევად. ასეთ შემთხვევაში, მ.გ---------- სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო, რის გამოც არ არსებობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ------- გ----------- სასარჩელო მოთხოვნები-დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც მ------- გ---------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ მ.გ---------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქმეზე წარმოდგენილი სალაროს ქვითრითა და მივლინების ბრძანებით ირკვევა, რომ ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს-----------------------ს წარმომადგენლის, მ------ მ--------- სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისათვის გაწეული იქნა 117 ლარის ოდენობით ხარჯები, მათ შორის საწვავის ღირებულებამ შეადგინა 87,12 ლარი, ხოლო მძღოლთან ერთად სამივლინებო სადღეღამისო ხარჯმა-30 ლარი. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, მ. გ---------ს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს-----------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საპროცესო ხარჯის-117,12 ლარის ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო წარმოებისათვის მ------- გ---------- მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------- გ---------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;
3. მ------- გ---------ს, ს----------–-----------–--------–---------------–--ურისა და ს-----------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯის- 117,12 ლარის ანაზღაურება;
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე