განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 010142219700091319
საქმე 1აგ/114-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით:
დაკმაყოფილდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ბ--–- ბ------–---–ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ადმტკიცდა 2015 წლის 13 მარტს პროკურორ ბ--–- ბ------–---–სა და ბრალდებულ ნ---- ც-–---ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
ნ---- ც-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ნ---- ც-–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ნ---- ც-–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ---- ც-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ნ---- ც-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 1 თებერვლიდან.
ნ---- ც-–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის დავით ნოზაძის წარდგინება მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით გაუქმდა ნ---- ც-–---ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 08 აგვისტოს განჩინებით:
ნ---- ც-–---ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.
2019 წლის 12 აგვისტოს მსჯავრდებულმა ნ---- ც-–---მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ მსჯავრდებული ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედ რედაქციაზე.
2015 წლის ივლისამდე მოქმედი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომლის ჩადენაშიც არის მსჯავრდებული ნ---- ც-–---, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე, 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად /N3975-რს, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017866/ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით, შესაბამისად იცვლება დანაშაულის კატეგორია, უმჯობესდება მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა და უნდა გადაკვალიფიცირდეს მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის260-ე მუხლის პირველ ნაწილზე /2015 წლის 8 ივლისიდან მოქმედი რედაქცი/.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
მსჯავრდებულ ნ---- ც-–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 08 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი