განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002877989
საქმე №1ბ/854-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ: ლ-–---------–--ის,ადვოკატ: ნოდარ აკოფაშვილის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–---------–--ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 2--------- წელს ახ--––---–------------------, რეგისტრირებულის ა---––------------------–---- და ფაქტობრივად მცხოვრების ა---––-------------------–----- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით ლ-–---------–--ე (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’და ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
ლ-–---------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 იანვარს ქ-----––---–-----–----–---–------------–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ---------ის ოჯახში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ლ-–---------–--ემ არასრულწლოვანი შვილების 2----–-–---------–--- დაბადებულ ა-----------------–--ის და 2----–-–---------------- დაბადებულ ლ-–------------------–---ს თანდასწრებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მამას თ-----------ს ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ლ-–---------–--ის ძალადობრივი ქმედების აღკვეთას შეეცადნენ საცხოვრებელ სახლში მყოფი მისი მეუღლე ნ---------ი და მეუღლის დედა ნ--------------ი, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ლ-–---------–--ემ ფეხის დარტყმით ხელის არეში ნ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მეუღლის დედას ნ-------------ს ერთხელ ძლიერად სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ლ-–---------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად თ-----------მა, ნ---------მა და ნ-------------მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენის გაუქმება და ბრალდებულ ლ-–---------–--ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-–---------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ-–---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ, თ-----------ის ხელწერილით დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, ნ---------ის 18.01.2019 წ, თ-----------ის 18.01.2019 წ, ნ-------------ის 18.01.2019, არასრულწლოვან ლ-–------------------–---ს 18.01.2019 წ, არასრულწლოვან ა-----------------–--ის 18.01.2019 წ, ლ------------ის 19.01.2019 წ, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმებით. მიმართვის წერილებით და დადგენილებებით ნ----------ის, თ-----------ის, ნ-------------ის, ლ-–---------–--ის სხეულის დაზიანების განსაზღვრის მიზნით სასასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლ-–---------–--ის სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით, ლ-–---------–--ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ოქმით ბრალდებულის დაკავებაზე ოჯახის წევრზე შეტყობინების შესახებ, მიმართვის წერილებით ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორს, ცნობებით ლ-–---------–--ის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით ლ-–---------–--ის მიმართ, ადვოკატების ორდერებით, დადგენილებით ნ---------ისათვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლ-–---------–--ის 18.01.2019 წლის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით, მიმართვის წერილით სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს, ა-----------------–-–--------------------–----ბის დაბადების მოწმობების ასლებით, დადგენილებებით ნ---------ის, თ-----------ის, ნ-------------ის, ლ-–-------------------–---სა და ა-----------------–--ის დაზარალებულებად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ლ-–---------–--ე გულწრფელად ინანიებს ქმედებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაულის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ-–---------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ლ-–---------–--ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-–---------–--ე (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’და ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.
ლ-–---------–--ის (პ/ნ 4----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას 10000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ კ---------------–--------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ახ--––---------------------–----------------------------------- წ. განჩინება N12/003-19).
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.
პირობითი სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი