განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002935828
საქმე №1ბ/968-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ: ზ--------------–--ის,ადვოკატ: ნ---------------–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ--------------–--ის მიმართ საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 2----------–--–------––---–-, პ/ნ 4---------- მცხოვრების: ა---––------------–--------–--, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით ზ-----------------–--- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე.
ზ---------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორზე მეტი პირის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა---––---------------------------–--–- მცხოვრები ზ---------------–--- წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს ი-–------–------ს, 2019 წლის 20 იანვარს საღამოს საათებში ურთიერთშელაპარაკებისას ზ---------------–---მ მეუღლე ი-–------–------ს არასრულწლოვანი შვილების 2----------–--–--------------–-------------------–---- და 15---------–--–--------------–--–------------–--ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, აღნიშნული ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი შვილები ქ--------- და ლ------------–---ები შეეცადნენ მამის ზ---------------–--ის დაწყნარებას, რა დროსაც ზ--------------–--ემ შვილს ქ--------- გ------–--ეს წაუჭირა ხელი ყელის არეში და ძლიერად დაარტყა სახის არეში, აღნიშნულის შემდეგ ზ--------------–--ემ ასევე არასრულწლოვან შვილს ლ------------–---ს დაარტყა ხელი გულმკერდის არეში. ზ---------------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ი-–------–------მ და არასრულწლოვანმა ქ--------- გ------–--ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ლ------------–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე ი-–------–------, არასრულწლოვანი ქ--------- გ------–--ე და ლ------------–--- განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმება და ზ--------------–--ისთვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ---------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზ---------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ადგილის დათვალიერების ოქმით. ი-–------–------ს 22.01.2019წ, 28.02.2019წ, მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, ზ---------------–--ის 22.01.2019წ. მოწმის, 01.03.2019წ.
ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით. მ-----–- გ------–--ის 22.01.19 წ, ა---------– გ------–--ის 22.01.2019 წ, ა----–-------–-–---–ის 22.01.2019 წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით. ვ--–------–-----ას სსN016220119001 საქმეში 22.01.2019 წ ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით. არასრულწლოვნების ლ---- გ------–--ის 22.01.2019წ, 28.01.2019წ, და ქ--------- გ------–--ის 22.01.2019წ, 28.01.2019 წ, მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით 2----------–-–------------- ი-–------–------ს სხეულის დაზიანების შესახებ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით 2----------–-–------------- ქ--------- გ------–--ის სხეულის დაზიანების შესახებ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით 2----------–-–------------- ლ---- გ------–--ის სხეულის დაზიანების შესახებ. ლ---- გ------–--ის 13.03.2019წ, N001671719 ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ქ--------- გ------–--ის 13.03.2019 წ, N---------- ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ი-–------–------ს 1----------–------------- ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვანით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ზ---------------–--- გულწრფელად ინანიებს ქმედებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ---------------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ზ---------------–---ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ---------------–--- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე.
ზ---------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 ლარის ფარგლებში ზ---------------–--ის საკუთრებაში არსებული 1------–----ს ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა---––----------------------–--------–---------------------
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი