განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
820100118002583280
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002583280

საქმე №1/ბ-295-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- ბ---–----ის

ადვოკატის – გ---–- თ---------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის – ლ-–- დ---–-------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ისა და მსჯავრდებულ ლ-–- დ---–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–- თ---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ლ-–- დ---–-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ--------–----------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების დ---------–--------–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- დ---–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 01 სექტემბრის განაჩენით, ლ-–- დ---–-------ე წარმოადგენდა რა განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2018 წლის 27 მაისს, ქ-----------–----–--------------------–--------–------------- ქუჩის ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს – დანას.

 

ზემოაღნიშნულის გამო ლ-–- დ---–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:

 

ლ-–- დ---–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება – დანა უნდა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დისკი შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ხელვაჩაურის სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

მსჯავრდებულ ლ-–- დ---–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---–- თ---------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმება და ლ-–- დ---–-------ის უდანაშაულოდ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა ლ-–- დ---–-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან, ისინი არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებდა ლ-–- დ---–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ ლ-–- დ---–-------ის განმარტებით, მისი დაკავება მოხდა მის კუთვნილ ბინაში, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით მისი მსჯავრდების საფუძვლი, ვინაიდან, ცივი იარაღის ტარება საკუთარ ბინაში არ არის დასჯადი ქმედება.

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ ის, რომ ლ-–- დ---–-------ე ნასამართლევია განსაკუთებით მძიმე დანაშაულისათვის და სახეზეა დანაშაულის რეციდივი, იგი არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ აღიარებდა დანაშაულს და არ ცხადდებოდა სასამართლოში, რის გამოც მტკიცებულებების გამოკვლევა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოხდა მის დაუწრებლად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–- დ---–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–- თ---------ისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–- დ---–-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ-–- დ---–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული შ--------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, რ----– მ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს იყო ოპერატიულ ჯგუფში, თანამშრომლებთან – ი-----–- ჯ-----ესთან, ა-----– გ-------–--ესთან და რ---- ა-----ესთან ერთად. დაახლოებით 22:00 საათზე, ისინი სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ დ---------- ტერიტორიაზე, რა დროსაც ტ---–------------- ქუჩის მხრიდან, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს, შემოესმათ ხმაური და მაშინვე მივიდნენ ხსენებულ ადგილზე. აღმოჩნდა, რომ ხმაური ისმოდა ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულიდან. ამ დროს აივანზე გამოვიდა იქ მცხოვრები ლ-–- დ---–-------ე და დაიწყო გინება პოლიციის თანამშრომლების მისამართით, თუ რატომ დადიოდნენ ისინი მის ეზოში. რამდენიმე წუთში იგი ჩავიდა ეზოში და კვლავ გააგრძელა გინება. მიუხედავად მათი მოწოდებისა, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, ლ-–- დ---–-------ე არ ჩერდებოდა, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას ადგილზევე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც აღმოაჩნდა შარვლის უკანა მხარეს მიმაგრებული შავი ფერის დანა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – ი-----–- ჯ-----ის, ა-----– გ-------–--ის და რ---- ა-----ის ჩვენებებით.

 

ადმინისტრაციული დაკავების №ბ---------- ოქმიდან ირკვევა, რომ ლ-–- დ---–-------ე 2018 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, დ---------–-, ტ---–------------- ქუჩაზე იგინებოდა უმისამართოდ და ასევე პოლიციის მისამართით, იგი არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას დამშვიდებულიყო და კვლავ აგრძელებდა გინებას. იმავე ოქმის თანახმად, დაკავებულისგან ამოღებული იქნა შავი ფერის ღილაკიანი დანა.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----– მ------ის მიერ შედგენილი ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს, დ---------–-, ტ---–------------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ-–- დ---–-------ეს პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა საკეცი დანა.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელ ე------ ზ-------ის მიერ შ--------- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში რ----– მ------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის დანა დალუქულ მდგომარეობაში.

 

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №ც------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–- დ---–-------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---- გ--------ემ.

 

საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 01 სექტემბრის განაჩენით დასტურდება, რომ ლ-–- დ---–-------ე ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია იარაღის ტარებას, რადგან ლ-–- დ---–-------ე დაკავებული იქნა საკუთარ ბინაში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების – რ----– მ------ის, ი-----–- ჯ-----ის, ა-----– გ-------–--ის და რ---- ა-----ის ჩვენებებით, ასევე ადმინისტრაციული დაკავებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 27 მაისს ლ-–- დ---–-------ე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა დ---------–-, ტ---–------------- ქუჩის ტერიტორიაზე, რა დროსაც მას თან ჰქონდა ცივი იარაღი, რომელიც მიმაგრებული ჰქონდა შარვლის უკანა მხარეს, რაც ნიშნავს ამ იარაღის ტარებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ-–- დ---–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-–- დ---–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ლ-–- დ---–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ისა და მსჯავრდებულ ლ-–- დ---–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–- თ---------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი ლ-–- დ---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ლ-–- დ---–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება - დანა საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/