განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
130100119002914110
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119002914110

საქმე №1ბ/1002-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ლანა ჩერქეზიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ---------ის,მსჯავრდებულ: ნ------------–---–ის

 

მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გ------------–----–----------------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ნ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ-------------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 მარტს, ქ-----–-- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნ------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღის ვადით - ნ------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის მეუღლესთან ა----------–---–თან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის მიუხედავად, 2019 წლის 6 მარტს იგი მივიდა ქ-----–--------------------–-------–- ა----------–---–თან საცხოვრებელ სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ნ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით №------- დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულის აღიარებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ნ------------–---–ისათვის სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს და ინანიებს, დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ნ------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ-------------–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა

1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული ნივთები ნ------------–---–ს დაუბრუნდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი