განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
120100119002953654
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002953654

საქმე №1ბ/868-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: კ---------–---–---–ის, გ--–----------ის,მსჯავრდებულ: გ--–-----–--ის,ადვოკატ: ზ------------ის

 

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–------–--ის მიმართ, დაბადებულის 1---------–- პირადი N------------ საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა-------------–----–---------------–-------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით გ--–-----–--ე (პ/N-----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი.

 

გ--–-----–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ--–-----–--ე, ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–- მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, წარსულში სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა დედას ნ-----–-----–--ეს. 2----–-–------------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---–- მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელით ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ--–-----–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დედას ნ-----–-----–--ეს, რა დროსაც მან ჯერ ხელი დაარტყა დედას მარჯვენა მკლავის არეში, შემდეგ კი ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რამაც გამოიწვია ნ-----–-----–--ის ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენის გაუქმება და გ--–-----–--ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, სასჯელის მიზნებს. კერძოდ, გ--–-----–--ემ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--–-----–--ე მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--–-----–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--–-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–-----–--ის ჩვენებით, რომლის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს მისი შვილი გ--–-----–--ე წავიდა დაბა ა-----აში ბავშვისთვის წამლების მოსატანად. გ--–-----–--ე დაახლოებით 17:00 საათზე ნასვამი დაბრუნდა სახლში. სახლში იმ დროს იმყოფებოდნენ ნ-----–-----–--ე, მისი რძალი ს------- და შვილიშვილი. სახლში მისულმა გ--–-----–--ემ დედას უთხრა, რომ ვალად აიღო ბავშვისთვის კამფეტი და სიგარეტი, რაზეც ნ-----–-----–--ემ უთხრა, ისედაც ბევრი ვალი ჰქონდა და ვალს რაღატო იღებდა კიდე. ამის გაგონებაძე გ--–-----–--ემ დაუწყო დედას ჩხუბი, კერძოდ გინება დედის მისამართით, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავზე, ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის გამოც ნ-----–-----–--ეს შეეკრა სუნთქვა, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის გამოც იქნევდა ხელებს და ცდილობდა გათავისუფლებას მისი ხელებიდან. აღნიშნულის დანახვაზე გ--–-----–--ის მეუღლე ს------- ი-------ე ჩადგა მათ შუაში და გ--–-----–--ეს არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ დედას მიახლოვებოდა. გაშველებისთანავე ნ-----–-----–--ემ რძალს გამოართვა ტელეფონი პოლიციაში დარეკვის მიზნით, ამის გაგონებაზე გ--–-----–--ე გაბრაზდა, დედას გამოართვა ტელეფონი ხელიდან, ძირს დაანარცხა და გატეხა.

 

ს------- ი-------ის ჩვენებით, რომლის თანახმად 2----–-–------------ს შუადღისით, დაახლოებით 17:00 საათზე, მისი მეუღლე გ--–-----–--ე სახლში დაბრუნდა ნასვამი, რომელმაც ბავშვისთვის მიიტანა წამლები, ხოლო „ნისიად“ აიღო სიგარეტი და ბავშვისთვის ტკბილეული. სახლში ასევე იმყოფებოდა ნ-----–------–--ეც, რომელმაც თავის შვილს გ--–-----–--ეს უთხრა, რომ ისედაც ბევრი ვალი ჰქონდა და აღარ უნდა აეღო კიდევ ვალი. აღნიშნულის თაობაზე გ--–-----–--ე და ნ-----–-----–--ე შეკამათდნენ. გაღიზიანებულმა გ--–-----–--ემ დედას შეაგინა, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა მხარში და წაუჭირა ყელში ორივე ხელი ძლიერად. ნ-----–-----–--ე იქნევდა ხელებს რომ თავი გაეთავისუფლებინა, ამის დანახვაზე ს------- ი-------ე ჩაუდგა მათ შუაში და გააშველა.

 

2----–-–------------ის N624317 შეტყობინებით დადგენილია, რომ შსს ა-----ის რაიონული სამმართველოს დაურეკა ნ-----–-----–--ემ, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი შვილი გ--–-----–--ე ახორციელებს მასზე ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას.

 

2----–-–------------ის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ნ-----–-----–--ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის11 მარტს შვილის გ--–-----–--ის მიერ მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

2----–-–------------ის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ს------- ი-------ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის11 მარტს მისი მეუღლის გ--–-----–--ის მხრიდან დედის ნ-----–-----–--ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

2019 წლის 12 მარტის N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ--–-----–--ე სისტემატიურად ძალადობდა დედაზე და 2----–-–------------ს კვლავ იძალადა დედაზე, კერძოდ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

2----–-–------------ის ოქმით ალკოტესტის შემოწმების შესახებ, დადგენილია, რომ გ--–-----–--ეს შემოწმებისას დაუდგინდა 1.182% ალკოჰოლური თრობა.

 

2019 წლის 12 მარტის N---------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-----–-----–--ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღებნთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის 2019 წლის 13 მარტის დადგენილებით ნ-----–-----–--ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის N------------ საქმეზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ--–-----–--ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი გულწრფელად აღიარებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--–-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ--–-----–--ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინანიებს ჩადენილს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ--–-----–--ე (პ/N-----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.

 

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

გ--–------–--ის (პ/N-----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ თ-------–-----------------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ა--------------------------–------–--------------------------------–------------ განჩინება).

 

გ--–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–------------იდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

შავი ფერის „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, ტელეფონის უკანა ხუფი და „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი, რომელიც ინახება შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი