განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310018002382455
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2322-18, 330310018002382455

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა---------–------–---–ი

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1.ა---------–------–---–მა 2018 წლის 03 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ა---------–------–---–ის სასარგებლოდ 1 072 ლარისა და 55 თეთრის ანაზღაურება.

 

1.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, ა---------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა---------–------–---–ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი დავალიანების - 297,1 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 12 მარტის №------------------- წერილით ა---------–------–---–ს, 2018 წლის 12 მარტის №239403 განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2018 წლის 21 თებერვლის №177277 წერილი. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა (ს.ფ. 18).

 

2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის 2018 წლის 22 თებერვლის №179092 ცნობით დგინდება, რომ ა---------–------–---–ის მიმართ, 1998-1999-2000 წლებში დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1 030,46 ლარს, ამასთან კვების კომპენსაცია შეადგენს 590 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 853,43 ლარს (ს.ფ. 16);

 

2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2018 წლის 21 თებერვლის M---------------- ცნობით დგინდება, რომ ა---------–------–---–ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლებში დარიცხული გაუცემელი ფულადი კმაყოფა შეადგენს - 42,09 ლარს. 1998 წელს დარიცხული სახელფასო დავალიანება (ჯილდო) შეადგენს - 42,09 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები შეადგენს - 33,67 ლარს (ს.ფ. 17).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6, 37-ე, 1341-ე მუხლებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” მე-12 მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6-7 მუხლებით, „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 12 მარტს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია, ამდენად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ა---------–------–---–ის სასარგებლოდ 1998 წლის (ჯილდო), 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) და 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი) ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ.,თან.,დან.) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 297,1 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელეს მოთხოვნა – კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2018 წლის 12 მარტს, ანუ იმ დროს როდესაც მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 01 იანვრდამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. შესაბამისად, აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

 

5.2. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსსკ 102-ე, 105-ე და სასკ მე-4 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სწორად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ცნობები, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო იძლევა ინფორმაციას - ფაქტების კონსტატაციას, რაც არ არის აღიარება და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. სააპელაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 12 მარტის №------------------- წერილით ა---------–------–---–ს, 2018 წლის 12 მარტის №239403 განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2018 წლის 21 თებერვლის №177277 წერილი. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა (ს.ფ. 18).

 

7.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის 2018 წლის 22 თებერვლის №179092 ცნობით დგინდება, რომ ა---------–------–---–ის მიმართ, 1998-1999-2000 წლებში დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1 030,46 ლარს, ამასთან კვების კომპენსაცია შეადგენს 590 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 853,43 ლარს (ს.ფ. 16).

 

7.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2018 წლის 21 თებერვლის M---------------- ცნობით დგინდება, რომ ა---------–------–---–ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლებში დარიცხული გაუცემელი ფულადი კმაყოფა შეადგენს - 42,09 ლარს. 1998 წელს დარიცხული სახელფასო დავალიანება (ჯილდო) შეადგენს - 42,09 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები შეადგენს - 33,67 ლარს (ს.ფ. 17).

 

7.4. მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 12 მარტს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად.

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

8.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

8.3. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

 

8.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ა---------–------–---–ის მიმართ 2018 წლის 12 მარტის გაცემულ N MOD 3 18 00244389 ცნობაზე, რომლის მეორე აბზაცის თანახმად, „ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იქნა გამოყოფილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის თხოვნა“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს ა---------–------–---–ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ა---------–------–---–ის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების ერთგვარ აღიარებას და შეუსრულებლობის ისეთ მიზეზზე მითითებას, რომელიც მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო; იმავე მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

8.5. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი; ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას.

 

8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ა---------–------–---–ის სასარგებლოდ 1998 წლის (ჯილდო), 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) და 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი) ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ.,თან.,დან.) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 297,1 ლარს.

 

8.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე