განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.09.2019
საქმის ნომერი
330310018002697930
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1438-19

N330310018002697930

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გ------- სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი, ქ----------------–---–ი

წარმომადგენელი - ბ-------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რ---–-----------–---–ის, ბ-----–---–--–------ის, პ------------–---–ის, მ----------------ის და ქ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელეები - რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი და ქ----------------–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

 

2017 წლის 13 მარტის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, გ-–-----------–------------------–---–-----------------------------------------------------. სარეიტინგო ქულა - 40540 (ქულის მინიჭების თარიღი 10.03.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.02.2017 წელი).

 

2017 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, გ-–-----------–------------------–---–--------------------------------------. სარეიტინგო ქულა - 48370 (ქულის მინიჭების თარიღი 31.08.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 01.08.2017 წელი).

 

2018 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თ---–-------–-----------–-----------------------–----–--------------------------------------------------------. სარეიტინგო ქულა - 1000 (ქულის მინიჭების თარიღი 17.02.2018 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 18.01.2018 წელი).

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2011 წლის 14 იანვარს, თბილისში, ლ--------------–---------------------ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0----------------------) რეგისტრირებულია ს--------–---------ას საკუთრების უფლება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N6---- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით რ---–-----------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

1.2.2. 2017 წლის 27 თებერვალს რ---–-----------–---–მა N1--- განცხადებით (საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი, შვილიშვილი - ქ----------------–---–ი და გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რ---–-----------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: თბილისი, წ---–--------------------- (სასტუმრო „ბ-----------“), განსახლების ქალაქად ი------------ს. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი და არასრულწლოვანი შვილიშვილი - ქ----------------–---–ი. განმცხადებლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსია: რ---–-----------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, ბ-----–---–--–------ე - დიასახლისი, პ------------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, მ----------------ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

2017 წლის 23 ოქტომბერს, რ---–-----------–---–მა N5------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში (აპლიკაციაში) ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ქ. თბილისი, წ---–---------------------------- (ცხოვრობდა ქირით). მესაკუთრის მოთხოვნის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მითითებული საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად, ქირით გადავიდა მისამართზე: ქ. თბილისი, ლ-------------------------. განმცხადებელმა მითითებული მისამართის განაცხადში დაფიქსირება და მონიტორინგის ამ მისამართზე ჩატარება მოითხოვა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2017 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ლ------------------------ში შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ოჯახი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს ქირით 2017 წლის 22 ოქტომბრიდან. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდნენ თბილისში, წ---–------------------–----------------------------ში“), გარკვეული პერიოდი კი ქ. გ----–----------–---–----------ში, პაპისეულ ერთსართულიან სახლში ცხოვრობდნენ, სახლი ამჟამად დაკეტილია. რ---–-----------–---–ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 660 ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 660 ლარს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახი ფიქსირდება 48370 ქულით, რომელიც მინიჭებულია 2017 წლის 31 აგვისტოს, წინა საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის განმარტებით, მათ სახელზე ქონება არ ფიქსირდება.

 

დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2017 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. გ--------------–---–---------. ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის - რ---–-----------–---–ის მეუღლე - ბ-----–---–--–------ე. ბ-----–---–--–------ის განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა დედამთილს - გ---–-----------–--–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს. აღნიშნულ სახლში პატიმრობამდე ცხოვრობდა მისი შვილი გ------- ოჯახით. სახლიდან წილს ითხოვს განმცხადებლის ძმა - რ------------–---–ი. სახლი ძირითადად დაკეტილია და აკითხავენ პერიოდულად, გ-------ს გათავისუფლდებამდე.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს ქალაქ თბილისში, ლ--------------–------------ში განმეორებით შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ს--------–---------ა, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ აქვს. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, წ---–--------------------------------------------–ი“). ოჯახის შემოსავალი შეადგენს 880 ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ განმცხადებელი - რ---–-----------–---–ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის ინფორმაციით, დედის - გ. კ----–--–---–ის სახლიდან (ქ. გ--------------–---–---------) ამოეწერა 1994 წელს. საბინაო წიგნში მუდმივ მაცხოვრებლებად მითითებულნი არიან დედა - გ. კ----–--–---–ი და ძმები - რ------------–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი. გ---–-----------–--–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო რ------------–---–ი არადევნილ მეუღლესთან და დაოჯახებულ ვაჟთან ერთად ცხოვრობს რუსეთში.

 

1.2.3. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2017 წლის 5 ივლისს შეფასდა 4 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა;

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2018 წლის 5 მარტს შეფასდა 4.5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით კომისიამ იმსჯელა ქ. გ----–-----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დარჩენილი ბინების განაწილების საკითხზე, მათ შორის განხილულ იქნა რ---–-----------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N26) რ---–-----------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N26) ქ. გ----–-----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა რ---–-----------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეები - რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი და ქ----------------–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მ----------------ი არის ოჯახის არადევნილი წევრი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 თებერვალს რ---–-----------–---–მა N1--- განცხადებით (საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი, შვილიშვილი - ქ----------------–---–ი და გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რ---–-----------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: თბილისი, წ---–--------------------- (სასტუმრო „ბ-----------“), განსახლების ქალაქად ი------------ს. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი და არასრულწლოვანი შვილიშვილი - ქ----------------–---–ი. განმცხადებლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსია: რ---–-----------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, ბ-----–---–--–------ე - დიასახლისი, პ------------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, მ----------------ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2017 წლის 5 ივლისს შეფასდა 4 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა.

 

2017 წლის 23 ოქტომბერს, რ---–-----------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აცნობა, რომ ოჯახი ამჟამად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------------------------- (ქირით). განმცხადებელმა მითითებული მისამართის განაცხადში დაფიქსირება და მონიტორინგის ამ მისამართზე ჩატარება მოითხოვა.

 

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 ოქტომბერს, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ქალაქ თბილისში, ლ--------------–------------ში შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ოჯახი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის 22 ოქტომბრიდან, 2011 წლიდან - 2017 წლამდე თბილისში, წ---–------------------–----------------------------ში“) ცხოვრობდა, გარკვეული პერიოდი კი ქ. გ----–----------–---–----------ში, პაპისეულ ერთსართულიან სახლში, რომელიც ამჟამად დაკეტილია. რ---–-----------–---–ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 660 ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 660 ლარს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახი ფიქსირდება 48370 ქულით, რომელიც მინიჭებულია 2017 წლის 31 აგვისტოს, წინა საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის სახელზე ქონება არ ფიქსირდება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2017 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. გ--------------–---–---------. ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის - რ---–-----------–---–ის მეუღლე - ბ-----–---–--–------ე. ბ-----–---–--–------ის განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა დედამთილს - გ---–-----------–--–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს. აღნიშნულ სახლში პატიმრობამდე ცხოვრობდა მისი შვილი გ------- ოჯახით. სახლიდან წილს ითხოვს განმცხადებლის ძმა - რ------------–---–იც. სახლი ძირითადად დაკეტილია.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2018 წლის 5 მარტს შეფასდა 4.5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს ქალაქ თბილისში, ლ--------------–------------ში განმეორებით შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ს--------–---------ა, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ აქვს. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, წ---–--------------------------------------------–ი“), რ---–-----------–---–ის ოჯახის შემოსავალი შეადგენს 880 ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ განმცხადებელი - რ---–-----------–---–ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის ინფორმაციით, დედის - გულნაზი კ----–--–---–ის სახლიდან (ქ. გ--------------–---–---------) ამოეწერა 1994 წელს. საბინაო წიგნში მუდმივ მაცხოვრებლებად მითითებული არიან დედა - გ---–-----------–--–---–ი და ძმები - რ------------–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი. გ---–-----------–--–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო რ------------–---–ი არადევნილ მეუღლესთან და დაოჯახებულ ვაჟთან ერთად ცხოვრობს რუსეთში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა რ---–-----------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N26) რ---–-----------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N26) ქ. გ----–-----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა რ---–-----------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია - დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა.

 

სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება, ხოლო, ამჟამად ქალაქ თბილისში, ლ--------------–------------ში ქირით ცხოვრობენ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის განმარტებას, რომ რ---–-----------–---–ს გააჩნია ალტერნატიულის საცხოვრებელი ფართი, მდებარე გ. გ----–----------–---–-------------ში. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს ამ ეტაპზე ისარგებლოს ნათესავის საკუთრებით, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანება მოსარჩელეთა განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N0-------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.03.2019წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებაზე და არ გამოუყენებია საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა", რომლის საფუძველზეც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სასამართლომ არასწორად შეაფასა დევნილი ოჯახის აუცილებელი განსახლების საჭიროების საკითხი და მიიჩნია, რომ "დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმეტიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე". სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფართი, მდებარე ქ. გ----–----------–---–----------ში, წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ოჯახის მამაპაპისეულ საკუთრებას, რომლის ფლობის და სარგებლობის შესაძლებლობაც მოსარჩელე მხარეს შეუზღუდავად გააჩნია.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. აპელანტი მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, ასევე "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულებაზე და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის შედეგად (მათ შორის, გამოკვლეულ იქნა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ, ინფორმაცია, ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ირიცხება თუ არა საკუთრება, აუცილებელი განსახლების საჭიროების არსებობის საკითხი). შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რის გამოც, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.03.2019წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული “წესის” მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართი N6 („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) და დანართი №7 („სოციალური კრიტერიუმი“) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახის სხვის სახლში ცხოვრება (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით - 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით -1 ქულა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 27.02.2017წ. რ---–-----------–---–მა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 25.06.2018წ. სხდომაზე განიხილა რ---–-----------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე და N26 საოქმო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე რ---–-----------–---–ის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. N0-------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018წ. N26 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, რ---–-----------–---–ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ქ. გ----–-----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელეების საკუთრებაში უძრავი ქონების არარსებობა, ასევე მოსარჩელეების ამჟამად ქ. თბილისში, ლ--------------–------------ში ქირით ცხოვრების ფაქტი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ ქ. გ----–----------–---–-------------ში მდებარე რ---–-----------–---–ის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე მითითებას, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ვალდებულება, საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს შესაძლებლობა აქვთ ამ ეტაპზე ისარგებლოს ნათესავის საკუთრებით, არ ჰქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. N0-------- ბრძანება მოსარჩელეთა განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს,უკანონოდ ზღუდავს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი