განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100118002691522
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002691522

საქმე №1ბ/1044-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის

ადვოკატ: ა---------–-----–--–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: შ------------ის (მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ შ--------------------------ს დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----–-------------------------- ძებნაში მყოფის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------------ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, შ-------------- მართავდა „ტ---------“ მარკის ავტომანქანას, ქ.თბილისში, ვ-–----–----–--------------------ს მიმდებარედ, ცალმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, სადაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და უკუსვლით მოძრაობისას დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ-------------–---–ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით:

 

შ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მაჯვრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებული იმყოფება მიმალვაში და დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ გააჩნია პრეტენზია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი შ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების: მ----------------–---–ის, გ----------------ის, ნ--------------–---–ის, ნ----–------–-–---–ის,ლ-–----------–---ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, „---------------ან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერით, 2016 წლის 27 დეკემბრის ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ტრასოლოგიურ-ტექნიკური ექსპერტზიის დასკვნით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ შ------------ეს გაუმკაცრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. საქმის მასალებით დგინდება რომ მსჯავრდებულ შ------------ეს დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი არ აუნაზღაურებია და დაზარალებულს ამ თვალსაზრისით სამართლიანი პრეტენზია გააჩნია, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული არის ძებნილი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასაჯელის განსაზღვრის დროს უკვე იქნა მხედველობაში მიღბული. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო. ამავე დროს პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შ------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდა სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი, - თავისუფლების აღკვეთა, მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი შ------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი შ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი შ------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

შ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომობილი „------------ სახელმწიფო ნომრით - P------- რაც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ნ--------------–---–ს.

 

ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ შ------------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი