განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
120100119002985015
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002985015

საქმე №1ბ/1054-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ლანა ჩერქეზიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------–--------ის,მსჯავრდებულ: გ---------–-------ის,ადვოკატ: მ-------------–--ის

 

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1---------–- პირადი N------------ საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--–----------------------------–---------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით გ---------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

გ---------–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ---------–-------მა, 2019 წლის 23 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე ქ-----------–--------------–-----------–-, თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით სამი მცირეწლოვანი შვილის 1--–-–--------–------–-------ის, 1---–-–-------------------–-------ის და 4-–-–-------------–-------ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სიმამრს ჯ-----------–----ეს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა აგინა, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში, რამაც ჯ-----------–----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენის გაუქმება და გ---------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, სასჯელის მიზნებს. აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი არის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------–-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ---------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

ნ----------–-------ის ჩვენებით, რომლის თანახმად, 2019 წლის 23 მარტს, დილის საათებში, თვითონ და თავის მეუღლე გ---------–-------ი, მათი ორი შვილი ვ----–- და თ-------- გაემგზავრნენ ბორჯომის რაიონის, ს------–-------ში, სადაც აქვთ მიწის ნაკვეთი და სახლი, უნდა დაესუფთავებინათ იქაურობა. იქ გ---მ დალია რამოდენიმე ჭიქა არაყი და მანამ წამოვიდოდნენ გ---მ მიიხმო თავისთან უფროსი შვილი ვ----–-, ერთად შევიდნენ სახლში, თვითონ კი ეზოში ელოდებოდა. ფანჯარაში დაინახა, რომ რაღაცას ესაუბრებოდა ჟესტიკულაციით ვ----ოს, არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ. იქნებოდა დაახლოებით 18:00 საათი, წამოვიდნენ ქ. ბორჯომში, სახლში. გზაში გ---მ დაუწყო აგრესიული, ირონიული და აგდებული საუბარი, მიხვდა, რომ უკვე „შარზე“ იყო და უნდა გამოეწვია, მაგრამ არ აყვა. გზაში არ უთქვამს, თუ რაზე ესაუბრა ვ----–ს. როდესაც მივიდნენ სახლის ეზოში, თვითონ და თ-------- სახლში ავიდნენ, ხოლო გ--- და ვ----ო დარჩნენ ა/მანქანაში. მან კითხა მეუღლეს, თუ რატომ არ ამოდიოდა, უპასუხა აგდებულად, რომ: „მამაშენს დაურეკე, ვ----ოს აქვს მასთან საქმე, პასუხი უნდა მოთხოვოს“. ჯ-------მა დაურეკა მობილურით გ---ს და უთხრა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა და მისულიყო სასაუბროდ. სამივენი, თვითონ, გ--- და ვ----ო ავიდნენ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი დედამთილი ზ-------------ე და მცირეწლოვანი 4 წლის ს---- მამამისმა ჰკითხა გ---ს, თუ რაში იყო საქმე და რა ხდებოდა. გ---მ უპასუხა, რომ ვ----ოს ჰქონდა მასთან საქმე. ჯ-------ი მიუტრიალდა ვ----ოს და ჰკითხა:,აბა პაპა გისმენ რა საქმე გაქვს ჩემთან“. ვ----ო მიუახლოვდა მამამისს და უთხრა: ,,ადრე შენ რომ მამაჩემზე მითხარი, მამაშენი ზარმაციაო და რატომ არ მუშაობსო“. მამამისი დარჩა გაკვირვებული, რადგან მასეთი საუბარი არასოდეს ჰქონია ვ----ოს მის მიმართ. ამ დროს გ--- მოულოდნელად სწრაფად მივიდა მამამისთან და მუშტებით დაუწყო ცემა სახისა და თავის არეში. ამის დანახვაზე თვითონ და დედამთილი ზ-----ი ჩადგნენ შუაში და დაიწყეს გ---ს დაწყნარება. გაშველებაში მისი მეუღლის მიერ ჯ-------ისკენ მოქნეული მუშტი მოხვდა თავის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ--- არ ჩერდებოდა, აგინებდა მამამისს დედისა და ახლობლების მისამართით, აგრძელებდა ხელებით მამამისის ცემას, ჯ-------იც ხელებს იფარებდა, ცდილობდა მოგერიებას. ამ ყველაფრის შემსწრე იყვნენ მისი მცირეწლოვანი შვილები თ-------- და ს---, რომლებსაც შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს. ხოლო თვითონ გ---ს აწყნარებდა და ემუდარებოდა დამშვიდებულიყო. მიუხედავად ამისა, მისი არ შეისმინა გაუსხლტდა ხელიდან, მივიდა ისევ მამამისთან და მუშტებით დაუწყო ცემა თავის არეში, ასევე ფეხიც ამოარტყა სახეში. განაგრძობდა გინებას მამამისის მისამართით უშვერი სიტყვებით, ცალკე ბავშვები ტიროდნენ, ისე იყვნენ შეშინებულები ამ ყველაფრის დანახვით. მამამისს მოუტრიალდა და შეეხვეწა წასულიყო სახლიდან, გაცლოდა გ---ს, რათა ვეღარ აჩერებდნენ ისეთი აგრესიული იყო მისი მეუღლე. იმდენად შეშინებული და აღელვებული იყო, მეტი გზა არ ქონდა, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ,,112"-ში და უამბო ოპერატორს მომხდარის შესახებ, და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

თ-------- ჯ---–-------ის ჩვენებით, რომლის თანახმად 2019 წლის 23 მარტს იმყოფებოდა სახლში ბებოსთან ზ-------------ესთან და თავის პატარა ძმასთან ს--- ჯ---–-------თან ერთად. საღამოს ზუსტად საათი არ ახსოვს მათთან სახლში მოვიდა ბაბაუა ჯ-------ი მ--–----ე, რომელმაც დაურეკა მამამისს გ---------–-------ს და უთხრა მოსულიყო სახლში და იქ ესაუბრათ. მამაც მალევე მივიდა სახლში დედასთან ნ----------–----–----თან და მის ძმასთან ვ----–- ჯ---–-------ისთან ერთად, როგორც შეამჩნიეს იყო ნასვამი. მან უთხრა ბაბუას, რომ ვ----ს აქვს შენთან სალაპარაკოო. ჯ-------იც მიიწია ვ----სკენ და უთხრა რა სალაპარაკო გაქვს გისმენ ბაბუ. ვ----მ უხრა, რომ შენ მამაჩემზე ამბობდი ზარმაცია არ უნდა სამსახურის მოძებნა და მუშაობის დაწყებაო. ამ დროს გ--- მოულოდნელად სწრაფად მივიდა ჯ-------ისთან და მუშტებით დაუწყო ცემა სახის არეში. დედამისი და ბებიამისი ჩადგნე6 მათ შუაში და დაიწყეს გ---ს დაწყნარება. ამ გაშველებაში მამამისის მიერ მოქნეული მუშტი დედამისს ნ----ს მოხვდა თავის არეში. გ--- არ ჩერდებოდა, აგინებდა ბაბუამისს დედის მისამართით, მას და ს---ს შეეშინდათ და დაიწყეს ტირილი. ზ-----მა ჯ-------ი დააჯინა კრესლოში, ხოლო დედამისი ნ---- ცდილობდა გ---ს დამშვიდებას. თუმცა გ--- არ მშვიდდებოდა და ისევ მივარდა ჯ-------ისთან და დაარტყა რამოდენიმეჯერ თავში. დედამისმა ნ----მ უთხრა ბაბუამისს წასულიყო სახლიდან, რაზეც დაუჯერა ჯ-------იმ და წავიდა სახლიდან. ამის მერე დედამისმა აიღო ტელეფონი დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია.

 

დაზარალებულის ჯ-----------–----ის ჩვენებით, რომლის თანახმად 2019 წლის 23 მარტს იმყოფებოდა ახალდაბაში იქნებოდა დაახლოებით 19:00 საათი რა დროსაც ტელეფონზე დაურეკა მისმა სიძემ გ---------–-------მა და უთხრა რომ ამოდი ეხლა აქ და ვ----ოს ბოდიში მოუხადეო. მას ეტყობოდა ხმაზე რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ვერ მიხვდა თუ რა უნდოდა მას და ახალდაბიდან გამოყვა ბორჯომში ტაქსს. მივიდა პირდაპირ მის შვილთან სახლში, სახლში როდესაც შევიდა იყვნენ შუთანა და პატარა შვილიშვილი და ასევე გ---------–-------ის დედა ზ-----ი. ვინაიდან გ--- სახლში არ იყო დაურეკა და უთხრა, რომ მასთან იყო სახლში და მოსულიყო, რის შემდეგაც მალევე შევიდა სახლში გ--- და მისი უფროსი შვილიშვილი ვ----ო, გ--- შემოსვლისთანავე აგრესიული იყო მის მიმართ და მან უთხრა ვ----ოს საქმე აქვს შენთანო, მან ვ----ოს მიმართა და კითხა რა ხდება ბაბუთქო, რაზეც უპასუხა მან რომ ამის წინ მამაჩემზე რატო თქვი უქნარააო. მან ცადა აეხსნა ბავშვისათვის, რომ ცუდი არაფერი უთქვამს, ამან უარესი აგრესიული გახადა გ--- მის მიმართ, წამოხტა მდივანიდან ფეხზე და ხმამაღლა დაუწყო გინება უცენზურო სიტყვებით და ღრიალებდა გაეთრიე აქედანო, მიუახლოვდა და მოულოდნელად დაარტყა ხელი თავის არეში რა დროსაც განიცადა თავის არეში ფიზიკური ტკივილი. ხელის კვრით ცადა მოეშორებინა გ--- თავიდან, რთმ სახის არეში არ დაერტყა და რამე არ დატყობოდა სახეზე, მაგრამ იგი ხელებს კვლავ იქნევდა მისი მიმართულებით რომ დაერტყა, რის გამოც ხელები დაუკავა მას და ცდილობდა დაეკავებინა.

 

ვ----– ჯ---–-------ის ჩვენებით, რომლის თანახმად 23 მარტს დილის საათებში ვ----–- ჯ---–-------ი, გ---------–-------ი, დედამისი ნ----------–-------ი და ძმა თ-------- წავიდნენ ბორჯომის რ-ნ, ს------–-------ში, სადაც დაასუფთავეს იქ არსებული მიწის ნაკვეთი, შესვენების დროს მამამისმა დალია რამდენიმე ჭიქა არაყი, საღამოს ქ------------- სახლში დაბრუნების შემდეგ, მამამისმა გ--- ჯ---–-------მა დაურეკა ჯ-----------–----ეს და უთხრა ,რომ მისულიყო მათთან სახლში, რადგან საქმე ჰქონდა. პაპამისის მისვლის შემდეგ ვ----ო შევიდა ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად, რა დროსაც შემოესმა გ---სა და ჯ-------ის ყვირილის ხმა. ის გამოვიდა ოთახიდან და დაინახა, რომ დედამისი ნ---- და ზ-----ი აშველებდნენ მამამისსა და პაპამისს, რომლებიც ჯიკაობდნენ და ერთმანეთს აგინებდნენ ხმამაღლა. თვითონაც შეეცადა მათ დაწყნარებას, მიზეზი თუ რატომ შეკამათდნენ ისინი მან არ იცის. ყველაფერი მალევე დასრულდა, პაპაც და მამაც მალევე გავიდნენ სახლიდან.

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ---------–-------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შეს---მისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი გულწრფელად აღიარებს ჩადენილს, დამამძიმებელი გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------–-------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შეს---მისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ---------–-------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, კმაყოფაზე ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ---------–-------ი პ/ნ N----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის,,ბ“ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

გ---------–-------ის პ/ნ #1---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გ---------–-------ის (პ/ნ-1----------) მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, 10 000 ლარის ფარგლებში, დაყადაღებული ჯ-----------–----ის (---------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 10486,00 კვ.მ., მდებარე ბ-----------------------------–-----–--------------------------------------------

 

გ---------–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 23 მარტიდან 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი