განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 150100118002479449
საქმე №1ბ/1280-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ რ------ მ--------ის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) – რ------ მ--------ის (დაბადებული 1--- წლის 01 იანვარს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არ მქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ი) მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირელი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ------ მ--------მა, აპელანტი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. აპელანტის პოზიციით ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, საქმის მასალებით არ დასტურდება რ------ მ--------ის მიერ ცულის და რკინის ნაჭრით ავტომანქანის გამოკიდების და დანის დარტყმის ფაქტი, ასევე არ არსებობს დაზიანების კვალი ავტომანქანზე. აპელანტის განმარტებით ის არ დამუქრებია გევორქ გულიანს, შესაბამისად მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ო-----------ემ, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ რ------ მ--------ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულის მხარესთან, მას არ არქვს გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და ამასთანავე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, არსებობს საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობა მუქარა გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ დაზარალებული სარგებლობდა სოფელში არსებული საერთო წყლით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:
რ------ მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 05 აპრილს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ში, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა რ------ მ--------სა და გ------- გ---–-----ს შორის ამავე სოფელში მდებარე წყაროს თაობაზე, რა დროსაც რ------ მ--------ი მის ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით. შეშინებული გ------- გ---–-----ი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მოასწრო მისი მართვის ქვეშ მყოფ „გაზ-24“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო რ------ მ--------მა მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარას. რ------ მ--------ის ზემოაღნიშნული მუქარის გამო გ------- გ---–-----ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ავტომანქანით დატოვა კონფლიქტის ადგილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ------ მ--------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველ რიგში პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ------ მ--------ის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ------ მ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის ჩვენებების მიხედვით, აღნიშნული კონფლიქტის დროს რ------ მ--------ი დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით. გ------- გ---–-----ი შეშინდა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. რ------ მ--------მა გააგრძელა დევნა, იგი ჯერ გ------- გ---–-----ს მისდევდა, ხოლო შემდეგ გ------- გ---–-----ის ავტომანქანას და მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა ავტომანქანის ძარას, რომელშიც ისხდნენ გ------- გ---–-----ი და მისი ოჯახის წევრები .
მოწმე გ------ ს--------–---ის ჩვენებით 2018 წლის 05 აპრილს სოფელში ნახა, რომ რ------ მ--------ი წყაროსთან იყო და რაღაც მილს ჭრიდა. ამ დროს მივიდა გ------- გ---–-----ი და ჩავიდა ხევში (წყაროსთან) . როდესაც გ------- გ---–-----ი მიუახლოვდა რ------ მ--------ს დაიწო მათ შორის შელაპარაკება. მისივე განმარტებით მან დაინახა, რომ რ------ მ--------ი დანით ხელში გაემართა გ-------ის მიმართულებით, რა დროსაც გ------- გ---–-----მა ადგილზე არსებული ცული და მოგრძო რკინა აიღო და მანქანისკენ წავიდა. გ------ ს--------–---ის ჩვენებით, რ------ მ--------ი დანით ხელში მისდევდა ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, იგი დაეწია მანქანას და სამი-ოთხჯერ დაარტყა მანქანას.
2018 წლის 05 აპრილის დათვალიერების ოქმით გაზ-24 მარკის ა/მანქანის მარცხენა მხრის უკანა ფრთაზე ორ ადგილას საღებავი გაკაწრულია, ერთი 1.5 სმ-ით და მეორე 0.5 სმ-ით.ასვე აღენიშნებოდა ნაკაწრები უკანა კარის ფანჯრის ჩარჩოს ნაწილზე .
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ------ მ--------ს არ უარყვია აღნიშნული ინციდენტი, მაგრამ განმარტა, რომ შელაპარაკების პროვოცირება მოახდინა გ---–-----მა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ------ მ--------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ განუხორციელებია სისცოცხლის მოსპობის მუქარა გ------- გ---–-----ის მიმართ და მოწმეთა ჩვენები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის, გ-------– კ-------------, ვ------- პ---------, ჩვენებებს, ბრალდებულის ჩვენებას და განმარტებებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (ფოტოსურათებით) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით რ------ მ--------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მსჯავრდებულის პოზიცია, იმის თაობაზე რომ საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და მიკერძოებული, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რ------ მ--------ის მიერ მუქარის განხორციელება დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რა დროსაც მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულების და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული დაზარალებულის და მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (გ------- გ---–-----ის, გ------ ს--------–---ის, კ------ მ--------ის, რ------ მ--------ის, რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, გ-------– კ-------------, ვ------- პ--------- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით), ავტომანქანის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით), რ----- გ---–-----ის მიერ წარმოდგენილი ნივთების დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები) პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ამასთან აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ დანის გამოყენებით არ დამუქრებია გ------- გ---–-----ს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მართალია გამოძიებით არ იყო იდენტიფიცირებული დანაშაულის იარაღი - დანა, თუმცა დადგენილია დანის არსებობა და მუქარის დროს ბრალდებულის მიერ დანის დემონსტრირება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გაანალიზდა, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, რის შედეგად გამოიკვეთა რ------ მ--------ის მიერ სისხლის სამართლი კოდექსით გათვალიწინებული მუქარის განხორციელების შემადგენლობა.
მსჯავრდებული რ------ მ--------ი უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს განიცადა თუ არა დაზარალებულმა რეალურად შიში. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, რომ არ არის დადგენილი გ------- გ---–-----ის მხრიდან შიშის გაჩენის ფაქტი და ყველაფერი არის გ---–-----ების მიერ ხელოვნურად შექმნილი პროვოკაცია. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს მუქარის დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. სწორედ მოცემული განმარტების გაანალიზებით მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული პირდაპირი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება: კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა, რა დროსაც ფიგურირებს დანის დემონსტრირება და პალატა თვლის, რომ ზ/აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, დაზარალებულს რ------ მ--------ის მუქარაზე, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური. აღნიშნულ შეფასებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დაზარალებული გაიქცევა შემთხვევის ადგილიდან, რაც იძლევა დამატებით იმის საფუძველს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა შიში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ------ მ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ------ მ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ რ------ მ--------ი არ არის ნასამართლევი.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა იარაღად დანის გამოყენებით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
ბრალდების მხარის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული რ------ მ--------ი არ არის შერიგებული დაზარალებულ მხარესთან, მას არ აქვს გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ამასთანავე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არსებობს საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის და შესაბამისად თავისუფლების აღკვეთა უფრო ეფექტიან ზეგავლენას მოახდენდა მსჯავრდებულზე, პალატა ვერ დაეთანხმება . პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ------ მ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი (მისი წარსული არ არის შებღალული), დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, ითვალისწინებს მის ასაკს -არის 70 წელს გადაცილებული და მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ რ------ მ--------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ------ მ--------ის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი რ------ მ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ რ------ მ--------ის სააპელაციო საჩივრი.
არ დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი რ------ მ--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
რ------ მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
რ------ მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;
საქმეში არსებული ნივთმტკიცებები (რ------ მ--------ისაგან ამოღებული ერთი ცალი დანა პაკეტის ნომერი FCI549452, გ------- გ---–-----ისაგან ამოღებული ერთი ცალი ცული ერთი ცალი ლითონის საგანი (ე.წ. მანტიროვკა) პაკეტის ნომერი FCI522312) საქმეზე საბოლოო გადაწუვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე: თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი