განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002944088
საქმე №1ბ/1171-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ--------------ის,მსჯავრდებულ: ლ---------------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------------------–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ბ-------------–----–-----------–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით ლ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ლ---------------–---–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათი.
ლ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლ---------------–---–ი და თ---------------–-----ი ცხოვრობდნენ თბილისში, ბ-------------–----–-------------------–------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ საერთო სამი შვილი. აღნიშნულ მისამართზე, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით და სოციალური ცხოვრების სფეროში მამაკაცის მიერ ქალისთვის განსაზღვრული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, სტერეოტიპული გენდერული როლების მორჩილების მოთხოვნით, კერძოდ კი იმ მოტივით, რომ თ---------------–-----მა უარი განაცხადა მეოთხე შვილის გაჩენაზე, ლ---------------–---–ი მის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ლ---------------–---–ისთვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს. ამდენად მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მის მიმართ დანიშნულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი, რათა დაცულ იქნას დაზარალებული და თავიდან იქნას აცილებული ლ---------------–---–ის მხრიდან მომავალი საფრთხე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ---------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
დაზარალებულ თ---------------–-----ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დაახლოებით 15 წელი დაოჯახებული იყო ლ---------------–---–ზე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 2019 წლის წლის 6 თებერვალს არაოფიციალურად გაშორდა მეუღლეს, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ლ------------–---–- მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეოთხე შვილის გაჩენას. მეოთხე შვილის გაჩენისთვის არც მორალურად და არც ფიზიკურად მზად არ იყო, რადგან უმცროსი შვილი ლ-–---------ი დაიბადა დაუნის სინდრომით და განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებდა. დაზარალებულის ჩვენებით, თუკი იგი მეოთხე შვილს არ გააჩენდა, ლ------------–---–- ემუქრებოდა, რომ არ მისცემდა თანხას პირადი მოხმარებისთვის, ხოლო თუ განქორწინებას გადაწყვეტდა მტრად ექცეოდა და სიცოცხლეს გაუმწარებდა. დაზარალებულის ჩვენებით ფსიქოლოგიური ტერორი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდებოდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თ---------–-----ი საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე თ---------–-----ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ლ-----------–---–ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა უცენზურო სიტყვებით. ამავე დღეს, დაზარალებულის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი ლ-----------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულის განმარტებით, ლ-----------–---–ი ხშირად, ხაზგასმით ამბობდა, რომ ოჯახში იყო უპირატესი და ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მას სურდა, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, არ აძლევდა სწავლისა და დასაქმების უფლებას.
დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმეების - ი--------------–------------–----------–---–------–----------–-------------------–----–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელ ორდერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ---------------–---–ისთვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრაის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ---------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ლ---------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, განქორწინებულია მეუღლესთან და სამივე შვილს ეხმარება მატერიალურად, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ლ---------------–---–ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი