განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010210119003069309
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210119003069309

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-829-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - შპს ჯ--- ფ----- ს------სი

წარმომადგენელი - ლ-------------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ს-----ე

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით მ------ ს-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ჯ--- ფ----- ს------ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) საკუთრებად რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: - მოდელი - KIA OPTIMA 2.4, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - P------, შასი/ვინი - 5----------------. - მოდელი - OPEL COMBO, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. - მოდელი - FORD TRANSIT, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მ------ ს-----ემ სარჩელი აღძრა შპს ჯ--- ფ----- ს------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა გაუქმდეს სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე მიღებული ბრძანება, აღდგენილი იქნას გათავისუფლებამდე დასაქმებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი. 2.2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვს ყადაღა დაედოს შპს ჯ--- ფ----- ს------ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) საკუთრებად რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს: - მოდელი - KIA OPTIMA 2.4, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - P------, შასი/ვინი - 5----------------. - მოდელი - OPEL COMBO, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. - მოდელი - FORD TRANSIT, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების ღონისძიების გამოყენება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის დასაბუთებული ვარაუდი. უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიის შექმნა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება, მოსარჩელეს ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამავე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით კი უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების აკრძალვა. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს საქ. სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძვლით. 2.4. სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული ამის დასაბუთება ევალება განმცხადებელს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე გარემოება. კერძოდ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში თუ: - არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც აუცილებელია გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. - არსებობს აუცილებელი კავშირი გამოსაყენებელ უზრუნველყოფის ღონისძიებას და დავის საგანს შორის (პირდაპირი კავშირი). - გამოყენებული ღონისძიება უზრუნველყოფს მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას. - სამომავლო გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ვერ აღსრულდება ან გართულდება მისი აღსრულება. - მოსამართლის დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. მოცემული კრიტერიუმები აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. თუ რომელიმე მათგანი არარსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა არარსებობს. განცხადების წარმოდგენა ავტომატურ რეჟიმში არ იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს მტკიცებულებებით და მათი ერთობლიობა უნდა ქმნიდეს გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებულ შინაგან რწმენას, ანუ დასაბუთება უნდა ადასტურებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმის არსებობას. 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება დასაბუთებული იყო. მასში ამომწურავად იყო მითითებული, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობა და აუცილებლობა, ასევე მისი კავშირი სამომავლოდ აღსასრულებელ გადაწყვეტილებასთან. დასაბუთებული იყო ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც აუცილებელი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ერთერთი სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდებოდა იძულებით განაცდურის ანაზრაურებას. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სამუშაოდან უსაფუძვლო გათავისუფლების გამო, 2019 წლის 30 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად, მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 3000 ლარი. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, შეუძლებელი იყო დადგენილიყო არსებობდა თუ არა იძულებითი განაცდური. ეს უნდა დადგინილიყო საქმის არსებითი განხილვით. მანამდე მხოლოდ ვარაუდებია ცნობილი. დასახელებული ვარაუდები მოითხოვს მაღალი სტანდარტის შემოწმებას. საქმის განხილვით თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდაა სამსახურიდან გათავისუფლებული, ბუნებრივია სარჩელი დაკმაყოფილდება. მოსარჩელის მიერ იძულებით განაცდურის მიღებით კი აღსდგება მისი დარღვეული უფლებები. 2.7. დარღვეული უფლებების აღდგენა დაკავშირებულია გადაწყვეტილების აღსრულებასთან. მისი აღსრულების გარეშე შეუძლებელია დარღვეული უფლების აღდგენა. მართლმსაჯულების ინტერესში შედის არა მხოლოდ დავის დასრულება გადაწყვეტილების მიღებით, არამედ მის ინტერესში შედის მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება, ამიტომ სასამართლო ზრუნავს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის წინასწარი გარანტიის შექმნაზე. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება ვეღარ აღსრულდეს, ან მის აღსრულებას შეექმნება სირთულე, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სასამართლომ წინასწარ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის თაობაზე არაერთგზისაა მითითებული როგორც ქართული სასამართლოების ისე ევრო სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. მათ შორისაა ევრო სასამართლოს გადაწყვეტილება ,,ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ”. საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გარანტიის შექმნა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც 6-ე მუხლით გარანტირებული უფლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე იქნებოდა ილუზიური, თუკი ეროვნული სასამართლოს სისტემა დაუშვებს, რომ საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, მართებულია მოსაზრება მასზედ, რომ დავის განმავლობაში მოპასუხეს ექნება სატრანსპორტო საშუალების განკარგვის უფლება. ასევე დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხის მიერ ქონების გასხვისება გაართულებს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. გართულებაში მოიაზრება ის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში დამოკიდებულია მოპასუხის ნებაზე ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და მოსარჩელეს გადაუხადოს დაკისრებული თანხა. თუ მოპასუხე ასეთ ნებას არ გამოხატავს, მაშინ გადაწყვეტილება მიქცეული იქნება იძულებით აღსრულებაზე. ამ ფორმით გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია მოპასუხის მატერიალურ აქტივებზე, რომელთა რეალიზაციითაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ მოპასუხეს არ ექნება ქონებრივი აქტივები, მაშინ გადაწყვეტილება შეიძლება ვეღარ აღსრულდეს, რადგანაც მოპასუხეს არ ექნება გადაწყვეტილების აღსრულების რესურსი. ასეთ ვითარებაში კი სარჩელის განხილვა და დადებითად გადაწყვეტა დაკარგავს ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ მნიშვნელობას და ვერ გამოიწვევს იმ იურიდიული შედეგების დადგომას, რომლებიც თან უნდა მოჰყვეს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა შპს ჯ--- ფ----- ს------სმა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. იურიდიული პირის ქონებაზე, რომელიც გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ნაკლებად მკაცრი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგალითად აუკრძალოს მოპასუხეს ქონების გასხვისება ან/და დაგირავება, რათა მოპასუხეს ჰქონდეს შესაძლებლობა შეუფერხებლად გააგრძელოს თავისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება მოგების მიღების და სამეწარმეო საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით. 3.2. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება მასზე, რომ მოპასუხე თავს აარიდებს ვალდებულების შესრულებას, არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობისათვის დასკვნის საფუძველს. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეუამდგომლობა არ შეიცავს მითითებას იმგვარ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადების გარეშე გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე დღევანდელ დღემდე მოქმედი კომპანიაა. შუამდგომლობის აღმძვრელი მოსარჩელე არ მიუთითებს მოპასუხის გადახდისუუნარობაზე, ვალაუვალობაზე, ფინანსურ კრიზისზე, ასევე მასზე, რომ მოპასუხე კომპანია არ არის მოქმედი შემოსავლების არ მქონე საზოგადოება და რომ მოთხოვნილი ღონისძიება წარმოდგენს მოსარჩელის უფლებების დაცვის ერთადერთ საშუალებას. 3.3. არ იყო იმ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა გამართლებული, რომელიც საქმეში არსებული მასალების ანალიზით არ იძლეოდა სამომავლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. 3.4. სასამართლომ მიიღო რა სამეწარმეო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ყადაღის დადების გადაწყვეტილება, იმავდროულად, საერთოდ არც კი იმსჯელა ამით გამოწვეულ ზიანზე. სატრანსპორტო საშუალებების დაყადაღებით მოპასუხეს უთუოდ მიადგება გარდაუვალი ზიანი, რამეთუ მისი საქმიანობა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობაა.

 

4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ მ------ ს-----ემ სარჩელი აღძრა შპს ჯ--- ფ----- ს------სის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. 4.2. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად, გასაჩივრებული განჩინებით, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 4.4. ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 4.5. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 4.5.1. ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა სახდელდადებული. 4.5.2. 2019 წლის 30 აპრილს საწარმოს დირექტორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზის მითითების გარეშე. 4.5.3. 2019 წლის 21 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს უშედეგოდ მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების და მისი წერილობითი დასაბუთების გადაცემა. 4.5.4. მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი, უვადო ხელშეკრულება. 4.5.5. მოსარჩელის ყოელთვიური ხელფასის ოდენობა მითითებული იყო შემოსავლების სამსახურის ცნობებში და ყოველთვიურად შეადგენდა, ხელზე ასაღებ 3000 ლარს. 4.6. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. 4.6.1. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით კი, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. 4.6.2. ამ ნორმათა შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და, მის მიერ მითითებული ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. 4.7. პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ნაწილობრივ, დასაბუთებულიცაა, რადგან თუ მოპასუხე კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს განკარგავს ან ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთავს და სხვა ქონება აღარ დარჩება, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. 4.8. ამის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არსებობდა. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ე.ი. ვადამდე შრომის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სარჩელის ფასი 3000X36=108000 ლარია. 4.9.1. მომჩივანს სასამართლოსათის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის მოცულობის და შემოსავლების გათვალისწინებით მას აღნიშნული თანხის გადახდა ქონების რეალიზაციის გარეშეც შეუძლია. 4.9.2. ამიტომ, მომჩივანის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, დაუსაბუთებელია. 4.10. თუმცა, ამავროულად, პალატა ეთანხმება მომჩივანს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. 4.10.1. ამის შესაბამისად, მოძრავ ნივთებზე, მათ შორის, ავტომობილებზე ყადაღის დადებით მოპასუხეს, არა მარტო, მათი გასხვისება ან დაგირავება, არამედ, ჩვეულებრივ, ამ ქონებით სარგებლობაც ეკრძალება. 4.10.2. ამის შედეგად, ბუნებრივია, მოპასუხე ქონებას ვეღარ გამოიყენებს, ეს კი მის უფლებებს არათანაზომიერად შეზღუდავს და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 4.11. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეც, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებაში, მოპასუხის მხრიდან, მხოლოდ ქონების რეალიზაციის საფრთხეზე მიუთითებდა. 4.12. ამის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოპასუხის კუთვნილ ქონებას ყადაღა შეცდომით დაადო. 4.13. ამიტომ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მომჩივანს კუთვნილი ავტომობილების გასხვისება და დაგირავება უნდა აეკრძალოს. 4.14. პალატის აზრით, ის, თუ რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა, უნდა გადაწყდეს საქმის არსებითად განხილვის დროს და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე. 4.14.1. პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მართალია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა, ამავე ნორმის შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 4.15. პალატა არ ეთანხმება მომჩივანს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ადგება ზიანი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.15.1. გარდა ამისა, ამ ნაწილში, მომჩივანის პრეტენზია ყადაღის არსებობას ემყარებოდა, უზრუნველყოფის ეს ღონისძიება კი პალატამ გააუქმა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მ------ ს-----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს ჯ--- ფ----- ს------სს უნდა აეკრძალოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების: - მოდელი - KIA OPTIMA 2.4, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - P------, შასი/ვინი - 5----------------. - მოდელი - OPEL COMBO, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. - მოდელი - FORD TRANSIT, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W---------------- გასხვისება და დაგირავება.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ჯ--- ფ----- ს------სის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. მ------ ს-----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს ჯ--- ფ----- ს------სს აეკრძალოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების: - მოდელი - KIA OPTIMA 2.4, გამოშვების წელი - 2013, სახელმწიფო ნომერი - P------, შასი/ვინი - 5----------------. - მოდელი - OPEL COMBO, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W----------------. - მოდელი - FORD TRANSIT, გამოშვების წელი - 2008, სახელმწიფო ნომერი - C------, შასი/ვინი - W---------------- გასხვისება და დაგირავება;

5. უზრუნველყოფილი სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს 108000 ლარით;

6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

7. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა