განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114683255
თ---–---ს სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6035-18 24 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შპს „ბ------–ი ჯ-----ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გიორგი გ------–---–ი, გ----------ითბერიძე, ლ---- გ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი-----–- ლ---------–---ი, თ------ ქ-------------ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე, ნ--------------ი
დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულდ დაკმაყოფილდება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეების - ი-----–- ლ---------–---ისა და თ------ ქ-------------ისათვის სოლიდარულად, შპს „ბ------–ი ჯ-----ის“ სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 5--------–---ის - ანაზღაურების დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ბ------–ი ჯ-----ის“ სარჩელი თ------ ქ-------------ის და ი-----–- ლ---------–---ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ------ ქ-------------ს და ი-----–- ლ---------–---ს მოსარჩელე შპს „ბ------–ი ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1---- ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 998-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ზიანის ზუსტი ოდენობის დასადგენად იქნა წარმოდგენილი. ლ---- ს----------–ის სახელობის ს----------–---------------ის ე---------–- ბ-------- ს--------–-------------------ის დ------ს, სასამართლო განაჩენში დაკითხულ პირთა მიერ აღიარებული თანხების, კონსიგნატორებთან გაფორმებული შედარების აქტების და სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა არათუ აღწევს, არამედ აჭარბებს კიდეც 5--------–-----
5.2. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ 2-----–---ი სია ეკუთვნის მსჯავრდებულებს, რომლებიც აღნიშნული სიით ჯერ კიდევ სისხლის სამართლის მსვლელობისას ამტკიცებდნენ, რომ ფულადი თანხა გაბნეული იყო 2-----–--- კონსიგნატორთა სიაში. როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოზე დაკითხული იქნენ კონსიგნაციის სიაში მითითებული პირები, რომელთა ნაწილმა (--------------) აღიარა, რომ იმ მომენტისთვის მართლაც ჰქონდათ დავალიანება შპს „ბ------–ი ჯ-----ის“ წინაშე. მათ მიერ დასახელებული თანხების, რომელიც ასევე გამყარებულია შედარების აქტებით, ჯამური ოდენობა არ აღემატება 3--------–---ს. კონსიგნატორთა 2-----–---ი სიიდან ნაწილმა (--------------- საერთოდ უარყო ვალდებულების არსებობა, რაც იმ ეტაპზევე მოწმობდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი იყო გაყალბებული და არარსებული ვალდებულებები მიწერილი ჰქონდათ იმ პირებს, რომლებსაც კომპანიის წინაშე ვალდებულება რეალურად არ გააჩნდათ. საწინააღმდეგო მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესზე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. არც სამოქალაქო საქმის განხილვისას მომხდარა მოპასუხეების მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. მათ მიერვე წარმოდგენილი სიიდან, ნაწილმა უარყო ვალდებულების არსებობა, რაც მთლიანად აღნიშნული სიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ სიაზე აპელირება, იმ დროს, როდესაც სიის სანდოობა საეჭვოა და მასში დასახელებული პირები დაკითხულ იქნენ გამოძიების და სისხლის სამართლის პროცესის ეტაპზევე, ნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად განაჩენში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები.
5.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2----–-–--------------- ა--------------– დ------ში ნახსენები ფაქტები. აღნიშნული ა--------ს დ------ თავისი შინაარსით სცდება აუდიტორის წინაშე დასმული საკითხის ფარგლებს და ფაქტებს აფასებს იურიდიულ ჭრილში, რაც მისი გაზიარების საკითხს ეჭქვეშ აყენებს. წარმოდგენილი დ------ არც ფაქტობრივი სიზუსტით და არც ლოგიკური ბმით, არ პასუხობს საქმეში არსებულ მასალებთან შესაბამისობას. რეალური ვითარება კი ისაა, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული ციფრების მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებითაც კი, კონსიგნატორებში არსებული თანხა არის არა 4--------–---ი, როგორც ეს დ------შია ასახული, არამედ ის არ აღემატება 3--------–---ს (იხ. საქმეში არსებული მასალები გვ. 39-41; 2----–-–------------------------------–----------ნი). ამ ფაქტობრივი უზუსტობის გადამოწმება შესაძლებელია როგორც განაჩენში დასახელებული რიცხვების შეკრებით, ისე სხდომის აუდიო ჩანაწერების მოსმენის, ისე შედარების აქტების დაჯამებით. შესაბამისად, თუ ლოგიკურ ბმაზე ამ ეტაპზე არ გაამახვილებდა სასამართლო ყურადღებას და მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ა--------ს დ------ში შემოთავაზებულ კომბინაციას მხოლოდ არითმეტიკულად შეასრულებდა, რაც გულისხმობს „განაჩენში მითითებულ მიახლოებულ თანხას“ 5--------–---ზე მეტს, გამოკლებული კონსიგნატორთა მიერ აღიარებული დავალიანება, ანუ 3--------–---ი, ამის შედეგად სხვაობას 1--------–------ მეტს მაინც მიიღებდა. შესაბამისად, დ------ს ამ გზით გაზიარების შემთხვევაშიც კი, გაუგებარია რა საფუძვლით იქნა შეფასებული მიყენებული ზიანი 1------–------.
ა--------ს დ------ში მოცემული რიცხვების ამგვარი არითმეტიკული გაანგარიშება, საწყისშივე მცდარია. უფრო კონკრეტულად, ა--------ს დ------ს მიერ შემოთავაზებული კომბინაცია (მიყენებული ზიანის დაანგარიშების პრინციპის თაობაზე), ეფუძნება მცდარ ლოგიკას და მიზნად ისახავს რიცხვებით მანიპულირებას, რასაც სასამართლო ყურადღებით უნდა მოკიდებოდა. კერძოდ, მცდარი ლოგიკაა „განაჩენში მითითებულ მიახლოებულ თანხას“ 5--------–---ზე მეტს, გამოაკლდეს კონსიგნატორთა დავალიანება, რადგან თავად სასამართლოს განაჩენში აღნიშნული აქვს, რომ „კონსიგნატორთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის, მათ შორის, განსხვავებული ჩვენებებისა და ასევე მიახლოებითი თანხების გაზიარების შემთხვევაშიც კი, ზიანის თანხა აღემატება 5--------–---ს“. შესაბამისად, ა--------ს დ------ს ლოგიკურობა იმის შესახებ, რომ კონსიგნატორთა მიერ დასახელებული თანხები უნდა გამოაკლდეს 5--------–---ს, ხდება საეჭვო, მაშინ როდესაც, სასამართლო განაჩენში პირდაპირ არის მითითება იმის თაობაზე, რომ მიყენებული ზიანის 5--------–---ზე მეტად შეფასება მოხდა მას შემდგომ, რაც სასამართლომ გაითვალისწინა კონსიგნატორთა მიერ დასახელებული თანხები. ხოლო, თუ რატომ იქნა 5--------–---ზე მეტად ზიანი შეფასებული, უნდა დადგინდეს არა სასამართლოს მიერ დასახელებულ 5--------–---ის და კონსიგნატორთა მიერ აღიარებული თანხის სხვაობით, არამედ საქმეში წარმოდგენილი ს--------–--------------------ს დ------თ (ლ---- ს----------–ის ს----–------------------ის ე---------–- ბ-----ო) გამოსაკვლევ პერიოდში საქონლის რ---–----–იიდან მისაღებ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადგენილ მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობის, 8-- 3--.6- ლარის (ამას ემატება სალაროს დანაკლისი 1------ ლარი) და კონსიგნატორთა მიერ დასახელებული თანხების, 3--------–---ის სხვაობით, რის შედეგადაც სასამართლო მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას. ამ რიცხვთა სხვაობა (8--3--.6-+1------------) აჩვენებს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა მართლაც აჭარბებს 5--------–----- მაგრამ, ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მოსარჩელის მოთხოვნა შეადგენდა 5--------–---ს, რაც მიყენებული და უტყუარად დადგენილი ზიანის ოდენობას ჩამოცდება და ექცევა დადასტურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში.
ზემოთ ნახსენები 2----–-–----------ის ა--------ს დ------ არ შეიცავს მითითებას თუ რა საკვლევ მეთოდზე დაყრდნობით შეისწავლა საქმის მასალები ა---------- დ------ში გადმოცემული მოსაზრებები ფაქტებს აფასებს იურიდიულად რაც სცდება ა--------ს კომპენტენციას.
5.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, მოსარჩელის მიერ 1------–-ის ხელახლა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების აუცილებლობა, კერძოდ:
სისხლის სამართლის საქმეში დაკითხული მოწმეების მიერ დასახელებული ჩვენებები გადმოცემულია სასამართლო განაჩენში. ასევე დაკითხვის აუდიო ჩანაწერები, მათთან გაფორმებული შედარების აქტები წარმოდგენილია საქმეში. მათი ჩვენებების ტექსტური და აუდიო სახით გადმოცემული ინფორმაცია, გამყარებულია ისეთი იურიდიული სახის დოკუმენტებით, როგორიცაა შედარების აქტები. აღნიშნული მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამ ფონზე, სასამართლოს მიერ მოწმეთა ხელახალი დაკითხვის თაობაზე მსჯელობა საკმარის იურიდიულ დასაბუთებას არ შეიცავს. ამასთან, სარჩელის წარმოდგენიდან 3 წელზე მეტია გასული და თუკი მოხდებოდა აღნიშნულ მოწმეთა დაკითხვის პროცესის დაწყება, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად ინფორმატიული და თანხვედრაში იქნებოდა მათ მიერ დასახელებული რიცხვები წლების შემდგომ. ნაწილ მათგანს შესაძლოა საბუღალტრო ჩანაწერები გაუქმებულიც კი ჰქონდეს, მათი შენახვის ვალდებულებას ამ პერიოდით, კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს. გარდა ამ სირთულისა, შესაძლებელია, 1------–-იდან, ნაწილ იურიდიულ პირს საქმიანობა შეჩერებული/ლიკვიდირებული, ხოლო ფიზიკური პირებიდან - გარდაცვლილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არც ყოფილიყო. ამიტომ, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა ეშუამდგომლა კონკრეტულ პირთა დაკითხვის თაობაზე. მხარისათვის მტკიცების ამგვარი სტანდარტის დაკისრებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი არ ითვალისწინებს. მათგან მისაღები ინფორმაცია წერილობითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია საქმეში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. ი-----–- ლ---------–---ი 2----–-–---------–-----ან 2----–-–----- თ-------–--დე მუშაობდა შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ (ამჟამად შპს „ბ------–ი ჯ-----ის“) ქ-------ის ს------–----–--------------ე გ---------–-ს პოზიციაზე, ხოლო 2----–-–----- თ-------–---ან 2----–-–----------------დე პერიოდში - კომპანიის ი-------ის რ------ის რ---–----–იის უ-------ის პოზიციაზე.
9.2. თ------ ქ-------------ი 2----–-–-ს პ------–--------–---ან მუშაობდა შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ (ამჟამად შპს „ბ------–ი ჯ-----ის“) ქ-------ის სარ---–----–იო ო-------------------–ად, ხოლო 2----–-–-ს პ------–-------------ან ეკავა ამავე პ----------------–-----ს პოზიცია.
9.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით (საქმე N--------), რომლიც კანონიერ ძალაშია, თ------ ქ-------------ი და ი-----–- ლ---------–---ი ც------–-------------–---დ საქართველოს ს----–------------–------------ს 1----------–-------------–--–-----------“ ქვეპუნქტებით და მ--------–--–------ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, 2----–-–-------------დან 2----–-–----------------დე პერიოდში შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ კ--------–-------- ო-------------------ს ჯ------------, ს--------------------------------- გ------------ მ---------ში.
9.4. 2----–-–----------------ს შპს „ბ-------–- ჯ-----მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დანაშაულით მიყენებული ზიანის სახით, თ------ ქ-------------ისა და ი-----–- ლ---------–---ისათვის სოლიდარულად 5--------–---ის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და ლ---- ს----------–ის სახელობის ს----------–---------------ის ე---------–- ბ-------- ს--------–-------------------ის დ------.
10. სააპელაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად: 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად კანონმდებელი დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მართებულად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილად. რაც შეეხება ზიანის ოდენობას და დელიქტის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი განიხილება, როგორც კონკრეტული გარემოებების ამსახველი წერილობითი მტკიცებულება და მასში ასახულ დასკვნებსა თუ დადგენილ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული ძალა აღარ ენიჭება.
10.2. მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილი).
10.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
10.4. აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა, თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი). (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012.)
10.5. რაც შეეხება, განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებით აღნიშნავს, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს“. (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი)
10.6. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული განაჩენის საფუძველზე, სააპელაციო პალატა უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ 1---- ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. კერძოდ, სარჩელზე თანდართული თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით თ------ ქ-------------ი და ი-----–- ლ---------–---ი ც------–-------------–---ებად ს----–------------–------------ს 1----------–-------------–--–-----------“ და მ--------–--–------ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ანუ სასამართლო განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეები სასჯელს იხდიან, მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის, საიდანაც ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება სწორედ მსჯავდებულების მიერ შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ კ--------–-------- ო-------------------ს მ---------ა.
10.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამავე კოდექსის 25-ე თავის მიზნებისათვის (რომელიც ასევე მოიცავს 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
10.8. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, დადასტურებულია თ------ ქ-------------ისა და ი-----–- ლ---------–---ის მიერ დაზარალებულისათვის, შპს „ბ------–ი ჯ-----ისათვის“ 1--------- ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, განსახილველ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რაც შეეხება 1---- ლარის ზემოთ ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას, უზენაესი სასმართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ შეაფასა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენი და დადგენილად მიიჩნევს, რომ იგი არ შეიცავს მოპასუხეთა მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამის გაანგარიშებას და შემოიფარგლება მხოლოდ სავარაუდო თანხებზე მითითებით, ისიც, ყოველგვარი დაანგარიშების (თითეული თანხის წარმომავლობის,მათი შეკრების, ზიანის დამადასტურებული მტკიცებულების ცალკეულად თუ ერთობლიობაში შეფასების გარეშე) დასაბუთების გარეშე.
10.9. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები შესაგებლით არამხოლოდ არ ეთანხმებიან მითითებული ზიანის ოდენობას (5--------–----), არამედ საერთოდ უარყოფენ მოსარჩელის კ--------–---------–-- (იგულისხმება 1------- ლარის ზემოთ ღირებულების) მითვისებისა და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.
10.10. პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი განაჩენი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მიმართ, მხოლოდ 1------- ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებს, რაც შეეხება ზიანის მაკვალიფიცირებელ სხვა გარემოებებს, პალატას მაიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სამოქალაქო კოდქესის 992-ე მუხლი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“) და მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ამ მუხლის გამოყენების წინაპირობების (ზიანი, მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი, ბრალი) ამსახველი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასებს.
10.11. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ლ---- ს----------–ის სახელობის ს----------–---------------ის ე---------–- ბ-------- ს--------–-------------------ის დ------ს თანახმად, ს-------–- (რომლის ღირებულებაც შემდგომ ექსპერტის მიერ არის დაანგარიშებული), გადაცემულია არა უშუალოდ მოპასუხეებისათვის, არამედ შეტანილია შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ ქ-------ის სარ---–----–იო ს-–----–-- იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეები შესაგებლით სადავოდ ხდიან საერთოდ ზიანის მიყენების ფაქტს, ასეთ ვითარებაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „წ------–----------ი თ---–---ს“ ქ-------ის სარ---–----–იო საწყობში შეტანილ საქონლის რ---–----–იაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ მხოლოდ მოპასუხეები და რომ იქ სხვა დასაქმებული პირებს არ შეეძლოთ პროდუქციის სარ---–----–იოდ გატანა. ასეთი მტკიცებულებების არარსებობა კი გამორიცხავს გენერალური დელიქტის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ გადალახა მოსარჩელის სტადია, რაც სასარჩელო მოთხოვნას უპერსპექტივოდ აქცევს.
10.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ და თითოეულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დააკისრა - სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით უდავოდ დადასტურებადი (182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 1---- ლარის ანაზღაურება.
შემაჯამებელი სასამართლო დ------
11. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
12. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან სსსკ 46.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ-------–- ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი