განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 150100119003008631
საქმე №1ბ/1401-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) - ა----- პ-------- ძე ქ------ის (დაბადებული - 1--- წლის 10 იანვარს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომერი 0---------- ; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–----ი) მიმართ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით:
ა----- ქ------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მხარეთა პოზიცია:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ო-----------ემ, აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულ ა----- ქ------ის მიმართ სასჯელის გამკაცრება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში. აპელანტი მიუთითებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებისთვის მომეტებულად საშიშ ხასიათზე და იმაზე, რომ მსჯავრდებული ა----- ქ------ი პატივს არ სცემს საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის წესების დაცვას და მისი ქმედებები საზოგადოების წევრებისთვის საფრთხის შემცველია. აპელანტის პოზიციით მსჯავრდებულ ა----- ქ------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელიდ მიზნების განხორციელაბს, შესაბამისად მას უნდა დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ დაადგინა:
ა----- ქ------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა----- ქ------ი იმყოფებოდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ---–----ოში მცხოვრებ ლ------ ზ----------ის ოთახში. ა----- ქ------ი ლ------ ზ----------ს სთხოვდა ამ უკანასკნელის ნაცნობის ტელეფონის ნომერს. იმის გამო, რომ ლ------ ზ----------მა ა----- ქ------ს უარი უთხრა მისი ნაცნობის ტელეფონის ნომრის მიცემაზე, ა----- ქ------ს ლ------ ზ----------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ლ------ ზ----------ს გამოესარჩლა მისი არასრულწლოვანი შვილი - ს-–---- ზ----------ი. ა----- ქ------მა, რომელმაც იცოდა, რომ ს-–---- ზ----------ი იყო არასრულწლოვანი, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ს-–---- ზ----------ს, რის გამოც ს-–---- ზ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ა----- ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ა----- ქ------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (დაზარალებულ ს-–---- ზ----------ის, ლ------ ზ----------ის, სუსან ზ----------ის, ს----- შ--------ის და რ------– უ---------- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - დანა და ნარკოტიკული საშუალება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 09 აპრილის დასკვნა N11/ც, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 11 აპრილის დასკვნა N1770/სქ-1802/ქრ, ა----- ქ------ის ნარკოლოგიური შემოწმების 2019 წლის 06 აპრილის დასკვნა N40197) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა----- ქ------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა----- ქ------ი იმყოფებოდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ---–----ოში მცხოვრებ ლ------ ზ----------ის ოთახში. ა----- ქ------ი ლ------ ზ----------ს სთხოვდა ამ უკანასკნელის ნაცნობის ტელეფონის ნომერს. იმის გამო, რომ ლ------ ზ----------მა ა----- ქ------ს უარი უთხრა მისი ნაცნობის ტელეფონის ნომრის მიცემაზე, ა----- ქ------ს ლ------ ზ----------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ლ------ ზ----------ს გამოესარჩლა მისი არასრულწლოვანი შვილი - ს-–---- ზ----------ი. ა----- ქ------მა, რომელმაც იცოდა, რომ ს-–---- ზ----------ი იყო არასრულწლოვანი, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ს-–---- ზ----------ს, რის გამოც ს-–---- ზ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა----- ქ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა----- ქ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ა----- ქ------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას.
ა----- ქ------ის ქმედებაში დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ა----- ქ------ის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად სრულად გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ ა----- ქ------ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკების, კერძოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ (2019 წლის 07 აპრილის NMIA01900887930 ექსპერტიზის დასკნა). პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების სრულად გათვალისწინებით, ამაიკ ქ------ს სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ა----- ქ------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას და მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ა----- ქ------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალაქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ა----- ქ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალაქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ა----- ქ------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ა----- ქ------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა----- ქ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
საქმეში არსებული ნივთმტკიცება ა----- ქ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა (პაკეტის № FCD 1083687) განადგურდეს დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი