განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010212619003065082
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-785-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა
ზეპირი მოსმენის გარეშე
მომჩივანი - ლ--------–- პ--–--–---–---ა
წარმომადგენელი - რ--------------------ე, თ-----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა-------–- ბ---––ი
დავის საგანი - უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინება
1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით ა-------–- ბ---––ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში, დაშვებული უსწორობა გასწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: - ლ-------–- პ--–--–---–---ას, ა-------–- ბ---––ის სასარგებლოდ დაეკისროს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2170 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი - 50 ლარი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მესამე აბზაცში მითითებული ტექსტი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: - დადგენილი იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ა-------–- ბ---––ი დაეუფლა მისი მამის ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით და ცნობილი იქნას უძრავი ქონების მესაკუთრედ მდებარე ქ. ბათუმი ჟ----------ს ქ. №- ს.კ. 0------------------. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ა-------–- ბ---––მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა: - 2014 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილი ა-------–- პ--–--–---–-ი აღიარებული იქნას ა-------–- ბ---––ის მამად და სათანადო ცვლილებები შევიდეს ა-------–- ბ---––ის დაბადების სააქტო ჩანაწერში; - ბათილად იქნას ცნობილი ლ-------–- პ--–--–---–---ას სასარგებლოდ გაცემული 2015 წლის სამკვიდრო მოწმობა №1--------; - აღიარებული იქნას ფაქტი მასზედ, რომ ა-------–- ბ---––მა ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო მისი მამის ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, ქ. მდებარე ქ. ბათუმი ჟ----------ს ქ. №--ში. 2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად. 2.3. 2019 წლის 29 იანვარს ა-------–- ბ---––ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომის გასწორება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო აქტების მომზადებისას შესაძლებელია დაშვებული იქნას ისეთი ტექნიკური ხასიათის უსწორობები, რომლის გასწორებაც გადაწყვეტილების შინაარს არ ცვლის, მაგრამ მისი გასწორების გარეშე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. 2.5. უსწორობის გასწორებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია. შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ზეპირი განხილვის გარეშე მოხდეს უსწორობის გასწორების საკითხის განხილვას. 2.6. საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია გაირკვეს რას ითხოვდა მოსარჩელე და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მათი შინაარსის შედარებით უნდა დადგინდეს უსწორობის არსებობა/არასებობის საკითხი. 2.7. სარჩელით დგინდება, რომ ა-------–- ბ---––ის პირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო: - 2014 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილი ა-------–- პ--–--–---–-ი აღიარებული იქნას ა-------–- ბ---––ის მამად და შესაბამისი ცვლილებებს შევიდეს ა-------–- ბ---––ის დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში. 2.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირველ მოთხოვნაზე სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: - 2014 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილი ა-------–- პ--–--–---–-ი აღიარებული იქნას ა-------–- ბ---––ის მამად და სათანადო ცვლილებები შევიდეს ა-------–- ბ---––ის დაბადების სააქტო ჩანაწერში. 2.9. სასარჩელო მოთხოვნისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უსწორობას არ შეიცავს. 2.10. ა-------–- ბ---––ის მეორე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნა იყო: - ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ნ--------------ს მიერ 01/07/2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №1--------. - დადგენილი იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ა-------–- ბ---––მა დაეუფლა მისი მამის ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი მფლობელობით და ცნობილი იქნას უძრავი ქონების მესაკუთრედ მდებარე ქ. ბათუმი ჟ----------ს ქ. №- ს.კ. 0------------------. 2.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მეორე და მეოთხე მოთხოვნაზე სარეზოლუციო ნაწილი ერთად ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: - ბათილად იქნას ცნობილი ლ-------–- პ--–--–---–---ას სასარგებლოდ გაცემული 2015 წლის სამკვიდრო მოწმობა №1--------. ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები) აღიარებული იქნას ა-------–- ბ---––ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად. 2.12. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მეორე და მეოთხე მოთხოვნაზე სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა ხარვეზით. მასში არ იყო მითითებული ის, რომ ა-------–- ბ---––ი აღიარებული იქნას ქ. ბათუმი ჟ----------ს ქ. №--ში მდებარე ქონების მესაკუთრედ. 2.13. სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აღიარებითი სარჩელის წარმოდგენა არაა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. პირის საკუთრების უფლება აღიარებულად ითვლება უფლების დამდგენი საბუთის საჯარო რეესტრში წარდგენისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ. საკუთრების უფლება დგინდება არა სასამართლო გადაწყვეტილებით, არამედ საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს უფლების დამდგენი საბუთი, რომელსაც წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს და დარეგისტრირდება ქონების მესაკუთრედ და ამით საკუთრების მოპოვებასთან დაკავშირებით მისი ინტერესი დაკმაყოფილდება. უფლების დამდგენი საბუთის მოპოვებისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მან უნდა ნოტარიუსთან უნდა წარადგინოს, უნდა მოიპოვოს სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს ქონების მესაკუთრედ. ამდენად ქონების მის საკუთრებად აღიარებისათვის სასამართლო გადაწყვეტილება არ სჭირდება. ამისათვის მან გარკვეული ქმედებები უნდა შეასრულოს. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამტკიცებდა ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი მფლობელობის გზით მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და მისი სარჩელი სამკვიდროს მიღებასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გააუქმა ლ-------–- პ--–--–--–----ს სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ქონება აღიარა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებულად. შესაბამისად მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნა კომბინირებულადაა სარეზოლუციო ნაწილში ასახული და იგი უზუსტობას არ შეიცავს. მართალია მასში სიტყვა-სიტყვით არაა მითითებული, რომ ქონების საკუთრების აღიარებაზე უარი ეთქვა, მაგრამ ამ ნაწილში გადაწყვეტილება შინაარსობრივად გამართულია და მას დამატებით რაიმეს მითითება არ სჭირდება. 2.14. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ დაუსწრებელ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიუთითა, რომ თითქოს ა-------–- ბ---––ი მოითხოვდა აღიარებული იქნას ფაქტი მასზედ, რომ ა-------–- ბ---––მა ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო მისი მამის ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, ქ. მდებარე ქ. ბათუმი ჟ----------ს ქ. №--ში. ამ ნაწილში ,,½“ ნაწილზე მითითება ტექნიკური უსწორობაა. 2.15. მოსარჩელე, მთლიანი ქონების მემკვიდრეობით მიღებულად მოითხოვდა. თუმცა უსწორობა გადაწყეტილების სარეზოლუციო ნაწილში გადატანილი არაა და იგი გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს არ შეუშლის. 2.16. ა-------–- ბ---––ი მესამე სასარჩელო მოთხოვნით საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა. 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საპროცესო ხარჯების საკითხი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: - ლ-------–- პ--–--–---–---ას, ა-------–- ბ---––ის სასარგებლოდ დაეკისროს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი - 50 ლარი. 2.17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2100 ლარი. მიუხედავად ამისა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითიტებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზია. აღნიშნული გადაწყვეტილების მომზადების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შედეგია. საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენდა და მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 2 170 ლარს. სახ.ბაჟი მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისათვის წინასწარ აქვს გადახდილი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხემ საქ.სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახ.ბაჟის სახით გადახდილი თანხა 2170 ლარი და არა 100 ლარი. დაშვებული ტექნიკური უსწორობა უნდა აღმოიფხვრას უსწორობის გასწორების გზით.
3. კერძო საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრეს ლ--------–- პ--–--–---–---ას წარმომადგენლებმა, რ--------------------ემ და თ-----------------ემ. მათ, ასევე, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლეს: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობა მომჩივანისათვის ცნობილი გახდა 2019 წლის 21 ივნისს და განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. 3.2. გასაჩივრებული განჩინების საფუძველია 2018 წლის 22 ივნისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოება არის განახლებული, შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 13 მარტის განჩინება.
4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ა-------–- ბ---––მა სარჩელი აღძრა ლ-------–- პ--–--–---–---ას წინააღმდეგ და მოითხოვა 2014 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილი ა-------–- პ--–--–---–-ის აღიარება მოსარჩელის მამად, შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოსარჩელის დაბადების მოწმობის მამის გრაფასა და სააქტო ჩანაწერში. 2015 წლის 1 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მიიღო ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონება და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობა. 4.2. მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სულ 100+2070=2170 ლარი. 4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა-------–- ბ---––ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 4.3.1. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: „ა-------–- ბ---––ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს: აუღიარებული იქნას ფაქტი მასზედ, რომ ა-------–- ბ---––მა ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო მისი მამის ა-------–- პ--–--–---–-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, ქ. მდებარე ქ. ბათუმი, ჟ----------ს ქ.N9-ში“. 4.3.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით კი ლ-------–- პ--–--–---–---ას ა-------–- ბ---––ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯის, 50 ლარის ანაზღაურება. 4.3.3. თუმცა, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა აენაზღაურებინა. 4.4. 2019 წლის 25 ივნისს ლ-------–- პ--–--–---–---ამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2018 წლის 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. 4.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ეს განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. 4.6.1. პალატის აზრით, ამ ნორმის თანახმად, „საქმის განხილვის შეუძლებლობა“, საპროცესო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გამო, ფაქტების დადგენის შეუძლებლობას ნიშნავს. ე.ი. საქმის განხილვა შეუძლებელად ჩაითვლება, თუ საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები არა „ამ საქმის“, არამედ „სხვა საქმის“ განხილვისას უნდა დადგინდეს. 4.7. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა. 4.7.1. ამის შესაბამისად, აღნიშნულ საქმეში გადასაწყვეტია, იყო თუ არა იგი დაშვებული სასამართლოს მიერ და არსებობდა თუ არა მისი გასწორების საფუძველი. 4.7.2. აღნიშნული საკითხის განხილვა კი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან კავშირში არ არის. 4.7.3. ამის გამო, საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები არ არსებობს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. 4.9. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სწორად არ არის ასახული. 4.9.1. ასევე დადგენილია, რომ ერთი მხრივ, სასამართლომ სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება სრულად დააკისრა, ხოლო, მეორე მხრივ, გადასახდელ თანხად, 2170 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 100 ლარი მიუთითა. 4.10. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო უსწორობები და საქალაქო სასამართლომ ისინი მართებულად გაასწორა. 4.11. ამის გამო, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს და განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ლ--------–- პ--–--–---–---ას წარმომადგენლების, რ--------------------ისა და თ-----------------ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ--------–- პ--–--–---–---ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინება;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა