განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
150100119003046339
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003046339

საქმე №1ბ/1320-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–---–------ის მიმართ, პ--------------, დაბადებულის 1----–-–-------------------- რ------------------–--- მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: რ------------------–-----------------–---------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–------------------------–-------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით გ-------–---–------ი (პ--------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ-------–---–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ნ----–-------------–----–----------------–-------ში, გ-------–---–------მა მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ს------–---------------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, კერძოდ, გ-------–---–------მა ხელი დაარტყა სახის არეში ს------–---------------ს, რის შედეგადაც იგი ჩავარდა სარწყავ არხში და მიიღო დაზიანებები ცხვირსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------–---–------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და შედეგი. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსუბუქი ზომის სასჯელი ვერ იქნება პასუხი მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, ასევე ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------–---–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------–---–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის ს------–---------------ის ჩვენებით, მოწმეების გ---------–---–--------------------------------–-----------------------------------------------ის ჩვენებებით, თვით გ-------–---–------ის ჩვენებით, გ-------–---–------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №---------- ს------–---------------ის მიმართ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ გ-------–---–------ი რუსეთის მოქალაქეა, დაზარალებულთან არ არის შერიგებული და მასთან ჯერ კიდევ არსებობს დაძაბული ურთიერთობა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------–---–------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ გ-------–---–------ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი გ-------–---–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ-------–---–------ი (პ--------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ-------–---–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

საქმეში არსებული ნივთმტკიცებები (ს------–----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი პაკეტის ნომერი 32/6, რომელიც ინახება შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს განძის განყოფილებაში) დაუბრუნდეს ს------–------------იანს დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი