განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119002869168
ინსტანცია
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002869168

საქმე №1ბ/666-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ნა-----------–---–ის

ადვოკატ - მა----–-----ის

მსჯავრდებულ - ას-–----------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ას-–----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ქუთაისი, ი-------–------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ას-–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ას-–----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 08 იანვარს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- მოძალადის ას-–----------–---–ის მიმართ, რომელსაც 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - სა-–------–----------სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ას-–----------–---–მა 2019 წლის 13 და 14 იანვარს მისი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- მისი ყოფილი მეუღლის - სა-–------–---------ის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5----------- განახორციელა არაერთი სატელეფონო ზარი, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ას-–----------–---–ისათვის სასჯელის დამძიმების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ას-–----------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, შესაბამისად ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულ ას-–----------–---–ის აღიარებით, დაზარალებულ სა-–------–---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ეკ-----–-–-ას, შო----------ის და ნა-----–------ის გამოკითხვის ოქმებით, სა-–------–---------ის მიერ წარმოდგენილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ას-–----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მისი გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ას-–----------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა ას-–----------–---–მა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა განახორციელა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ, რის გამოც მისი ქმედება განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

დასახელებული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, ას-–----------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში და ას-–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ას-–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ას-–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თბერვლის განჩინებით ბრალდებულ ას-–----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად ტა-----–--------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქუთაისი, ი-------–------------------------------------------ – 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციულ წილს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ას-–----------–---–ისაგან ამოღებული სიმ ბარათი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე