განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002847828
საქმე №1ბ/690-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორების - ნა-----------–---–ის, ლა–----------–--ის
მსჯავრდებულ - თე------------ას
მსჯავრდებულ - თე------------ას
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თე------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის გალი, ს------–--------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–---------------------------–--------------------------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით თე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
თე------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2009 წლის 21 იანვრიდან დღემდე ილ------------------ და თე------------ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თუმცა, დაახლოებით 3 თვის წინ ილ-----------------ამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ცხოვრება და დაშორდა თე------------ას. აღნიშნულის მიუხედავად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თე------------ა მიდიოდა ილ------------------ს სამსახურში და სთხოვდა მას შერიგებას, რის გამოც 2019 წლის 11 იანვარს თე------------ას მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა ილ-----------------თან, მის სახლთან და სამუშაო ადგილთან მიახლოვება. აღნიშნულის მიუხედავად, თე------------ა 2019 წლის 14 და 15 იანვარს, საღამოს საათებში, კვლავ მივიდა ქ. თბილისში, ფ------------–-–-–-–---–---------–- მდებარე ილ-----------------ას სამსახურთან, რითაც თე------------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ილ-----------------ას მიადგა მორალური სახის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა თე------------ასათვის სასჯელის დამძიმების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა თე------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ თე------------ას ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, შესაბამისად ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებლებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოთხოვნის დაკმაყოფილება ითხოვეს, ხოლო მსჯავრდებულმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულ თე------------ას აღიარებით, დაზარალებულ ილ-----------------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ვა---------------ის, თე----------------ის, ინ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 11 იანვრის შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თე------------ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მისი გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თე------------ასათვის სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო, ამავე მუხლის, მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა თე------------ამ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა განახორციელა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რის გამოც მისი ქმედება განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თე------------ას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში და თე------------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
თე------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე