განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
330210016001412694
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2383-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტები - სს „ს--------------------------–----ი“, სს „ს-----------ო კ-------ა ი--------–“, სს „ე------ ჰ--------–--ი“;

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თბილისის პ-------------–ი პ------- კ-–-----“;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კლინიკის’’ სარჩელი სს ,,ს--------------------------–----ის'', სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ის" და სს ,,ე------ ჰ--------–--ის'' მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - სს ,,ს--------------------------–----ს'', სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ს'' და სს ,,ს------–----------------–-------სს'' მოსარჩელე შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კლინიკის’’ სასარგებლოდ დაეკისრათ 10 676 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს - სს ,,ს--------------------------–----ს'', სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ს'' და სს ,,ს------–----------------–-------სს'' მოსარჩელე შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კლინიკის’’ სასარგებლოდ დაეკისრათ 2016 წლის 22 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება 3 411.16 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს - სს ,,ს--------------------------–----ს'', სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ს'' და სს ,,ს------–----------------–-------სს'' მოსარჩელე შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კლინიკის’’ სასარგებლოდ დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 22 ივნისიდან აღსრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის, 10 676 ლარის, 0.2 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.14 ლარს.

 

2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მხარეები არიან ,,სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები. საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, სს ,,ს--------------------------–----ის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარებს/დაზღვეულებს 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ,,თბილისის პ-------------–მა პ------- კ-–-----მ’’ გაუწია სამედიცინო მომსახურება შესაბამისი წესების სრული დაცვით. გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის შესაბამისი ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღეში.

 

2.2. 2013 წლის 2 ივლისამდე სს ,,ს--------------------------–----ი’’ იწოდებოდა, როგორც სს ,,ს--------------------------–----ი ბისიაი’’, რომელსაც 2013 წლის 02 ივლისს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს ,,ს--------------------------–----ი’’. 2014 წლის 31 ივლისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სს ,,ს--------------------------–----ს’’ გამოეყო სს ,,ს--------------------------–----ი’’ (ს/კ 404476189) და სს ,,ს------–----------------–-------სი’’ (ს/კ 404476205). 2014 წლის 29 ივლისის სს ,,ს--------------------------–----ის’’ აქციონერთა საერთო კრების ოქმის საფუძველზე, რეორგანიზაციის შედეგად სს ,,ს--------------------------–----მა’’ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–’’ (ს/კ 204919008).

 

2.3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებზე/ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხის მიერ სადავო პერიოდში სრულად ანაზღაურებული არ არის და მისი დავალიანება შეადგენს 10 676 ლარს.

 

აღნიშნულ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოპასუხის მიერ დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში განხორციელდა სარჩელის ცნობა. მოსარჩელე მხარე ითხოვდა დავალიანების ძირითადი თანხის სახით მოპასუხე მხარისათვის 12 433 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შესაბამისი საგადახდო დავალიანების საფუძველზე გადახდილი თანხა - სულ 1 757 ლარის ოდენობით (ს.ფ. 175, 177) უნდა გამოკლებოდა 2013 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეში გაწეული მომსახურების დავალიანებას.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, 2014 წლის 08 აგვისტომდე გადაუხდელ თანხაზე დავალიანების 0.1%-ის, ხოლო 2014 წლის 08 აგვისტოს შემდეგ გადაუხდელ თანხაზე - დავალიანების 0.02%-ის ოდენობით.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს და მას სადაოდ ხდიდა შესაბამის გარემოებებზე მითითებით. მათ შორის, იმ დასაბუთებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირება უნდა მოხდეს იმის მიუხედავად, რომ მისი ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი დადგენილებით. იგი ასევე განმარტავდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება არის არასწორი და პირგასამტეხლო შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ გადაუხდელ თანხაზე და არა იმ თანხაზე, რომელიც მის მიერ ვადაგადაცილებით იქნა გადახდილი. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიზიარა მოსარჩელის განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების II თავის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებელი უფლებამოსილია სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.

 

აღნიშნულ დადგენილებაში 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ”ი” ქვეპუნქტში და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 0.02%. ამავე დადგენილების მითითებულ მუხლში ასევე ცვლილება განხორციელდა 2014 წლის 1 სექტემბერს და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ”დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან”.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამის დადგენილებაში 2014 წლის 8 აგვისტოს და პირველ სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე, უდავოა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მიმღები სუბიექტის ნება. რამდენადაც 2014 წლის 8 აგვისტოს ცვლილებით ზოგადად განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.02%-ით და იგი უნდა გავრცელებულიყო ყველა შემთხვევაზე, მიუხედავად დავალიანების წარმოშობის პერიოდისა, ხოლო უკვე 2014 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებით უკვე განისაზღვრა ის კონკრეტული პერიოდები, რომელზეც უნდა დარიცხულიყო 0.1% პირგასამტეხლო, ეს პერიოდები დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ დავალიანების წარმოშობის პერიოდთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2014 წლის 1 სექტემბრის ცვლილების საჭიროება არ იარსებებდა და 2014 წლის 8 აგვისტოს ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ ყველა პერიოდზე დაერიცხებოდა 0.02% პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება მისთვის 3 411. 16 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არასწორია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცხრილის სახით გაანგარიშება, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისი გაანგარიშება განხორციელებულია, სწორედ ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად. 2016 წლის 22 ივნისამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელებულია 2014 წლის 8 აგვისტომდე გადაუხდელი თანხის შემთხვევაში დავალიანების 0.1%-ის, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდეგ გადასახდელ თანხაზე-დავალიანების 0.02%-ის ოდენობით. საწინააღმდეგო მოპასუხეს არ დაუსაბუთებია სასამართლოსათვის და მასზე სარწმუნოდაც არ მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ შესაბამის პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობაა 2 023.11 ლარი. მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია შესაბამისი გაანგარიშების საფუძველი და არ დაუდასტურებია სასამართლოსათვის, რომ აღნიშნული განხორციელებულია სწორედ შესაბამისი დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მხოლოდ მის ზეპირ განმარტებას, პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

მოპასუხის მიერ ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ შესაბამისი ვადაგადაცილება არ მომხდარა მხარის მიერ მითითებული დღეების ოდენობით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მისი განმარტება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა დაერიცხოს იმ თანხას, რომელიც მის მიერ უკვე გადახდილია. უდავოა, რომ შესაბამისი თანხის ნაწილი გადახდილი იქნა ვადაგადაცილებით, შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ვადაგადაცილებით, არაჯეროვნად, არასრულად, რისთვისაც გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მას შესაბამის პერიოდზე ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა მოხდეს მისი შემცირება. მისი გადახდა მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ოდენობით.

 

მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო გონივრული, იყო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოდენობა განსაზღვრული იყო ნორმატიული აქტით. სასამართლომ გაამახვილა ყურადღება, რომ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ცალსახაა მასში გამოვლენილი ნება, რომ შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელებულიყო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე წარმოშობილ დავალიანებებზე.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის მსჯელობა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და რომ მისი შემცირება უნდა მომხდარიყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია ნორმატიულად-საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით და არა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი ოდენობის შემცირების თაობაზე.

 

სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა, რომ მხარეები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სპეციფიკურ სამედიცინო ს-----------ო მომსახურებას სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში. ამდენად, მათთვის იმთავითვე ცნობილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ნორმატიული რეგულაციების, მათ შორის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებაც ადასტურებს, რომ მისი ოდენობა დაანგარიშებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თარიღიდან თანხის გადახდისათვის დადგენილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, რისი საწინააღმდეგოც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები კი სწორედ აღნიშნულს ადასტურებს. შესაბამისად, სასამართლო, აღნიშნულზე მოპასუხის მითითება ასევე ვერ გაიზიარა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის - 10 676 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 10 676 ლარის ანაზღაურება მოთხოვნის შესაბამის ნაწილში სარჩელის ცნობის გამო.

 

2.6. შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კ-–-----’’ (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი), სს ,,ს--------------------------–----ი’’, სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ი’’ და სს ,ე------ ჰ--------–--ი’’ (მზღვეველი) არიან ,,სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები. მათ შორის ურთიერთობა წარმოშობილია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების საფუძველზე.

 

2.7. შპს ,,თბილისის პ-------------–მა პ------- კ-–-----მ’’ 14.05.2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო ს-----------ო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაუწია სს ,,ს--------------------------–----ის’’ მიერ დაზღვეულ პირებს, 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხე ს-----------ო კ-------ას გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის შესაბამისი ანგარიშსწორება უნდა განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღეში. მოპასუხე მხარემ მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და მის დავალიანებას წარმოადგენს 10 676 ლარი. მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოპასუხე მხარე ცნო კიდეც სარჩელი. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულებულა მოსარჩელის წინაშე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არ არის შესრულებული ვალდებულება, რაც გამოიხატება მის მიერ დაზღვეული პირებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების აუნაზღაურებლობაში.

 

2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების II თავის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ’’ი’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებელი უფლებამოსილია სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ დადგენილებაში 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ”ი” ქვეპუნქტში და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 0.02%. ამავე დადგენილების მითითებულ მუხლში ასევე ცვლილება განხორციელდა 2014 წლის 1 სექტემბერს და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ”დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან”.

 

’’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და აღნიშნულით დადგენილი წესის შეცვლა სასამართლოს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია ნორმატიულად-საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით და არა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი ოდენობის შემცირების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მხარემ ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნო სარჩელი, მითითებული ოდენობით (დაახლოებით ძირითადი თანხის 50%) პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება სამართლებრივ საფუძვლებსა და მიზანს. ამასთან, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არის კანონი, შესაბამისად კანონში მითითებული დათქმა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს დადგენილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა სახეზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

შპს ,,თბილისის პ-------------–ი პ------- კ-–-----’’ (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი), სს ,,ს--------------------------–----ი’’, სს ,,ს-----------ო კ-------ა ი--------–ი’’ და სს ,ე------ ჰ--------–--ი’’ (მზღვეველი) არიან ,,სახელმწიფო ს-----------ო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და ს-----------ო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები. მათ შორის ურთიერთობა წარმოშობილია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების საფუძველზე.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების II თავის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ’’ი’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებელი უფლებამოსილია სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ დადგენილებაში 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება „ი“ ქვეპუნქტში და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 0.02%. ამავე დადგენილების მითითებულ მუხლში ასევე ცვლილება განხორციელდა 2014 წლის 1 სექტემბერს და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან“.

 

პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს-----------ო კ-------ას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო ნორმატიული აქტის (სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში) საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას კანონისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და ვერ იქნება გამოყენებული განსახილველი შემთხვევის მიმართ, რადგან სასამართლოს არ შეუძლია, შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლო (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ., სუსგ- ები №ას-859-809-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი;№ას-1171-1116-2014, 2 თებერვალი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია ნორმატიულად-საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით და არა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რაც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს უსაფუძვლოს ხდის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს--------------------------–----ს“, სს „ს-----------ო კ-------ა ი--------–-სა“ და სს „ე------ ჰ--------–--ს“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „ს--------------------------–----ის“, სს „ს-----------ო კ-------ა ი--------–“-ისა და სს „ე------ ჰ--------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე