განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100119002978951
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002978951

საქმე №1ბ/1353-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0----------- მსჯავრდებულ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ.

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი (პირადი № A-------) დაბადებული 1----–-–------------, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის მოწმობით პირადი № 0----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–---------------------------ში.

 

ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი და მ------ა ფ-------–-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლიდან 2017 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ა------ა ფ-------–-------ი. განქორწინების შემდგომ მ------ა ფ-------–-------- შვილთან ერთად საცხოვრობლად გადავიდა ქ. რ-------–------------------------------------ში მშობლების ბინაში.

 

2019 წლის 27 მარტს ქ. თ---–--–---------------------–------------ში მდებარე რესტორან ,----------–---- მიმდებარედ, ავტომანქანაში ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა იძალადა ყოფილ მეუღლეზე მ------ა ფ-------–--------ზე, კერძოდ: თავი დაარტყა ცხვირის და შუბლის არეში, რა დროსაც მ------ა ფ-------–--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 27 მარტს ქ. თ---–--–---------------------–------------ში მდებარე რესტორან ,----------–---- მიმდებარედ, ავტომანქანაში ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა ფიზიკური ძალადობის შემდეგ ყოფილი მეუღლე მ------ა ფ-------–-------- იძულებით გადაიყვანა ტაქსიდან, ასევე იძულებით ჩასვა ავტომანქანაში, რომლითაც იგი მივიდა თბილისში, ს----------------------------ში. გზაში მ------ა ფ-------–--------მ მოახერხა და დარეკა ,,112-ში“ და ითხოვა დახმარება, რის გამოც ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა იგი დატოვა ქუჩაში.

 

თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა - ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის ინტერესების დამცველმა ადვბოკატმა ზ---------------- ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად. მხარეების მიერ სადავოდ გახდილი იქნა მხოლოდ დაზარალებულ მ------ა ფ-------–--------ს, მოწმე ღ---------------------–---------ს და ბრალდებულის სახით ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის გამოკითხვის ოქმები.

 

დაზარალებულმა მ------ა ფ-------–--------მ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენება არ მისცა ყოფილი მეუღლის ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს.

ანიშნულის შესაბამისად პალატა იმსჯელებს, რამდენად დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და რამდენად პროპორციულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა გამოკითხვისას აჩვენა შემდეგი: 2019 წლის 27 მარტს, რესტორან ,----------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ყოფილ მეუღლეს მ------ა ფ-------–--------ს და ჩასხდნენ ტაქსში. გზაში მოუვიდათ ჩხუბი. ს----- ჯ----ის და მ------ა ფ-------–--------ს შეხვედრის და ტაქსში ჩასხდომის ფაქტს ადასტურებს მოწმედ დაკითხული ღ---------------------–-------ი. ხოლო მოწმის სახით გამოკითხულმა მ------------–------–------მა და ე--------–----------მა, მ------ა ფ-------–--------სთან სახლში სტუმრობისას გაიგეს, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს ტაქსში უჩხუბიათ და მ------ა ფ-------–--------ს დალურჯებული ჰქონდა მარცხენა თვალი.

 

2019 წლის 27 მარტს ,,112-ში“ შესული შეტყობინებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერით, საპატრულო პოლიციის ინპექტორის სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერით, გამომძიებელ ბ------------ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით და ამ ორდერის ოქმით, დაზარალებულის და ექსპერტების თანდასწრებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, საქმეში არსებული დაზარალებულის ფოტოსურათებით, მოწმეების ღ---------------------–-------ის, მ------------–------–------ის და ე--------–----------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----იმ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კონვენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე, რომლის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ოჯახური დანაშაულის გამოძიება ან სისხლისამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გრძელდება მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების (მათ შორისაა საქართველო) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს სხვა წონადი მტკიცებულებანი, რომლებიც დააბალანსებდა დაზარალებულის უარს და დაადასტურებდა იძულების მატერიალურ ფაქტს. პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ მ------ა ფ-------–--------ს გამოკითხვის ოქმი და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება თავისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რითიც გამორიცხა საქმეზე თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (იძულება ოჯახის წევრის მიმართ) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით, არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება, არ მიეცა ჩვენება თავისი ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგოდ, ხოლო სხვა პირი - ღ---------------------–---------, რომელიც უშუალოდ შემსწრე იყო ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის და მ------ა ფ-------–--------ს ტაქსში ჩაჯდომისა, უარყო იძულების ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ექსპერიმენტი საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე დაზარალებულ მ------ა ფ-------–--------ს მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. აღნიშნული ოქმი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმთან ერთად რაოდენობრივად წარმოადგენს ორ სხვადასხვა მტკიცებულებას, თუმცა ინფორმაციის მომწოდებელი ორივე შემთხვევაში არის ერთი პირი - დაზარალებული მ------ა ფ-------–--------. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოში არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის წინააღმდეგ. ბრალდების მხარის მიერ კი არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----იმ ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მ------ა ფ-------–--------ს მიმართ იძულება.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რაც შეეხება აპელანტის კიდევ ერთ მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღრის შესახებ, პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, (არ არის ნასამართლევი, სტუდენტია, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებულია, მატერიალურად ეხმარებოდა შვილს) მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ისთვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეუმცირდა 130 (ასოცდაათ) საათამდე, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზეც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში. ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ დანიშნული სასჯელი არაადეკვატურია და განაჩენი უსამართლოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულება:

 

ლაზერული დისკები შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე