განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
190100118002401791
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100118002401791

საქმე №1/ბ 29-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: თ------–--–----–-------

ადვოკატის: ს--------------------

მსჯავრდებულის: ნ----–------–-----

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ----–------–----- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----–------–----- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, N 2----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: მ-------------------------–---–--------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------–---–-------------ში; დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე უხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ნ----–------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ნ----–------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 მარტიდან.

ნ----–------–---- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 5 მარტს, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის შუალედში, ქ----------–----–--------------------–---–----------- კვეთაზე მდებარე სასურსათო მაღაზია ,-------’-ში ნ----–------–---- პისტოლეტის მაგვარი იარაღით თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ მ----------------- შუბლზე მიაბჯინა აღნიშნული იარაღი და მოსთხოვა მაღაზიის სალაროში არსებული ფულის გადაცემა. აღნიშნული კონკლუდენტური მოქმედებით ნ----–------–---- დაემუქრა მ---------------- რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე. მ---------------მ ნ----–------–----- მიერ იარაღით განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და მას მაღაზიის სალაროდან გადასცა 553 (ხუთას ორმოცდაცამეტი) ლარი.

ნ-----–------–---ის ქმედებით მ---------------ს მიადგა მორალური ზიანი, ხოლო შპს ,,----------------------- 553 (ხუთას ორმოცდაცამეტი) ლარის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ----–------–---მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა ობიექტურად და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის არგუმენტაციას გამართლების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მაღაზიის მეპატრონე. 2018 წლის 5 მარტს გვიან ღამით მის მაღაზიაში შევიდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც მოგვიანებით გაიგო მისი სახელი - ნ-----–------–---ი, რომელსაც სვიტერის საყელო ჰქონდა სახეზე აფარებული. თავდაპირველად მოითხოვა სიგარეტი, შემდეგ მიტრიალდა მისკენ, ქურთუკი გადაიწია და იარაღი დაანახა, ამოიღო, დაუმიზნა და უთხრა, რომ ფული რაც ჰქონდა, მიეცა და საგანგაშო ღილაკისთვის არ მიეჭირა ხელი. იმის გამო, რომ მუქარა აღიქვა რეალურად, ამოიღო 550 ლარამდე ქაღალდის ფული სალაროს უჯრიდან და გადასცა. თავდამსხმელმა მოსთხოვა მეორე უჯრიდანაც მიეცა. მან უთხრა, რომ მეტი ფული არ ჰქონდა. ნ----–------–---მა სვიტერის საყელოს ხელი გაუშვა და თვითონ გამოხსნა მეორე უჯრა, რა დროსაც სვიტერის საყელო ჩამოეწია და მან შეძლო თავდამსხმელის სახის სრულად დანახვა. ასევე ამ უკანასკნელის მოთხოვნითვე გადასცა ხურდა ფულიც, რის შემდეგაც მისკენ მიშვერილი იარაღით დატოვა მაღაზია. მისივე განმარტებით, მან ამოცნობისას თავისუფლად ამოიცნო თავდამსხმელი.

2018 წლის 05 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მ-------------ემ გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირისგან ნ-----–------–---ი ამოიცნო აღნაგობით, შუბლის მოყვანილობით, ერთმანეთისგან განცალკევებული სქელი წარბებით, მომრგვალებული პირისახით, არაწვრილი საშუალო ზომის სიდიდის მუქი ფერის თვალებით, საშუალო სისქის ტუჩებით, საშუალო სიდიდის, არასწორი დეფორმირებული ცხვირით, საფეთქლების უკან არსებული მუქი შეჭრილი თმებით.

საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 11 აპრილის №--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ. რ-------–----–------------------- მდებარე სასურსათო მაღაზია ,--------ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ----–------–-----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------------

2018 წლის 13 მარტის №------ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული,-------------- მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის N------------ ხმოვანი პისტოლეტი თავისივე მჭიდით არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა კ----------------------

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ--–----------–---–-- ჩვენებით, 2018 წლის 04 მარტს სტუმრად იმყოფებოდა ტ------–----------–თან, სადაც გაიცნო ნ----–------–----. შემდეგ წავიდნენს ჯერ ერთ ბარში, შემდეგ მეორეში. მეორე ბარში გადასვლისას ნ----–------–---- მათთან ერთად აღარ ყოფილა. ბარიდან გამოსვლისას ცდილობდნენ ამ უკანასკნელთან დარეკვას, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა: ზ-----------------------------–---------------------–---–-----------------–---–--------------------------------–--------------------–---------------–------------–-----------–---–--- აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა, ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სანდოობას და უტყუარობას.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ნ----–------–----- ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ოდოროლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, პირის ამოცნობის ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ----–------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ----–------–----- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ----–------–----- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ნ----–------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ------–------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

5.მსჯავრდებულ ნ----–------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 მარტიდან.

6. ნივთმტკიცებები:

- სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, პისტოლეტი და სიგარეტის კოლოფი - განადგურდეს.

- ნ-----–------–---ის ტანსაცმელი (ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში),-ელექტროსასწორის ზედაპირი, ხურდა ფულის ჩასაყრელი პლასტმასის ყუთი, ზეწარი, ბალიშის ორი პირი და საბნის ჩიხოლი, კბილის ჯაგრისი და პირსაპარსი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს (ნივთმტკიცება ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში);

- DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი