განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100119003024463
საქმე № 1ბ/1441-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორის მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი---- ბ----–-–---–-- მიმართ, დაბადებული 1--------- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ------------------------------------–-----–------------
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით, ი---- ბ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი---- ბ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 6 მარტიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- ბ----–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, კერძოდ: ბორჯომის რაიონის დ--------------–-------–-----–-----------------–- მცხოვრები გ--- ბ----–-–---–ი, დედას - ქ------- ბ----–-–---–ს და ძმას ი---- ბ----–-–---–ს წლების განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
2019 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში, ბორჯომის რაიონის დ--------------–-------–-----–-----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი---- ბ----–-–---–ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კამათი მოუვიდა უფროს ძმასთან გ--- ბ----–-–---–თან, რაც გადაიზარდა გ--- ბ----–-–---–-- მხრიდან ი---- ბ----–-–---–-- მიმართ ძალადობაში, კერძოდ გ--- ბ----–-–---–მა ხელებით შებოჭა ი---- ბ----–-–---–ი, წაქცია და სხეულის არეში ხელის დარტყმით დაუწყო ძალადობის მიყენება, აღნიშნული ძალადობის შედეგად ი---- ბ----–-–---–ს გაუჩნდა სიკვდილის შიში, შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ტკივილი, რის გამოც ჯიბიდან ამოიღო დანა, დაუსვა ხელებზე და გათავისუფლდა შებოჭვისაგან, შემდეგ გ--- ბ----–-–---–ი გაიქცა ეზოს მიმართულებით, რომელსაც გაჰყვა ი---- ბ----–-–---–ი და სახლის ეზოში ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა განზრახ მოკვლის მიზნით ხელთარსებული დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც გ--- ბ----–-–---–ი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ------ ქ-----–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. განაჩენის დადგენისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებლის უფლებამონაცვლის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართსაწინააღმდეგო ნება, მოვალობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება. ბრალდების მხარის მოსაზრებით აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსაჯვრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელია.
დაცვის მხარემ, კერძოდ მსჯავრდებულ ი---- ბ----–-–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------- ს--------–---–--, პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი. დაცვა აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი, კანონიერი და დასაბუთებულია, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, შესაბამისად ითხოვს ხსენებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, არც აპელანტს და არც დაცვის მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორის მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი---- ბ----–-–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: შეტყობინების დანაშაულის შესახებ, ბრალდებულ ი---- ბ----–-–---–-- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ადგილმდებარეობისა და ა/მანქანის დათვალიერების ოქმის, მოწმეების: და--------------–---–------------------–---–------------------------------------------------–---–------------------–---–----–-----------------–---–------------------------------------–-–---–------–--–------------- კ-----------–-–---–------------------------------------------------------------–-----------–---------------------------------------–---–-------–-----------------------–---------------------–------------------------------–-–---–------–-----–-–---–-----–----------------–-------------–---–--------–----------–-–---–------------------–--- დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ--------ი ბ----–-–---–-- და მსჯავრდებულ ი---- ბ----–-–---–-- გამოკითხვის ოქმების, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N------------------------- დასკვნების, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის დადგენილების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი---- ბ----–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორის მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ი---- ბ----–-–---–-- მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება; ი---- ბ----–-–---–მა აღიარა რა დანაშაული, ამავე დროს სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრის ხარსხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, რაზეც ძირითადად უთითებს საჩივარში აპელანტი, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელს, თავისუფლების შეზღუდვას 3 წლამდე ვადით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა სასჯელის ყველაზე მძიმე სახე - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის ვადად დაადგინა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის პიროვნების, მათ შორის დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, რომ ის ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რა დროსაც ადამიანს შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშული, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულის წარსულის შეფასებაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი---- ბ----–-–---–ი ნასამართლევი არ არის. ისეთი პირის მხრიდან კი, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა, ასევე დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე (დანაშაულის ჩადენილის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) რეციდივის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე. ამ მოცემულობის ფონზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მხედველობაში მიიღო, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მაინც არ გამოიყენა არასაპატიმრო ხასიათის სასჯელი და დანიშნა პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი---- ბ----–-–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი ი---- ბ----–-–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--–-------------- საოლქო პროკურატურის პროკურორის მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 2 ივლისის, განაჩენი ი---- ბ----–-–---–-- მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი---- ბ----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი---- ბ----–-–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 6 მარტიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი---- ბ----–-–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგი სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლისა და ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათ უფლებამონაცვლეს.
1 ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი