განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
020100118002373627
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-573-2019 წელი

№020100118002373627

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

30 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ტ------- გ---–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ტ------- გ---–--, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქვრითი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვ-რები ქ. ზ--------–--------------------------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდი-დის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ტ------- გ---–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ბ------ მ---–-----მ სახელმწიფოსაგან პრივატიზაციის საფუძველზე შეიძინა ქ. ზ--------–-----------------------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით. მას შემდეგ, რაც ტ------- გ---–--მ შეიტყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გააჩნდა ბ------ მ---–-----ს, 2013 წლიდან მოყოლებული, ფსიქიკური ზემოქმედებით იძულებულს ხდიდა ბ------ მ---–-----ს შეეწყვიტა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და მისგან გამომ-დინარე ნებისმიერი საქმიანობა, ბ------ მ---–-----მ გადაწყვიტა გაესხვისებინა საკუთრე-ბაში არსებული მიწის ნაკვეთი ხ------- ს----–--ზე, რაც გახდა ცნობილი ტ------- გ---–--ს-თვის. აღნიშნულით განაწყენებულმა ტ------- გ---–--მ, დაჟინებული მოთხოვნითა და ფსი-ქიკური ზემოქმედებით, მიწის ნაკვეთზე მყიდველისათვის საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის მუქარით, ასევე გამყიდველის მიმართ მუქარით, რომ არ მისცემდა შესაძ-ლებლობას განეხორციელებინა საკუთრებითი უფლებები, მუდმივი სიტყვიერი შეურაცხ-ყოფის მიყენებით ცდილობდა იძულებული გაეხადა ბ------ მ---–----- ხელი აეღო მის მიერ მიწის ნაკვეთის გაყიდვის გადაწყვეტილებაზე, ხოლო მყიდველი იძულებული გაეხადა უა-რი განეცხადებინა მიწის ნაკვეთის შეძენაზე.

საბოლოოდ, ტ------- გ---–--ს მიერ 2017 წლის 14 ნოემბრამდე განხორციელებული ფსიქი-კური იძულებით, ბ------ მ---–-----სა და ხ------- ს----–--ს უკანონოდ შეეზღუდათ ქმედე-ბის თავისუფლება, რისი განხორციელებაც მათ უფლებას წარმოადგენდა. კერძოდ: ტ------- გ---–--ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამყიდველს - ბ------ მ---–-----ს არ მიეცა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვის საშუალება, ხოლო მყიდველს-ხ-------- ს----–--ს - აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ------- გ---–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----–---- შ-----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ტ------- გ---–--ს მიმართ გა-მამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ტ------- გ---–--სა და ბ------ მ---–-----ს შორის არსებული კონფლიქტი წარმოადგენს სამოქალა-ქო დავის საგანს და ტ------- გ---–--ს ქმედება არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ ბ------ მ---–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის ფოტოგრაფი, ზ--------------------ს გამზირზე, ი-–-----------ის სკვერში, გამოუყვეს მიწის ნაკვეთი ფოტოგრა-ფიის ჯიხურის ასაშენებლად, რომელიც შემდეგ ღია აუქციონზე შეიძინა და 2002 წლიდან აქვს პრივატიზებული, 2013 წელს ტ------- გ---–--მ გაიგო, რომ ჯიხური მის საკუთრებას წარმოადგენდა და დაიწყო მისი ლანძღვა-გინება, წყევლა და იძულებული გახდა შეეწ-ყვიტა მუშაობა, რის შემდეგ მ-–- ღ----–----ს მიყიდა ოცი ათას დოლარად, მაგრამ არც მათ მისცა მუშაობის საშუალება და აიღო იპოთეკური სესხი თანხის გასასტუმრებლად, ქუთაი-სიდან ჩამოსული მყიდველიც გააგდო, მისმა ცოლის დამ მოისურვა ჯიხურში მაღაზიის გახსნა და წინასწარ გადაუხადა სამი ათასი დოლარი, ფიქრობდა ტ------- გ---–--სთან სი-ტუაციის მოგვარებას, მაგრამ ვერ მოახერხა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუპირის-პირდა მას, აუკრძალა ჯიხურში შესვლა და მისი ქმედების აღკვეთის მიზნით ხ------- ს-----–--მ დარეკა პოლიციაში, ტ------- გ---–--ს მოქმედებით განიცადა მორალური და მა-ტერიალური ზიანი, ის არის ფოტოხელოვანი და ამ საქმიანობით არჩენდა ოჯახს, აქვს ვა-ლი გასასტუმრებელი, რასაც ხ------- ს----–--სგან მიღებული თანხით აპირებდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულ ხ------- ს----–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბ------ მ---–----- არის მისი სიძე, რომელმაც ქ. ზ--------–-------------------------ს გამზირზე აუქციონის წესით შეიძინა 26 მ2 ჯიხური, სადაც 1970 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა ფოტოგრაფად, მაგრამ ტ------- გ---–--მ არ მისცა მუშაობის საშუალება, ლანძღავდა და აგინებდა მას და ჯიხური 20 ათას აშშ დოლარად გაყიდა, მაგრამ არც მყიდველს მისცა მუშაობის უფლება, ატეხა წი-ვილ-კივილი, ამბობდა რომ იყო მისი საკუთრება და მყიდველისთვის თანხა რომ დაე-ბრუნებინა, აიღო სესხი და ბინა დატვირთა იპოთეკით, მისი და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, რომ დახმარებოდა ოჯახს, რომელსაც უჭირს მატერიალურად, ჰყავთ ინვალიდი შვილიშვილი და მისი მკურნალობის საშუალებაც არ აქვთ, სხვა კლიენტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ტ-------მ არც გაყიდვის უფლება მისცა. შემდეგ თვითონ გადაწყვიტა ფართის შეძენა, სადაც აპირებდა პარფიუმერიის მაღაზიის გახსნას, ბ------ მ---–-----ს გადაუხადა 3 ათასი დოლარი და 2017 წლის 15 ნოემბერს დააპირა ჯიხურის გახსნა, მაგრამ ტ-------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოუქნია ცოცხი, კიოდა და ლანძღავდა, გამოიძახა პოლიცია. ბ------ მ---–-----მ წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯიხური მას ეკუთვნის, ტ------- გ---–--მ ბ------ მ---–----- დატოვა ლუკმა- პურის გარეშე და მასაც ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, ემუქრება ჯიხურის დაწვით და განადგურებით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ---- ხ---–-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ტ------- გ---–--ს ბრალდების საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ბ------ მ---–----- და ხ------- ს----–--, მოწმეები ა-------- ქ------–------ და გ------- ბ------, ბრალდება წარუდგინა ადვოკატის მონაწილეობით და ბრალდებულის სახით დაკითხა ტ------- გ---–--. ბრალდების წარდგენის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი დაზარალებულს არ აძლევდა მათი უფლებების განხორცი-ელების საშუალებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ--–- ჯ----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ტ------- გ---–--ს მიმართ, შეტყობინება ეხებოდა სადავო ფართთან დაკავშირე-ბულ კონფლიქტს და გაირკვა, რომ ფართის მესაკუთრე იყო ბ------ მ---–----- და მას ედავებოდა ტ------- გ---–--. გამოკითხა ბ------ მ---–-----, ხ------- ს----–--, ქ------- ჩ-----, მ------ უ---- და ტ------- გ---–--.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ უ----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხ------- ს----–--მ უთხრა, რომ ქ. ზუგდიდში იყიდა ფართი და ითხოვა მისი აზომვა, როდესაც შევიდა ჯიხურში და საქმეს შეუდგა, ვიღაც ქალმა დაიძახა, რა გინდათ მანდ, რას აკეთებთო, ხ------- ს----–-- გავიდა გარეთ და მათ შორის გაიმართა ხმამაღალი ლაპარაკი, არ უნდოდა ქალების საუბარში ჩარევა და განერიდა იქაურობას, შემდეგ გაიგო, რომ ტ------- გ---–-- ედავებოდა ხ------- ს----–--ს ბ------ მ---–-----სგან ნაყიდი ფართის გამო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ-----– ღ----–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბ------ მ---–-----სგან 20 000 აშშ დოლარად იყიდა შენობა ქ. ზუგდიდში, ი-–-----------ის სკვერის გვერდით, შემდეგ საქმეზე წავიდა თბილისში და ვერ მოახერხა გადაფორმება, გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და ტ------- გ---–--მ უთხრა, რომ ნაგებობა, რომელიც ბ------ მ---–-----სგან შეიძინა, მას ეკუთვნოდა და თავი შეეკავებინა გადაფორმებისგან, შენობა იყო ბ------ს სა-კუთრება, მაგრამ მან ვერ მოაგვარა სიტუაცია ტ------- გ---–--სთან, თანხაც არ ჰქონდა და-საბრუნებლად და მისი მეუღლის ქ------- ჩ-----ს სახელზე გადააფორმეს ბ------ს სახლი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ქ------- ჩ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სტილისტად და ჭირდე-ბოდა სამუშაოდ ფართი, მის დეიდაშვილს, ბ------ მ---–-----ს ქ. ზ--------–---------------------------------------ში, ი-–-----------ის ძეგლის გვერდით საკუთრებაში გააჩნდა პატა-რა ნაგებობა, სადაც მუშაობდა ფოტოგრაფად, ამ ფართის შესაძენად გადასცა 20 000 აშშ დო-ლარი, მაგრამ სანამ გადაიფორმებდნენ ტ------- გ---–--მ უთხრა მის მეუღლეს, რომ ის ნა-გებობა იყო მისი და არავის დაუთმობდა, მართალია ის იყო ბ------ს საკუთრება, მას ჰქონ-და პრივატიზებული და საკუთრების უფლებით გააჩნდა, მაგრამ სადავო ფართი არ ჭირ-დებოდათ და უარი თქვეს მასზე, ვინაიდან ბ------ს არ ჰქონდა თანხის დაბრუნების სა-შუალება, ტ------- გ---–-- ედავებოდა მას და ვერ გაყიდა შენობა, ფული რომ არ დაეკარგათ საცხოვრებელი სახლი გადაიფორმა და დაარეგისტრირა თავის სახელზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- ს----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ქ. ზ--------–--------------------------ს გამზირზე მის მეუღლეს, ბ------ მ---–-----ს საკუთრებაში გააჩნდა ჯიხური, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა ფოტოგრაფად. 2013 წლიდან, რაც ბ------ს სახელზე ფართის გადაფორმების შესახებ გაიგო ტ------- გ---–--მ, დაუწყო ლანძღვა, შეურაცხყოფა და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, რადგან ასეთ დაძაბულ ვითარებაში სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო, ოჯახში მატერიალური პრობლემებიც ჰქონდათ, გადაწყვიტეს ჯიხურის გაყიდვა, რომელშიც 20 000 დოლარი გადაუხადა ქ------- ჩ-----მ, მაგრამ მას შემდეგ რაც მის მეუღლეს ტ------- გ---–--მ უთხრა, რომ მუშაობის უფლებას არ მისცემდა და იწყე-ვლებოდა, მათ თანხის დაბრუნება მოითხოვეს, ისევ გადაწყვიტეს გაყიდვა, მაგრამ ტ------- გ---–-- არავის უშვებდა, ბოლოს მისმა დამ გადაწყვიტა მაღაზიის გახსნა და თანხის ნა-წილი გადაუხადა, მაგრამ მასაც მიაყენა შეურაცხყოფა და არ მისცა მუშაობის საშუალება, ჰყავთ ინვალიდი, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი, ოჯახში უჭირთ მატე-რიალურად, ბ------ ვერ მუშაობს, ქ------- ჩ-----ს თანხა ვერ დაუბრუნეს და მათი საცხოვ-რებელი სახლი გადაიფორმა, ტ------- გ---–-- მის მეუღლეს არ აძლევს არც მუშაობის და არც გაყიდვის საშულებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ბ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს მეწყვი-ლესთან, მ----–-- ნ-------სთან ერთად გამოცხადდა ქ. ზ--------–-----------------------------------------ში, აღნიშნულ მისამართზე დახვდათ ხ------- ს----–--, რომელსაც ედავე-ბოდა იქვე მდგომი ქალბატონი ტ------- გ---–--, ხ------- ს----–--ს განმარტებით იგი ფართს ყიდულობდა სიძისგან და ტ------- გ---–-- არ აძლევდა ამის საშუალებას და ეუბნებოდა, რომ არ შეუშვებდა და გახსნის საშუალებას არ მისცემდა, ხოლო ტ------- გ---–-- ამბობდა, რომ ეს ფართი მოტყუებით და მაქინაციებით ჩაიგდო ბ------ მ---–-----მ, თვითონ იყო მე-საკუთრე, იგი ნერვიულობდა და გამოხატავდა აგრესიას, იყო ხმამაღალი საუბარი და სი-ტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც მათ აღკვეთეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ----–-- ნ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შეტყობინების საფუძველზე ზ---------------------------------------ში მივიდა, დახვდა ხ------- ს----–--, რომელმაც განმარტა, რომ ბ------ მ---–-----სგან უნდოდა ფართის შეძენა, ამ დროს იქვე მყოფი ტ------- გ---–-- განერ-ვიულებული და აგრესიული ფორმით პასუხობდა ხ------- ს----–--ს, რომ მისი იყო ეს ფარ-თი და ჰქონდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც წარადგენდა სასამართლოში, ბ------ მ---–----- არაკანონიერი და თაღლითური გზით დაეუფლა ობიექტს, თვითონ იყო მეპატრონე და არავის მისცემდა მიწის ნაკვეთზე აშენების ან მისი გაყიდვის უფლებას, იგი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა ხ------- ს----–--ზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა------- ქ------–------ს 2017 წლის 26 დეკემბრის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამდგომ ლობის საფუძველზე) ირ-კვევა, რომ 1968 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა ზუგდიდის ს----–------------------------------------------დ, ტ------- გ---–--მ მიმართა თხოვნით, რომ ქ. ზუგდიდში, დღევანდელ ზ--------------------ს გამზირზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიეცა ავტოფა-რეხის დადგმის ნებართვა, იმ პერიოდში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში, თუნდაც რაიმე საქმიანობის მიზნით დროებითი სარგებლობისათვის გადაცემის კომპეტენცია არ გააჩნდა, ტ------- გ---–--ს მოთხოვა, რომ მოეტანა სახლმმართველობიდან წერილობითი ნებართვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ავტოფარეხის დადგმის შესახებ, მაგრამ როგორც ახსოვს არ მოუტანია, შესაბამისად ის არ იქნებოდა კომპეტენტური ტ------- გ---–--სთვის აღნიშნულ ფართზე მიეცა ნებართვა.

(ს.ფ. 24-27)

მსჯავრდებულმა ტ------- გ---–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქ. ზ--------–------------------------------------------ში გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებ-ლად, მაგრამ ვერ განახორციელა ავადმყოფობის გამო, ბ------ მ---–----- იყო ფოტოგრაფი, დროებით ათხოვა მიწის ნაკვეთი და მისცა თანხმობა ჯიხურის ასაშენებლად, შემდეგ დაინახა, რომ ჯიხურს უკეთებდა რემონტს და 30 000 აშშ დოლარად ყიდდა, როცა მის ოჯახს საკუთრებაში არაფერი გააჩნია, უთხრა, რომ არ გაებედა მისი გაყიდვა, მაგრამ ვერ მოეგო გონს, გააფრთხილა მ-–- ღ----–----, რომ ფართი მისი კუთვნილება იყო და ბ------ მ---–-----სთვის ფული არ გადაეხადა. ბ------ს ცოლის დას უთხრა, რომ ვერ იყიდდა ამ ობიექტს, რადგან მას ჰქონდა საბუთი, მაგრამ მან უშვერი სიტყვებით გალანძღა, ორი წლის წინ გაიგო მისი კუთვნილი ფართის პრივატიზაციის შესახებ, საჯარო რეესტრმა ჩაიდინა სიყალბე და თაღლითური გზით დაეუფლა ბ------ მ---–-----, უნდა რომ მიწა დაუბრუნდეს მას ან კორპუსს, ითხოვს გამართლებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის ელისო გელაშვილის 2018 წლის 03 იანვ-რის წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით ქ. ზ---------------------------------------------ში, საკადასტრო კოდი –-------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ბ------ მ---–-----ს (პირადი №-----------) საკუთრე-ბის უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2013 წლის 31 ივლისის პრივატი-ზაციის ხელშეკრულება №------, (ნოტარიუსი მ. ს-------), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–----------------ის საკუთრების უფლების მოწმობა №---.

(ს.ფ. 30)

საქმეში არსებული, 2012 წლის 03 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტუ-რებულია, რომ ქ. ზ-------------------------------------------------ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო (საკადასტრო კოდი –--------------) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ბ------ მაქაცა-რია.

(ს.ფ. 31)

საქმეში არსებული, 2----–-–----------------ის №--- საკუთრების უფლების მოწმობით და-დასტურებულია, რომ ბ------ მ---–-----ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ზ--------------------------------------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

(ს.ფ. 34)

საქმეში არსებული, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან შექმნი-ლი 1997 წლის 18 მარტის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ბ------ მ---–----- და მიეყიდა ქ. ზ------------------------–------–--------------ში (დღევანდელი ზ--------------------ს ქუჩა) მდებარე ფოტოსახე-ლოსნო სარეაბილიტაციო ღირებულებით 625 დოლარი, რაც დასტურდება გადახდის ქვითრით.

(ს.ფ. 40-41)

საქმეში არსებული, 2----–-–---------–---------კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმო-ბის მიხედვით ბ------ მ---–-----ს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთ-რებაში გადაეცა ქ. ზ------------------------–-----–-------------ში მდებარე ფოტოჯიხური (ს.ფ. 42)

საქმეში არსებული, 1997 წლის 01 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ სახაზინო საწარმო „ზ----------------ს“ მთავარმა ინჟინერმა რ. კ-----მ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცა ბ------ მ---–-----ს ქ. ზ------------------------–-----–------------- ში მდებარე პრივატიზებული ფოტოჯიხური.

(ს.ფ. 43)

საქმეში არსებული, 1----- სანოტარო აქტით დადასტურებულია, რომ ბ------ მ---–-----მ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელ ნ---- ბ-------სგან 625 აშშ დოლარად შეიძინა ფოტოსახელოსნო.

(ს.ფ. 44)

გააანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო პალატა არ იზიარებს და-ცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ტ------- გ---–--ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბ------ მ----–-----ს, როგორც მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული ჯიხურის მესაკუთრეს, გააჩნდა სრული უფლებამოსილება მისი სარგებლობის, მფლობელობისა და განკარგვის. ტ------- გ---–--ს მოქმედების შედეგად მას შეეზღუდა თავის საკუთრებაში არსებული ობიექტის არა თუ გასხვისების, არამედ სარგებლობის უფლებაც, ხოლო ხ------- ს----–--ს შეეზღუდა თავისი ნების და სურვილის შესაბამისად ამ ობიექტის შეძენის შესაძლებლობა, ამასთან ბ------ მ---–-----ს ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი. ტ------- გ---–--სთვის ცნობილი იყო, რომ მას არ გააჩნდა სადავო ობიექტზე უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, მიუხედავად ამისა ბ------ მ---–-----ს მიმართ განახორციელა იძულება, რომ არ გაეყიდა მისი კუთვნილი ობიექტი, ხოლო ხ------- ს----–--ს როგორც მყიდველს ხელი შეუშალა შე-ეძინა ბ------ მ---–-----ს საკუთრებაში არსებული ფართი, რის გამოც მისი ქმედება არის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ ტ------- გ---–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწო-რი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი ტ------- გ---–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ტ------- გ---–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ტ------- გ---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ტ------- გ---–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – გირაო გაუქმებუ-ლია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili